Skip to main content

იაპონია სექციების სია ეტიმოლოგია | გეოგრაფია | სახელმწიფო მოწყობა | პოლიტიკური მოწყობა | საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა | ადმინისტრაციული დაყოფა | ტურიზმი | კულტურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ35°41′ ჩ. გ. 139°46′ ა. გ. / 35.683° ჩ. გ. 139.767° ა. გ. / 35.683; 139.767Japan Statistical Yearbook 2010Population Estimates by Age (5-Year Age Group) and SexPopulation Count based on the 2010 Census Releasedქვეყნებისა და ტერიტორიების კოდების კლასიფიკაცია - იაპონელის ბლოგიფაქტები და ციფრები იაპონიის შესახებ 2007 01: მიწაინფორმაცია მსოფლიოს შესახებ; იაპონიამსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაცია: სიცოცხლის ხანგრძლივობის მოლოდინი ისრაელში არის მსოფლიოში მაღლესთა შორისCIA Factbook: JapanJapanWorld Population ProspectsორიგინალიდანOrigins of the Japanese IslandsTectonics and Volcanoes of JapanორიგინალიდანThe 1923 Tokyo Earthquake and FireUSGS analysis as of March 12, 2011Devastation as Tsunami Crashes Into Japan2013 World Risk Reportიაპონიის კონსტიტუციაიაპონელის ბლოგი - იაპონიის პოლიტიკა და კონსტიტუციური მოწყობაპარლამენტმა აირჩია კანი პრემიერადორიგინალიდანიაპონიის სამოქალაქო კოდექსიიაპონიის იურიდიული სისტემაიაპონიის კონსტიტუციაJapan-Australia Joint Declaration on Security CooperationJoint Declaration on Security Cooperation between Japan and IndiaNet Official Development Assistance in 2009Japan Is Back: Why Tokyo's New Assertiveness Is Good for WashingtonUK backs Japan for UNSC bidორიგინალიდანMunicipal Amalgamation in JapanAdministration of Cultural Affairs in JapanJapan – Properties Inscribed on the World Heritage Listრრრ

გასაახლებელი ინფოდაფაიაპონიააზიის ქვეყნებიკუნძულოვანი სახელმწიფოებიდიდი რვიანის ქვეყნებიკონსტიტუციური მონარქიებისამეფოებიგაეროს წევრი სახელმწიფოები


აღმოსავლეთ აზიაშიწყნარ ოკეანეშიიაპონიის ზღვისჩრდილოეთსამხრეთ კორეასარუსეთის ფედერაციასქართულიარქიპელაგიაჰონსიუჰოკაიდოკიუსიუსიკოკუმთიანი რელიეფივულკანითმთა ფუძივულკანიადიდი ტოკიოდე ფაქტოტოკიოპრეფექტურაარქეოლოგიურიზემო პალეოლითისჩინურთვითიზოლაციის ხანგრძლივი პერიოდითიაპონიის კონსტიტუციამ1947 წელსიმპერატორითაარჩევითი პარლამენტითმთლიანი შიდა პროდუქტისმსყიდველობითი უნარის პარიტეტისაზიურიდიდ შვიდეულშიგაეროს უშიშროების საბჭოსიაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობაგანვითარებული სახელმწიფოიაპონელებისქართულიეგზონიმირუსული ენისგერმ.კანძისიაპონ.?იაპონ.?იაპონ.?ჩინელებიიაპონიის იმპერატორისასუისთანიაპონ.?იაპონ.?აღმოსავლეთ აზიაშიოხოტის ზღვაწყნარი ოკეანეაღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაკორეის სრუტეიაპონიის ზღვაწყნარი ოკეანისჰოკაიდოჰონსიუსიკოკუკიუსიურიუკიუს კუნძულებიოკინავასიაპონიის არქიპელაგისპლეისტოცენამდეფილიპინების ზღვისსუბდუქციისევრაზიისიაპონიის ზღვასცუნამის1923 წლის ტოკიოს მიწისძვრამტოჰოკუსკლიმატიიშიკარიშინანოტაკატიურიუკიტაკამიომონომოგამიაგანოკისოასაჰიჰონსიუსკიუსიუსმუხისწაბლისბამბუკისცაცხვისკაკლისმუსონური ტყეებიპალმებსფიკუსებსორქიდეებსმელამაჩვიმგელიმურა დათვიკონსტიტუციური მონარქიისსახელმწიფოაიმპერატორისიაპონიის კონსტიტუციისსახელმწიფოშიპრემიერ-მინისტრიპარლამენტიიაპონელი ერისახელმწიფოსპარლამენტიადამიანსიაპონიის პრემიერ-მინისტრიიაპონიის იმპერატორისნაოტო კანი2010 წლის2 ივნისსკონსტიტუციისედოს პერიოდისკუძიკატა ოსადამეგაკისXIX საუკუნეში1896 წელსII მსოფლიო ომისიაპონ.1947 წელსმეორე მსოფლიო ომისდიდი რვიანისაპეკისაავსტრალიასთანამერიკის შეერთებულ შტატებთანგაეროსუშიშროების საბჭოსG4 ქვეყნებიდანიაპონიის რეგიონები და პრეფექტურები2.pngოტემაჩიკაზუმიგაჩიშიბუიაუენოიკებუკოროდისნეილენდი“ჰიბია“შიბა“მეიძი“ასაკუსაეიფელის კოშკსგინზააკვაპარკიბრინჯაოსფაიფურისნარა7107841945ფუძიამაივლისიაგვისტო“ხამაცურისამოკიტაზებუდიზმისკაბუკიკამარუ-ძასაპოროშიკიმონოგეიშასუშისაკეიკებანაშოგაცუბუნრაკუსკაბუკისნოოსცეკვაჩაის ცერემონიაიკებანასაბრძოლო ხელოვნებებიკალიგრაფიაორიგამიონსენიგეიშაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის19 იაპონური ძეგლიავღანეთიაზერბაიჯანიბაჰრეინიბანგლადეშიბჰუტანიბრუნეიკვიპროსიეგვიპტეერაყივიეტნამითურქეთითურქმენეთიინდოეთიინდონეზიაირანიისრაელიიაპონიაიემენიიორდანიაკამბოჯაკატარილაოსილიბანიმალაიზიამალდივის კუნძულებიმონღოლეთიმიანმარინეპალიომანიპაკისტანიპალესტინარუსეთისაქართველოსინგაპურისირიასომხეთიტაივანიტაილანდიტაჯიკეთიუზბეკეთიფილიპინებიქუვეითიყაზახეთიყირგიზეთიდამოკიდებული ტერიტორიაარცნობილი ქვეყნების სია










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




იაპონია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search

























































იაპონია

日本国
იაპონია





იაპონიის
დროშა გერბი

ჰიმნი: 


კიმი გა იო (იაპონ. 君が代?)

