საქართველოს საერთო სასამართლოები სექციების სია საერთო სასამართლოების სისტემის განვითარება | საერთო სასამართლოების სისტემა | მოსამართლე | საქმეთა განხილვა | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო | საერთო სასამართლოების დეპარტამენტი | იხილეთ აგრეთვე | რესურსები ინტერნეტში | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუსაქართველოს საერთო სასამართლოების საიტისაქართველოს კონსტიტუცია„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზესაქართველოს პრეზიდენტის №856 ბრძანებულებასაქართველოს პრეზიდენტის №857 ბრძანებულებასაქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზეთბილისის სააპელაციო სასამართლოქუთაისის სააპელაციო სასამართლოსაქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოებირ
საქართველოს საერთო სასამართლოები
საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაშისაქართველოშიმართლმსაჯულებისმოსამართლეთა1997 წლის13 ივნისისორგანული კანონით2009 წლის4 დეკემბრის1999 წლის5 მაისს1997 წლის13 ივნისის1999 წლის5 მაისს1997 წლის13 ივნისისაფხაზეთისააჭარის ავტონომიური რესპუბლიკების1999 წლის5 მაისს1997 წლის13 ივნისის2005 წლის23 ივნისს1997 წლის13 ივნისისსაქართველოს პრეზიდენტსასაქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს2005 წლის27 ოქტომბერს2005 წლის27 ოქტომბერს2005 წლის25 ნოემბერს1997 წლის13 ივნისისსაქართველოს უზენაესი სასამართლოსგანსაქართველოს კონსტიტუციაქალაქ თბილისსაქალაქ ქუთაისშისაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთბილისის საქალაქო სასამართლომუნიციპალიტეტშიიუსტიციის უმაღლესი სკოლისუფლებათა და თავისუფლებათასახელმწიფოადგილობრივი თვითმმართველობისპოლიტიკურ გაერთიანებასიურიდიულფიზიკურ პირსსაჯარო სამართლის იურიდიული პირი
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
საქართველოს საერთო სასამართლოები
Jump to navigation
Jump to search
საქართველოს საერთო სასამართლოები — საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში შემავალი სასამართლოების ერთობლიობა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განხორციელებას[1]. საქართველო საერთო სასამართოების სისტემა და ორგანიზაცია განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. ეს კანონი აგრეთვე, განსაზღვრავს მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს[2].
სექციების სია
1 საერთო სასამართლოების სისტემის განვითარება
2 საერთო სასამართლოების სისტემა
2.1 საქართველოს უზენაესი სასამართლო
2.2 საქართველოს სააპელაციო სასამართლოები
2.3 საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოები
3 მოსამართლე
4 საქმეთა განხილვა
5 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
6 საერთო სასამართლოების დეპარტამენტი
7 იხილეთ აგრეთვე
8 რესურსები ინტერნეტში
9 ლიტერატურა
10 სქოლიო
10.1 შენიშვნა
10.2 წყარო
საერთო სასამართლოების სისტემის განვითარება |
საერთო სასამართლოების სისტემა საქართველოში პირველად მოწესრიგდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონით, რომელიც დღეს ჩანაცვლებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის ორგანული კანონით. ძველი კანონით, საქართველოს საერთო სასამართლოებს წარმოადგენდნენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, საოლქო სასამართლოები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო[3].
რაიონული (საქალაქო) სასამართლო იყო პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც ყველა საქმე მოსამართლის მიერ განიხილება ერთპიროვნულად, კანონით დადგენილი წესით[3].
საოლქო სასამართლოები თავდაპირველად წარმოადგენდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოებს, რომელშიც საპროცესო კანონით განსაზღვრული საქმეები განიხილებოდა კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით. 1999 წლის 5 მაისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, საოლქო სასამართლოებმა სააპელაციო წესითაც დაიწყეს საქმეთა განხილვა, კერძოდ, საოლქო სასამართლოები სააპელაციო წესით განიხილავდნენ საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და საქმეებს პირველი ინსტანციით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე[4].
1999 წლის 5 მაისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში ცვლილების შეტანამდე, სააპელაციო სასამართლოების უფლებამოსილებებს ახორციელებდნენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, ხოლო როდესაც კანონში აღნიშნული ცვლილება შევიდა, სააპელაციო სასამართლოთა ფუნქცია შეითავსეს საოლქო სასამართლოებმა, რომლების აპელაციას იხილავდნენ სააპელაციო პალატების მეშვეობით. საქართველოს საოლქო სასამართლოებს წარმოადგენდნენ თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები[4].
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შექმნილი იყო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები. ისინი ზედამხედველობდნენ მართლმსაჯულების განხორციელებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში. 1999 წლის 5 მაისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები ზედამხედველობენ მართლმსაჯულების განხორციელებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, საქმეებს იხილავდნენ პირველი ინსტანციით, აგრეთვე იღებდნენ გადაწყვეტილებებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე[4].
2005 წლის 23 ივნისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალათ, საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან, ასევე სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკადრო, ორგანიზაციული და სხვა საკითხების გადაწყვეტა.
