Skip to main content

ებრაელები სექციების სია ძველ დროში | ისრაელის პირველი სახელმწიფო | ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო | ისრაელის ეკონომიკური განვითარება | გაფანტვა | იხილეთ აგრეთვე | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუThe Jewish Population of the World (2010)American Jewish Year BookBrazil

მსოფლიოს ხალხებიაზიელები


აშშ-შიისრაელშირუსეთის ფედერაციაშიპალესტინაშიიერიქონისსაულისდავითისსოლომონისიასირ არაფატიიუდეანაბუქოდონოსორმა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ებრაელები




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






























ებრაელები
יהודים














PhiloThevet.jpg

ფილონ ალექსანდრიელი


Josephus.jpg

იოსებ ფლავიუსი


Maimonides-2.jpg

მაიმონიდი


Spinoza.jpg

ბარუხ სპინოზა


Sigmund freud um 1905.jpg

ზიგმუნდ ფროიდი


SholemAleichem.jpg

შოლომ-ალეიხემი


Albert Einstein (Nobel).png

ალბერტ აინშტაინი


Noether (petite image).png

ემი ნეთერი


David bengurion.jpg

დავიდ ბენ-გურიონი


Shagal Choumoff.jpg

მარკ შაგალი


George Gershwin 1937.jpg

ჯორჯ გერშვინი


Natalie Portman Cannes 2015 4.jpg

ნატალი პორტმანი

საერთო მოსახლეობა

13,428,300 [1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით

ისრაელის დროშა ისრაელი 5,703,700 [1]

აშშ-ის დროშა აშშ

5,275,000[1]

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი

483,500[1]

კანადის დროშა კანადა

375,000[1]

გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო

292,000[1]

რუსეთის დროშა რუსეთი

205,000[1]

არგენტინის დროშა არგენტინა

182,300[1]

გერმანიის დროშა გერმანია

119,000[1]

ავსტრალიის დროშა ავსტრალია

107,500[1]

ბრაზილიის დროშა ბრაზილია

95,600-150,000[1][2]

უკრაინის დროშა უკრაინა

71,500[1]

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა

70,800[1]

უნგრეთის დროშა უნგრეთი

48,600[1]
ენები

ისტორიული ებრაული ენები
ებრაული · იდიში · ლადინო · ებრაულ-არაბული · სხვები

ლიტურგიული ენები
ებრაული · არამეული

ძირითადი სასაუბრო ენები
ებრაული, ინგლისური, იდიში, რუსული, და სხვა ქვეყნების ადგილობრივი ენები ებრაულ დიასპორებში.
რელიგიები
იუდაიზმი

ებრაელები — სემიტური მოდგმის ხალხი. რაოდენობა — 13 428 300 მლნ, მათ შორის აშშ-ში — დაახლ. 5 275 000, ისრაელში — 5 მ703 700, რუსეთის ფედერაციაში — 205 000.



  • სახელები: თვითწოდება — იეჰუდიმ, იდნ;


  • ენა: ებრაელთა დიდი ნაწილი ლაპარაკობს იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობენ. ებრაელთა ნაწილი ლაპარაკობს აგრეთვე ებრაულ ენებზე — ივრითი, იდიში და სხვა.


  • მორწმუნეები: ძირითადად იუდეველები. დიასპორაში ისინი გაყოფილი არიან აშქენაზებად და სეფარდებად.

ებრაელები პალესტინაში დაახლოებით 4000 წლის წინ დასახლდნენ. ისინი პალესტინაში მესოპოტამიის ქალაქ ურიდან ჩავიდნენ. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, საიდან აღმოჩნდნენ ისინი ურში. ებრაელები, ამ სახელით აღნიშნავდნენ „ხალხს, ევფრატის გაღმა ნაპირიდან“. მათი ისტორია ბიბლიაშია მოთხრობილი. ძველი აღთქმის მიხედვით, პირველი ებრაელების წინამძღოლი ყოფილა ურში მცხოვრები მწყემსი აბრაამი. თავდაპირველად აბრაამი ოჯახთან ერთად სირიაში გაემგზავრა, შემდეგ კი ქანაანში (დღევანდელი პალესტინა) ჩავიდა და აქვე დამკვიდრდა.




სექციების სია





  • 1 ძველ დროში


  • 2 ისრაელის პირველი სახელმწიფო


  • 3 ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო

    • 3.1 XIX საუკუნის პალესტინა


    • 3.2 დიდი ბრიტანეთის როლი ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტში


    • 3.3 მეორე მსოფლიო ომი და მისი შემდგომი პერიოდი


    • 3.4 ომი არაბებსა და ებრაელებს შორის და მისი შედეგები


    • 3.5 დღევანდელი მდგომარეობა



  • 4 ისრაელის ეკონომიკური განვითარება

    • 4.1 ეკონომიკური ზრდა


    • 4.2 1985 წლის ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა


    • 4.3 1990-იანი წლების კეთილდღეობა


    • 4.4 მაკროეკონომიკური სტრატეგია


    • 4.5 ფისკალური პოლიტიკა


    • 4.6 ინფრასტრუქტურის შექმნა უცხოური ინვესტიციებისათვის


    • 4.7 კაპიტალის ბაზრები და სავაჭრო შეთანხმებები


    • 4.8 მონეტარული პოლიტიკა


    • 4.9 ისრაელის მაღალი ტექნოლოგიური განვითარების გამომწვევი ფაქტორები


    • 4.10 ტექნოლოგიური მიღწევები


    • 4.11 2016 წლის ეკონომიკური სტატისტიკა



  • 5 გაფანტვა


  • 6 იხილეთ აგრეთვე


  • 7 ლიტერატურა


  • 8 სქოლიო




ძველ დროში |


აბრაამის შვილიშვილ იაკობს (იგივე ისრაელი) 12 შვილი ჰყავდა. გადმოცემით, მათგან წარმოიშვა 12 ტომი, რომელთაც მათი სახელები ეწოდა. აბრაამის სიკვდილის შემდეგ ქანაანში შიმშლობა დაიწყო. იაკობმა ებრაელები ეგვიპტეში გაიყვანა. მოგვიანებით ისინი ეგვიპტელების მონებად იქცნენ, რასაც მხოლოდ მას შემდეგ დააღწიეს თავი, როდესაც მოსემ ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა და ძვ.წ. დაახლ. 1200 წელს, უკან, ქანაანში დააბრუნა. აქ დასამკვიდრებლად და ისრაელის ქვეყნის დასაარსებლად ისინი იესო ნაველის წინამძღოლობით შეებრძოლნენ ფილისტიმელებს (პალესტინელებს). ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ქალაქ იერიქონის კედლები მათი საყვირის ხმამ დაანგრია.



