Skip to main content

საქართველოს უზენაესი სასამართლო სექციების სია სამართლებრივი ბაზა | ორგანიზაცია | კომპეტენცია | თანამშრომლობა | შენობის ისტორია | საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიურედ.გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაგაეროს განვითარების პროგრამანორვეგიის კანონის უზენაესობის პროგრამააშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოევროპის საბჭოამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტიევრო კომისიის პროგრამაშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრივანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასასამართლოს ოფიციალური საიტიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებისასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოშირრ

დავით ხელთუფლიშვილი


საქართველოს უზენაესი სასამართლოთბილისის არქიტექტურული ძეგლები


თბილისშიმზია თოდუაგერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაგაეროს განვითარების პროგრამანორვეგიის კანონის უზენაესობის პროგრამააშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოევროპის საბჭოამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტიევრო კომისიის პროგრამარენესანსულიბაროკოსალექსანდრე შიმკევიჩისვეტიცხოველიგელათიშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრივანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამართლმსაჯულების ქალღმერთის-თემიდასშოთა რუსთაველის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




საქართველოს უზენაესი სასამართლო




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search



საქართველო

Greater coat of arms of Georgia.svg

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა


პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი

აღმასრულებელი ხელისუფლება

საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი : მამუკა ბახტაძე

საკანონმდებლო ხელისუფლება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე : ირაკლი კობახიძე
პარტიები პარლამენტში ფრაქციების მიხედვით:
  • უმრავლესობა:
    • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

    • მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

    • საქართველოს კონსერვატიული პარტია

    • საქართველოს მწვანეთა პარტია

    • სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის


  • უმცირესობა:
    • ევროპული საქართველო

  • სხვა:
    • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

    • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი



პოლიტიკური პარტიები

სასამართლო ხელისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საერთო სასამართლოები

ტერიტორიული მოწყობა

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

  • 83 მუნიციპალიტეტი


დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო — მდებარეობს ქალაქ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32-ში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მზია თოდუა ასრულებს.


საქართველოს უზენაესი სასამართლო — საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა, რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში.
ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.




სექციების სია





  • 1 სამართლებრივი ბაზა


  • 2 ორგანიზაცია


  • 3 კომპეტენცია


  • 4 თანამშრომლობა


  • 5 შენობის ისტორია


  • 6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები


  • 7 რესურსები ინტერნეტში




სამართლებრივი ბაზა |


2005 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩამოყალიბდა წმინდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოდ. უზენაეს სასამართლოში გაუქმდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებს. შემოღებულია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები. უზენაესი სასამართლო, ამ კრიტერიუმთა შესაბამისად, დასაშვებად მიიჩნევს ისეთი კატეგორიის საქმეებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. აღნიშნული ცვლილებებით უზენაესი სასამართლო გახდა მართლაც დოქტრინალური სასამართლო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სამართლის ნორმათა განმარტება და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება.


საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლი მიმოიხილავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, ორგანიზაციასა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს.


სასამართლო სისტემის ერთიანობისა და მოსამართლეთა ერთიანი სტატუსის განმტკიცების მიზნით, 2007 წელს, "საერთო სასამართლოების შესახებ" და "უზენაესი სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონების შერწყმით, 2009 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი, რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან განთავისუფლების წესს.



ორგანიზაცია |


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი (მ. 15) განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურას, ამავე კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი (მ. 15).
კონსტიტუციით უზრუნველყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების ხელშეუხებლობა (მ. 90).


საქართველოს უზენაეს სასამართლოში შექმნილია:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) დიდი პალატა;

ე) პლენუმი;

ვ) სადისციპლინო პალატა.


უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) პლენუმის მიერ აირჩევიან პალატების შემადგენლობიდან 5 წლის ვადით. პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.


სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეს ამ პალატის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.



კომპეტენცია |


უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა, რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლოს როლი მართლმსაჯულების განხორციელებისა და კანონიერების პრინციპების დამკვიდრების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ხელს უწყობს კანონის ერთგვაროვანი განმარტების დამკვიდრებასა და ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.


უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო პალატისა) საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს.


