Minecraft სექციების სია გეიმპლეი | MineCon | სტადიები | მოდიფიკაციები | გალერეა | იხილეთ აგრეთვე | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ1.9ოფიციალური საიტიოფიციალური საიტიოფიციალური ფორუმიMojang AB-ის ოფიციალური საიტიMojang-ის YouTube-ის ოფიციალური საიტიMinecraft-ის ინგლისური ვიკიპედია (არის სხვა ენებზეც)თავისუფალი საერთაშორისო სათარგმნი საიტი — საიტი, სადაც იქმნება და უმჯობესდება Minecraft-ი სხვადასხვა ენებზეXbox 360 Edition-ის თამაშის პროცესის დემონსტრაციაXbox 360 Edition-ის პრეზენტაციაMinecraft had 74 million active players in December, a new record for the gameრ
MinecraftScrollsMinecraft: Story ModeCrown and Council
Sandbox თამაშები2011 წლის ვიდეო თამაშებიMinecraftAndroid-ის თამაშებიდამოუკიდებელი თამაშების ფესტივალის გამარჯვებულებიინდი-თამაშებიLinux-ის თამაშებიJava პლატფორმის თამაშებიMicrosoft-ის თამაშებიMojang ABNintendo Network-ის თამაშებიღია სამყაროს ვიდეო თამაშებიMac OS X-ის თამაშებიPlayStation 3-ის თამაშებიPlayStation 4-ის თამაშებიPlayStation Network-ის თამაშებიშვედეთში შემუშავებული ვიდეო თამაშებიWii U eShop-ის თამაშებიWindows-ის თამაშებიWindows Phone-ის თამაშებიXbox 360-ის თამაშებიXbox One-ის თამაშებიXbox 360 Live Arcade-ის თამაშებიKinect-ის თამაშებიPlayStation Vita-ს თამაშებივიდეო თამაშები სტერეოსკოპიური 3D გრაფიკით
18 ნოემბერი201120 დეკემბერი2010მარკუს პერსსონი (Notch)ქართ.კომპიუტერული თამაშიფერმამაღარომრავალმომხმარებლიანიშვედმამარკუს პერსონმაMojang ABმარკუს პერსონი2012Xbox 360-ზექართულიცევროსტიმზებრაუზერშიაბჯარიხმალისიცოცხლეაბჯარსქართ.ქართ.ღორიძროხაცხვარიქათამიძაღლიკატაოცელოტირვაფეხაობობამგელიხორბალიძროხატყავსNPCოქროსრობოტისმშვილდ-ისარიისრებსისრებისურიკასწყლითNPCზურმუხტებითმზემთვარელავაზღვაშინაჯახითსოკოსგვირაბიჩირაღდანებიჩირაღდნებითინგლ.ქათამიღორიძროხაცხვარიმგელისაუნდტრეკი2011 წლის4 მარტს2009 წლის17 მაისსევრომდე2011 წლის11 ნოემბერსმარკუს პერსსონმა18 ნოემბერი2011ელექტროენერგიასმადნების
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შემქნით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
Minecraft
Jump to navigation
Jump to search
Minecraft | |
---|---|
Minecraft-ის ლოგო | |
დეველოპერ(ებ)ი | Mojang AB |
გამომცემელი | Mojang AB |
პლატფორმ(ებ)ი | Windows, OS X, Java პლატფორმა, Android, Xbox 360, Xbox One, Raspberry Pi, iOS, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation Vita |
გამოსვლის თარიღი | დასრულებული (სრული) ვერსია: 18 ნოემბერი 2011 კლასიკური: 17 მაისი 2009 |
ჟანრ(ებ)ი | Sandbox, მოქმედებითი-სათავგადასავლო, ინდი-თამაში (Xbox 360-ზე არკადა და არა ინდი) |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი მრავალმოთამაშიანი |
დიზაინერ(ებ)ი | მარკუს პერსსონი (Notch), Jens Bergensten (Jeb) |
ვერსია | 1.9 |
საიტი | ოფიციალური საიტი |
„Minecraft“ (ქართ. მაღაროს ხელობა ან მაღაროს საქმიანობა), ადრეულ ეტაპზე ცნობილი, როგორც „Cave Game“ — კომპიუტერული თამაში, რომელშიც ყველაფერი აწყობილია ბლოკებისგან (კუბებისგან) და ამ ბლოკებზე ზემოქმედებს მოთამაშე. თამაში შეიძლება როგორც პირველი პირით, ასევე მესამეთი. თამაშს არ აქვს მიზანი და წესები, მოთამაშეს შეუძლია შექმნას ისეთი სამყარო, როგორიც სურს, ბლოკების დადება-დამსხვრევით, აირჩიოს თამაშის სასურველი სტრატეგია, ააშენოს ფერმა, მაღარო და ასე შემდეგ. თამაშს ასევე აქვს ქსელური (მრავალმომხმარებლიანი) რეჟიმი, სადაც შეიძლება სხვა მოთამაშეებთან ერთად თამაში (ასევე ხელმისაწვდომია LAN ქსელის თამაში), ოფიციალური საიტიდან (ან თუნდაც სხვა საიტიდან) გადმოწერილი პროგრამით შესაძლებელია საკუთარი სერვერის გაშვება. Minecraft შექმნა შვედმა პროგრამისტმა მარკუს პერსონმა, Mojang AB-ის დამფუძნებელმა, თუმცა ასევე აქტიურად იმუშავეს კომპანიის სხვა წევრებმაც (ამ მომენტისათვის მარკუს პერსონი აღარ მუშაობს ამ თამაშზე, თუმცა განახლებების გამოშვებას ხელმძღვანელობს კომპანიის წევრი Jens Bergensten-ი).
თამაშმა ძალიან კარგი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან: IGN-9.0/10, Game informer-9.25/10, GameSpot-8.5/10.[1][2] 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა „Minecraft“-ის 144 მილიონზე მეტი ეგზემპლარი ყველა პლატფორმაზე.[3]2012 წელს თამაში გამოვიდა Xbox 360-ზე [4][5] გამოსულია Xbox Marketplace-ს ავატარის ნივთები[6]. თამაშში არის 56 ენა მათ შორის ქართულიც.
სექციების სია
1 გეიმპლეი
1.1 გადარჩენა
1.1.1 რეალიზმი (Hardcore)
1.2 შემოქმედებითი
1.3 დამატებით
1.4 ნივთები
1.4.1 ნივთების ტიპები
1.4.2 ნივთების ხარისხი (ინსტრუმენტები და აბჯარი)
1.5 მობები (მონსტრები)
1.5.1 ძროხა
1.5.2 სოფლელი
1.5.3 მგელი
1.5.4 ზომბი-ღორი
1.5.5 რკინის გოლიათი
1.5.6 შფოთა (კრიპერი)
1.5.7 ჩონჩხი
1.6 ფიზიკა
1.7 ხელობა
1.8 მაღარო
1.9 ალქიმია
1.10 შელოცვა
1.11 ვაჭრობა (სოფლელები)
1.12 გარემო
1.13 ცა
1.13.1 რეალური და სათამაშო დროს შედარება
1.14 ადგილები
1.15 ჩვეულებრივი მსოფლიო
1.16 ქვეშეთი (მიწისქვეშა მსოფლიო)
1.17 დასასრული
1.18 სიცარიელე
1.19 ბიომები
1.20 მიწისზედა სტრუქტურები
1.21 მდინარეები
1.22 NPC სოფლები
1.22.1 სოფლების გამაგრება
1.23 ტაძარი ჯუნგლებში
1.24 ტაძარი უდაბნოში
1.25 ჯადოქრის ქოხი
1.26 ჭები
1.27 ხეები
1.28 გიგანტური სოკო
1.28.1 განსაკუთრებული თვისებები
1.29 მიწისქვეშა სტრუქტურები
1.30 გამოქვაბულები
1.31 მიწისქვეშა კანიონები
1.32 საგანძურები
1.33 ციხესიმაგრეები
1.34 მიტოვებული მაღარო
1.35 გაჩენა
1.36 ამინდი
1.36.1 ფაქტები
1.37 მუსიკა
1.38 საინტერესო ფაქტები
2 MineCon
3 სტადიები
3.1 Classic
3.2 Indev
3.3 Infdev
3.4 Alpha
3.5 Beta
3.6 ოფიციალური გამოშვება
4 მოდიფიკაციები
5 გალერეა
6 იხილეთ აგრეთვე
7 რესურსები ინტერნეტში
8 სქოლიო
გეიმპლეი |
არსებობს ორი ძირითადი სათამაშო ვარიანტი (თამაშის ვერსია), ესენია: ჩვეულებრივი და კლასიკური, ჩვეულებრივი არის გაუმჯობესებული კლასიკური ვარიანტი მაგრამ ჩვეულებრივი არის ფასიანი. აქ არის დამატებული შემოქმედებითი რეჟიმი, არის შეუზღუდავი რესურსები (ამ შემთხვევაში ბლოკები და ნივთები) და მოთამაშე არ კვდება (გამონაკლისი იმ შემთხვევაში თუ სიცარელეში ჩავარდება), თუმცა გადარჩენის რეჟიმი უფრო განვითარებულია.