იაპონიის პრემიერ მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ბეჭედი
იაპონიის პრემიერ მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ბეჭედი
პავლოვნია (იაპონ. 五七桐 'გო-სიჩი ნო კირი'?)



დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)

ტოკიო
35°41′ ჩ. გ. 139°46′ ა. გ. / 35.683° ჩ. გ. 139.767° ა. გ. / 35.683; 139.767
ოფიციალური ენა
იაპონური (დე-ფაქტო)
მთავრობა
საპარლამენტო დემოკრატია კონსტიტუციური მონარქია
 -  იმპერატორი აკიჰიტო
 -  პრ.-მინისტრი შინძო აბე
ფართობი
 -  სულ 377 944[1] კმ2 (62-ე)
 -  წყალი (%) 0.8
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 126 880 000[2] (მე-10)
 -  2010 აღწერა 128 056 026[3] 
 -  სიმჭიდროვე 337,1 კაცი/კმ2 (36-ე)

მშპ (მუპ)
2007 შეფასებით
 -  სულ $4.346 ტრილიონი (მე-3)
 -  ერთ მოსახლეზე $33 800 (34-ე)

აგი (2007)
0.953 (მაღალი) (მე-8)
ვალუტა
იენი (¥) (JPY)
დროის სარტყელი
UTC +09:00
ქვეყნის კოდი JPN
Internet TLD .jp
სატელეფონო კოდი 81

იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国
ნიპონ-კოკუ  ან ნიჰონ-კოკუ) — კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში[4]. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“[5].


იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია[6]. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97 %–ს შეადგენენ. კუნძულთა უმრავლესობას გააჩნია მთიანი რელიეფი მრავალი ვულკანით; მაგალითისთვის, იაპონიის უდიდესი მწვერვალი, მთა ფუძი ვულკანია. მოსახლეობის მიხედვით იაპონიას მსოფლიოში მეათე ადგილი უკავია. აქ 127 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დედამიწის უდიდესი ქალაქია[5].


არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანი იაპონიის კუნძულებზე ჯერ კიდევ ზემო პალეოლითის პერიოდში სახლობდა. იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. იაპონიის ისტორია ხასიათდება თვითიზოლაციის ხანგრძლივი პერიოდით, რომელმაც შეცვალა უცხო ქვეყნების მიერ იაპონიაზე ძლიერი გავლენის პერიოდი. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით[5].


მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ძალას[7], იაპონიას მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე — მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ შვიდეულში და გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი[5]. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრების მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია[8].




სექციების სია





  • 1 ეტიმოლოგია


  • 2 გეოგრაფია

    • 2.1 კლიმატი


    • 2.2 მდინარეები და ტბები


    • 2.3 ფლორა და ფაუნა



  • 3 სახელმწიფო მოწყობა


  • 4 პოლიტიკური მოწყობა

    • 4.1 კონსტიტუცია



  • 5 საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა


  • 6 ადმინისტრაციული დაყოფა


  • 7 ტურიზმი


  • 8 კულტურა


  • 9 სქოლიო




ეტიმოლოგია |


日本.svg

ქვეყნის ქართული სახელწოდება „იაპონია“ არის ეგზონიმი, რომელიც ქართულში რუსული ენის გავლენითაა დამკვიდრებული (თვითონ რუსული სიტყვა Япония გერმანული ენიდან მომდინარეობს - გერმ. Japan), თუმცა ვოკალურად უფრო ფრანგულ Japon-ს ჰგავს[9].


იაპონელები საკუთარ ქვეყანას „ნიპონ“–ს ან „ნიჰონ“–ს უწოდებენ. ორივე ვარიანტი იწერება კანძის მეშვეობით — 日本. პირველი ვარიანტი ქვეყნის სახელწოდების ოფიციალური ფორმაა, სახელწოდება „ნიჰონ“ უფრო სახალხო ტერმინია. თვითონ იაპონელები საკუთარ თავს ნიჰონძინ–ს (იაპონ. 日本人?) უწოდებენ, ხოლო ენას — ნიჰონგო–ს (იაპონ. 日本語?). სახელმწიფოს ოფიციალური სახელია „ნიჰონ კოკუ“ ან „ნიპონ კოკუ“ (იაპონ. 日本国?)[5].


„ნიჰონ“ პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „მზის სამშობლოს“, ასევე ხშირად თარგმნიან, როგორც „ამომავალი მზის ქვეყანას“. ასე იხსენიებენ იაპონიას ჩინელები იაპონიის იმპერატორისა და ჩინური დინასტია სუისთან მიმოწერაში, რადგანაც იაპონია ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. მანამ, სანამ იაპონელებმა საკუთარ ქვეყანას „ნიჰონ“ უწოდეს, გავრცელებული იყო სახელწოდებები ვა (იაპონ. ?) ან ვაგოკუ (იაპონ. 倭国?)[10].