ისრაელის პირველი სახელმწიფო |


ქრისტეშობამდე 120 წლიდან, ერთმანეთის თანმიმდევრულად მონაცვლე მეფეების — საულის, დავითის და სოლომონის მმართველობის ხანაში ისრაელმა აყვავება დაიწყო. ებრაელების პირველი მეფე იყო საული, რომელმაც ისინი ერთ ერად აქცია. მეფე დავითმა გააერთიანა ისრაელის ყველა ტომი ერთიან სახელმწიფოში, გააფართოვა მისი ტერიტორია და რომელიმე ტომისათვის პოლიტიკური პრიორიტეტის მინიჭებაში რომ არ დაედანაშაულებინათ, სატახტო ქალაქად აირჩია იერუსალიმი, რომელიც ერთ-ერთ ქანაანურ ტომს — იებუსეველებს-ეკუთვნოდა, სახელად იებუსი ეწოდებოდა და ებრაელთა ხელში მძიმე ომის შედეგად გადავიდა. 1998 წელს, კედრონის ხეობაში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა კარგად გამაგრებული თავდაცვითი ნაგებობები და წყლით მომარაგების საიდუმლო სისტემა, რომლებიც ქანაანელებმა დავითამდე 800 წლით ადრე განავითარეს და რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბადალი არა აქვს, სხვა მხრივ, ქანაანელთა ისტორია, წერილობითი და მატერიალური ძეგლების სიმწირის გამო, ძალზე ცუდადაა შესწავლილი და ამ საკითხის ირგვლივ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბიბლიური წყაროებიდანაა შესაძლებელი). მეფე სოლომონმა გრადნიოზული მშენებლობები წამოიწყო, ააშენა რამდენიმე ქალაქი და იერუსალიმის განთქმული ტაძარი. იგი მშვიდობისმოყვარე და ბრძენი იყო.



ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო |



XIX საუკუნის პალესტინა |


XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალების იმპერია მართავდა იმ ადგილს, რომელიც დღესდღეობით ცნობილია როგორც პალესტინა. 1878 წლის ოსმალთა ცნობების მიხედვით, იქაური მოსახლეობის 87 %-ს წარმოადგენდნენ მუსლიმები, 10 %-ს ქრისტიანები და 3 %-ს ებრაელები. ყოველდღიურ ენად გამოიყენებოდა არაბული, ხოლო იერუსალიმში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების განაწილება დაახლოებით თანაბარი იყო. ამავე პერიოდში ევროპაში ადგილი ჰქონდა ნაციონალიზმის „ოქროს ხანას“. ამისი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო ჰაბსბურგთა ავსტრო-უნგრეთის იმპერია, რომელშიც დაახლოებით 10 სხვადასხვა ერს სურდა საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამ ეპოქაშივე ცხოვრობდა ებრაელი სახელად თეოდორ ჰერცლი, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ ებრაელებს შეეძლოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ასიმილაციის მიღწევა. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ ებრაელებს უნდა დაეტოვებინათ ევროპა და ჩამოეყალიბებინათ საკუთარი სახელმწიფო. მაშინ აღმოცენდა ებრაული ნაციონალიზმის მიმდინარეობა, რომელსაც ზიონიზმი დაერქვა. აღსანიშნავია, რომ სიონისტების უმეტესობა იყო სეკულარული ებრაელი, რაც ნიშნავდა იმას, რომ მათ წარმოედგინათ ისრაელი როგორც სახელმწიფო ებრაელებისთვის და არა - ებრაული სახელმწიფო. 



დიდი ბრიტანეთის როლი ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტში |


1917 წელს, ებრაელთა პოზიტიური განწყობის მოპოვების იმედით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა ბალფორის დეკლარაცია, რომლითაც ისინი ებრაელებს შეპირდნენ: „პალესტინაში ისეთი ერთეულის დაწესება, რომელიც გახდებოდა სახლი ებრაელებისთვის“. ამავდროულად პალესტინა კი ჯერ კიდევ ოსმალების მმართველობის ქვეშ იყო, რადგან მათ ჯერ კიდევ არ წაუგიათ პირველი მსოფლიო ომი. ბალფორის დეკლარაციამდე ერთი წლით ადრე კი დიდმა ბრიტანეთმა მისცა საიდუმლო პირობა საფრანგეთს, რომ ისინი გაყოფდნენ არაბების ტერიტორიებს, რის შედეგადაც პალესტინა ბრიტანელებს შერჩებოდათ. გარდა ამისა, 1915 წელს, ბრიტანეთის სხვა წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლაპარაკება მექას მმართველთან, შარიფ ჰუსსეინთან, იმასთან დაკავშირებით, რომ იგი გახდებოდა მთლიანად არაბეთის სახელმწიფოს მმართველი, რაც მოიცავდა ასევე პალესტინასაც. ამისი პირობა იყო ის, რომ შარიფ ჰუსსეინს უნდა მოეწყო რევოლუცია ოსმალთა წინააღმდეგ, რაც მან განახორციელა კიდევაც. ამრიგად, ბრიტანელები პალესტინის მმართველობის უფლება ერთდროულად გადასცეს საკუთარ თავს, მექელებსა და ზიონისტებს.


პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას მოკლედ პერიოდის შემდეგ ბრიტანელებმა დააწესეს კოლონია პალესტინაში იმ იდეით, რომ ისინი თვითონ გაუძღებოდნენ წინ პალესტინელებს, სანამ ისინი გახდებოდნენ დამოუკიდებელნი და შეეძლებოდათ საკუთარი სახელმწიფოს თავისით მართვა. ამავდროულად ბრიტანელებმა შექმნეს ცალკე ინსტიტუტები ქრისტიანებისთვის, ებრაელებსა და მაჰმადიანებისთვის, ამის შედეგად პალესტინელ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის თანამშრომლობა უფრო და უფრო რთული ხდებოდა, ბრიტანელებისთვის კი უფრო მარტივი ხდებოდა მათზე ზემოქმედება.