სამართლის სამივე დარგში, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებისათვის სავალდებულოა შემდეგი სამი პირობა:
ა) საქმე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა განსხვავდებოდეს ამ კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ უნდა იყოს ისეთი მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.


სამოქალაქო სამართლის საქმეებზე არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის დამატებითი პირობები. კერძოდ: იგი დაიშვება, თუ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან მიღებულია განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.


უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო პალატა განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.


უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა შედგება პლენუმის მიერ 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა 9 მოსამართლის შემადგენლობით, საქმის განმხილველი პალატის განჩინების საფუძველზე, განიხილავს საქმეს, თუ იგი თავისი შინაარსით იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს ან საქმის განმხილველი პალატა არ იზიარებს საკასაციო პალატის ან დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას.


საქართველოს უზენაეს სასამართლოში შექმნილია პლენუმი, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან. პლენუმის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. პლენუმი უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები.



თანამშრომლობა |


სასამართლო ხელისუფლების სახელით, საქართველოს უზენაესი სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართული მართლმსაჯულების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში.


თანამშრომლობა ხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით: 1. სისტემური განვითრება; 2. შესაძლებლობების გაძლიერება და 3. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაც თავის თავად მოიცავს სასამართლო ხელისუფლების და მისი ცალკეული ინსტუტუტების პოპულარიზაციას.


სასამართლო ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან:


• გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ);
• გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP);
• ნორვეგიის კანონის უზენაესობის პროგრამა (NORLAG);
• აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID);
• ევროპის საბჭო (COE);
• ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ);
• ევრო კომისიის პროგრამა EC / TAIEX



შენობის ისტორია |




უზენაესი სასამართლოს შენობა


საქართველოს თხუთმეტსაუკუნოვანი დედაქალაქის მთავარი არტერიის, ხმაურიანი და ხალხმრავალი რუსთაველის პროსპექტიდან სამიოდე წუთის სავალზე, მთაწმინდის უძველეს და ულამაზეს უბანში, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისური ქუჩაბანდების განუმეორებელი ხიბლი, გარემოსთან ორგანულადაა შერწყმული უზენაესი სასამართლოს შენობა.
თვალის უბრალო შევლებითაც უმალ ჩანს, რომ იგი კლასიკური არქიტექტურული ხელოვნების ჩინებული ნიმუშია, რომელიც მნახველს გარკვეულ წარმოდგენას უქმნის ჩვენს დედაქალაქზე, ვინაიდან არქიტექტურას სხვა ენაზე "თარგმნა" არ სჭირდება და მასში თვალნათლივ აირეკლება არა მარტო ერის კულტურულ-ინტელექტუალური დონე, არამედ ქვეყნის ტექნიკური შესაძლებლობანიც.


თბილისში, ისევე როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, მკვიდრდებოდა დასავლეთ ევროპაში იმხნად გაბატონებული არქიტექტურული ფორმები, რომლებიც ძირითადად დამყარებული იყო რენესანსული-ბაროკოს სტილზე. სწორედ იმ პერიოდში თბილისის მესვეურთა ინიციატივით გადაწყდა, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტსა და მიმდებარე მთაწმინდის უბანში აშენებულიყო რამდენიმე ნაგებობა, რომლებმაც შემდგომ მნიშვნელოვანწილად განაპირობეს დედაქალაქის სახის ჩამოყალიბება და მის ერთგვარ სავიზიტო ბარათებად იქცნენ.


ამ პასუხსაგებ ამოცანათა განსახორციელებლად მოიწვიეს წარმოშობით პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი, რომელიც 1885-1891 წლებში თბილისის არქიტექტორად მუშაობდა და იმ პერიოდის თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მას ირჩევდნენ ქალაქის ხმოსნად. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც 1905-1906 წლებში არქიტექტურასა და ხატვას ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. გარდა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებისა, მისი პროექტებით თბილისში აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი, რომელთა ფასადები ძირითადად რენესანსულ-ბაროკოს სტილის ფარგლებშია გადაწყვეტილი.