გეოგრაფია |





იაპონიის არქიპელაგის ტოპოგრაფიული რუკა


იაპონია მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ოხოტის ზღვა, აღმოსავლეთიდან — წყნარი ოკეანე, სამხრეთიდან — აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ხოლო დასავლეთიდან კორეის სრუტე და იაპონიის ზღვა. იაპონია, სულ, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთაზიური სანაპიროს გასწვრივ მდებარე 6852 კუნძულისაგან შედგება. ქვეყანა, მის მიერ კონტროლირებადი ყველა კუნძულის ჩათვლით, მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 24 º და 46°-სა და აღმოსავლეთ გრძედის 122 º-სა და 146 °-ს შორის. ძირითადი კუნძულებია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ჰოკაიდო, ჰონსიუ, სიკოკუ და კიუსიუ. რიუკიუს კუნძულები, რომლებიც ოკინავას მოიცავს, კიუსიუს სამხრეთ ჯაჭვს წარმოადგენს. ერთად, მათ იაპონიის არქიპელაგის სახელითაც იცნობენ.[11] ქვეყნის საერთო ფართობია 377 944 კმ²


ტერიტორიის დაახლოებით 73 % ტყიანი, მთიანი და სასოფლო-სამეურნეო თუ საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოუსადეგარია,[12][13] შედეგად, საცხოვრებელ არეალს, რომელიც, ძირითადად, სანაპირო ზოლში მდებარე დაბლობებს მოიცავს, მოსახლეობის უაღრესად მაღალი სიმჭიდროვე ახასიათებს. იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში.[14]


იაპონიის კუნძულები ვულკანური წყნაროკეანური ცეცხლოვანი რკალის ზონაში მდებარეობენ და უპირველესად, დიდი ოკეანური მოძრაობების შედეგს წარმოადგენენ, რომლებიც ასეულობით მილიონი წლის წინ ხდებოდა შუასილურული პერიოდიდან პლეისტოცენამდე, როგორც კონტინენტური ამურისა და ოკინავას ფილების ქვეშ ფილიპინების ზღვის ფილის სამხრეთისაკენ და ოხოტის ფილის ქვეშ წყნაროკეანური ფილის ჩრდილოეთისაკენ სუბდუქციის შედეგი. იაპონია, თავდაპირველად, ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთვოდა, თუმცა სუბდუქციურმა ფილებმა დღევანდელი იაპონიის ტერიტორია აღმოსავლეთისაკენ განაცალკევეს და ადგილი დაუთმეს იაპონიის ზღვას დაახლოებით 15 მილიონი წლის წინ.[15]


იაპონიაში 108 აქტიური ვულკანია. მეოცე საუკუნეში გაჩნდა რამდენიმე ახალი ვლკანი, მათ შორისაა ჰოკაიდოზე მდებარე შოვა-სინზანი და მიოჯინ-შო ბაიონეზის კლდეებისაგან წყნარ ოკეანეში. ხშირად ცუნამის გამომწვევი დამანგრეველი მიწისძვრები ყოველ საუკუნეში რამდენიმეჯერ ხდება.[16]1923 წლის ტოკიოს მიწისძვრამ 140 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.[17] ბოლოდროინდელ მიწისძვრათაგან აღსანიშნავია 1995 წლის კობეს მიწისძვრა და 2011 წლის ტოჰოკუს 9 ბალიანი [18] მიწისძვრა, რომელიც იაპონიას 2011 წლის 11 მარტს დაატყდა თავს და დიდი ცუნამი გამოიწვია.[19] წყნაროკეანურ ცეცხლოვან რკალში მდებარეობის გამო, იაპონიისათვი უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს მიწისძვრა და ცუნამი, რის გამოც იგი განვითარებულ მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყანაა.[20]



კლიმატი |


ქვეყნის კლიმატი მუსონურ-სუბტროპიკულია, გარკვეული სხვაობებით რაიონების მიხედვით, რაც მისი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მნიშვნელოვანი განფენითაა განპირობებული. გამოყოფენ 4 კლიმატურ ზონას:


  • ზომიერი ოკეანური კლიმატის ზონა ცივი ზაფხულით კუნძული ჰოკაიდო.

  • ზომიერად ოკეანური კლიმატის ზონა თბილი ზაფხულით კუნძულ ჰონშიუს ნაწილი.

  • ტენიანი სუბტროპიკული კლიმატის ზონა კუნძულ ჰონშიუს სამხრეთი ნაწილი, კუნძული შიკოკუ, კიუშიუ და რიუკიუს არქიპელაგის ჩრდილოეთი ნაწილი.

  • ტროპიკული კლიმატის ზონა რიუკიუს არქიპელაგის სამხრეთი ნაწილი და კუნძული ოკინავა.

ზამთარი ჩრდილოეთ იაპონიაში ცივია. კუნძულ ჰოკაიდოზე საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 17-დან 22 °C-მდეა, ხოლო ზამთარში, იანვარში 12-დან 40 °C-მდე. სამხრეთ იაპონიაში ზამთარი თბილი და მშრალია, იანვრის ტემპერატურა +17 °C-ა. ზაფხული იაპონიაში ღრუბლიანი, დახუთული და წვიმიანია. ივლისის საშუალო ტემპერატურა +27 °C-ა.


ნალექები იაპონიაში მოდის უფრო მეტი, ვიდრე კონტინენტის მეზობელ ნაწილებში. მუსონური ცირკულაცია კლიმატურ განსხვავებას ქმნის ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის.ნალექების საშუალო ოდენობა 1700-2000 მმ, სამხრეთში კი 4000 მმ-ს აღწევს.



მდინარეები და ტბები |


იაპონია გამოირჩევა პატარა მდინარეების ხშირი ქსელით. ძირითადად, სულ მთის მდინარეებია, რომლებიც სწრაფი და შედეგად, ნაოსნობისთვის გამოუსადეგარია.


იაპონიის უდიდესი მდინარეა იშიკარი (სიგრძე 650 კმ), რომელიც კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარეობს. სხვა მდინარეებია: შინანო ჰონსიუზე (320კმ), ტაკატი, ურიუ, კიტაკამი, ომონო, მოგამი, აგანო, კისო, ასაჰი და სხვა. კუნძულ შიკოკუს მთავარი მდინარეა იოშიკო. მდინარეთა ჩამონადენი განსხვავდება სეზონების მიხედვით. წყნარი ოკეანისკენ მიქცეული ფერდობების მდინარეებზე მაქსიმუმი ხაფხულშია, დასავლეთის ფერდობებისაზე კი ზამთარში. წვიმიანი სეზონზე ზღვისპირა დაბლობებზე ხშირია წყალდიდობები.


იაპონიაში საკმაოდ ბევრი ტბაა, თუმცა ისინი დიდი ზომისანი არ არიან. ძირითადად გვხვდება ვულკანური, ზღვის სანაპირო დაბლობებზე კი ლაგუნური ტბებია, მარილიანი წყლით. ყველაზე დიდია ტექტონიკური წარმოშობის ტბა ბივა (კუნძულ ჰონშიუზე), რომელიც არც ისე ღრმაა.