ამ დროს ბრიტანელებმა სცადეს ბალფორის დეკლარაციის შესრულება. ამისთვის მათ გაუადვილეს ებრაელებს იმიგრაციის პროცესი. 1920 და 1939 წლებს შორის პალესტინი ებრაული მოსახლეობა გაიზარდა 320 000 ადამიანით. 1938 წლისათვის ებრაელები შეადგენდნენ პალესტინის მოსახლეობის 30 %-ს. ებრაელები ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობდნენ მიწების შესყიდვას ამ ტერიტორიაზე. ამან გაამწვავა არაბებისა და ებრაელების ურთიერთობა 20-იან წლებში.


ამავე პერიოდში, პალესტინელმა არაბებმა წამოიწყეს საკუთარი ნაციონალისტური მოძრაობა, რის შედეგადაც მათ რევოლუცია მოაწყვეს ბრიტანელების მმართველობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ებრაელებმა მხარი დაუჭირეს დიდ ბრიტანეთს და ამ ორი ძალის გაერთიანებით არაბების რევოლუციის ჩახშობა მოხდა. ამ რევოლუციის მცდელობის შემდეგ ბრიტანელებმა გამოსცეს კანონი, რომლის მიხედვითაც ებრაელებს კვლავ ეზღუდებოდათ იმიგრაცია, ხოლო ბრიტანელები ცდილობდნენ პალესტინაში არაბებისა და ებრაელების საერთო სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მომავალი 10 წლის განმავლობაში. ამის შედეგად, სამი ხალხის შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა - ზიონისტები გაბრაზებულები იყვნენ ბრიტანელებზე იმიგრაციის შეზღუდვების გამო (იმ დროს, როცა ებრაელებს განსაკუთრებით სჭირდებოდათ ევროპის დატოვება), ხოლო არაბი პალესტინელები უკმაყოფილონი იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის 10-წლიანი ლოდინის პერსპექტივით.



მეორე მსოფლიო ომი და მისი შემდგომი პერიოდი |


მეორე მსოფლიო ომის დროს პალესტინაში სუფევდა დროებითი მშვიდობა. თუმცა ეს პერიოდი მალევე დამთავრდა და ბრიტანელებმა გააცნობიერეს, რომ პალესტინისნაირი კოლონიების ყოლა უფრო მეტი ზარალის მომტანი იყო, ვიდრე მოგების. ამიტომაც მათ გადასცეს პალესტინის საქმე ახლადშექმნილ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ამის შედეგად, 1947 წლის ნოემბერში გაეროს ასამბლეამ ხმა მისცა პალესტინის გაყოფას რამდენიმე ტერიტორიად, რომლებიდანაც ნახევარი იქნებოდა არაბების, ხოლო მეორე ნახევარი - ებრაელებისა. ამრიგად, ორივე ერს ექნებოდა დაახლოებით ერთსა და იმავე ზომის ტერიტორიაზე წვდომა. თუმცა ამ გეგმის პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ტერიტორიები იყო გადაბმული ერთმანეთში, რაც წარმოადგენდა არაბებისა და ებრაელების ერთმანეთისგან გაყოფის სირთულეს.



ომი არაბებსა და ებრაელებს შორის და მისი შედეგები |


1948 წელს დაიწყო ებრაელებსა და არაბებს შორის ომი, რომლის ერთ ფლანგზე იყო ისრაელი, ხოლო მეორეზე - პალესტინა და მრავალი სხვა არაბული სახელმწიფო. ამ ომში გამარჯვება მოიპოვა ისრაელმა, ხოლო 1949 წელს ორივე მხარემ ხელი მოაწერა მშვიდომის ხელშეკრულებას. ისრაელმა მოახდინა ერთი მესამედით მეტი ტერიტორიის ოკუპაცია, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული გაეროს გადაწყვეტილებაში. ამავდროულად იორდანი აკონტროლებდა დასავლურ ნაპირსა და იერუსალიმის ძველ ნაწილს, ხოლო შემდგომში მისი ანექსია მოახდინა. გაზას სექტორს კი აკონტროლებდა ეგვიპტე. 700 000-ზე მეტ პალესტინელს მოუწია საკუთარი სახლ-კარის დატოვება და მეზობელ არაბულ სახელმწიფოებში ლტოლვილებად გადახვეწა.


ებრაელებისთვის ეს ომი იქცა მათი სახელმწიფოს დასაწყისად; პალესტინელებისთვის კი მათი სახელმწიფოს დასასრულად („ნაქბა“ - კატასტროფა). შემდგომი 18 წლის განმავლობაში ტერიტორიული თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, ხოლო 1967 წელს ისრაელმა და რამდენიმე არაბულმა სახელმწიფომ კვლავ წამოიწყეს ომი. ამ ომს შემდგომში ეწოდა ექვსდღიანი ომი, მისი ხანგრძლივობის გამო. ამ ომშიც გამარჯვება მოიპოვა ისრაელმა და ამის შედეგად მოიპოვა კონტროლი გაზას სექტორზე, დასავლეთ ნაპირზე, სინაის ნახევარკუნძულსა და გოლანის მაღლობზე.


ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა გამოსცა რეზოლუცია 242, რომელმაც ხაზი გაუსვა მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას, რისთვისაც საჭირო იყო ისრაელების მიერ იმ ტერიტორიების დატოვება, რომლებიც ისინი ომის შედეგად მოიპოვეს. ეს რეზოლუცია ასევე მოითხოვდა ომში მონაწილე ყველა მხრიდან როგორც პალესტინის, ასევე ისრაელის სახელმწიფოების აღიარებას. ამისი განხორციელება ვერ მოხერხდა.


ომის შემდეგ ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის კონფლიქტი გადაიზარდა უფრო კონკრეტულად ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტში. 1964 წელს შეიქმნა ორგანიზაცია სახელწიდებით პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია (PLO – Palestinian Liberation Organization). მისი პრეზიდენტი იყო იასირ არაფატი. ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ხერხით ცდილობდა პალესტინის სახელმწიფოს დაბრუნებას. ისრაელის მმართველობამ კი ამ დროს დაიწყო ებრაული დასახლებების შექმნა იმ ადგილებში, რომლებიც ადრე პალესტინას ეკუთვნოდა (აღმ. იერუსალიმის, დასავლეთ ნაპირისა და ღაზას სექტორის ჩათვლით). დღესდღეობით დასავლეთ ნაპირზე ცხოვრობს 350 000-ზე მეტი ებრაელი, ხოლო აღმოსავლეთ იერუსალიმში - 200 000 ებრაელი. ეს დასახლებები, საერთაშორისო კანონის მიხედვით, არის არალეგალური. თუმცა ისრაელის მთავრობა ამ დასახლებებს ამართლებს იმ ფაქტით, რომ პალესტინა არც არის აღიარებული სახელმწიფოდ, ამიტომ მას არ შეიძლება ეკუთვნოდეს ტერიტორიები.