2005 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა №856 ბრძანებულება, რომლითაც ლიკვიდირებულ იქნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები და შეიქმნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოები[5]. აგრეთვე, 2005 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა №857 ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, შეიქმნა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, ხოლო თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოები ლიკვიდირებული იქნა[6].
2005 წლის 25 ნოემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაავალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაცია. ამავე კანონით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს[7].
საერთო სასამართლოების სისტემა |
საქართველოს საერთო სასამართლოები შედგება რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისგან, სააპელაციო სასამართლოებისგან და საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია. საქართველოს კონსტიტუცია და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი კრძალავს საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნას. დაშვებულია ერთადერთი გამონაკლისი — სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს და ისიც მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში[8][9].
საქართველოს უზენაესი სასამართლო |
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა[10][11]. იგი დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში[10].
საქართველოს უზენაესი სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის[შენიშვნა 1] გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში[12].
საქართველოს სააპელაციო სასამართლოები |
სააპელაციო სასამართლოები მეორე ინსტანციის რგოლს წარმოადგენენ საერთო სასამართოების სისტემაში. სააპელაციო სასამართლოები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავენ სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე[13].
საქართველოში დღეს მოქმედებს ორი სააპელაციო სასამართლო — ქალაქ თბილისსა[14] და ქალაქ ქუთაისში[15].
საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოები |
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს. მათი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე არის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში[16].
სასამართლოს „რაიონული“ ერქმევა, თუ „საქალაქო“, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის მისი სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — თუ სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში, იგი საქალაქო სასამართლოა (მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლო), ხოლო თუ სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში, იგი რაიონული სასამართლოა (მაგალითად, თელავის რაიონული სასამართლო)[17].
ამჟამად საქართველოში მოქმედებს ხუთი საქალაქო და თოთხმეტი რაიუნული სასამართლო, ოცდაათი მაგისტრატი მოსამართლე[18].
მოსამართლე |
მოსამართლე არის სახელმწიფო მოსამსახურე, საერთო სასამართლოების თანამდებობის პირი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კანონით დადგენილი წესით და რომელიც ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში აღასრულებს მართლმსაჯულებას. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში[19][20].
მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არ აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე[21]. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით[22][23].
საქმეთა განხილვა |
საერთო სასამართლოებში საქმეთა განხილვა დაინტერესებული მხარის განცხადებით იწყება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს[24].
სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება კი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან[25].
სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში, საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით[26].
მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები — კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით[27]. არც ერთ მოსამართლეს არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ[26].
მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე დამსწრე და სასამართლოში მყოფ სხვა პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას[28]. სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა[29].
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც იქნება სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით[30][31].
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი |
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი არის საქართველოს იურსიტიიც უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე[32].
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი[33]:
- განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;
- უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;
- უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;
- ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;
- ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.
იხილეთ აგრეთვე |
- საქართველოს სასამართლო ხელისუფლება
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
რესურსები ინტერნეტში |
- საქართველოს საერთო სასამართლოების საიტი
ლიტერატურა |
საქართველოს კონსტიტუცია.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
სქოლიო |
შენიშვნა |
↑ რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულ პირთათვის ქონების დაბრუნება, ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ქონებრივი ზიანის კომპენსაცია.
წყარო |
↑ საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი- ↑ 3.03.1„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის მე-2 მუხლი
- ↑ 4.04.14.2საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (1999-5-5).
↑ საქართველოს პრეზიდენტის №856 ბრძანებულება. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2005-10-27).
↑ საქართველოს პრეზიდენტის №857 ბრძანებულება. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2005-10-27).
↑ საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2005-11-25).
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლი
↑ საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები- ↑ 10.010.1„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლი
↑ საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-24 მუხლის პირველი პუნქტი
↑ თბილისის სააპელაციო სასამართლო
↑ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლი
↑ საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოები
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი
↑ საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი
↑ საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლი- ↑ 26.026.1„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი
↑ საქართველოს კონსტიტუციის 86¹-ე მუხლის პირველი პუნქტი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილი
↑ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55-ე მუხლი
|
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- საქართველოს საერთო სასამართლოები
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.356","walltime":"0.405","ppvisitednodes":"value":2071,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":39763,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":20170,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":17870,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 242.398 1 -total"," 46.50% 112.704 2 თარგი:სქოლიო"," 26.84% 65.065 1 თარგი:საქართველოს_საერთო_სასამართლოები"," 22.98% 55.699 1 თარგი:ნავდაფა"," 11.18% 27.112 4 თარგი:Cite_web"," 7.75% 18.778 5 თარგი:მთავარი"," 7.20% 17.454 2 თარგი:Cite_book"," 4.69% 11.359 1 თარგი:Tnavbar"," 4.46% 10.815 5 თარგი:მულტიპარამეტრი-ბმულით"," 2.04% 4.949 2 თარგი:Main_other"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.005","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":594746,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1242","timestamp":"20190322091919","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":110,"wgHostname":"mw1275"););