ჩვეულებრივი ვერსია ღირს 19.95 ევრო[7], თამაში არაა განთავსებული სტიმზე.
კლასიკური რეჟიმის თამაში ხდება პირდაპირ ბრაუზერში, აქ სიკვდილი შეუძლებელია და კუბიკებიც შეზღუდული არაა. მობები (იხილეთ ქვემოთ) არაა, შეიარაღება (მაგალითად აბჯარი და ხმალი) არაა, წინააღმდეგობა არაა (ბლოკი მომენტალურად ტყდება) და კიდევ ბევრი ფუნქცია არაა. თამაშს აქვს გრაფიკის ორი სახეობა: ლამაზი და სწრაფი (სწრაფში გრაფიკა შედარებით ულამაზო ხდება, თუმცა კომპიუტერი ნაკლებად იტვირთება). თამაშისთვის დრო და დრო გამოდის განახლებები, რომლებშიც ჩნდება ახალი ფუნქციები, მაგალითად 1.2.4 ვერსიიდან შემოვიდა განვითარებული ჩატის სისტება, ახალი ფიცრისა და ქვიშაქვის ბლოკები და სხვა[8].
გადარჩენა |
გადარჩენის რეჟიმში, მოთამაშეს აქვს სიცოცხლე რომელიც ეცლება სხვადასხვა დაზიანებების დროს: დავარდნის, მონსტრების დარტყმის, მოწამლვის, ალის მოდების და სხვა დაზიანებების დროს, სიკვდილის დროს ყველა ნივთი იყრება სიკვდილის ადგილას, მოთამაშე კი ჩნდება თავდაპირველი გაჩენის ადგლას (ან სახლში, თუ აქვს). ასევე მოთამაშეს აქვს შიმშილის "გრაფა", რომელიც დროთა განმავლობაში იცლება (დაცლის სისწრაფე დამოკიდებულია პერსონაჟის აქტიურობაზე), ის შეიძლება აღდგეს კვებით (თევზის, ვაშლის, ძროხის უმი/შემწვარი ხორცის და სხვა საკვების მიღებისას), შიმშილის გრაფის ამოწურვის შემთხვევაში მოთამაშის სიცოცხლე მინიმუმამდე იწევს (თუმცა არ კვდება), როდესაც შიმშილის გრაფა სავსეა, სიცოცხლე აღსდგება. აბჯარს შეუძლია ზიანის შემცირება, იარაღები კი გამოიყენება სხვა პერსონაჟისთვის ზიანის მისაყენებლად. ასევე არის სუნთქვის განყოფილება, რომელიც ჩნდება წყალში ყოფნისას და ყვინთვის დროს ნელ-ნელა იკლებს, ამოწურვის შემთხვევაში პერსონაჟი ნელ-ნელა კვდება. ნივთების შექმნა შეიძლება ხელობის საშუალებით (იხილეთ ქვემოთ).
რეალიზმი (Hardcore) |
რეალიზმი არის გადარჩენის რეჟიმი, თუმცა განსხვავება ისაა, რომ აქა არის ავტომატურად დაყენებული "რთული" სიძნელის დონე (და მისი გადაყენება შეუძლებელია), სიკვდილის შემთხვევაში სამყარო იშლება. რეალიზმი ასევე ხელმისაწვდომია ქსელურ თამაშში.
შემოქმედებითი |
შემოქმედებითში მოთამაშე არ ზიანდება, არ არის შიმშილი, მოთამაშეს შეუძლია იფრინოს, მომენტალურად გატეხოს ბლოკი, და აიღოს ნებისმიერი ნივთი ინვენტორიდან (მას არ სჭირდება დამზადება, ის პირდაპირ ხელმისაწვდომია). ასევე აქ არის ნივთები, რომელიც არ იქმნება ხელობით, ანუ ხელმისაწვდომია მხოლოდ შემოქმედებით რეჟიმში, ამ ნივთებში შედის მობთა კვერცხები, რომლის საშუალებით მოთამაშეს შეუძლია გააჩინოს თითქმის ყველა სახეობის მობი, არ არის "სუნთქვა". ონლაინ თამაშში, ოპერატორებისათვის (იგივე ადმინისტრატორებისათვის) ხელმისაწვდომია შემოქმედებით-გადარჩენითზე გადართვა.
დამატებით |
ახლა უკვე შემოვიდა ახალი სათამაშო რეჟიმები როგორიცაა Zombie Siege (ქართ. ზომბთა ალყა) და Capture the Flag. (ქართ. დროშის დაპყრობა)[9]
ნივთები |
Minecraft-ში ბლოკების (კუბების) გარდა არის ნივთებიც, ბლოკებისგან ნივთები იმით განსვხვავდება რომ მისი დადგმა შეუძლებელია (გადაგდება შესაძლებელია), თუმცა აქვს მრავალფეროვანი ფუნქციები, ნივთები არსებობს სხვადასხვანაირი ტიპის.
ნივთების ტიპები |
მატერიალები — ნივთებია, რომლებსაც ხელობისთვის (სხვა ნივთების და ბლოკების შექმნისთვის) იყენებენ.
საჭმელი — ნივთები, რომელიც გამოიყენება შიმშილის მოსაშორებლად (თუ პერსონაჟს არ შია მას სიცოცხლე ურეგენირდება).
ინსტრუმენტები — ნივთები, რომლებიც გამოიყენება გარემოსთან ზემოქმედებისთვის (მაგალითად წერაქვი მაღაროში სამუშაოდ).
ინფორმირებელი ნივთები — ეს არის ნივთები, რომლებიც მოთამაშეს გარკვეულ ინფორმაციას აწვდიან (მაგალითად ნიშანი, საათი, რუკა, კომპასი).
იარაღი — განკუთვნილია აგრესიული მობებისგან თავის დასაცავად, ასევე საჭმლის მოსაპოვებლად, სანადიროდ (უმარტივესი გზა მობების დასამარცხებლად).
აბჯარი — ნივთები, რომლებიც განკუთვნილია სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ზიანის შესამცირებლად.
ტრანსპორტი — ნივთები, რომლებიც მოთამაშეს ეხმარება მსოფლიოში მოგზაურობაში, გადაადგილებაში.
დეკორაცია — ნივთები, რომლებსაც დეკორაციული ფუნქცია აქვთ, ალამაზებენ გარემოს.
ნივთების ხარისხი (ინსტრუმენტები და აბჯარი) |
Minecraft-ში არსებობს ძალიან ბევრი მასალა. ინსტრუმენტების გასაკეთებლად გამოიყენება: ხე, ქვა, ოქრო, რკინა, ალმასი, აბჯრის გასაკეთებლად: ტყავი, რკინა, ცეცხლი (თუმცა ცეცხლის მოპოვება, სამართლიანი გზით, ანუ ჩანთაში ჩადება შეუძლებელია, რაც ცეცხლოვან აბჯარს შეუქმნელს ხდის), ალმასი. განვიხილოთ ინსტრუმენტების და აბჯრის გასაკეთებელი მატერიალები:
ხე — ძალიან იოლი მოსაპოვებელია, მისგან შეიძლება გაკეთდეს ინსტრუმენტები ან ინსტრუმენტების ტარი (უფრო სწორედ მოჭრილი ხისგნ კეთდება ფიცრები და ჯოხები, შემდეგ ხელობაში გადამუშავდება), ყველაზე სუსტი, მაგრამ იაფი საინსტრუმენტო მასალა.