1980 წლების დასასრულს პალესტინელებმა წამოიწყეს „ინტიფადა“, რაც მოიაზრებდა ისრაელის წინააღმდეგ ბოიკოტს - მათ უარი თქვეს ისრაელში წარმოებულ ნებისმიერ პროდუქციაზე, ასევე ისრაელის მიერ დაწესებული გადასახადების გადაუხდელობა. როდესაც ისრაელის შეიარაღებული ძალები წინ აღუდგნენ პროტესტი მონაწილეებს, სისასტიკის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. ამან გამოიწვია ჰამასის შემქნა, რასაც მოჰყვა პირველი სუიციდური ტერაქტი, რომელიც მოხდა ისრაელში 1993 წელს. ჰამასმა მხარდჭერა მოიპოვა უმეტესად გაზად სექტორში საკუთარი საქმიანობის შედეგად - ისინი მანდ აშენებდნენ სკოლებს, მეჩეთებსა და საავადმყოფოებს.



დღევანდელი მდგომარეობა |


2005 წელს გარდაიცვალა იასერ არაფატი. მისი სიკვდილის შემდეგ მოკლე ვადაში ჩატარებული არჩევნების დროს ჰამასმა მოიპოვა საპარლამენტო ადგილების უმეტესობა. ამის შემდეგ, ჰამასი და პალესტინის მთავრობა იყოფენ პალესტინის მმართვლობის როლს. ბოლოს 10 წლის განმავლობაში ჰამასს გაუშვია მრავალი თავდასხმა ისრაელის მხარეზე. ამას, როგორც წესი, მოჰყვება ისრაელის მხრიდან სასტიკი შეიარაღებული თავდასხმა პალესტინის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც დაიღუპა ათასობით პალესტინელი, რომელთა რიცხვშიც შედიან როგორც ჯარისკაცები, ისევე მშვიდობიანი მოქალაქეები. ორივე მხარე საკუთარ ქმედებებს ამართლებს იმით, რომ ეს ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ მათი მტერი სახელმწიფოს ქმედებების საპასუხოა.



ისრაელის ეკონომიკური განვითარება |



ეკონომიკური ზრდა |


ისრაელში პირველი ორი ათწლეული ხასიათდებოდა ძლიერი ეკონომიკური ზრდით, რაც განპირობებული იყო განათლებული სამუშაო ძალითა და მნიშვნელოვანი სამთავრობო ხარჯებით. 1973 წელს Yom Kippur–ის ომის შემდეგ ისრაელის მთავრობამ უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად მოკლევადიანი გადაწყვეტილებები არჩია გრძელვადიან მონეტარულ სტაბილურობას. ამან გამოიწვია ზრდის შეფერხება, მაშინ როდესაც ინფლაცია გადავიდა სამნიშნა განაკვეთზე და მიაღწია პიკს, 400 %-ს, 1980–იან წლებში.



1985 წლის ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა |


მიუხედავად ისრაელის ქრონიკული ინფლაციისა, პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მაღალი ინფლაციის დროს ცხოვრება შესაძლებელი იყო, ფინანსური სტაბილურობის ხელშეშლის გარეშე. მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომ მიუხედავად მოწინავე იდექსაციის მექანიზმისა, შეუძლებელი იყო თავიდან აეცილებინათ ინფლაციის დაჩქარება, რამაც საბოლოოდ ჰიპერინფლაციურ მდგომარეობამდე და ფინანსურად არასტაბილურ გარემომდე მიიყვანა ისრაელი.


საფინანსო და სავალუტო კრიზისის გამო რთული გახდა მთავრობისთვის სესხის აღება, თავისი დიდი ფისკალური დეფიციტის დასაფინანსებლად. საბოლოოდ 1985 წელს ისრაელში ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანიც გადახდების დაბალანსება იყო. სტრატეგია ეფუძნებოდა იმას, რომ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე –ფისკალური დისციპლინა და სინქრონულად დაფიქსირებული სხვადასხვა ნომინალური ცვლადები (გაცვლითი კურსი, ხელფასი და საბანკო კრედიტი) ერთობლივად ხორციელდება. ამას მოსდევდა ფისკალური დეფიციტის შემცირება, ხარჯვის შემცირების ხარჯზე. ამასთან ერთად ხელფასისა და ინდექსაციის სხვა ხელშკრულებები დროებით შეჩერდა, ფასებთან ერთად. ხელისუფლების ზეწოლით 1985წლის ივლისში დამსაქმებელ ორგანიზაციებსა და დასაქმებულებს შორის დაიდო სახელფასო ხელშეკრულება, რომელიც მასიურ უმუშევრობას უშლიდა ხელს და რომელმაც შექმნა სტაბილური ნომინალური ხელფასი. ამ რთული გარდამავალი პერიოდის დროს საბანკო კრედიტები სასტიკად იყო შეზღუდული.


ამ ეკომიკურმა „შოკურმა მკურნალობამ“ სამი წლის განმავლობაში ინფლაციის 20 %-მდე ჩამოსვლა მოიტანა და ერთნიშნა განაკვეთს 1990–იან წლებში მიაღწია.



1990-იანი წლების კეთილდღეობა |


თითქმის მილიონი ადამიანი იქნა იმიგრირებული ისრაელში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაც 1989 წელს დაიწყო და საბოლოდ ისრაელის მოსახლეობის (6.5მილიონი მოსახლე) 13 % შეადგინა. ამ შემოდინებამ არამარტო გაზარდა სამომხმარებლო მოთხოვნა, არამედ ბაზარს გააცნო ახალი ადამიანური „კაპიტალი“ და უნარები, რაც აძლიერებს ისრაელის მზარდ მაღალტექნოლოგიურ სექტორს.


Wall Streetის და სხვა საფინანსო ბირჟების გამოხმაურება ისრალიეს კომპანიების სასარგებლოდ იყო. მართალც, ყველა უცხოური ქვეყანიდან ისრაელს აქვს ყველაზე დიდი რაოდენობის კომპანიეპის ჩამონათვალი ამერიკის საფონდო ბირჟებზე. ვარდნამ გლობალურ ეკონომიკაში 2001 წელს, უარყოფით გავლენა იქონია მაღალტექნოლოგიურ სექტორზე. მიუხედავად ამ პაუზისა ინდუსტირულ ზრდაში, მაღალტექნოლოგიური სექტორი კვლავ გახდა 4.3 %ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა 2004 წელს და დარჩა მთავარ ძალად ისრაელის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.