არქიტექტორი, ვისაც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში თბილისის მესვეურებმა ანდეს მაშინდელი სასამართლო პალატის შენობის დაპროექტება, ძნელი ამოცანის წინაშე დადგა, რადგან ქართველი ხალხის უძველესი არქიტექტურული კულტურული ტრადიცია მას გზასაც უკვალავდა და პასუხისმგებლობის ტვირთსაც უორმაგებდა. რთულია საკუთარი სიტყვის თქმა იმ ქვეყანაში, სადაც ერთი სულიერი ენერგია ესოდენ შთამბეჭდავად გამოვლინდა სიტყვასა და ქვაში, სადაც სვეტიცხოველი და გელათი წამომართულან.


ალექსანდრე შიმკევიჩს დიდად დაეხმარა გამოცდილება ჩვენი წინაპრებისა, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის შეხვედრა ამაღლებულთან მოითხოვს მის წინასწარ მომზადებას, მობილიზებას, გრძნობისა და გონების ერთი აზრისაკენ კონცენტრირებას. ამიტომაც ისინი ანგარიშს უწევდნენ და სწავლობდნენ განაშენიანების მასშტაბს, ფორმათა წარმოქმნის პრინციპებს, ტრადიციებს, კონტაქტს ბუნებრივ გარემოსა და ნაგებობას შორის და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ შენებას. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ქართული ეკლესია-მონასტრები შენდებოდა განსაკუთრებულად, ერის სულიერი და ფიზიკური ძალების დაუზოგავად, საუკეთესო საშენი მასალებითა და ყველაზე ნიჭიერი, სახელგანთქმული ოსტატების მონაწილეობით. მშვენდებოდა ჩუქურთმებით, ნატიფი ფრესკული მხატვრობითა და კიდევ ერთი: შენდებოდა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, რადგან იქ მისვლამდე ადამიანს გარკვეული ფსიქოლოგიური განწყობა უნდა შექმნოდა, რომ ღვთის ტაძარში შესულს დიდებული სანახაობა ეხილა და ყურსაც საამო საგალობლები მოესმინა. ამ მხრივ მართლაც განსაცვიფრებელია დრო-ჟამთან მორკინალი ჩვენი უსახელო დიდოსტატების ნიჭი და უნარი.


არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ეს ამოცანა ბრწყინვალედ გადაწყვიტა - მომგებიანია უზენაესი სასამართლოს შენობნის ადგილმდებარეობა. მომაღლო ადგილას წამომართული მონუმენტური ნაგებობა მეფური სიდარბაისლით გადმოჰყურებს მთაწმინდის უბანს.


კლასიკურ ქალაქთმშენებლობაში დამკვიდრებული პრინციპებიდან არქიტექტორმა ყურადღება გაამახვილა მასშტაბსა და ახალ ფორმათა ჰარმონიულ შერწყმაზე ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტრუქტურებთან. შეიმუშავა არქიტექტურული ნაგებობისა და ბუნებრივი გარემოს ერთიანი ესთეტიკური იდეალის დაცვის პრინციპიც. არქიტექტორის მთავარი მიზანი იყო გაეთვალისწინებინა შენობის ემოციურ-მხატვრული და იდეოლოგიური როლი, არ დაეყვანა იგი უსულო უტილიტარიზმამდე, არ გაეხადა პასიური. მისი ენერგიული შრომა წარმატებით დაგვირგვინდა. რამდენიმე წელიწადში მთაწმინდის უბანში ზედიზედ წამოიმართა შენობები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა (აშენდა 1894 წელს);
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ ტ. ტატიშჩევთან ერთად; აშენდა 1901წელს).
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (აშენდა 1904 წელს).


საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა იმთავითვე სასამართლოსთვის იყო გათვალისწინებული.
მთავარი ოთხსართულიანი ფასადის საერთო აღნაგობა შუა (ვესტიბიულითა და დარბაზებით) და გვერდის რიზალიტები, შემოსასვლელები ცენტრში და ფრთებზე, ორი სიმეტრიული ჭიშკარი გეგმის ფუნქციური გადაწყვეტილებითაა ნაკარნახევი. ხუროთმოძღვრული დამუშავება გვიანი რენესანსისა და ბაროკოს იტალიური (უმეტესად რომაული) პალაცოების ფასადთა მოტივებს ემყარება, რომლებიც ჩვენში XIX საუკუნის მეორე ნახევრის დასავლური არქიტექტურის მეშვეობითაა შემოსული.