ტყავი — ადვილი საშოვნი რესურსი, თუმცა არა ისეთი ადვილი როგორც ხე, გამოიყენება ყველაზე სუსტი კლასის — ტყავის აბჯრის შექმნაში.
ქვა — ადვილი მოსაპოვებელი რესურსი, თუმცა საჭიროა გარკვეული განვითარების საფეხური, მისგან კეთდება ქვის ინსტრუმენტები, უკეთესია ხისაზე.
რკინა — ნაწილობრივ ადვილად საშოვნი რესურსი, თუმდაც ბევრად რთული ვიდრე მაღლა მოყვანილი მაგალითები, მისგან კეთდება იდეალური ინსტრუმენტები და აბჯრები, თუმცა არა საუკეთესო.
ოქრო — საკმაოდ ძნელი საშოვნი რესურსი, თუმცა გვიანი განვითარების საფეხურზე ადვილი საშოვნი ხდება, მისგან გაკეთბული ინსტრუმენტები და აბჯრები ძალიან უხარისხოა: რკინაზე სუსტია და ყველაზე ადვილად ფუჭდება (ტყდება), ამიტომ არაა რეკომენდებული მისგან აბჯრის ან ინსტრუმენტების გაკეთება, სასურველია, მოთამაშემ მოძებნოს სხვა გამოყენების გზა.
ალმასი — ურთულესი საშოვნი რესურსი, გვხვდება გვიანდელ განვითარების საფეხურზე, მისგან კეთდება ყველაფერი საუკეთესო, როგორც აბჯარი ისევე ინსტრუმენტები, ალმასი სიმდიდრის ზღვარია თამაშში.
მობები (მონსტრები) |
მობებს შეიძლება დავარქვათ მონსტრები (ან არსებები), რომელთა მოკვლის შემდეგ ვიღებთ სხვადასხვა რესურსებს. მობები იყოფიან სამ კატეგორიად, ესენია: მეგობრული (არასდროს უტევს მოთამაშეს, მაშინაც კი თუ მოთამაშე შეუტევს მას), ნეიტრალური (უტევს მოთამაშეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის პირველი შეუტევს) და აგრესიული (უტევს დანახვისთანავე).
არსებობს სხვადასხვა სახეობის მობები ესენია: ღორი, ძროხა, ცხვარი, ქათამი, ძაღლი, კატა, ოცელოტი, რვაფეხა (მეგობრულები) ზომბი-ღორი, ობობა, მგელი, Enderman (ნეიტრალურები), ზომბი, ზომბი-გიგანტი, ჩონჩხი, კლდის ობობა, კრიპერი, ობობაზე ამხედრებული ჩონჩხი, გასტი, Enderdragon, სოკოიანი ძროხა (მტრულები) და ბევრი სხვა. თუ მობებზე გაივლის ურიკა მობი ჩაჯდება მასში (თუ თავისუფალი იქნება). შინაური ცხოველი მობები დაჰყვებიან მოთამაშეს, რომელსაც ხელში ხორბალი უჭირავს, ასევე შეიძლება მათი გამრავლება ხორბლის დახმარებით (გამონაკლისი: ძაღლი — ძვლით, კატა — უმი თევზით). აი რამდენიმე მობი:
ძროხა |
ძროხა — მეგობრული მობი. ძროხა სიკვდილის შემდეგ ყრის ტყავს (ასევე ხორცს), რომლითაც შემდეგ მოთამაშეს შეუძლია გააკეთოს ტყავის აბჯარი და დაიცვას თავი. ძროხები უმიზნოდ დაეხეტებიან, თუ შეხვდებიან დაბრკოლებას, შეეცდებიან გადაახტნენ, არ ერიდებიან წყალში მოხვედრას, ამიტომ ხშირად მოთამაშეს შეუძლია იხილოს წყალში მოტივტივე ძროხა. ძროხები დადიან ჯგუფებად (2-5 ან მეტი).
სოფლელი |
სოფლელი — მეგობრული მობი. აქვს მოთამაშის ფორმა, თუმცა მას აქვს დიდი ცხვირი. ისინი ცხოვრობენ სოფლებში, რომლებიც შემთხვევით გენერირდება მოგზაურობის დროს (NPC სოფელში). მათ აქვთ შერჩეული სახლი, რომელშიც ცხოვრობენ. შეუძლიათ კარების დაკეტვა-გაღება, ისინი დაეხეტებიან სოფელში. მათ ეშინიათ მტრული მობების და გაურბიან მათ. მათ აქვთ განსხვავებული ტანსაცმელი და პროფესია. არსებობს მობი — რკინის გოლიათი, რომელიც ემსახურება სოფლელებს, (იხილეთ ქვემოთ) ასევე სოფლელებს შეუძლიათ ვაჭრობა.
მგელი |
მგელი ნეიტრალური მობია თუმცა მისი ხასიათი იცვლება. თუ მოთამაშე დაარტყავს მას თვალები გაუწითლდება (აგრესიული მიმიკა) და მოთამაშეს შეუტევს (აგრესიული გახდება) და თუ ძვლით გავუმასპინძლდება, (შეიძლება იყოს საკმარისი ერთი ძვალიც მაგრამ ხშირად მეტი, რაოდენობა განსხვავებულია) მოთამაშე მას მოიშინაურებს და ის გადაიქცევა მეგობრულ მობად, რომელიც ემსახურება მოთამაშეს: შეიძლება მას ვუბრძანოთ დაჟდომა რის შემდეგაც ის ადგილიდან არ გაინძრევა (გამონაკლისი თუ დავარტყავთ, ის დგება დარბის და წკმუტუნებს მაგრამ მოგვიანებით მშვიდდება) ან როდესაც მივაწვებით, მივახოხებთ და თუ მას მოთამაშე ავტომატურ რეჟიმზე დავტოვბს ის მას მიყვება და თუ მოთამაშე უცხო მობს შეუტევს მგელი დაეხმარება მოთამაშეს ბრძოლაში.
ზომბი-ღორი |
ზომბი-ღორი — ნეიტრალური მობი. ისინი სახლობენ ქვეშეთში. თუ მოთამაშე გაჩერდება მასთან ზომბი-ღორი მას შეხედავს რამდენიმე წამით, შემდეგ კი გზას განაგრძობს. როგორც ჩვეულებრივ ისინი დაეხეტებიან ჯგუფებათ, და ცდილობენ ერთად იყვნენ. თუ მოთამაშე შეუტევს ზომბი-ღორს ის და მისი ჯგუფის წევრები გახდებიან აგრესიულები და მოთამაშეს შეუტევენ. ზომბი ღორებიდან ძალიან იშვიათად იყრება ოქროს ზოდები და ინსტრუმენტები რაც ძალიან გამოსადეგია მოთამაშისთვის (მოკვლის შემთხვევაში).
რკინის გოლიათი |
მოთამაშეს შეუძლია შექმნას (ააწყვოს) რკინის გოლიათი, შეიძლება ითქვას ეს არის რობოტის მსგავსი მანქანა რომელიც სოფლელებს (იმ შემთხვევაში თუ შემქმნელი მოთამაშეა — მოთამაშეს) იცავ მტრული მობებისგან, თუმცა არსებობს გამონაკლისი — სასრულის კაცი და შფოთა. ის იქმნება რკინის ბლოკებისგან, თუმცა არა ხელობაში — მშენებლობით. მართალია, რკინის გოლიათი შექმნილია სოფლელებისთვის, და ამ შემთხვევაში ის ნეიტრალურა, თუმცა ის სრულფოსოვნად ემსახურება მოთამაშესაც, ამ დროს კი ის მეგობრულია (პასიურია მოთამაშეს მიმართ). სოფლებში ის ზოგჯერ შეიმჩნევა ვარდით ხელში, რომელსაც ის ურიგებს სოფლელებს (იხილეთ სურათი), ხშირადაა სოფლები რომლებშიც არაა რკინის გოლიათი.