იაპონიაში მტკნარი წყლის დეფიციტია. განსაკუთრებით იაპონიის ზღვის სანაპიროზე, კუნძულ ჰონსიუს სამხრეთით და კუნძულ კიუსიუს ჩრდილოეთში. იაპონიაში მრავალი თერმული მინერალური წყაროა, რომელთა ტემპერატურა +500-ს აღემატება.



ფლორა და ფაუნა |


ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ზე მეტი ტყეებსა და ბუჩქნარებს უკავია. იაპონიის ფლორაში 700 სახეობის ხესა და 300 სახეობის ბალახს ითვლიან. აქ გავრცელებულია წიწვოვანი მცენარეები, ისინი შეადგენენ ტყის ფართობის 40 %.


ჰოკაიდო მდიდარია წიწვოვანი ტყეებით. სამხრეთ რაიონში კი წიწვოვანი ტყეები ფართოფოთლოვანი ტყეებით იცვლება, რომელიც შედგება: მუხის, წაბლის, ბამბუკის, ცაცხვის, ადგილობრივი კაკლის და სხვა ხეებისგან.
კუნძულ კიუშიუს სამხრეთ და რიუკიუს კუნძულებზე გავრცელებულია მუსონური ტყეები, სადაც ვხვდებით: პალმებს, ფიკუსებს, ბამბუკებს და ორქიდეებს.


იაპონიაში 800 სახეობის ფრინველი, 600 თევზი, 270 სახის ძუძუმწოვარა ცხოველია, კუნძულ ჰოკაიდოზე და ჰონშიუზე გვხვდება: მელა, მაჩვი, მგელი და სხვ. მურა დათვი მხოლოდ ჰოკაიდოზე ბინადრობს.



სახელმწიფო მოწყობა |



პოლიტიკური მოწყობა |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : იაპონიის მთავრობა და იაპონიის პოლიტიკური მოწყობა.




იმპერატორი აკიჰიტო და დედოფალი მიტიკო


იაპონია კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოა, რომელშიც იმპერატორის ძალაუფლება ძალზედ შეზღუდულია. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად იმპერატორი არის "ქვეყნისა და ერის ერთიანობის სიმბოლო".[5] ძალაუფლებას სახელმწიფოში ფლობს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი, ხოლო სუვერენიტეტს — იაპონელი ერი.[21] იმპერატორი ეფექტურად მოქმედებს, როგორც სახელმწიფოს მეთაური დიპლომატიური საკითხების დროს.[22].


იაპონიის საკონონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი. პარლამენტი შედგება წარმომადგენელთა პალატისგან და მრჩეველთა საბჭოსგან. წარმომადგენელთა პალატაში მსახურობს 480 დეპუტატი, ახლად არჩეული ყოველ ოთხ წელიწადში, ხოლო მრჩეველთა საბჭო შედგება 242 ადამიანისგან, რომლის წევრები ექვსი წლის ვადით ირჩევიან. ხმის მიცემაში და პარლამენტის არჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20 წელზე უფროს ნებისმიერ ადამიანს.[7]


იაპონიის პრემიერ-მინისტრი არის ასევე მთავრობის ხელმძღვანელი. თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება იაპონიის იმპერატორის მიერ პარლამენტის მიერ პიროვნების დამტკიცების შემდეგ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღევანდელ დღეს არის ნაოტო კანი, რომელიც ამ პოსტზე 2010 წლის 2 ივნისს აირჩა და გახდა იაპონიის 94–ე პრემიერ-მინისტრი.[23] მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პრემიერ-მინისტრს იმპერატორი ნიშნავს, კონსტიტუციის თანახმად იმპერატორმა უნდა დაამტკიცოს ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც პარლამენტი წარადგენს.[5]


იაპონიის საკანონმდებლო სისტემა განვითარდა ედოს პერიოდის დროს ტექსტ კუძიკატა ოსადამეგაკის მეშვეობით. XIX საუკუნეში იაპონიის კანონმდებლობამ განიცადა ევროპული კანონების ზეგავლენა.[22]1896 წელს იაპონიის მთავრობამ შექმნა ახალი სამოქალაქო კოდექსი გერმანული „Bürgerliches Gesetzbuch“-ის ბაზაზე. II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის შესწორებებით თანამედროვე იაპონია სწორედ ამ კოდექსს იყენებს.[24] იაპონიის სასამართლო სისტემა დაფუძნებულია ოთხ სასამართლო კიბეზე — უმაღლესსა და სამ უფრო დაბალ სასამართლოზე.[25]



კონსტიტუცია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : იაპონიის კონსტიტუცია.



იაპონიის კონსტიტუციის პრეამბულა


იაპონიის კონსტიტუცია, ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფოს კონსტიტუცია (იაპონ. 日本國憲法, 日本国憲法, ნიჰონ-კოკუ კემპო:/ნიპონ-კოკუ კემპო:) იაპონიის სახელმწიფოს უმაღლესი კანონი. მიღებული იქნა 1947 წელს.[26]


კონსტიტუციის თანახმად, იაპონიაში არის მთავრობის პარლამენტური სისტემა, და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების პატივისცემა და უზრუნველყოფა. კონსტიტუციის თანახმად იაპონიის იმპერატორია არის „სახელმწიფოს სიმბოლო და ხალხის ერთიანობის სიმბოლო“, თუმცა მას აკისრია სუფთა ცერომონიული და ნომინალური როლი.[26] კონსტიტუცია ცნობილია რამდენიმე სხვადასხვა სახელით – მათ შორის „ომის შემდგომი კონსტიტუცია“ (სენგო-კენპო) და „მშვიდობის კონსტიტუცია“ (ჰეივა-კენპო). კონსტიტუციის მეცხრე მუხლი უკრძალავს იაპონიას საკუთარი ჯარის ყოლასა და ომის გამოცხადებას. გარდა ამისა, იაპონიის კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის დე-იურე მმართველი არის იმპერატორი.[26]


კონსტიტუცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების მიერ იაპონიის ოკუპაციისას და შეცვალა მილიტარისტების აბსოლუტური მონარქიული წყობა ლიბერალური დემოკრატიით. დღეისათვის იაპონიის კონსტიტუციაში არ იყო შეტანილი არც ერთი დამატება ან შესწორება.[26]



საგარეო ურთიერთობები და თავდაცვა |


იაპონია არის დიდი რვიანის, აპეკისა და „ასეანს პლიუს სამი“-ს წევრი და აღმოსავლეთ აზიის სამიტის მონაწილე. 2007 წლის მარტში იაპონიამ ავსტრალიასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების ხელშეკრულებას,[27] 2008 წლის ოქტომბერში კი ინდოეთთან.[28] ქვეყანა არის ოფიციალური განვითარების დახმარების სიდიდით მესამე დონორი მსოფლიოში აშშ-სა და საფრანგეთის შემდეგ, 2009 წელს მისმა შემოწირულობამ 9,48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.[29]


იაპონიას მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთობები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკა-იაპონიის უსაფრთხოების ალიანსი მოქმედებს, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი.[30] იაპონია გაეროს წევრია 1956 წლიდან. ქვეყანა უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იყო, საერთო ჯამში, 20 წლის განმავლობაში, უკანასკნელად 2009 და 2010 წლებში. იაპონია ერთ-ერთია G4 ქვეყნებიდან, რომლებიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობის მოპოვებას ცდილობენ.[31]



ადმინისტრაციული დაყოფა |


იაპონია შედგება 47 პრეფექტურისაგან, რომელთაგან თითოეული არჩეული გუბერნატორის, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბიუროკრატიული აპარატის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. თითოეული პრეფექტურა, თავის მხრივ, იყოფა დიდ ქალაქებად, ქალაქებად და სოფლებად.[32] ქვეყანა, ამჟამად, ადმინისტრაციული რეორგანიზაციის პროცესშია, რაც მრავალი ქალაქისა და სოფლის ერთმანეთთან შრწყმაში გამოიხატება, რაც შეამცირებს სუბ-პრეფექტურების ადმინისტრაციულ რეგიონებს და სავარაუდოდ, შეამცირებს ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობას.[33]




იაპონიის რეგიონები და პრეფექტურები2.png


ჰოკაიდო

აკიტა

აომორი

ივატე

იამაგატა

მიაგი

ფუკუსიმა

ნიიგატა

იბარაკი

გუმა

ტოტიგი

საიტამა

ტიბა

კანაგავა

ტოკიო

იამანასი

სიძუოკა

ნაგანო

ტოიამა

აიტი

გიფუ

ისიკავა

ფუკუი

ოკაიამა

ტოტორი

ჰიროსიმა

სიმანე

იამაგუტი

სიგა

კიოტო

ჰიოგო

მიე

ნარა

ვაკაიამა

ოსაკა

ტოკუსიმა

კაგავა

ეჰიმე

კოტი

ფუკუოკა

ოიტა

საგა

ნაგასაკი

კუმამოტო

მიაძაკი

კაგოსიმა

ოკინავა




ტურიზმი |


ტურისტები ძირითადად კ.ჰონშიუზე ჩადიან და ტოკიოს სტუმრობენ, რომელიც თავის თავში რამდენიმე რაიონს აერთიანებს: ოტემაჩი, კაზუმიგაჩი, შიბუია, უენო, იკებუკორო, სადაც უამრავი გასართობი თუ საინტერესო ადგილია თავმოყრილი. აქ არის უამრავი პარკი, მ.შ. დისნეილენდი. აქა არის იმპერატორის სასახლეც. ტოკიოს ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ძველებური პარკები: “ჰიბია”, “შიბა”, ”ასაკუსა’’, “მეიძი”. დღესასწაულების დროს პარკი “ასაკუსა” ტურისტებს იზიდავს თეატრალური წარმოდგენებით, ეროვნული თამაშებითა და ესტრადის მსახიობების ხელოვნებით. ტოკიო მნახველს აოცებს თავისი ცათამბჯენებით, რომლებშიც განთავსებულია სასტუმროები, ბანკები, კომპანიების ოფისები, დიდი მაღაზიები. ტოკიოში 333 მ სიმაღლის ტელეანძაა, რომელიც ეიფელის კოშკს გვაგონებს. ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩაა გინზა, რომელიც ფუფუნებითა და საოცარი ფანტაზიით გაფორმებულ უზარმაზარ ულტრათანამედროვე ვიტრინას წააგავს. გინზაზე გასეირნება თავისებურ იაპონურ ტრადიციად ითვლება.


ტოკიოს სტუმრები გულგრილი ვერ რჩებიან ისეთი გასართობი ცენტრების მონახულებისას, როგორიცაა დისნეილენდი და აკვაპარკი. ასევე დიდ ინეტერსს იწვევს ქალაქი კიოტო ქვეყნის მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული, ისტორიული და რელიგიური ცენტრი. აქ გავრცელებულია ძველი ტრადიციული მეწარმეობა: ბრინჯაოს, ფაიფურის, მაქმანების, ნაქარგი ნივთების დამზადება. სტუმრების ყურადღებას იპყრობს ეროვნული მუზეუმი “კიოტო’’, ბოტანიკური ბაღი, იაპონური კლასიკური არქიტექტურის მრავალი ძეგლი. ყოველწლიურად კიოტოს 30 მლნ ტურისტი ჰყავს. ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია იმპერატორის ვილა კაცურა რიკიუ. აქ შესვლა საკმაოდ რთულია, რადგან ის დღესაც იმპერატორის ოჯახის საკუთრებაა და ისინი სარგებლობენ მისით, ამიტომ ვილის მოსანახულებლად სპეციალური ნებართვაა საჭირო.


იაპონისს პირველი დედაქალაქი იყო ნარა (710-784 წლები), სადაც ბუდას ყველაზე დიდი ქანდაკება მდებარეობს, რომელიც ტოდაიძის ტაძრის კომპლექსში მდებარეობს. დიადი ბუდას დარბაზი, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ხის ნაგებობას წარმოადგენს, დღეს მისი პირვანდელი სახის მხოლოდ მესამედიღაა, რადგან ბევრჯერ დაიწვა და აღდგა. ქანდაკება 444ტ ბრინჯაოსგან ჩამოასხეს. მჯდომარე ფიგურის სიმაღლე 16მ-ია.


