Skip to main content

საქართველოს მთავრობა სექციების სია ისტორია | უფლებამოსლება და სტრუქტურა | შემადგენლობა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიურედ.ოფიციალური საიტიwww.police.gewww.mrdi.gov.gewww.economy.gewww.mfa.gov.geww.mof.gewww.mod.gov.gewww.mes.gov.gewww.moe.gov.gewww.justice.gov.gewww.moh.gov.gewww.smr.gov.geსაქართველოს მთავრობასაქართველოს კონსტიტუციასაქართველოს კონსტიტუციასაქართველოს კონსტიტუციასაქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კონსტიტუციური სამართალიპარლამენტმა მთავრობის ახალ პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადარ

ვიკიპედია:სტატიები წასაშლელი დებულებებითსაქართველოს მთავრობა


საქართველოსსაქართველოს პარლამენტისპრემიერ-მინისტრისამინისტრებისგანსახელმწიფო მინისტრიაღმასრულებელი ხელისუფლების1918 წელს26 მაისსსაქართველოს ეროვნული საბჭოსნოე რამიშვილინოე ჟორდანიამ1921კონსტიტუციაშიმინისტრებიმოქალაქეებისგანშეიარაღებული ძალებისკანონპროექტებისუწყებებზესაბჭოთა რუსეთისსაქართველოს რევკომმაპროლეტარიატისდიქტატურის19222 მარტს192719371936სსრკ1978199028 ოქტომბრის199122 დეკემბერსშეიარაღებული კონფლიქტის19922 იანვარსსამხედრო საბჭომ21 თებერვალსდეკლარაცია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებსაქართველოს პირველი რესპუბლიკისკონსტიტუციაშისაქართველოს პრეზიდენტივარდების რევოლუციისზურაბ ჟვანიაფინანსთა მინისტრიზურაბ ნოღაიდელი2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისისვლადიმერ გურგენიძეაგვისტოს ომისგრიგოლ მგალობლიშვილინიკა გილაურმასაპარლამენტო არჩევნებისივანე მერაბიშვილიშინაგან საქმეთასაპარლამენტო არჩევნებისსამინისტროებისასახელმწიფო მინისტრის აპარატისპოლიტიკისა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




საქართველოს მთავრობა




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search



საქართველო

Greater coat of arms of Georgia.svg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა


პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი

აღმასრულებელი ხელისუფლება

საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი : მამუკა ბახტაძე

საკანონმდებლო ხელისუფლება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე : ირაკლი კობახიძე
პარტიები პარლამენტში ფრაქციების მიხედვით:
  • უმრავლესობა:
    • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

    • მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

    • საქართველოს კონსერვატიული პარტია

    • საქართველოს მწვანეთა პარტია

    • სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის


  • უმცირესობა:
    • ევროპული საქართველო

  • სხვა:
    • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

    • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი



პოლიტიკური პარტიები

სასამართლო ხელისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საერთო სასამართლოები

ტერიტორიული მოწყობა

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

  • 83 მუნიციპალიტეტი


დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს მთავრობა — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე[1][2]. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა, რომელიც არის მთავრობის მეთაური და მინისტრებისგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.[3][4]. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა[5][6].


მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა (ნორმატიული აქტი) და განკარგულებებს (ინდივიდუალური აქტი), რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.[7]


მთავრობის უფლებამოსილება იწყება და წყდება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პალამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის/უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე.[8]




სექციების სია





  • 1 ისტორია

    • 1.1 პირველი რესპუბლიკა


    • 1.2 საბჭოთა პერიოდი


    • 1.3 გარდამავალი პერიოდი


    • 1.4 მეორე კონსტიტუციის პერიოდი



  • 2 უფლებამოსლება და სტრუქტურა


  • 3 შემადგენლობა


  • 4 რესურსები ინტერნეტში


  • 5 სქოლიო




ისტორია |



პირველი რესპუბლიკა |


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, პირველად შეიქმნა 1918 წელს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და პირველი რესპუბლიკის შემქნის შემდეგ. მაშინ საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცდა მთავრობის შემადგენლობა. პირველ მთავრობაში შედიოდა რვა მინისტრი, მათგან ერთი — ნოე რამიშვილი იყო მთავრობის თავმჯდომარე. 24 ივლისს რამიშვილი პოსტზე ნოე ჟორდანიამ შეცვალა. მთავრობამ 1921 წლის მარტამდე, საფრანგეთში ემიგრაციამდე იარსება[წყარო არ არის მითითებული 115 დღე].