შფოთა (კრიპერი) |
შფოთა (იგივე კრიპერი) —— მწვანე-თეთრი, პრაქტიკულად უხმაურო (თუმცა ბოლო ვერსიებში შესაძლებელია კრიპერის ჩუმი ნაბიჯების გაგონება) მობი-კამიკაძე (მტრული) მოთამაშესთან მიახლოებისას (როგორც ჩვეულებრივ მიპარვისას, ის პირდაპირ შეტევას ერიდება) ფეთქდება (და თუ სხვა მობებიც შემთხვევით სიახლოვეში იდგებიან, მათაც ააფეთქებს), კრიპერის აფეთქებების გამო ხშირად ნადგურდება მოთამაშეთა შენობები, ასევე ზიანდება ადგილი (რჩება ორმო) რის გამოც მრავალმოთამაშიან სერვერებზე რჩება ქაოსური ორმოები. ეს მობი სარგებლობს დიდი პოპურალურობით და არის თამაშის "სავიზიტო ბარათი"[10].
ჩონჩხი |
ჩონჩხი — მტრული მობი. მას ხელში უჭირავს მშვილდ-ისარი, ის მოთამაშეს ისრებს ესვრის. ისინი არიან საშიში მობები, მათ შორი მანძილიდანაც კი შეუძლიათ მოთამაშე დაამარცხონ (როგორც ჩვეულებრივ, უაბჯრო). სიკვდილის შემთხვევაში ის ყრის ძვლებს, ისრებს და იშვიათად მშვილდ-ისარს.
ფიზიკა |
ამ თამაშის უმეტესი ნაწილი აწყობილია ფიზიკაზე, თუმცა ყველა ობიექტი ფიზიკას არ ემორჩილება, ყველაზე შესანიშნავი არის ის, რომ
ზოგიერთი ბლოკი ჰაერში ლივლივებს (იხილეთ სურათზე), თუმცა ბლოკების ჰაერში დადგმა შეუძლებელია. თამაშში მდინარეებს არ აქვს დინება, თუმცა ასეთი ფუნქცია, როგორც დინება არსებობს, თამაშში შეიძლება ნივთების დაყრა-გასროლა: შეიძლება გუნდების სროლა, ისრების ტყორცნა და სხვა. ასევე რკინიგზა, რომელიც დაღმართზე ჩამოდის ურიკას უფრო სწრაფად ამოძრავებს, რომელიც აღმართზე ადის — ნელა (შეიძლება ელექტრო რელსების დაყენება, რომელიც აჩქარებს ურიკას ნებისმიერ ადგილას).
ხელობა |
ხელობა არის Minecraft-ში ბლოკების და ნივთების მიღების ერთ-ერთი გზა. იმისთვის, რომ მოთამაშემ ხელობის დახმარებით შექმნას ნივთი, მან ხელობის გრაფაში უნდა ჩადოს მატერიალები გარკვეული წყობით, ყველა ნივთს განსხვავებული წყობა აქვს (ხელობის პროცესი იხილეთ გალერეაში).
მაღარო |
Minecraft-ში, მაღაროები გამოიყენება სხვადასხვა რესურსების მოსაპოვებლად, ესენია: ქვა, ნახშირი, რკინა, ოქრო, ალმასი, წითელქვა, ლილაქვა და სხვა. არსებობს მაღაროების აშენების უამრავი მეთოდი, მაღაროები იყოფა ორ კატეგორიად: ჩვეულებრივი (სადაც მოიპოვება უბრალო მატერიალები: ქვა, ნახშირი, რკინა და სხვა) და განსაკუთრებული (სადაც მოიპოვება ოქრო, ლილაქვა, წითელქვა, ალმასი და სხვა). შესაძლებელია მაღაროებში რელსების დაგება.
ალქიმია |
ალქიმიის საშუალებით მოთამაშეს სახარშ ქურაში შეეძლება შექმნას (მოხარშოს) ხსნარი, რომელსაც ექნება სხვადასხვა ეფექტები მაგალითად ძალა, სისწრაფე, სიცოცხლის რეგენერაცია, სისუსტე და სხვა. თავიდან მოთამაშემ უნდა გააკეთოს კოლბები, შემდეგ შეავსოს ის წყლით, ჩადოს ქურაში, და რამდენიმე ინგრედიენტთა სტადიის შემდეგ გამოიღოს მზა ხსნარი. ასევე შეიძლება სატყორცნი ხსნარების დამზადება, რომლის სროლა იქნება შესაძლებელი და მის მოქმედების ზონაში მოხვედრილ ობიექტებს ზემოქმედებს თავისი ეფექტით.
შელოცვა |
შელოცვა — ნივთებზე ჩარების/სულების დადების პროცესი, რომლის დროს იარაღებზე, ინსტრუმენტებზე და აბჯრებზე შესაძლებელია სულების დადება, რომელიც იძლევა ბონუსებს, შელოცვისთვის გამოიყენება შელოცვის მაგიდა[11]. შელოცვა იძლევა ისეთ ბონუსებს როგორიცაა ცეცხლოვანობა, წყალში სუნთქვა, განტყორცნა და სხვა. სულების დადება შეიძლება სულის ქულებით რომელიც მოიპოვება სხვადასხვა მოქმედების დროს თამაშში მაგალითად მადნის მოთხრის, ღუმელში რამის გამოცხობის, თევზის დაჭერისას და სხვა, სულის დადება ხდება 1-დან 30-ამდე ქულით, რაც უფრო მაღალია ქულა მით უფრო მეტი და ძლიერი ძალები დაედო იარაღს/აბჯარს.
ვაჭრობა (სოფლელები) |
ვაჭრობის მექანიკა მოთამაშეს აძლევს საშუალებას ივაჭროს NPC სოფლელებთან. სოფლელები ზოგჯერ ყიდიან უნიკალურ ნივთებს, რომელიც სხვაგვარად არ მოიპოვება (მაგალითად ცეცხლოვან აბჯარს). ვაჭრობა ხდება ზურმუხტებით, რომელიც ძალიან იშვიათად მოთამაშეს ხვდება მიწისქვეშ ბუნებრივი სახით (ის არის ალმასზე იშვიათი), თუმცა მისი მოპოვების გაცილებით მარტივი მეთოდია ვაჭრობა (სოფლელი იხდის ზურმუხტს, მოთამაშე - რაიმე ნივთს/ბლოკს).
კონკრეტული ტიპის სოფლელი ყიდის პროდუქტს, რომელიც შეესაბამება მის პროფესიას, სოფლელის პროდუქტის ყიდვას, ან მოთამაშის პროდუქტის გაყიდვა იწვევს იმ სოფლელის დონის მომატებას, რომელთანაც მიმდინარეობს ვაჭრობა, რა უფრო მაღალია დონე - მით უფრო იმატებს ნივთების სიძვირფასე/სიიშვიათე და რაოდენობა. თუმცა ერთი და იგივენაირი ვაჭრობა ულიმიტოთ არ შეიძლება, თუ ერთნაირი შეთანხმება ბევრჯერ განმეორდა ის შეიძლბ დროებით ამოვიდეს ვაჭრობიდან.
გარემო |
ცა |
Minecraft-ში ცაზე მოჩანს მზე (თუ დილაა), მთვარე (თუ ღამეა) და ღრუბლები. თამაშის დღე-ღამე გრძელდება 20 წუთი (რეალური დრო) რომლის დროსაც სხვადასხვა განათების დონეა. დღე ყველაზე ხანგრძლივია — 10 წუთი შემდეგ მოდის ღამე — 7 წუთი ასევე არის მზის ჩასვლა და ამოსვლა — 90 წამი.
რეალური და სათამაშო დროს შედარება |
- 1 თამაშის საათი = 50 რეალური წამი.
- 24 თამაშის საათი = 20 რეალური წუთი.
- 1 თამაშის კვირა ≈ 2,333 რეალური საათი.
- 1 თამაშის თვე = 10 რეალური საათი.
- 1 თამაშის წელი ≈ 5 რეალური დღე.
(სათამაშო დრო მიმდინარეობს სწორედ თამაშის პროცესის დროს)
ადგილები |
Minecraft-ში არის სხვადასხვა ადგილები ესენია: ჩვეულებრივი მსოფლიო, ქვეშეთი (მიწისქვეშა მსოფლიო), ცის მსოფლიო (დასასრული) და სიცარიელე (ყველა მათგანი იხილეთ ქვემოთ). ყველა ბლოკი არის გაერთიენებული სხვადასხვა რუკის ნაწილების, ზომა არის 16х16х16 (ადრე 16х16х128) და ყოველთვის როდესაც მოთამაშე გაივლის, აღმაოჩენს ახალ ნაწილებს, ის მახსოვრდება თამაშის ფაილებში (ყველა მსოფლიო არის უსასრულო, ის შემთხვევით გენერირდება მაშინ როდესაც მოთამაშე მიუახლოვდება ნაწილს).