ისრაელის ფინანსთა სამინისტროს თანახმად  ეკონომიკა განვითარდა „ტრადიციული ეკონომიკიდან, რომელიც ძირითადად ეფუძნება სოფლის მეურნეობას, მსუბუქ მრეწველობასადა შრომის ინტენსიურ წარმოებას“ „ცოდაზე დაფუძნებულ ეკონომიკამდე, რაც გულისხმობს საერთაშორისოდ კონკურენტულ ტელეკომუნიკაციებს, მაღალტექნოლოგიურ და სასოფლო ტექნოლოგიების მრეწელობას“. ისრაელის მაკროეკონომიკური გარემოში მოხდა შესამჩნევი ცვლილებები 1990 დან 2005 წლამდე, მზრდადი ეკონომიკის $133 მილიარდი მშპ 2004 წელს, $17,165 ერთ სულ მოსახლეზე.



მაკროეკონომიკური სტრატეგია |


15 წლის განმავლობაში მაკროეკონომიკური პოლიტიკა გატარდა ისრაელში იმისათვის რომ ისრაელი ინტეგრირებული ყოფილიყო გლობალურ ეკონომიკაში. საბჭოთა კავშირის და აღმოსავლური ბლოკის, (რომელიც მნიშვნელოვნად აფინანსებდა ისრაელის მეზობელ არაბულ ქვეყნებს) დაცემამ შესაძლებელი გახადა ისრაელის „მოდუნება“ და გააღვივა ლიბერალიზაციის პროცესი. ლოგიკა, რომელიც ახალეკონომიკურ პოლიტიკას ედო საფუძვლად, იყო ის, რომ მცირე ბაზარს, ისეთს როგორიც ისრაელს აქვს, შეუძლია მიაღწიოს თავისი პოტენციალის მაქსიმუმს მხოლოდ მაშინ როდესაც ის გახსნილია მსოფლიოსთვის და მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის. სტრატეგიული გეგმა იყო ტარიფების შემცირება და სხვა არა ტარიფული  ბარიერების დაწესება, საქონლის და სერვისების თავისუფალი გადინება–შემოდინებისთვის. მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების როლის შემცირება ეკონომიკაში. მიიღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი ეკონომიკური მენეჯმენტი, მათ შორის ფისკალური დისციპლინა. რაც მოითხოვდა ფასების სტაბილურობის მიღწევას.



ფისკალური პოლიტიკა |


ისრაელში დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ეკონომისტი და ბიზნესმენი იზიარებდა კეინსიანურ თეორიას: რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის გამოყენება შესაძლებელია როგორც ანატიციკლური მექანიზმი - წარმატებულ პერიოდში სიჭარბის შესანარჩუნებლად და დეფიციტი, “ცუდი პერიოდისას“ ისრაელის რეალობამ აჩვენა, რომ რეცესიის დროს დეფიციტის შექმნა უფრო მარტივი იყო, ვიდრე სიჭარბის გაზრდა აყვავებისას. ამის შედეგად კი გაიზარდა სახელმწიფოს ვალი. ვალებით დამძიმებამ პირდაპირ დაარტყა ქვეყნის ხაზინას და გამოიწვია გადასახადების გაზრდა.


რადგან სახელმწიფოში იყო ვალების აღების ტენდენცია, ქვეყანას დიდი ვალი დაუგროვდა და საჭირო გახდა ახალი ეკონომიკური გეგმის შემუშავება- ამ გეგმის პრიორიტეტი იყო სახელმწიფოს ვალების შემცირება, რომელიც უნდა მომხდარიყო, წლიური ბიუჯეტის დეფიციტის სტაბილური შემცირებისა და იმავე დროს საგადასახადო ტვირთის შემცირება - სახელმწიფოს მხრიდან გდპ ის გაზაირებით გამოწვეული ხარჯების შემცირებით.


რათა მთავრობის ხარჯვაში ზრდას არ გამოეწვია ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ემიგრანტთა გადმოსახლება, ქვეყანამ შეიმუშავა კანონი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების შესახებ, რომლის მიხედვითაც 2003 წლისთვის უნდა შემცირებულიყო ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა ჯდპისთან მიმართებაში  მინიმუმ 1,5 პროცენტამდე.ისრაელმა ამ შედეგს 2001 წლისთვის მიაღწია.


ამ მიმართულებით მუშაობისას სახელმწიფოს ბიუჯეტის პროცენტული გდპ 1900 წლიდან 51,7 % 2000 წლამდე 47,3 % -ამდე შემცირდა. საბიუჯეტო დეფიციტი, როგორც პროცენტული გდპ შემცირდა 5,3 % (1990) დან 0,3 პროცენტამდე (2000).


ამავდროულად შემცირდა ისრაელის შიდა და საგარეო ვალებიც - საშიანაო  ვალი გდპ- ის პროცენტულობასთან მიმართებაში 1989 წლის 104 % დან 2000 წლისთვის 70 % ამდე შემცირდა. ხოლო საგარეო ვალი 1990 წლის 39 % იდან 2000 წლისთვის უკვე 24 %-ს შეადგენდა.


ისრაელისათვის მთავრობის ვალის თანაფარდობა ჯდპისთან მიმართებაში მაინც აღემატება  ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიებიების პრივატიზების პროცესმა ხელი შეუწყო ბაზრის განთავისუფლებას.


მას შემდეგ რაც კონკურენციის პრინციპი წარმატებით დაინერგა გარკვეულ ბაზრებზე, ფინანსთა სამინისტრომ საკუთარ ანგარიშში განაცხადა, რომ მთავრობის საწარმოები შესაძლოა გასხვისდნენ. ისრაელს სჯეროდა  რომ  იმ სახელმწიფო კომპანიების მიყიდვა კერძო სექტორისათვის, რომელთაც ბაზარზე ძალიან მცირე კონკურენცია აქვთ, წაახალისებდა კერძო მონოპოლიას და შესაბამისად კონკურენტული გარემოსთვისაც საზიანო იქნებოდა.