არქიტექტურული დაგეგმარებით იმთავითვე მკაფიოდ იყო დაცული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 900-იან წლებში მაშინდელი სასამართლო პალატის მთელი საშტატო ერთეული სულ 39 კაცით განისაზღვრებოდა და აქედან 11 იყო მოსამართლე.


1921 წლის შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა თავისი კვალი უზენაესი სასამართლოს შენობასაც დაამჩნია შეიზღუდა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის აუცილებელი პირობები. თავის დროზე ანგარიში არ გაუწიეს იმ გარემოებას, რომ შენობა სპეციფიკური დანიშნულების იყო და იქ თანდათან დაიწყეს სხვადასხვა უწყების განთავსება. ბოლოს შენობაში შესახლებულ დაწესებულებათა რიცხვმა ჩვიდმეტს მიაღწია. გადაიტიხრა დარბაზები და ვესტიბიულები. სასამართლო სხდომის ათი დარბაზიდან მხოლოდ სამი დარჩა. დანარჩენები დაიყო პატარა ოთახებად. თვითნებური, ყოვლად გაუმართლებელი ცვლილება-გადაკეთეით შენობამ დაკარგა სპეციალური სასმართლო ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება. განადგურდა ინტერიერის არქიტექტურულ-მხატვრული სახე და საერთო შიგა სივრცის რაციონალური გადაწყვეტა. შენობაში შეიქმნა ქაოსური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო საპროცესო და საკასაციო დარბაზების, კანცელარიისა და ადვოკატურის შეუსაბამო განთავსებით; პატიმართა, მოსამართლეთა და პროცესზე მოსული ხალხის ნაკადების ურთიერთგადაკვეთით. მოსამართლეები იძულებული გახდნენ სასამართლო პროცესები ჩაეტარებინათ სამუშაო კაბინეტებში, წარმოუდგენელ სივიწროვესა და ხმაურში. ასე გრძელდებოდა წლობით. თითქმის განადგურებული შენობა შველას ითხოვდა...


1973 წელს შენობა მთლიანად უზენაეს სასამართლოს დაუბრუნდა, გადაწყდა მისი პირვანდელი სახით აღდგენა-რეკონსტრუქცია. პროექტის დამუშავება დაევალა არქიტექტორ თეიმურაზ ჯაფარიძეს, რომელმაც ეს პასუხსაგები ამოცანა წარმატებით გადაჭრა.


რესტავრაცია-რეკონსტრუქციის დროს მაქსიმალურად იქნა გამოყენებული შენობის მთელი მოცულობა პირველიდან მეექვსე სართულამდე, რამაც ხელი შეუწყო უზენაესი სასამართლოსათვის საჭირო ტექნოლოგიური სქემის განხორციელებას. უპირველეს ყოვლისა აღდგა სხდომათა დარბაზები და ვესტიბიულები, რომელთაც შენობის ძირითადი ფართი უკავიათ.
ორი ურთიერთპარალელური კორპუსი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ შენობას მთლიანობაში ჯვრის ფორმა აქვს. მათ შორის ჩადგმულია ფართო კიბის უჯრედები. ამგვარი დაგეგმარებითი პრინციპი არის თავისებური და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხატვრული ელემენტი შენობის საერო კომპოზიციაში.


პროექტით პირველ სართულზე მოეწყო დიდი განმანაწილებელი ვესტიბიულები, რომელთა იატაკი მოპირკეთებულია გრანიტით, ხოლო კედლები მოიხატა კედლის მხატვრობის საუკეთესო ნიმუშების მიხედვით. ყურადღებას იქცევს ჭერში თვალსაჩინო ადგილას მოთავსებული მართლმსაჯულების ქალღმერთის-თემიდას ფერწერული გამოსახულება, რომელიც მნახველს მიანიშნებს, რომ იგი მართლმსაჯულების სასახლეში იმყოფება. ინკუსტრირებული ბაროკოს სტილის ბრები იქაურობას ლაზათიან იერს ანიჭებს.