1921 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, მეხუთე თავი ეძღვნებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლის შესავალში ეწერა: „უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას“ (თავი მეხუთე. მუხლი 66.). კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევდა ერთი წლის ვადით და ერთიდაიგივე პირი შეზღუდული იყო ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არჩევით. მთავრობის დანარჩენ წევრებს, რომელთაც კონსტიტუციაში მინისტრები ეწოდებოდათ, იწვევდა თავმჯდომარე, პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებისგან. მთავრობის წევრებისთვის აკრძალული იყო სხვა თანამდებობების დაკავება, გარდა პარლამენტის წევრობისა და ადგილობრივი თვიმმართველბის ხმოსნობისა (თავი მეხუთე. მუხლი 67. და 68.). თავმჯდომარეს მინიჭებული ქონდა რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა და განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიარაღებული ძალების გამოყენებისა (თავი მეხუთე. მუხლი 70). კონსტიტუციის 72-ე მუხლში გაწერილი იყო მთავრობის საერთო უფლებები და მოვალეობები, მათ შორის რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, კანონპროექტების შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა, კონსტიტუციის და კანონების აღსრულების უზრუნველყოფა. მინისტრებს გააჩნდათ ინიდივიუალური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე, მათთვის მინდობილ უწყებებზე და ნდობის დაკარგვა იწვევდა მათ გადადგომას (თავი მეხუთე. მუხლი 72. და 73.), ხოლო კონსტიტუციის დარვევა იწვევდა მათ პასუხისმგებლობას სასამართლოს წინაშე (თავი მეხუთე. მუხლი 75.)



საბჭოთა პერიოდი |


საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდგომ, ქვეყანაში ძალაუფლება მთლიანად ხელში ჩაიგდო საქართველოს რევკომმა და გააუქმა ხესუფლების ყველა მოქმედი ორგანო, მათ შორის მთავრობა. ამის შემდგომ იწყება აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების საბჭოური მიდგომები. ყველა შემდგომი პერიოდის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში გათვალისწინებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, თუმცა ის არ იყო კლასიკური გაგებით მთავრობა და მისი უფლებამოსილებაც შეზღუდული იყო. რეალურ ძალაუფლებას ქვეყანაში ფლობდა კომუნისტური პარტია, პროლეტარიატის დიქტატურის სახელით.


1922 წლის 2 მარტს ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებიდან ერთი კვირის თავზე, საქართველოს საბჭოების პირველმა ყრილობამ მიიღო საქართველოს რიგით პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის ძალითაც შეიქმნა მმართველობის უმაღლეს ორგანო – საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭო (შემოკლებით სახკომსაბჭო), რომელსაც საქართველოს საბჭოების ყრილობის ცენტრალური კომიტეტი ქმნიდა. 1927 წლის კონსტიტუციამ უცვლელად დატოვა ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა. 1937 წელს მიღებულ იქნა რიგით მესამე საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის ასფუძველსაც 1936 წლის სსრკ კონსტიტუცია წარმოადგენდა და რომელმაც სახალხო კომისართა საბჭო არსებითად უცვლელად დატოვა, როგორც უმაღლესი აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანო. სახკომსაბჭო ანგარიშვალდებული გახდა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომელმაც ჩაანაცვლა რესპუბლიკის საბჭოების ყრილობა. უკვე 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციაში სახკომსაბჭო მინისტრთა საბჭომ ჩაანაცვლა, როგორც „რესპუბლიკის მთავრობამ“, თუმცა შინაარსობრივი ცვლილება მას არ განუცდია.[9]