პრივატიზაციის პოლიტიკა განხორციელდა რამდენიმე ინდუსტრიის მიმართ, როგორებიცაა საბანკო სექტორი, უძრავი ქონება, თავდაცვის ნაგებობები, ტელეომი, და ავიაკომპანიები. საპრივატიზაციო მეთოდები შემდეგში მდგომარეობდა: სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორებისათვის აქციების მიყიდვა, თელ-ავივის საფონდო ბირჭაზე აქციების საჯარო გაყიდვა. ასევე ამ საკუთრებას ასხვისებდნენ ადგილობრივ მონაწილეებზე, რომლებსაც ჰქონდათ ბერკეტი, რომ ეკონომიკური გრადაცია გამოეწვიათ.



ინფრასტრუქტურის შექმნა უცხოური ინვესტიციებისათვის |


ისრაელმა გააცნობიერა რომ უცხური ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა შეიქმნას ბიზნეს გარემო, რომელიც მისაღები იქნება საერთაშოროსო დონეზე.


ხელშეწყობის მოტივი იყო სტრატეგიული მიზეზები რაც გამოარჩევს ისრაელს სხვა ბევრი ქვეყნისგან გაცნობიერბული აქვთ უცხური კაპიტალის მნიშვნელობა - უცხური კაპიტალის მიერ დაბანდებული თითოეული დოლარი არის სტრატეგიული უცხოული ინტერესი რათა უზრუნველყოფილი იყოს იზრაელში როგორც სუვერენულ სახელმწიფოში ბიზნესის სიჯანსაღე აგრეთვე მსხვილ უცხოურ კომპანიებს ამერიკის პოლიტიკაში ლობირებენ (კრიშავენ) და ამ მხარდაჭერას კარგად იყენებენ საკუთარი ინვესტიციის დასაცავად.


ისრელმა ლიბერალიზაციის პროცესი ორ ფრონტზე დაიწყო: შიდა ბაზარი მაქსიმალურად გაანთავუფლა სახელმწიფოს ჩარევისაგან, გაატარა ლიბერალური პოლიტიკა კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებით, და შეამცირა საგადასახადო და სვა ბარიერები.


კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაციამ მოიტანა ორი გამოწვევის წინაშე დააყენა მთავრობამ: 1) ვალუტის ლიბერლიზაციასთან ერთად ვერ იარსებებს ფიქსირებული გაცვლითი კურსი, რომელიც ისრაელში 40 წლის მანძილზე არსებობდა. თავისუფლად შემოდინებული კაპიტალისა და ფიქსირებული გაცვლითი კურსის კომბინაციით შესაძებლობა იქმენობდა ფულის სპეკულაციის და ფინანსური კრიზისის. 2) ისრაელის გაცვლითი კურსის სისტემა, განსაკუთრებით 1985 წლის ეკონომიკის დასტბილურების პროგრამის შემდეგ იყო ნომინალის ფიქსატორი ინფლაციის დასასტაბილურებლად.


2001 წლიდან კურსი თავისუფალ ცურვაზე გადავიდა( ანუ მერყეობს ვალუტა დოლარტან მიმართებაში +/- 0,2.5 ით იმის მაგივრად, რომ დაეფიქსირებინა ისრალმა ფულის მსყიდველობის უნარს, წონის განსაზღვრა მოკლე ვადიან საფროცენტო განაკვეთით დააწესა, ამ პროცენტს კი ისრაელის ბანკი განსაზღვრავს.



კაპიტალის ბაზრები და სავაჭრო შეთანხმებები |


საერთაშოერისო აღრიცხვის სისტემისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაზიარებით, ისრაელმა განავითარა ფინანსური ბაზარები, ეს მოხდა უცხური კაპიტალისათვის ეკონომიკის გახსნით და საგადასახადო დერეგულაციებით, რომელმაც კონკურენციის გაზრდას შეუწყო ხელი. თელ-ავივის საფონდო ბირჟა დარეგულერილებული გახდა ისრაელის ფასიანი ქაღალდების ორგანოს მიერ, რაც დაეხმარა გამჭირვალეობას.


2000 წლის ოქტომბერში ისრაელის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო ორმაგი დახარისხების რეგულაცია, რომელის საშუალებას იძლეოდა ისრეალის ფასაინი ქაღალდებით ვაჭრობით the NYSE, Amex, and NASDAQ, განსაკუთრებული აკრძალვების მექანიზმის გარეშე.


გარდა ამისა, კაპიტალის მოგების გადასახადის დონე შიდა კაპიტალში გაუთანაბრდა განვითარებულ უცხურ ბაზრებში არსებულ დონეს, რამაც დიდი სტიმული მისცა ბევრ უცხოურ ბანკს რომ საკუთარი ფილიალი გაეხსნათ ისრაელში.


ლიბერალიზაციის პერიოდის განმავლობაში, ისრეალმა განავითარა კორპორაციული ობლიგაცების ბაზარი, რომელიც საშუალებას აძლევდა ადგილობრივ ბაზრებს, გრძელვადიანი ინვესტირება მიეღოთ ადგილობრივი ინვესტორებისგან.


უფრო მოგვიანებით, საპენიო ფონდის რეფორმამ მნიშვნელოვნად გააღრმავა ფინანსური ბაზრები და დაეხმარა ფინანსური სისტემის შიგნით შეჯიბრებითობას.


ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გარდა ისრაელი ჩაერთო მრავალ ინტერნაციონალურ შეთანხმებაში მსოფლიოს მრავალ ქყეყანასთან რაც მოიცავდა: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, შეღავათაინი საბაჯო გადასახადის შეთანხმებები, ორმხრივი კვლევისა და განვითარების შეთანხმებები, ორმაგი გადასახადების ამკრძალავი ხელშეკრულება, ასევე სამარკო ნიშნებისა და პარტნიორების დაცვა კანონის გზით.



მონეტარული პოლიტიკა |


1990-იანი წელების ისრაელის ბანკის სტრატეგია გულისხმობდა, რომ მონეტარული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ფასების სტაბილურობის


ხელშეწყობა. ბევრი ბიზნესმენი ამტიცებდა, რომ სტრუქტურული მიზეზების ან „ნომინალური არაელასტიურობის’ გამო ეს გზა არ იყო გამოსადეგი ისრაელში ფასის სტაბილიზაციის მისაღწევად. მათი თქმით დაბალი ინფლაციის დონე მისაღწევი იქენებოდა მხოლოდ მისი ლატენტურობის შემთხვევაში. ისინი ამბობდნენ რომ დაბალი ინფლაციის დონე შესაძლებელია მხოლოდ დიდი საბიუჯეტო დეფიციტით და დაბალი საიმპორტო ტალღით.