კიბის უჯრედის გახსნილი სივრცე განიერი ღიობით დაკავშირებულია გემოვნებით გადაწყვეტილ სივრცეებთან, ჰოლებთან, სადაც თავს იყრიან მომსვლელები, ვინაიდან ამ კვანძებთან დაკავშირებულია რამდენიმე დარბაზი, სადაც ტარდება სასამართლო სხდომები. ერთი სიტყვით, მთელი კომპლექსის დაგეგმარებით სისტემაში ეს კვანძი წარმოადგენს ცენტრალურ განმანაწილებელ ადგილს, მოხერხებულად არის შერწყმული შენობის მთელ დაგეგმარებით სტრუქტურასთან და უშუალოდ უკავშირდება ყველა ხალხმრავალ სათავსს.
მესამე სართულზე მოწყობილია სასამართლო სხდომის დარბაზები თავიანთი მოსაცდელებით, მოსამართლეთა სათათბირო და პროკურორთათვის განკუთვნილი დამოუკიდებელი ოთახები.


უნაკლოდაა დაგეგმარებული სხდომათა დარბაზები. კედლებისა და იატაკების მოსაპირკეთებლად გამოყენებულია თანამედროვე მასალები. მკაცრ სტილში, დიდი თავშეკავებით გადაწყვეტილი მათი ინტერიერები ხელს უწყობენ აუცილებელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების, გარკვეულწილად ამაღლებული განწყობის შექმნას. ცნობილია, რომ კედლებიც ზემოქმედებენ ადამიანზე და არსად ისე მნიშვნელოვანი არ არის ფორმისა და შინაარსის ერთიანობის პრინციპის დაცვა, როგორც მართლმსაჯულების აღსრულებისას. უზენაესი სასამართლოს სხდომათა დარბაზები სრულიად აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს. ისინი ზომიერებითა და მასშტაბურობით გამოირჩევიან, შეხამებული არიან ცენტრალურ მრგვალ ვესტიბიულთან, რომელიც, თავის მხრივ, ნაძერწი, მოვარაყებული ორნამენტებითა და მოხატულობით ორგანულადაა შერწყმული კიბის უჯრედთან. სხდომათა დარბაზები ისეა დაგეგმარებული, რომ პატიმართა, მოსამართლეთა და პროცესზე მოსული ხალხის ნაკადი სრულიად იზოლირებულია ერთმანეთისაგან, რაც სასამართლო სხდომის ნორმალურად ჩატარების აუცილებელი პირობაა.


საინტერესოა მესამე სართულზე მოთავსებული ვესტიბიულის და დიდი სხდომის დარბაზის მხატვრული გაფორმება.
მეოთხე სართულზე, ქართული მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში, ვარდისფერი მარმარილოს სვეტების ცენტრში, თეთრ კვარცხლბეკზე მოთავსებული იყო ჯერ ალექსანდრე მეორის სკულპტურული გამოსახულება, შემდეგ-ვლადიმერ ლენინის; მართლმსაჯულების სასახლის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაიდგა სკულპტურული კომპოზიცია-შავ-თეთრი სფერო, რომელიც პოლიტიკურ კონიუნქტურას აღარ ემორჩილება და რომელშიც სიმბოლურად აისახა სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლა. სფეროს შემოვლებული აქვს ოქროსფერი სარტყელი, რომელზეც ასომთავრულით ინკუსტრირებულია შოთა რუსთაველის ცნობილი აფორიზმი "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". სკულპტურული კომპოზიციის ავტორია არქიტექტორი კოტე მემანიშვილი.