გარდამავალი პერიოდი |


1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა ხელისუფლებამ 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებები შეიტანა, რითაც მთლიანად შეიცვალა სახელმწიფო წყობილების ფორმა და ამ პირობების გათვალისწინებით – სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა, თუმცა უცვლელი დარჩა მინისტრთა საბჭო, რომელიც კვლავ იწოდებოდა „რესპუბლიკის მთავრობად“.[10]


1991 წლის 22 დეკემბერს სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 1992 წლის 2 იანვარს არაკონსტიტუციური გზით ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ, რომელმაც იმავე წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ. შედეგად შეიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც ფორმალურად გამოცხადებულ იქნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაზე დაბრუნება, თუმცა სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებდა არაკონსტიტუციური ორგანო. აგრეთვე გაურკვეველი რჩებოდა სახელმწიფო ორგანოთა, მათ შორის მთავრობის სამართლებრივი მდგომარეობა.[11]



მეორე კონსტიტუციის პერიოდი |


1995 წელს მიღებულ დამოუკიდებელი საქართველოს რიგით მეორე კონსტიტუციაში მთავრობა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განცალკევებული და დამოუკიდებელი ორგანო, არ იყო გათვალისწინებული. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წევრების – მინისტრების მეშვეობით.[12] 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით შეიქმნა მთავრობა გამოეყო პრეზიდენტის ინსტიტუტს და გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდის კონსტიტუციური მოდელით, მთავრობა პასუხისმგებელი იყო საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.


პირველი პრემიერ-მინისტრი იყო ვარდების რევოლუციის ლიდერი ზურაბ ჟვანია, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2004-2005 წლებში. 2005 წელს ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გახდა ახალი მთავრობის მეთაური. „ნოღაიდელის მთავრობა“ მოქმედებდა 2005-2007 წლებში. მთავრობის შემადგენლობის მორიგი ცვლილება განხორციელდა 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა ვლადიმერ გურგენიძე, რომელიც მანადმე საბანკო სექტორში მოღვაწეობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში კვლავ განხორციელდა მთავრობის ცვლილება - გურგენიძის ნაცვლად პრემიერ-მინისტრად დაინიშნა გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელიც მალევე, 2009 წლის გაზაფხულზე შეცვალა ნიკა გილაურმა. მთავრობის კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ივანე მერაბიშვილი, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 25 ოქტომბერს პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მთლიანად კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ იქნა დაკომპლექტებული[13].



უფლებამოსლება და სტრუქტურა |


საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მთავრობის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.[14] მთავრობის უმნიშვნელოვანეს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:


  • სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

  • მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტების გაუქმების უფლებამოსილება;

  • სოციალურ-ეკონომიკური, კულტურისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დამტკიცება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

  • საკანონმდებლო ინიციატივა და სამთავრობო პროგრამის შემუშავება;

  • სახელმწიფო ქონების მართვა;

  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ბიუჯეტის განკარგვა;

  • სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვა;

  • მოქალაქეთა სოციალურ დაცვა;

  • ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება;

  • სახელმწიფო საზღვრის დაცვა; და სხვა


მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.[15]. სამინისტრო იქმნება მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.[16] კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტს პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.[17] გამომდინარე აქედან, მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი პროგრამის ფარგლებში ჩამოაყალიბოს იმგვარი სტრუქტურა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს სამთავრობო პროგრამის განხორციელების მიზნებს და ამოცანებს.