კიდევ ერთი იაპონური ქალაქი, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს, ეს არის ჰიროშიმა, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკელებმა პირველი ატომური ბომბი ააფეთქეს. 250 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ეს ქალაქი ისტორიაშია შესული. 1949 წლისთვის ჰიროშიმა აღადგინეს და დღეს იგი ერთ-ერთი ცნობილი ქალაქია. მხოლოდ ყოფილი სავაჭრო პალატის შენობის კარკასი დატოვეს ხელუხლებლად, ვინაიდან ის აღმოჩნდა აფეთქების ეპიცენტრში. დღეს ამ ნანგრევებს “ატომური ბომბის ტაძარს” უწოდებენ. იქვეა მშვიდობის პარკი და მასში აღმართულ მემორიალზე ამოკვეთილია აფეთქების შედეგად დაღუპულთა სახელები.


მოგზაურობის სიყვარულს იაპონელებს პატარაობიდან უღვივებენ, ამიტომ ტურიზმი იაპონიაში არის გართობისა და დასვენების მასობრივი ფორმა. როგორც წესი, ის დაკავშირებულია ბუნებრივი და რელიგიური ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან.


იაპონელებისთვის წმინდა მთაა ფუჯი ან ფუძიამა, სადაც წინაპართა სულები განისვენებენ, ისინი თავიანთ წინაპრებს ძალიან დიდი პატივით მოიხსენიებენ. ფუჯიზე პილიგრიმობას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მთის დიდი ზომები და სწორი ფორმები ხიბლავენ მნახველს. იაპონელისთვის აუცილებელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ავიდეს ამ მთაზე. ტოკიოს ივნისის აღლუმი წმინდა მთაზე ასვლის სეზონის მოახლოების მაუწყებელია. ამ პერიოდში, რომელიც მხოლოდ ორი თვე (ივლისი და აგვისტო) გრძელდება, მთის მწვერვალზე, მზის ამოსვლის მოლოდინში, ყოველღამ ათასობით პილიგრიმი-ტურისტი იყრის თავს.


ცეცხლის ზეიმი “ხამაცური” ასვლის სეზონს ასრულებს. მთელი მთა ძირიდან მწვერვალამდე ათასობით ჩირაღდნის სინათლითაა განათებული, რაც ძალზე ამაღელვებელი და საზეიმო სანახაობაა.


სამოკიტაზე, კ. ჰონშიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარეობს ყველა იაპონელისთვის ცნობილი მთა “ოსორეძანი” ანუ საშინელი მთა. ძველებური ლეგენდის თანახმად, აქ არის ჯოჯოხეთში შესასვლელი, რომლითაც ივლისში ოთხი დღე შეუძლიათ ისარგებლონ მიცვალებულთა სულებმა, ისინი ახლობლებთან გასაუბრებას ცდილობენ. ზუსტად ამ დროს აქ მოდის უამრავი ადამიანი, ვისაც სურს, პატივი მიაგოს ახლობელთა სულებს.
ადგილობრივი ტურიზმის მთავარ დესტინაციას წარმოადგენს კ. შიკოკუ, სადაც 88 წმინდა ადგილია (ბუდიზმის). ქვეითი მოგზაურობა გათვლილია 40-60 დღეზე, თუმცა თანამედროვე მომლოცველები ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ამოკლებენ ამ მოგზაურობას. აქვეა ყველაზე ძველი ჩვენამდე მოღწეული იაპონური თეატრი კაბუკი კამარუ-ძა. მთელი წლის განმავლობაში შიკოკუს 9 მილიონამდე ტურისტი ჰყავს.
კ.ჰოკაიდოზე, დედაქალაქ საპოროში, ტურისტების ყურადღებას იქცევს ზამთრის ფესტივალი, რომლის დროსაც ყინულის ბლოკებისგან საოცარ ნაგებობებსა და ფიგურებს კვეთენ. კუნძულის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს “სამშობლოსადმი სევდის სახლი”, რომელიც იმ ადგილზეა აგებული, საიდანაც კურილიის კუნძულებამდე მხოლოდ 4 კმ-ია. აქ ყოველ წელს იმართება აქციები ჩრდილოეთ ტერიტორიების დსაბრუნებისათვის ბრძოლის დღეები.


“ონსენ-რეიკანი” ტრადიციული იაპონური სასტუმროა, რომელიც ცხელი მინერალური წყლის სიახლოვეს შენდება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი პოპულარობა. დიდი და მცირე ზომის ფირმები ხშირად იყენებენ დასვენების ასეთ ფორმას თავისი პერსონალისთვის, რაც კორპორატიული კულტურის შემადგენელ ნაწილად იქცა.


იაპონიაში სტუმრობის ერთ-ერთი საუკეთესო დრო გაზაფხულია, როდესაც საკურა ყვავის. ყვავილებით ტკბობას ჰანამი ეწოდება და იგი ტრადიციული დღესასწაულია იაპონელებისთვის, რომელიც სათავეს VIII საუკუნიდან იღებს. საკურას ყვავილობა ერთი კვირა გრძელდება. ეს არის ყველაზე ლამაზი სანახაობა გაზაფხულზე. წარმოიდგინეთ, უამრავი ვარდისფერი ყვავილოვანი ხე, უმშვენიერესი ბაღები. ნებისმიერი ადამიანი დატკბება ამ სილამაზის ყურებით. საკურა მარტო ვარდისფერი არ არის. ის სხვადასხვა დროსა და ადგილას სხვა ფრად ყვავილობს. გვხვდება ასევე თეთრი ფერის საკურა. თუმცა იაპონიის ბაღებში ძირითადად ვარდისფერი საკურაა გავრცელებული. ტურისტები ამ ხეებს უფრო მეტ სურათს უღებენ, ვიდრე თავიანთ თავებს.
ტურისტებისთვის ასევე საინტერესოა იაპონელების ტრადიციული ჩაცმულობის (კიმონო, გეტა-ქოშები), სტუმრის მომსახურების (გეიშა), სამზარეულოს (ზღვის პროდუქტები, სუში, საკე), ყვავილების გაზრდისა (ბონსაი) და გაფორმების (იკებანა) კულტურა, რომელიც ხელოვნებამდეა აყვანილი.


ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ყველა დიდი სიხარულით ელის.თითოეულ ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს.არც იაპონიაა გამონაკლისი. იაპონიაში ახალ წელს შოგაცუ ჰქვია. 1 იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით არავინ მუშაობს. ტრადიციაა ტაძარში წასვლა და ლოცვა. 31 დეკემბერის ღამით ბუდისტური ტაძრები ზარის რეკვას იწყებენ, რითაც ხალხს ახალი წლის შემოსვლას ამცნობენ.


ზარს რეკავენ 108-ჯერ. საახალწლო კონცერტებზე ყველასთვის საყვარელი ჯგუფები იკრიბებიან და ყველა დროის პოპულარულ ჰიტებს ასრულებენ. კონცერტი ტარდება ტოკიო-დომში, ოსაკა-დომში და ტოკიო-კიოდოში (თეატრი). ღონისძიება 23:45 იწყება და ერთი საათი გრძელდება. სულ 43 სიმღერა სრულდება და ფუჯი ტვ-ის პირდაპირი ჩართვით ყველას შეუძლია კონცერტის თვალყურის დევნება.



კულტურა |


იაპონური კულტურა მნიშვნელოვნად განვითარდა თავისი წარმოშობიდან. თანამედროვე კულტურა აერთიანებს აზიურ, ევროპულ და ჩრდილოეთამერიკულ გავლენას. ტრადიციული იაპონური ხელოვნება მოიცავს ისეთ დარგებს, როგორებიცაა კერამიკის, ტექსტილის, ლაქის, ხმლებისა და თოჯინების დამზადება; ბუნრაკუს, კაბუკის, ნოოს წარმოდგენები, ცეკვა და რაკუგო, ასევე, სხვა ტრადიციები, მაგალითად, ჩაის ცერემონია, იკებანა, საბრძოლო ხელოვნებები, კალიგრაფია, ორიგამი, ონსენი, გეიშა და თამაშები. იაპონიას გააჩნია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მახასიათებლებისა და ეროვნული საგანძურის დაცვისა და ხელშეწყობის განვითარებული სისტემა.[34]იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის 19 იაპონური ძეგლი, რომელთაგან 15 კულტურული მნიშვნელობისაა.[35]



სქოლიო |




  1. Japan Statistical Yearbook 2010. Statistics Bureau. წაკითხვის თარიღი: January 15, 2011.


  2. Population Estimates by Age (5-Year Age Group) and Sex. წაკითხვის თარიღი: June 2, 2015.


  3. Population Count based on the 2010 Census Released. Statistics Bureau of Japan. წაკითხვის თარიღი: October 26, 2011.


  4. ქვეყნებისა და ტერიტორიების კოდების კლასიფიკაცია - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. გაეროს სტატისტიკის დეპარტამენტი (2010-04-01). წაკითხვის თარიღი: 2010-07-16.

  5. 5.05.15.25.35.45.55.6იაპონელის ბლოგი. იაპონელის ბლოგი. წაკითხვის თარიღი: 2010-23-09.


  6. ფაქტები და ციფრები იაპონიის შესახებ 2007 01: მიწა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი. წაკითხვის თარიღი: 2009-07-04.

  7. 7.07.1ინფორმაცია მსოფლიოს შესახებ; იაპონია. CIA (2007-03-15). წაკითხვის თარიღი: 2007-03-27.


  8. მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაცია: სიცოცხლის ხანგრძლივობის მოლოდინი ისრაელში არის მსოფლიოში მაღლესთა შორის ჰაარეცი, მაისი, 2009


  9. მ.ფასმერი რუსული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი = რუსული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი. — АСТ. — გვ. გვერდნი . — ISBN 5-17-013347-2


  10. ჯოან რ. პიგოტი იაპონური მეფობის გაჩენა. — სტენფორდის უნივერსიტეტი. — გვ. გვერდნი . — ISBN 0-804-72832-1


  11. McCargo, Duncan (2000). Contemporary Japan. Macmillan, გვ. 8–11. ISBN 0-333-710002. 


  12. CIA Factbook: Japan. Cia.gov. წაკითხვის თარიღი: November 9, 2011.


  13. Japan. US Department of State. წაკითხვის თარიღი: January 16, 2011.


  14. World Population Prospects. UN Department of Economic and Social Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 21, 2007. წაკითხვის თარიღი: March 27, 2007.


  15. Barnes, Gina L.. (2003)Origins of the Japanese Islands. University of Durham. წაკითხვის თარიღი: August 11, 2009.


  16. Tectonics and Volcanoes of Japan. Oregon State University. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 4, 2007. წაკითხვის თარიღი: March 27, 2007.


  17. James, C.D.. (2002)The 1923 Tokyo Earthquake and Fire. University of California Berkeley. წაკითხვის თარიღი: January 16, 2011.


  18. USGS analysis as of March 12, 2011. Earthquake.usgs.gov (June 23, 2011). წაკითხვის თარიღი: November 9, 2011.


  19. Fackler, Martin; Drew, Kevin. “Devastation as Tsunami Crashes Into Japan“, March 11, 2011. წაკითხვის თარიღი: March 11, 2011. 


  20. 2013 World Risk Report


  21. იაპონიის კონსტიტუცია. იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა საბჭო (1946-11-03). წაკითხვის თარიღი: 2007-03-10.

  22. 22.022.1იაპონელის ბლოგი - იაპონიის პოლიტიკა და კონსტიტუციური მოწყობა. იაპონელის ბლოგი. წაკითხვის თარიღი: 2010-23-09.


  23. “პარლამენტმა აირჩია კანი პრემიერად“, იაპონიის დროება, 2010-06-04. წაკითხვის თარიღი: 2010-06-04. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-14. 


  24. იაპონიის სამოქალაქო კოდექსი. ენციკლოპედია ბრიტანიკა (2006). წაკითხვის თარიღი: 2006-12-28.


  25. იაპონიის იურიდიული სისტემა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოფისი. წაკითხვის თარიღი: 2007-03-27.