ჩვეულებრივი მსოფლიო |
ეს არის მსოფლიო სადაც მოთამაშე თავდაპირველად ჩნდება. აქ ჩნდება ბევრი სტრუქტურა. ის გამოიყურება როგორც რეალური მსოფლიო, აქ არის სხვადასხვანაირი ბიომი: უდაბნო, ბარი, მთები, ჯუნგლები და სხვა, აქ ხდება ძირითადი თამაშის პროცესი, ძირითადი რესურსების მოპოვება და ასე შემდეგ.
ქვეშეთი (მიწისქვეშა მსოფლიო) |
ქვეშეთში არის ძალიან ბევრი ლავა, ამის გამო იქ მოგზაურობა ძალიან რთული და საშიშია. აქ არის განსაკუთრებული ბლოკები რომელიც ჩვეულებრივ მსოფლიოში არ მოიპოვება, ერთდაერთი რაც ქვეშეთის და ჩვეულებრივი მსოფლიოს საერთოა ეს არის სოკოები, რომელიც მრავლადაა გავრცელებული ქვეშეთში. ამ მსოფლიოში მწყობრიდან გამოდის სხვადასხვა ნივთები რომლებიც ჩვეულებრივ მსოფლიოში გამოიყენება, მაგალითად: საწოლი — პერსონაჟის საწოლზე დაწოლისას ფეთქდება, საათი და კომპასი — ისინი არეულები არიან და ისარს გაურკვეველ მიმართულებით აქნევენ. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე მოკვდება ქვეშეთში, ის გაჩნდება ზუსტად იმ ადგილას თუმცა ჩვეულებრივ მსოფლიოში. აქ არიან ასევე განსაკუთრებული მობები რომელსაც სხვაგან არ სახლობენ (ყველა ქვეშეთის მობები დაკავშირებულები არიან ალქიმიასთან, და მითი ნაწილებით, მაგალითად მტირალას ცრემლით იქმნება მრავალფეროვანი ხსნარები) , ესენი არიან:
მტირალა (გასტი) — დიდი მფრინავი მობი 4х4 ბლოკის ზომით გავს ოთკუთხედ მედუზას (თუმცა დაფრინავს) უმეტესად ჭერთან დაფრინავს, მოთამაშის მოახლოებისას იწყებს ცეცხლოვან ბურთების სროლას რომელიც დაცემისას ფეთქდება. მისი ბურთის არიდება (ასხლირტვა, გატყორცვნა) შეიძლება ნებისმიერი ნივთის დარტყმით. მას აქვს უცნაური ხმები ამიტომ შეიძლება მოუმზადებელი მოთამაშე შეაშინოს. მასთან ბრძოლის დროს სასურველია გამოიყენოს მშვილდ-ისარი. ამ მობს მტირალა ეწოდება იმიტომ რომ ის გამოსცემს პატარა ბავშვის ტირილის მსგავს ხმებს და სიკვდილისას ტირის (მისი ცრემლები გამოიყენება ალქიმიაში)
ზომბი-ღორი — ნეიტრალური მობი, ხშირად გვხვდება ჯგუფებად (4-10 ან მეტიც). საკმარისია მოთამაშებ ერთი დაარტყას და მის დასახმარებლად შემოგიტევთ მთელი ჯგუფი. იშვიათად ის ყრის ოქროს ან ოქროს ინსტრუმენტებს, შედარებით ხშირად კი ოქროს ნამცეცებს რომლის გაერთიანების შემთხვევაში გამოვა ოქროს ზოდი.
ბლეიზი — მფრინავი მტრული მობი რომელიც ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქვე იქნება მობების გამჩენი (Spawner). ის ისვრის ცეცხლს, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მობი ალქიმიკოსებისთვის, რადგან ის გამოიყენება როგორც სახარში ქურის დასამზადებლად, ასევე ხსნარების დასამზადებლად
მაგმის კუბიკი — კუბიკი რომელიც სიკვდილის შემდეგ იყოფა რამდენიმეჯერ და ისევ უტევს მოთამაშეს (პატარა კუბებს ზარალის მიყენება არ შეუძლიათ თუმცა მაინც უტევენ მოთამაშეს, საბოლოოდ მოკვდება). ყრის მაგმის კრემს, რომელიც გამოიყენება ალქიმიაში.
დასასრული |
(ასევე ჰქვია სასრული) ამ ადგილას სახლობს ორი საშიში მობი: სასრულისკაცი და სასრულის დრაკონი (Enderdragon) ამ ადგილას არის ძალიან დაბალი განათების დონე. ეს ადგილი არის ფინალური (სწორედ ამიტომ ჰქვია დასასრული). აქ მოთამაშე უნდა შეებრძოლოთ დრაკონს (Enderdragon), როდესაც დაამარცხებს (თუმცა ეს ურთულესია) ის დაყრის უამრავ სულს, და გაიხსნება პორტალი, ამ პორტალში ჩასვლის შემდეგ დაიწყება ტიტრები, შემდეგ კი პორტალით ისევ ჩვეულებრივ მსოფლიოში გადავა და განაგრძობს ჩვეულებრივ თამაშს. ყველაზე საშიში არის დასაწყისი, ამ დროს მოთამაშე ჩნდება ობსიდიანის პლატფორმაზე, მას მოუწევს ააგოს ხიდი რომ გადავიდეს კუნძულზე, კუნძულებს გარშემო სიცარიელეა (იხილეთ ქვემოთ), დრაკონი მოახლოებისას ანადგურებს ბლოკებს რომელიც შემოტანილია ჩვეულებრივი მსოფლიოდან (თუმცა არა ქვას, მიწას და მსგავს უბრალო ბლოკებს), საჭიროა განადგურდეს დრაკონის კრისტალები, რათა დრაკონმა არ შეძლოს განკურნება, (კრისტალები ცათაბრჯენებზეა მოთავსებული, ეს კი ქმნის კიდევ ერთ პრობლემას), შემდეგ კი მოთამაშე შეუდგეს დრაკონის დამარცხებას რომელიც უზარმაზარია და უამრავი სიცოცხლე აქვს, დრაკონს შეუძლია გაანადგუროს ზედაპირი და შენობები, ამიტომ მოთამაშე იქ სახლს ან თავშესაფარს ვერ ააგებს, დრაკონის დამარცხების შემდეგ გაიხსნება პორტალი, რომლის შესვლის შემდეგ დაიწყება ტიტრები, რომელსშიც მიმდინარეობს ორი მოთამაშის საუბარი რომლებიც ლაპარაკობენ რომ მოთამაშეს (რომელმაც დრაკონი დაამარცხა) უკვე შეუძლია სხვის აზრების კითხვა და მიაღწია თითქმის უმაღლეს დონეს, თუმცა მას არ შეუძლია წაიკითხოს ზოგიერთი მონაკვეთი[12].
სიცარიელე |
სიცარიელე — სიღრმის საზღვარი, როგორც ჩვეულებრივ აქ მოთამაშე გადარჩენის რეჟიმში ვერ მოხვდება, იმიტომ რომ, მას ფარავს ძირქვა (ბლოკი, რომელიც არანაირად არ ტყდება გადარჩენის რეჟიმში, ფიზიკურად გაუტეხავია). იქ ჩავარდნა მხოლოდ შეიძლება შემოქმედებით რეჟიმში. თუ იქ მოთამაშე ჩავარდება 2,5 წამში მოკვდება (თუ ამოსვლას ვერ მოასწრებს). დილით (თამაშის დროით) აქ ჩანს მზე და ცისფერი ცა, ღამით კი მთვარე და ვარსკვლავები.
ბიომები |
ბიომები — ზონები, სადაც განსხვავებული კლიმატი და ბუნებაა[13]. Minecraft-ში არსებობს 11 სახის ბიომი, ესენია: ჯუნგლები, ტბა, ტყე, ტაიგა, უდაბნო, დაბლობი, ტუნდრა, გორაკები, სოკოს კუნძული და ქვეშეთი.
მიწისზედა სტრუქტურები |
მდინარეები |
მდინარე - ნატურალური სტრუქტურა, რომელიც ჰგავს ნამდვილ მდინარეს თუმცა მას დინება არ აქვს. მდინარეები ჩვეულებრივ არიან ძალიან გრძელი და ბოლოს წყდებაიან (ან ზღვაში ჩადიან).