მთავრობის შემადგენლობას აყალიბებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთლიან შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამასთან ერთად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას უცხადებს პარლამენტი. კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ძველი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.[18]



შემადგენლობა |






















































სამინისტრო
ფოტო
მინისტრი
თარიღი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე
ოფიციალური საიტი

Mamuka Bakhtadze.png

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი, 2018

შინაგან საქმეთა მინისტრი
საქართველოს ვიცე-პრემიერი
www.police.ge


გიორგი გახარია

15 დეკემბერი, 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
საქართველოს ვიცე-პრემიერი
www.mrdi.gov.ge


მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
www.economy.ge


გიორგი ქობულია

15 ივლისი, 2018

საგარეო საქმეთა მინისტრი
www.mfa.gov.ge

David Zalkaliani.jpg

დავით ზალკალიანი

20 ივნისი, 2018

ფინანსთა მინისტრი
ww.mof.ge


ივანე მაჭავარიანი

12 ივლისი, 2018

თავდაცვის მინისტრი
www.mod.gov.ge

Levan Izoria in Washington - 2017 (37684073764) (cropped).jpg

ლევან იზორია

1 აგვისტო, 2016

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
www.mes.gov.ge


მიხეილ ბატიაშვილი

15 ივლისი, 2018

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
www.moe.gov.ge


ლევან დავითაშვილი

15 დეკემბერი, 2017

იუსტიციის მინისტრი
www.justice.gov.ge

Tea Tsulukiani (4).jpg

თეა წულუკიანი

25 ოქტომბერი, 2012

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
www.moh.gov.ge

დავით სერგეენკო.JPG

დავით სერგეენკო

15 ივლისი, 2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
www.smr.gov.ge


ქეთევან ციხელაშვილი

1 აგვისტო, 2016


რესურსები ინტერნეტში |


  • საქართველოს მთავრობა. ოფიციალური ვებ საიტი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია (2014). წაკითხვის თარიღი: 2018.

  • საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (23 მარტი 2018). წაკითხვის თარიღი: 2018.

  • საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი 2013). წაკითხვის თარიღი: 2018.

  • საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (24 აგვისტო 1995). წაკითხვის თარიღი: 2018.

  • საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (11 თებერვალი 2004). წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2019.

  • ზაზა რუხაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. (1999) საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. თავი 7 საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები. სპებ, ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 2018.


სქოლიო |




  1. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი პირველი და მეორე. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018


  2. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 1. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018.


  3. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი მეხუთე და მუხლი 55, ნაწილი პირველი. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  4. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 2. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  5. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი მეექვსეწაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  6. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 2. პუნქტი 2.წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  7. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 6. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  8. საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 56 და 57. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  9. რუხაძე, ზ.: საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018


  10. რუხაძე, ზ.: საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018


  11. რუხაძე, ზ.: საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  12. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლები 77, 78, 79, 80 და 81. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი 2018


  13. პარლამენტმა მთავრობის ახალ პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა


  14. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 3. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2019


  15. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 4. პუნქტი 1. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  16. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 14. პუნქტი 1. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  17. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი მეოთხე. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2018


  18. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 56. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2019




(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საქართველოს_მთავრობა&oldid=3615424“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.212","walltime":"0.273","ppvisitednodes":"value":4935,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":45580,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":16010,"limit":2097152,"expansiondepth":"value":13,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":7725,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 169.454 1 -total"," 33.37% 56.545 1 თარგი:სქოლიო"," 23.07% 39.101 27 თარგი:Date"," 22.98% 38.946 1 თარგი:საქართველოს_მინისტრთა_კაბინეტი"," 20.82% 35.278 6 თარგი:Cite_web"," 20.26% 34.339 1 თარგი:ნავდაფა"," 7.60% 12.870 2 თარგი:ფერი"," 6.05% 10.244 1 თარგი:საქართველოს_პოლიტიკა"," 5.79% 9.808 1 თარგი:ფაქტი"," 4.50% 7.630 2 თარგი:Tnavbar"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":535563,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1261","timestamp":"20190415145050","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10ddu10e1 u10dbu10d7u10d0u10d5u10e0u10ddu10d1u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2613132","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2613132","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-06-02T10:18:53Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/94/Greater_coat_of_arms_of_Georgia.svg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":131,"wgHostname":"mw1321"););