  26. 26.026.126.226.3იაპონიის კონსტიტუცია - iaponeli.wordpress.com-ზე


  27. Japan-Australia Joint Declaration on Security Cooperation. Ministry of Foreign Affairs. წაკითხვის თარიღი: August 25, 2010.


  28. Joint Declaration on Security Cooperation between Japan and India. Ministry of Foreign Affairs (October 22, 2008). წაკითხვის თარიღი: August 25, 2010.


  29. Net Official Development Assistance in 2009. OECD. წაკითხვის თარიღი: January 16, 2011.


  30. Michael Green. Japan Is Back: Why Tokyo's New Assertiveness Is Good for Washington. Real Clear Politics. წაკითხვის თარიღი: March 28, 2007.


  31. UK backs Japan for UNSC bid. Central Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 21, 2007. წაკითხვის თარიღი: March 28, 2007.


  32. McCargo, Duncan (2000). Contemporary Japan. Macmillan, გვ. 84–85. ISBN 0333710002. 


  33. Mabuchi, Masaru. (May 2001) Municipal Amalgamation in Japan. World Bank. წაკითხვის თარიღი: December 28, 2006.


  34. Administration of Cultural Affairs in Japan. Agency for Cultural Affairs. წაკითხვის თარიღი: May 11, 2011.


  35. Japan – Properties Inscribed on the World Heritage List. UNESCO. წაკითხვის თარიღი: July 5, 2011.



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
იაპონია




(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იაპონია&oldid=3480335“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.692","walltime":"0.951","ppvisitednodes":"value":11326,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":242449,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":118893,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":8,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":23656,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 587.686 1 -total"," 41.74% 245.288 4 თარგი:ნავდაფა"," 27.30% 160.430 1 თარგი:დ8"," 20.38% 119.786 1 თარგი:ინფოდაფა_ქვეყანა"," 17.69% 103.989 1 თარგი:სქოლიო"," 15.25% 89.614 7 თარგი:Country"," 14.42% 84.764 7 თარგი:Country_flagcountry"," 11.34% 66.629 1 თარგი:მონარქიები"," 7.01% 41.182 1 თარგი:იაპონიის_რეგიონებისა_და_პრეფექტურების_წარწერებიანი_რუკა"," 6.78% 39.869 26 თარგი:Cite_web"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.010","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":786988,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1328","timestamp":"20190320072314","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":205,"wgHostname":"mw1265"););

Popular posts from this blog

រឿង រ៉ូមេអូ និង ហ្ស៊ុយលីយេ សង្ខេបរឿង តួអង្គ បញ្ជីណែនាំ

Crop image to path created in TikZ? Announcing the arrival of Valued Associate #679: Cesar Manara Planned maintenance scheduled April 17/18, 2019 at 00:00UTC (8:00pm US/Eastern)Crop an inserted image?TikZ pictures does not appear in posterImage behind and beyond crop marks?Tikz picture as large as possible on A4 PageTransparency vs image compression dilemmaHow to crop background from image automatically?Image does not cropTikzexternal capturing crop marks when externalizing pgfplots?How to include image path that contains a dollar signCrop image with left size given

Romeo and Juliet ContentsCharactersSynopsisSourcesDate and textThemes and motifsCriticism and interpretationLegacyScene by sceneSee alsoNotes and referencesSourcesExternal linksNavigation menu"Consumer Price Index (estimate) 1800–"10.2307/28710160037-3222287101610.1093/res/II.5.31910.2307/45967845967810.2307/2869925286992510.1525/jams.1982.35.3.03a00050"Dada Masilo: South African dancer who breaks the rules"10.1093/res/os-XV.57.1610.2307/28680942868094"Sweet Sorrow: Mann-Korman's Romeo and Juliet Closes Sept. 5 at MN's Ordway"the original10.2307/45957745957710.1017/CCOL0521570476.009"Ram Leela box office collections hit massive Rs 100 crore, pulverises prediction"Archived"Broadway Revival of Romeo and Juliet, Starring Orlando Bloom and Condola Rashad, Will Close Dec. 8"Archived10.1075/jhp.7.1.04hon"Wherefore art thou, Romeo? To make us laugh at Navy Pier"the original10.1093/gmo/9781561592630.article.O006772"Ram-leela Review Roundup: Critics Hail Film as Best Adaptation of Romeo and Juliet"Archived10.2307/31946310047-77293194631"Romeo and Juliet get Twitter treatment""Juliet's Nurse by Lois Leveen""Romeo and Juliet: Orlando Bloom's Broadway Debut Released in Theaters for Valentine's Day"Archived"Romeo and Juliet Has No Balcony"10.1093/gmo/9781561592630.article.O00778110.2307/2867423286742310.1076/enst.82.2.115.959510.1080/00138380601042675"A plague o' both your houses: error in GCSE exam paper forces apology""Juliet of the Five O'Clock Shadow, and Other Wonders"10.2307/33912430027-4321339124310.2307/28487440038-7134284874410.2307/29123140149-661129123144728341M"Weekender Guide: Shakespeare on The Drive""balcony"UK public library membership"romeo"UK public library membership10.1017/CCOL9780521844291"Post-Zionist Critique on Israel and the Palestinians Part III: Popular Culture"10.2307/25379071533-86140377-919X2537907"Capulets and Montagues: UK exam board admit mixing names up in Romeo and Juliet paper"Istoria Novellamente Ritrovata di Due Nobili Amanti2027/mdp.390150822329610820-750X"GCSE exam error: Board accidentally rewrites Shakespeare"10.2307/29176390149-66112917639"Exam board apologises after error in English GCSE paper which confused characters in Shakespeare's Romeo and Juliet""From Mariotto and Ganozza to Romeo and Guilietta: Metamorphoses of a Renaissance Tale"10.2307/37323537323510.2307/2867455286745510.2307/28678912867891"10 Questions for Taylor Swift"10.2307/28680922868092"Haymarket Theatre""The Zeffirelli Way: Revealing Talk by Florentine Director""Michael Smuin: 1938-2007 / Prolific dance director had showy career"The Life and Art of Edwin BoothRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietEasy Read Romeo and JulietRomeo and Julieteeecb12003684p(data)4099369-3n8211610759dbe00d-a9e2-41a3-b2c1-977dd692899302814385X313670221313670221