NPC სოფლები |
სტრუქტურა, რომელიც გენერირდება ჩვეულებრივ მსოფლიოში, ყველა სოფელი უნიკალურია (გენერირდება შემთხვევით) რომლებშიც ცხოვრობენ სოფლის მაცხოვრებლები (ერთ ერთი მობები რომლებიც გავნან ადამიანებს მაგრამ დიდი ცხვირი აქვთ)
და ყველა სხვადასხვანაირია (ჩაცმულობით) მაგალითად: მჭედელი, ბიბლიოთეკარი და სხვა. სოფლელი შეიძლება გადაიქცეს ზომბით, თუ მას ინფექციას გადადებს მეორე.
სოფლების გამაგრება |
ძირითადად იმის გამო რომ სოფლელებს შეუძლიათ ვაჭრობა, მოთამაშეები ირჩევენ სოფელს, და ამაგრებენ მას — აშენებენ კოშკს, არტყამენ კედელს და სხვა, ამით აიზოლირებენ და იცავენ მტრული მობებისაგან (და სხვა მოთამაშეებისაგან, ქსელურ თამაშში). თუ ლანდშტაფტი შერჩეულია არასწორედ, თუმცა სოფლელები ვაჭრობენ იშვიათი პროდუქტით რკინიგზის საშულებით შესაძლებელია სოფლელების ტრანსპორტირება მეორე, ან ხელოვნურ სოფელში.
ტაძარი ჯუნგლებში |
ნატურალური სტრუქტურა, რომელიც გენერირდება ჯუნგლებში. ტაძარი შედგება სამი სართულისგან (ერთ-ერთი მათგანი — მიწისქვეშაა). შენობა შედგება რიყის ქვისგან და ხავსიანი რიყის ქვისგან. ეს სტრუქტურა ერთადერთია რომელშიც ნატურალური სახით გენერირდება წითელქვის მოწყობილობები/მახეები (წნევის ფილები, თოკები ა.შ). ასევე ტაძარში იშოვება სკივრები განძებით, რომლებიც მაღლითა სართულებზე მდებარეობს.
ტაძარი უდაბნოში |
ნატურალური შენობა რომელიც გენერირდება უდაბნოში. მას ზოგჯერ ეძახიან პირამიდას. ის შედგება ქვიშაქვისგან და მატყლისგან. შიგნით არის ქვედა სართულიც რომელსაც აქვს დამალული შესასვლელი — ლაპისის ბლოკი, ქვედა სართულზე არის მახეები და საგანძურები.
ჯადოქრის ქოხი |
ნატურალური სტრუქტურა, რომელიც გენერიდება ტბის ბიომებში, მასში ცხოვრობენ და ჩნდებიან ჯადოქრები, ქოხი აგებულია ხის ფიცრებისგან აქვს აივანი რომლებსაც მოაჯირებად ხის ღობეები უკეთია შიგნით კი განთავსებულია ქვაბი, სახელოსნო დაზგა და ქოთანი სოკოთი.
ჭები |
ჭა — სტრუქტურა რომელიც უდაბნოში ჩნდება, (თუმცა არსებობს მსგავსი სტრუქტურა სოფლებში) ის მთლიანად შედგება ქვიშაქვისგან, მის ცენტრში არის წყალი.
ხეები |
ხეები შედგებიან ხისგან და ფოთლებისგან, ხის მოჭრა შესაძლებელია ყველაფრით (ხელითაც კი) მაგრამ ყველაზე სწრაფად მოიჭრება ნაჯახით. ხე არ ემორჩილება გრავიტაციას და თუ ერთ ერთ ბლოკს მოჭრით ხე მყარად იდგება მაგრამ ხეს თუ მოუჭრით ყველაფერს და მარტო ფოთლებს დავტოვებთ, მას ისინი გასცვივა. ასევე შეიძლება ნერგების დარგვა რომლებიც შემდეგ იზრდებან (დრო დამოკიდებულია ტემპერატურაზე და სინათლეზე). არსებობს სხვა და სხვა ჯიშის ხეები, რომლისგან მიიღება სხვა-და-სხვა ფერის ფიცრები.
გიგანტური სოკო |
ეს არის ბლოკების ჯგუფი (როგორც ხე). არსებობს ორი სახეობის გიგანტური სოკო: წითელი და ყავისფერი. თუ მოთამაშე დარგავს ჩვეულებრივ სოკოს და მას დააყრის ძვლის ფქვილს, ის გაიზრდება და გახდება გიგანტური.
განსაკუთრებული თვისებები |
- წითელი ლამაზი სოკოსგან შეიძლება გამოვიდეს საცხოვრებელი.
- გიგანტური სოკოებით შეიძლება სოკოს მოპოვება (მისი ბლოკები განადგურებით, შემდეგ კი ისევ გიგანტური სოკოს დადგმით).
მიწისქვეშა სტრუქტურები |
გამოქვაბულები |
გამოქვაბული (ან გვირაბი) არის ძალიან ხშირი სტრუქტურა გამოქვაბულები შეიძლება შედგებოდეს უამრავი გვირაბებით, ზოგი მათგანი კი ზედაპირზე გამოდის. გვირაბი შეიძლება იყოს ძალიან ღრმა. მოთამაშეს არასდროს არ შეხვდება ერთნაირი გვირაბები ისინი შემთხვევით გენერირდება ხანდახან გვირაბები უკავშირდება საგანძურებს (იხილეთ ქვემოთ). იმის გამო რომ გამოქვაბულებში არის სიბნელე იქ ხშირად ჩნდება მტრული მობები, თუმცა თუ მოთამაშე გაანათებს გამოქვაბულს მობები აღარ გაჩნდებიან, გამოქვაბულების განათებისთვის რეკომენდებულია ჩირაღდანები თუ იქ მოთამაშე გავლით არაა (ანუ იქ თუ არ აპირებს ცხოვრებას).
მიწისქვეშა კანიონები |
გამოქვაბულებში ან სხვა მიწისქვეშა სტრუქტურებში მოგზაურობის დროს შეიძლება მივაგნოთ მიწისქვეშა კანიონს (საკმაოდ ხშირად არამიწისქვეშა, ზედაპირზე ამოსულს). ხშირად იქიდან გადმოდის ლავა და წყალი რაც ქმნის ობსიდიანს, კანიონები კარგი რესურსების წყაროა, კანიონის კედლებზე უამრავი მადნების პოვნა შეიძლება.
საგანძურები |
საგანძური არის პატარა ოთახი, რომელსაც შეიძლება შემთხვევით მოხვედრა თხრის დროს. საგანძურში არის მონსტრების გამჩენი (ინგლისური სიტყვიდან Spawner) რომელიც 1-2.5 წამში ერთხელ გააჩენს ახალ მტრულ მობს (თუ მოთამაშე გაანათებს საგანძურს, ეს აღარ მოხდება), ასევე არის სკივრი, რომელშიც განძი ინახება (ზოგჯერ ეს განძი უნიკალურია და სხვაგან არ იშოვება).
ციხესიმაგრეები |
სტრუქტურა რომელიც გავს საგანძურს და მიტოვებულ მაღაროს, ეს დიდი სტრუქტურაა, ისინი გენერირდება შემთხვევით, აქ გვხვხვდება შემდეგი სტრუქტურები:
- ციხეები — კამერები გისოსებით
- ბიბლიოთეკა — ორ სართულიანი ოთახი წიგნის თაროებით ასევე შეიძლება იყოს სკივრი ფურცლებით და წიგნებით.
- საცავი — ოთახი სკივრებით
- შადრევანი
- პორტალი ცის მსოფლიოში (იხილეთ ზემოთ)
მომავალში დაგეგმილია ახალი მობის — მცველების გამოჩენა რომლებიც დაიცავენ ციხესიმაგრეს (სავარაუდოდ).