Popular posts from this blog

រឿង រ៉ូមេអូ និង ហ្ស៊ុយលីយេ សង្ខេបរឿង តួអង្គ បញ្ជីណែនាំ

Crop image to path created in TikZ? Announcing the arrival of Valued Associate #679: Cesar Manara Planned maintenance scheduled April 17/18, 2019 at 00:00UTC (8:00pm US/Eastern)Crop an inserted image?TikZ pictures does not appear in posterImage behind and beyond crop marks?Tikz picture as large as possible on A4 PageTransparency vs image compression dilemmaHow to crop background from image automatically?Image does not cropTikzexternal capturing crop marks when externalizing pgfplots?How to include image path that contains a dollar signCrop image with left size given

Romeo and Juliet ContentsCharactersSynopsisSourcesDate and textThemes and motifsCriticism and interpretationLegacyScene by sceneSee alsoNotes and referencesSourcesExternal linksNavigation menu"Consumer Price Index (estimate) 1800–"10.2307/28710160037-3222287101610.1093/res/II.5.31910.2307/45967845967810.2307/2869925286992510.1525/jams.1982.35.3.03a00050"Dada Masilo: South African dancer who breaks the rules"10.1093/res/os-XV.57.1610.2307/28680942868094"Sweet Sorrow: Mann-Korman's Romeo and Juliet Closes Sept. 5 at MN's Ordway"the original10.2307/45957745957710.1017/CCOL0521570476.009"Ram Leela box office collections hit massive Rs 100 crore, pulverises prediction"Archived"Broadway Revival of Romeo and Juliet, Starring Orlando Bloom and Condola Rashad, Will Close Dec. 8"Archived10.1075/jhp.7.1.04hon"Wherefore art thou, Romeo? To make us laugh at Navy Pier"the original10.1093/gmo/9781561592630.article.O006772"Ram-leela Review Roundup: Critics Hail Film as Best Adaptation of Romeo and Juliet"Archived10.2307/31946310047-77293194631"Romeo and Juliet get Twitter treatment""Juliet's Nurse by Lois Leveen""Romeo and Juliet: Orlando Bloom's Broadway Debut Released in Theaters for Valentine's Day"Archived"Romeo and Juliet Has No Balcony"10.1093/gmo/9781561592630.article.O00778110.2307/2867423286742310.1076/enst.82.2.115.959510.1080/00138380601042675"A plague o' both your houses: error in GCSE exam paper forces apology""Juliet of the Five O'Clock Shadow, and Other Wonders"10.2307/33912430027-4321339124310.2307/28487440038-7134284874410.2307/29123140149-661129123144728341M"Weekender Guide: Shakespeare on The Drive""balcony"UK public library membership"romeo"UK public library membership10.1017/CCOL9780521844291"Post-Zionist Critique on Israel and the Palestinians Part III: Popular Culture"10.2307/25379071533-86140377-919X2537907"Capulets and Montagues: UK exam board admit mixing names up in Romeo and Juliet paper"Istoria Novellamente Ritrovata di Due Nobili Amanti2027/mdp.390150822329610820-750X"GCSE exam error: Board accidentally rewrites Shakespeare"10.2307/29176390149-66112917639"Exam board apologises after error in English GCSE paper which confused characters in Shakespeare's Romeo and Juliet""From Mariotto and Ganozza to Romeo and Guilietta: Metamorphoses of a Renaissance Tale"10.2307/37323537323510.2307/2867455286745510.2307/28678912867891"10 Questions for Taylor Swift"10.2307/28680922868092"Haymarket Theatre""The Zeffirelli Way: Revealing Talk by Florentine Director""Michael Smuin: 1938-2007 / Prolific dance director had showy career"The Life and Art of Edwin BoothRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietEasy Read Romeo and JulietRomeo and Julieteeecb12003684p(data)4099369-3n8211610759dbe00d-a9e2-41a3-b2c1-977dd692899302814385X313670221313670221