მეხუთე სართულზე მოთავსებულია უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთა სამუშაო კაბინეტები.
ვესტიბიულიდან ქათქათა კარით შედიხართ ასევე თეთრ დარბაზში, სადაც იმართება უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები. პლენუმის დარბაზი ინტერიერის არქიტექტურულ- მხატვრული გადაწყვეტით ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. კედლებისა და ჭერის მოხატულობა ჰარმონიულად ერწყმის იატაკსა და ორიგინალური დიზაინის ავეჯს. გემოვნება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დახვეწილ სისადავეში მჟღავნდება, მნახველს დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას განაცდევინებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია პლენუმის დარბაზის ჭერის მოხატულობა, რომელიც გამოირჩევა უნაზეს ფერთა შერწყმით და ჰაეროვნების განცდით. დარბაზის მშვენებაა უნიკალური ჭაღი, რომლის ავტორია დამსახურებული მხატვარი ნოდარ ერგემლიძე.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შენობის კიბეები. თავისი პარადულობით იგი ყოველთვის შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად სასახლისებურია მარმარილოს თეთრი ფილებით, მასიური მუქი ხის მოაჯირებით, გამოკვეთილი ორნამენტებით. ბროლის ბრები რიტმულად არის განლაგებული პირველიდან მეექვსე სართულამდე. კიბე მთავრდება კესონური ჭერით, რომელშიც ოქროთი მოვარაყებული ვარდულებია ჩამჯდარი. საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმების მიხედვით, მატერიალური კულტურის ძეგლის ცნება გულისხმობს ყოველგვარ ობიექტს, რომელიც ინტერესს წარმოადგენს არქიტექტურული და ესთეტიკური თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა ზემოაღნიშნულ განსაზღვრას სავსებით შეესატყვისება. სწორედ ამიტომაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამართლიანად ჩაირიცხა იგი ჩვენი ქვეყნის მატერიალური კულტურის ძეგლთა რიცხვში.



საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები |



  • დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი, 1919 – 1921


  • გალაქტიონ საჩინოს ძე ვაშაძე, 1921 – 1923


  • კონსტანტინე მაქსიმეს ძე ცინცაძე, 1924 – 1926


  • ალექსანდრე ივანეს ძე კაჭარავა, 1926 – 1928


  • ილარიონ ილარიონის ძე ტალახაძე, 1928 – 1931


  • ივანე ბეჟანის ძე ბოლქვაძე, 1931 – 1937


  • მიხეილ მელიტონის ძე ისაკაძე, 1937 – 1938


  • აკაკი ფარნაოზის ძე ჯავახია, 1938 – 1949


  • მიხეილ ყარამანის ძე ლომიძე, 1949 – 1951


  • ბორის ზაქარიას ძე ფურცხვანიძე, 1952 – 1954


  • ისიდორე სამსონის ძე დოლიძე, 1954 – 1957


  • მიხეილ ყარამანის ძე ლომიძე, 1957 – 1959


  • მიხეილ გიორგის ძე ვეფხვაძე, 1959 – 1961


  • ემენ პართენის ძე ტაკიძე, 1961 – 1962


  • ვლადიმერ ივანეს ძე მაისურაძე, 1962 – 1970


  • სერგო იასონის ძე ქაჯაია, 1970 – 1972


  • აკაკი გრიგოლის ძე კარანაძე, 1972 – 1990


  • მინდია გურამის ძე უგრეხელიძე, 27 დეკემბერი, 1990 – 25 ივნისი, 1999


  • ლადო ჭანტურია, 25 ივნისი, 1999 – 25 ივნისი, 2004


  • კონსტანტინე კემულარია, 25 ივნისი, 2004 – 17 თებერვალი, 2005


  • კონსტანტინე კუბლაშვილი, 23 თებერვალი, 2005 – 23 თებერვალი, 2015


  • ნინო გვენეტაძე, 20 მარტი, 2015 – 2 აგვისტო, 2018

  • მზია თოდუა (მოვალეობის შემსრულებელი), 2 აგვისტო, 2018 - დღემდე


რესურსები ინტერნეტში |


  • სასამართლოს ოფიციალური საიტი

  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები

  • სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოში


(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საქართველოს_უზენაესი_სასამართლო&oldid=3620262“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.160","walltime":"0.190","ppvisitednodes":"value":917,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":54244,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":19560,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":3,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 84.543 1 -total"," 64.81% 54.790 2 თარგი:ნავდაფა"," 62.11% 52.510 1 თარგი:საქართველოს_საერთო_სასამართლოები"," 19.37% 16.380 1 თარგი:საქართველოს_უზენაესი_სასამართლოს_თავჯდომარეები"," 17.76% 15.017 1 თარგი:საქართველოს_პოლიტიკა"," 14.97% 12.658 3 თარგი:Tnavbar"],"cachereport":"origin":"mw1262","timestamp":"20190318114929","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10ddu10e1 u10e3u10d6u10d4u10dcu10d0u10d4u10e1u10d8 u10e1u10d0u10e1u10d0u10dbu10d0u10e0u10d7u10dau10dd","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9D","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q7644905","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q7644905","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-09-04T15:53:01Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/94/Greater_coat_of_arms_of_Georgia.svg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":124,"wgHostname":"mw1275"););