მიტოვებული მაღარო |
მიტოვებულ მაღაროში არის გვირაბები, აქ არის გზა-და-გზა გაფუჭებული რელსები, გვხვდება სკივრები რომლებშიც არის ნივთები (არის შემთხვევა როდესაც სკივრი ცარიელია) ასევე აქ არის ობობის ბუნაგები სადაც ბინადრობენ განსაკუთრებული შხამიანი ობობები (გამოქვაბულის ობობები) იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე ხედავს ბევრ ობობის ქსელს ანუ მის წინ მართლაც ობობების ბუნაგია. მიტოვებული მაღაროები არის განათებული ჩირაღდნებით მაგრამ ზოგი ადგილი მაინც ბნელი რჩება.
გაჩენა |
გაჩენა (ინგლ. spawn) — მოთამაშეების და მობების გაჩენა სათამაშო მსოფლიოში. პირველადად, მსოფლიოს გენერაციის დროს ჩნდებიან შემდეგი მობები: ქათამი, ღორი, ძროხა, სოკოიანი ძროხა, ცხვარი, მგელი, სოფლის მაცხოვრებელი (პირველადი გენერაცია ხდება ასევე ახალი ნაწილების აღმოჩენის დროს). ცხოველის გაჩენისათვის აუცილებელია რომ ბლოკი რომელზეც მობი გაჩნდება იყოს არაგამჭვირვალე, მის ზევით კი გამჭვირვალე. შემდეგი გაჩენის სტადიებში კი პასიური (მეგობრული) მობების გაჩენა ხდება საკმაოდ იშვიათად — მაშინ, თუ ადგილი რომელზეც უნდა გაჩდეს მობი არის განათებული მე-9 დონით და არის დაფარული ბალახით. მტრული მობები, რვაფეხები და ოცელეოტები ქრებიან იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე გავა 120 ბლოკის მოშორებით. პასიური და ნეიტრალური მობები არ ქრებიან, სანამ მათ მოთამაშე არ მოკლავს.
ამინდი |
Minecraft-ში არის ამინდი რომელიც ზემოქმედებს თამაშზე. არის სამი სახეობის ამინდი: წვიმა, თოვლი და ჭექა-ქუხილი. ისინი გენერირდება პერიოდულად გარკვეულ ტერიტორიაზე, ანუ ცივ ადგილებში თოვს, თბილ ამინდებში წვიმს. წვიმის დროს განათება იკლებს, და ზედაპირზე არსებული ცეცხლი ქვრება (გამონაკლისი ქვეშეთის ქვაზე წაკიდებულ ცეცხლზე), როდესაც თოვს, წყალი იფარება ყინულით, ზედაპირი — თოვლის ფენით. თოვლის ან წვიმის დროს შემთხვევით შეიძლება წარმოიქმნას ჭექა-ქუხილი, და დაეცეს რეალურ თამაშის ობიექტს (მათ შორის მოთამაშესაც).
ფაქტები |
- წვიმის დროს, ანკესით თევზის დაჭერის შანსი შესამჩნევლად მატულობს.
- წვიმა არ ზემოქმედებს ლავაზე.
- წვიმის დროს მგლები, კატები და ნათესები სველდება.
- ელვის მიწაზე დაცემისას წარმოიქმნება ცეცხლი მაგრამ წვიმის საშუალებით ის მომენტალურად ქვრება.
- თუ ელვა შფოთას დაეცემა, ის დაიმუხტება და მისი აფეთქება გაძლიერდება.
- თუ ელვა ღორს დაეცემა, ის ზომბი-ღორად გადაიქცევა.
მუსიკა |
თამაშისთვის მუსიკა დაწერა დანიელ როზერფეილდმა (C418). ამ თამაშში არის 12 სხვადასხვა სტილის კომპოზიცია და მათი საერთო ხაგრძლივობა არის დაახლოებით 30 წუთი. კომპოზიციის სტილი დამოკიდებულია პერსონაჟის მდებარეობაზე. კომპოზიციებს არ ადევს კოდები (უფრო სწორად, არ არის დამალული) და ისინი მოიპოვება თამაშის ფაილებში პირდაპირი გზით.
ასევე თამაშში არსებობს კიდევ 11 სრულფასოვანი კომპოზიცია, რომელთა დაკვრა შესაძლებელია თამაშში ნაშოვნი ფირფიტებით.
ასევე არსებობს Minecraft-ის ოფიციალური საუნდტრეკი, რომელიც გამოვიდა 2011 წლის 4 მარტს.
აქ არის ჩამოთვლილი კომპოზიციების სია ამ ალბომიდან:
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Key“ | 1:05 |
2. | „Door“ | 1:51 |
3. | „Subwoofer Lullaby“ | 3:28 |
4. | „Death“ | 0:41 |
5. | „Living Mice“ | 2:57 |
6. | „Moog City“ | 2:40 |
7. | „Haggstorm“ | 3:24 |
8. | „Minecraft“ | 4:14 |
9. | „Oxygène“ | 1:05 |
10. | „Équinoxe“ | 1:54 |
11. | „Mice on Venus“ | 4:41 |
12. | „Dry Hands“ | 1:08 |
13. | „Wet Hands“ | 1:30 |
14. | „Clark“ | 3:11 |
15. | „Chris“ | 1:27 |
16. | „Thirteen“ | 2:56 |
17. | „Excuse“ | 2:04 |
18. | „Sweden“ | 3:35 |
19. | „Cat“ | 3:06 |
20. | „Dog“ | 2:25 |
21. | „Danny“ | 4:14 |
22. | „Beginning“ | 1:42 |
23. | „Droopy likes ricochet“ | 1:36 |
24. | „Droopy likes your face“ | 1:56 |
საინტერესო ფაქტები |
- კლასიკურ ვერსიაში ბლოკი TNT ასაფეთქებელი ასრულებს მხოლოდ დეკორაციულ როლს, და მისი აფეთქება შეუძლებელია.[14]
- თუ პერსონაჟის ძილის დროს მოთამაშე გახსნის ინვენტარს, ის დაინახავს მწოლიარე პერსონაჟის მოდელს.[15]
- ქვეშეთს ასევე ეძახიან ჯოჯოხეთს (არაოფიციალურად).[16]
MineCon |
"MineCon" არის თამაშის ოფიციალური ფანთა კონვენცია. პირველი კონვენცია მოხვდა 18-19 ნოემბერში ლას ვეგასში, სასტუმრო და კაზინო მანდალაი ბეიში. ყველა 4,500 ბილეთი გაყიდული იყო 31 ოქტომბრისთვის[17].MineCon 2012-ზე კი, რომელიც პარიზის დისნეილენდში გაიმართა (24-25 ნოემბერი) ბილეთები გაიყიდა 2 საათზე ნაკლებ ხანში.
სტადიები |
ამ თამაშმა გამოიარა უამრავი სტადია (Indev, Alpha, Beta და სხვა) და მისი შექმნა დიდხანს გრძელდებოდა (თუმცა თამაში ხელმისაწვდომი იყო მის გამოშვებამდე). ქვემოთ მოყვანილია სტადიები მიმდევრობის მიხედვით:
Classic |
ეს ვერსია გამოქვეყნდა 2009 წლის 17 მაისს, ხელმისაწვდომი იყო შემოქმედებითი და სატესტო გადარჩენის რეჟიმი (Survival Test). ასევე ამ ვერსიაში დაემატა ქსელური თამაში, რომელშიც მოთამაშეებს შეეძლოთ ერთად ეშენებინათ. ის ახლა ხელმისაწვდომია საიტზე უფასოდ.
Indev |
ტერმინი Indev ნიშნავს In Development-ს — მუშაობის პროცესში. ამ ვერსიაში ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ გადარჩენა. ამ ვერსიაში შემოვიდა ინვენტარი და ხელობა. დაემატა დინამიკური განათება, გაუმჯობესდა თხევადი ბლოკები.
Infdev |
Infdev-მა წარმოადგინა უსასრულო გენერაცია — ახლა მსოფლიო გენერირდება უსასრულოდ და მოთამაშე სიკვდილის დროს ტოვებს ნივთებს სიკვდილის წერტილში, თვითონ კი ხელახლა გაჩნდება გაჩენის წერტილში (თავდაპირველ გაჩენის წერტილში).
Alpha |
Alpha-ში დამატებულია ისეთი ფუნქციები როგორიცაა ბიომები, წითელქვა, და ბევრი სხვა. ამ ვერსიამ დააბრუნა ქსელური თამაში.
Beta |
Beta იყო საბოლოო სტადია თამაშის გამოშვებამდე. ფასი გაიზარდა 14.95 ევრომდე. დაემატა ქვეშეთი და ბევრი სხვა.