შედეგებზე დაყრდნობით, ახალი ეკონომიკური სტრატეგიის შედეგი იყო ძალიან ნაყოფიერი. 2005 წლისთვის ისრაელმა მიაღწია ფასების სტაბილურობის იმ დონეს რომელიც მისაღები იყო მაღალგანვიარებული ბაზრებისთვის. უცხური სავალუტო ბაზარიც კარგად ფუნქციონერებდა შედარებით შეზღუდული, გავრცელებით და მცირე ცვალებადობით.


ისრელის ბანკი მონიტორინგს უწევდა სავალუტო ბაზარს მაგრამ არ ერეოდა მის ფუნქციონრებაში. ახალი შეკელი ისრაელის შიდა ვალუტა (2006 წელს შემოიღეს) გახდა სრულიად კონვერტირებადი.


ამასთანავე, დაბალანსდა მიმდინარე ანგარიშები და გაიზარდა უცხოურ ინვესტიციებისა და საფორტფელე ინვესტიციების რიცხვი 1955 დან 2005 წლამდე.


საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მფლობელობაში არსებული უცხოური სავალუტო რეზერვები ჯდპ-ის დაახლოებით 25 %-ს წარმოადგენდა, რაც წაადგა ეკონომიკიკას.


წინსვლისას, ისრეალის მონეტარული პოლიტიკის ყველაზე დიდი გამოწვევაა საზოგადოებაში ცენტრალური ბანკის სანდოობის გამყარება, რათა უზრუნველჰყოს ფასების დასტაბილურების გაგრძელება. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი, წარმატებული მონეტარული პოლიტიკისათვის იქნება მისი შესაძლებლობა შექმნას მეტად სტაბილური ეკონომიკა ბიზნესისათვის ნაკლებად სარისკო გარემოსთან ერთად. ისე როგორც ამერიკის GREENSPAN -მა გააკეთა ბოლო ათ წლეულში.


დიდი და უწყვეტი ინვესტიცია ტექნოლოგიურ და სამეცნიერო გამოკვლევებში არის ის მიზეზი, რატომაც დღეეს ისრაელი წარმოჩენილია, როგორც განვითარებული სახელმწიფო. ტექნოლოგიური ზრდა გახდა ისრაელი მთავარი ეროვნული მამოძრავებელი, ვინაიდან მათი ბაზარი ძალიან მცირე იყო და გაზრდილმა ექსპორტმა აამოძრავა ეკონომიკა.



ისრაელის მაღალი ტექნოლოგიური განვითარების გამომწვევი ფაქტორები |


მტრული სამეზობლოთი გარშემორტყმულს, ისრაელს უნდა შეენარჩუნებინა თვისობრივი ზღვარი. 1967 წელს 6 დღიანი ომის შემდეგ ისრაელმა გადაწყვიტა განევითარებინა თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები. მილიარდობით დოლარი დაიხარჯა საკომუნიკაციო დანადგარებზე, ტექნიკასა და თავდაცვით ინდუსტრიაზე.ისრაელში ჯარში გაწვევა სავალდებულო იყო. ელიტარული დანაყოფების წევრებმა ახალ მდგომარეობაში შეძლეს გამოეყენებინათ ის უნარები, რაც სამხედრო კარიერის მიღებისას შეიძინეს.


ისრაელის მთავრობას სჯეროდა რა, რომ მუდმივი სამუშაო ძალის წარმოქმნა ვეყანას უპირატესობას შეუქმნიდა, ისრაელმა მიმართა ინვესტიციების დიდი ნაკადი განათლებაში და შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაო ძალა მიიღო. სწავლა 5 დან 15 წლამდე გახდა უფასო. მათ ასევე დაამყარეს მნიშვნელოვანი კავშირები ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის.


უცხოური მაღალ ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად ისრაელმა მნიშვნელოვნად გაამარტივა საგადასახადო სისტემა. იგი შეღავათებს სთავაზობდა ინვესტორებს და ასევე არსებით გრანტებს. ამ ყოველივემ მწვანე ბილიკი შეუქმნა მათ,  ვისაც ფულის დაბანდება უცხოეთში სურდა. მნიშვნელოვანი იყო სტარპ აფ კომპანიების წახალისებაც. რაც ისრაელმა ეროვნული საფინანსო ფონდების დაარსებით შეძლო, რომელნიც სტარტ აფებს აძლევდნენ კრედიტებს.



ტექნოლოგიური მიღწევები |


1) სელ-ფონები შექმნილია, ისრაელში არსებული მოტოროლას ოფისის მიერ


2) ვინდოუსის NP და XP სისტემების დიდი ნაწილი სწორედ ისრაელშია შემქნილი


3) ხმოვანი მეილის ტექნოლოგია


4) პირველი, სრულად კომპიუტიზირებული სასუნთ ორგანოთა კიბოს დიაგნოსტიკის სისტემა


5) პირველი მცირე ზომის კამერა, რომელიც შიანგანი ორგანოების გადასაღებად და გამოსაკვლევად გამოიყენება


6) მომუშავე პერსონალის 22 % საუნივერსიტეტო ხარისხის მატარებელია, ამ მაჩვენებლით ამერიკისა და კანადის შემდეგ ისრაელი მესამე ადგილს იკავებს.



2016 წლის ეკონომიკური სტატისტიკა |


ისრაელის ბანკის საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით:


მთავრობის ხარჯების წილი ჯდპ-ის 1,8 პროცენტს შეადგენს.


ინფლაციის დონე :-0,9 %


უცხოური კაპიტალის წილი ჯდპ-ისთან მიამრთებით 34,5 %


ისრეალის ბანკის საპროცენტო განაკვეთი 0,10 %


უმუშევრობის დონე 5,2 %


ეკონომიკის ზრდის წილი(პროცენტული მაჩვენებლით) 0,8 %



გაფანტვა |


ებრაელთა აჯანყების შემდეგ, ძვ.წ. 721 წელს, ასურელებმა დაიპყრეს ისრაელი, 683 წელს კი — იუდეა. ებრაელები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ. ბევრი მათგანი მონად იქცა. 587 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა სასტიკად ჩაახშო ებრაელთა აჯანყება და მათი უმეტესობა ბაბილონში ტყვეებად წაასხა. სწორედ ამ გადასახლების ხანაშია დაწერილი ძველი აღთქმის დიდი ნაწილი. ასეთი იყო ებრაელთა გაფანტვის დასაწყისი, რომელიც XX საუკუნის ჩათვლით გაგრძელდა.