Popular posts from this blog

រឿង រ៉ូមេអូ និង ហ្ស៊ុយលីយេ សង្ខេបរឿង តួអង្គ បញ្ជីណែនាំ

Crop image to path created in TikZ? Announcing the arrival of Valued Associate #679: Cesar Manara Planned maintenance scheduled April 17/18, 2019 at 00:00UTC (8:00pm US/Eastern)Crop an inserted image?TikZ pictures does not appear in posterImage behind and beyond crop marks?Tikz picture as large as possible on A4 PageTransparency vs image compression dilemmaHow to crop background from image automatically?Image does not cropTikzexternal capturing crop marks when externalizing pgfplots?How to include image path that contains a dollar signCrop image with left size given

Romeo and Juliet ContentsCharactersSynopsisSourcesDate and textThemes and motifsCriticism and interpretationLegacyScene by sceneSee alsoNotes and referencesSourcesExternal linksNavigation menu"Consumer Price Index (estimate) 1800–"10.2307/28710160037-3222287101610.1093/res/II.5.31910.2307/45967845967810.2307/2869925286992510.1525/jams.1982.35.3.03a00050"Dada Masilo: South African dancer who breaks the rules"10.1093/res/os-XV.57.1610.2307/28680942868094"Sweet Sorrow: Mann-Korman's Romeo and Juliet Closes Sept. 5 at MN's Ordway"the original10.2307/45957745957710.1017/CCOL0521570476.009"Ram Leela box office collections hit massive Rs 100 crore, pulverises prediction"Archived"Broadway Revival of Romeo and Juliet, Starring Orlando Bloom and Condola Rashad, Will Close Dec. 8"Archived10.1075/jhp.7.1.04hon"Wherefore art thou, Romeo? To make us laugh at Navy Pier"the original10.1093/gmo/9781561592630.article.O006772"Ram-leela Review Roundup: Critics Hail Film as Best Adaptation of Romeo and Juliet"Archived10.2307/31946310047-77293194631"Romeo and Juliet get Twitter treatment""Juliet's Nurse by Lois Leveen""Romeo and Juliet: Orlando Bloom's Broadway Debut Released in Theaters for Valentine's Day"Archived"Romeo and Juliet Has No Balcony"10.1093/gmo/9781561592630.article.O00778110.2307/2867423286742310.1076/enst.82.2.115.959510.1080/00138380601042675"A plague o' both your houses: error in GCSE exam paper forces apology""Juliet of the Five O'Clock Shadow, and Other Wonders"10.2307/33912430027-4321339124310.2307/28487440038-7134284874410.2307/29123140149-661129123144728341M"Weekender Guide: Shakespeare on The Drive""balcony"UK public library membership"romeo"UK public library membership10.1017/CCOL9780521844291"Post-Zionist Critique on Israel and the Palestinians Part III: Popular Culture"10.2307/25379071533-86140377-919X2537907"Capulets and Montagues: UK exam board admit mixing names up in Romeo and Juliet paper"Istoria Novellamente Ritrovata di Due Nobili Amanti2027/mdp.390150822329610820-750X"GCSE exam error: Board accidentally rewrites Shakespeare"10.2307/29176390149-66112917639"Exam board apologises after error in English GCSE paper which confused characters in Shakespeare's Romeo and Juliet""From Mariotto and Ganozza to Romeo and Guilietta: Metamorphoses of a Renaissance Tale"10.2307/37323537323510.2307/2867455286745510.2307/28678912867891"10 Questions for Taylor Swift"10.2307/28680922868092"Haymarket Theatre""The Zeffirelli Way: Revealing Talk by Florentine Director""Michael Smuin: 1938-2007 / Prolific dance director had showy career"The Life and Art of Edwin BoothRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietEasy Read Romeo and JulietRomeo and Julieteeecb12003684p(data)4099369-3n8211610759dbe00d-a9e2-41a3-b2c1-977dd692899302814385X313670221313670221