ოფიციალური გამოშვება |
თამაშის ოფიციალური გამოშვება თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2011 წლის 11 ნოემბერს[18] ამის ორი მიზეზი იყო:
- იმიტომ რომ ეს თარიღი იწერება ლამაზად : 11/11/11
- იმიტომ რომ ამ დღეს გამოვიდა თამაში The Elder Scrolls V: Skyrim
მაგრამ მოგვიანებით მარკუს პერსსონმა გამოაცხადა რომ 11 ნოემბერს ყველა ადგილი დაკავებული იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა რომ გამოშვება ერთი კვირით გადაედო (18 ნოემბერი 2011)[19]. მან ასევე განაცხადა რომ ის გააგრძელებდა თამაშის განახლებას და გაუმჯობესებას მის გამოშვების შემდეგაც.
მოდიფიკაციები |
ამ სექციაში არის ინფორმაცია კონტენტის შესახებ, რომლის შემქმნელელი არ არის Mojang AB-ი, და ის არ შედის ოფიციალურ თამაშის პროცესსში
Minecraft-ისათვის არის შექმნილი უამრავი არაოფიციალური მოდიფიკაცია. მაგალითად — Industrial Craft, რომელიც თამაშში ამატებს ელექტროენერგიას, ახალ მოწყობილობებს, რესურსებს, იარაღებს და სხვა, Build Craft, რომელიც ამატებს მოხერხებულ რესურსების მოპოვებას, განვითარებულ მშენებლობას, Mo'Creatures - რომელიც თამაშში ამატებს ახალ მობებს და სხვა.
გალერეა |
თამაშის პროცესი
უდაბნო ჯუნგლების წინ
მადნების ყველა სახეობა (ზურმუხტის გარდა. ხელოვნურად დაწყობილი, სპეციალურად სქრინშოთისთვის)
გორები
სასახლე
ნავი მდინარეში (გადარჩენის რეჟიმი)
3*3 ხელობის დაფა (დაზგა, გრაფა), რომელსშიც იქმნება ძირითადი ნივთები და ბლოკები თამაშიდან
თამაშის პროცესი (ქსელური თამაში)
ჩონჩხი შემთხვევით კლავს კრიპერს (მოთამაშეზე დამიზნების დროს) - სწორედ ასე მოიპოვება მუსიკალური ფირფიტა
ქვეშეთის პორტალი (პორტალიდან გამოვიდა ქვეშეთის ბინადარი - ზომბი-ღორი)
პერსონაჟი შეცვლილი "სკინით"
ღამურები გამოქვაბულში
შენობა (Minecon 2011-ის თრეილერიდან)
რამდენიმე მოთამაშე მრავალმომხმარებლიან სერვერიდან
ხსნარების დემონსტრაცია
იხილეთ აგრეთვე |
- Dwarf Fortress
- Mojang AB
- ინდი-თამაში
- Terraria
რესურსები ინტერნეტში |
- ოფიციალური საიტი
- ოფიციალური ფორუმი
- Mojang AB-ის ოფიციალური საიტი
- Mojang-ის YouTube-ის ოფიციალური საიტი
- Minecraft-ის ინგლისური ვიკიპედია (არის სხვა ენებზეც)
- თავისუფალი საერთაშორისო სათარგმნი საიტი — საიტი, სადაც იქმნება და უმჯობესდება Minecraft-ი სხვადასხვა ენებზე
- Xbox 360 Edition-ის თამაშის პროცესის დემონსტრაცია
- Xbox 360 Edition-ის პრეზენტაცია
სქოლიო |
↑ Minecraft Review — PC Review at IGN.http://pc.ign.com/articles/121/1213266p1.html
↑ Minecraft Review on PC — GameSpot.com.http://www.gamespot.com/minecraft/reviews/minecraft-review-6346734?tag=summary%3Bread-review
↑ Horti, Samuel. Minecraft had 74 million active players in December, a new record for the game. წაკითხვის თარიღი: 21 January 2018.
↑ განცხადება შემქმნელების ოფიციალურ გვერდზე. http://mojang.com/2011/06/07/minecraft-is-coming-to-xbox/
↑ სტატია ამ თამაშის ვიკიზე. http://ru.minecraftwiki.net/Xbox_360_%D0%B2%D0%B5%D1%80%D1%81%D0%B8%D1%8F
↑ განცხადება Xbox-ის ავატარის ნივთების შესახებ. http://www.mojang.com/2012/03/minecraft-avatar-shop/
↑ Minecraft-ის მაღაზია.http://www.minecraft.net/store
↑ განცხადება 1.2.4 განახლების შესახებ. http://www.mojang.com/2012/03/minecraft-patched-to-1-2-4/
↑ http://www.minecraftwiki.net/wiki/Capture_the_Flag. გვერდი Minecraft "ვიკიზე"
↑ ოფიციალური Facebook-ის გვერდი, რომელზეც მთავარ სურათად არის კრიპერი. http://www.facebook.com/minecraft
↑ მარკუს პერსონის განცხადება Twitter-ზე. http://twitter.com/#!/notch/status/119799522170912768
↑ მოთამაშეთა დიალოგი. http://www.minecraftwiki.net/wiki/End_Poem
↑ ბიომთა ტესტი. http://www.youtube.com/watch?v=953XeQ3qwMM
↑ სტატია Minecraft ვიკიზე TNT-ს შესახებ. http://ru.minecraftwiki.net/%D0%A2%D0%9D%D0%A2
↑ სტატია ინვენტარის შესახებ, ამ თამაშის ვიკიზე. http://ru.minecraftwiki.net/%D0%98%D0%BD%D0%B2%D0%B5%D0%BD%D1%82%D0%B0%D1%80%D1%8C
↑ http://www.minecraftwiki.net/wiki/The_Nether
↑ http://www.kotaku.com.au/2011/10/well-whaddaya-know-minecon-is-sold-out/. სტატია ერთ-ერთ საიტზე
↑ მარკუს პერსონის განცხადება საკუთარ ბლოგზე.http://notch.tumblr.com/post/4423138657/11-11-11
↑ მარკუს პერსონის განცხადება საკუთარ ბლოგზე.http://notch.tumblr.com/post/6385865216/post-e3-information-dump
|
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- Sandbox თამაშები
- 2011 წლის ვიდეო თამაშები
- Minecraft
- Android-ის თამაშები
- დამოუკიდებელი თამაშების ფესტივალის გამარჯვებულები
- ინდი-თამაშები
- Linux-ის თამაშები
- Java პლატფორმის თამაშები
- Microsoft-ის თამაშები
- Mojang AB
- Nintendo Network-ის თამაშები
- ღია სამყაროს ვიდეო თამაშები
- Mac OS X-ის თამაშები
- PlayStation 3-ის თამაშები
- PlayStation 4-ის თამაშები
- PlayStation Network-ის თამაშები
- შვედეთში შემუშავებული ვიდეო თამაშები
- Wii U eShop-ის თამაშები
- Windows-ის თამაშები
- Windows Phone-ის თამაშები
- Xbox 360-ის თამაშები
- Xbox One-ის თამაშები
- Xbox 360 Live Arcade-ის თამაშები
- Kinect-ის თამაშები
- PlayStation Vita-ს თამაშები
- ვიდეო თამაშები სტერეოსკოპიური 3D გრაფიკით
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.408","walltime":"0.513","ppvisitednodes":"value":5577,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":53154,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":19744,"limit":2097152,"expansiondepth":"value":11,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":27840,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 310.307 1 -total"," 35.32% 109.605 1 თარგი:ინფოდაფა_ვიდეო_თამაში"," 33.57% 104.171 1 თარგი:ინფოდაფა"," 16.75% 51.964 2 თარგი:ნავდაფა"," 16.25% 50.435 1 თარგი:Mojang"," 14.35% 44.542 1 თარგი:სქოლიო"," 9.55% 29.634 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 7.86% 24.379 1 თარგი:Track_listing"," 4.71% 14.607 1 თარგი:ნავდაფა_ქვეჯგუფი"," 4.54% 14.074 1 თარგი:Cite_web"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.011","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":832806,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1248","timestamp":"20190318065122","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"Minecraft","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/Minecraft","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q49740","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q49740","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2011-10-27T18:32:19Z"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":154,"wgHostname":"mw1250"););