იხილეთ აგრეთვე |



  • იდიში, იდისტიკა

  • ლადინო

  • იუდაისტიკა


ლიტერატურა |


  • ბოსტანაშვილი შოთა, სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში (3 წიგნად). ნისან ბაბალიკაშვილის სახ. საქ. ებრ. მატერ. კულტურის ფონდი, თბილისი, 1998

  • ნიკოლეიშვილი, ავთანდილ, ებრაული თემა ქართულ მწერლობაში (რედ.: სოსო სიგუა, რუბენ ენუქაშვილი), ქუთაისი, საგამომც. ცენტრი, 2008 (ებრაული საკითხი ქართულ საისტორიო და სასულიერო მწერლობაში; ტიმოთე გაბაშვილის იერუსალიმური შთაბეჭდილებები; იოანე ბატონიშვილის "ხუმარსწავლა"; გიორგი ავალიშვილის "მგზავრობა"; ილია ჭავჭავაძე; აკაკი წერეთელი; იაკობ გოგებაშვილი; ნიკო ნიკოლაძე; სერგეი მესხი; ანტონ ფურცელაძე; ზაქარია ჭიჭინაძე და სხვ.) ISBN 978-9941-0-0658-6

  • მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, 2009, 2010, გამ. ელფი, ISBN-13 978-99940-44-08-5


სქოლიო |



  1. 1.001.011.021.031.041.051.061.071.081.091.101.111.121.13The Jewish Population of the World (2010). Jewish Virtual Library., based on American Jewish Year Book. American Jewish Committee. 


  2. Oreck, Alden. Brazil. The Virtual Jewish History Tour. Jewish Virtual Library. წაკითხვის თარიღი: 2008-06-09.









(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ებრაელები&oldid=3531062“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.280","walltime":"0.405","ppvisitednodes":"value":5646,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":89919,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":43665,"limit":2097152,"expansiondepth":"value":17,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":3649,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 277.707 1 -total"," 85.15% 236.464 1 თარგი:ინფოდაფა_ებრაელები"," 76.07% 211.244 1 თარგი:ინფოდაფა_ეთნიკური_ჯგუფი"," 73.21% 203.310 1 თარგი:ინფოდაფა"," 42.20% 117.182 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 24.73% 68.678 13 თარგი:Flag"," 14.75% 40.952 1 თარგი:სქოლიო"," 3.82% 10.613 2 თარგი:Cite_web"," 3.69% 10.254 1 თარგი:Image_array"," 3.24% 8.989 1 თარგი:Cite_book"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.008","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":771787,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1326","timestamp":"20190318124053","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d4u10d1u10e0u10d0u10d4u10dau10d4u10d1u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q7325","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q7325","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-05-14T05:07:44Z"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":132,"wgHostname":"mw1238"););

Popular posts from this blog

រឿង រ៉ូមេអូ និង ហ្ស៊ុយលីយេ សង្ខេបរឿង តួអង្គ បញ្ជីណែនាំ

Crop image to path created in TikZ? Announcing the arrival of Valued Associate #679: Cesar Manara Planned maintenance scheduled April 17/18, 2019 at 00:00UTC (8:00pm US/Eastern)Crop an inserted image?TikZ pictures does not appear in posterImage behind and beyond crop marks?Tikz picture as large as possible on A4 PageTransparency vs image compression dilemmaHow to crop background from image automatically?Image does not cropTikzexternal capturing crop marks when externalizing pgfplots?How to include image path that contains a dollar signCrop image with left size given

Romeo and Juliet ContentsCharactersSynopsisSourcesDate and textThemes and motifsCriticism and interpretationLegacyScene by sceneSee alsoNotes and referencesSourcesExternal linksNavigation menu"Consumer Price Index (estimate) 1800–"10.2307/28710160037-3222287101610.1093/res/II.5.31910.2307/45967845967810.2307/2869925286992510.1525/jams.1982.35.3.03a00050"Dada Masilo: South African dancer who breaks the rules"10.1093/res/os-XV.57.1610.2307/28680942868094"Sweet Sorrow: Mann-Korman's Romeo and Juliet Closes Sept. 5 at MN's Ordway"the original10.2307/45957745957710.1017/CCOL0521570476.009"Ram Leela box office collections hit massive Rs 100 crore, pulverises prediction"Archived"Broadway Revival of Romeo and Juliet, Starring Orlando Bloom and Condola Rashad, Will Close Dec. 8"Archived10.1075/jhp.7.1.04hon"Wherefore art thou, Romeo? To make us laugh at Navy Pier"the original10.1093/gmo/9781561592630.article.O006772"Ram-leela Review Roundup: Critics Hail Film as Best Adaptation of Romeo and Juliet"Archived10.2307/31946310047-77293194631"Romeo and Juliet get Twitter treatment""Juliet's Nurse by Lois Leveen""Romeo and Juliet: Orlando Bloom's Broadway Debut Released in Theaters for Valentine's Day"Archived"Romeo and Juliet Has No Balcony"10.1093/gmo/9781561592630.article.O00778110.2307/2867423286742310.1076/enst.82.2.115.959510.1080/00138380601042675"A plague o' both your houses: error in GCSE exam paper forces apology""Juliet of the Five O'Clock Shadow, and Other Wonders"10.2307/33912430027-4321339124310.2307/28487440038-7134284874410.2307/29123140149-661129123144728341M"Weekender Guide: Shakespeare on The Drive""balcony"UK public library membership"romeo"UK public library membership10.1017/CCOL9780521844291"Post-Zionist Critique on Israel and the Palestinians Part III: Popular Culture"10.2307/25379071533-86140377-919X2537907"Capulets and Montagues: UK exam board admit mixing names up in Romeo and Juliet paper"Istoria Novellamente Ritrovata di Due Nobili Amanti2027/mdp.390150822329610820-750X"GCSE exam error: Board accidentally rewrites Shakespeare"10.2307/29176390149-66112917639"Exam board apologises after error in English GCSE paper which confused characters in Shakespeare's Romeo and Juliet""From Mariotto and Ganozza to Romeo and Guilietta: Metamorphoses of a Renaissance Tale"10.2307/37323537323510.2307/2867455286745510.2307/28678912867891"10 Questions for Taylor Swift"10.2307/28680922868092"Haymarket Theatre""The Zeffirelli Way: Revealing Talk by Florentine Director""Michael Smuin: 1938-2007 / Prolific dance director had showy career"The Life and Art of Edwin BoothRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietEasy Read Romeo and JulietRomeo and Julieteeecb12003684p(data)4099369-3n8211610759dbe00d-a9e2-41a3-b2c1-977dd692899302814385X313670221313670221