საჯარო სამართლის იურიდიული პირი სექციების სია სახეები | უფლებაუნარიანობა | წესდება | ქონება და ფინანსები | საქმიანობა და სახელმწიფო კონტროლი | მართვა და წარმომადგენლობა | საქმიანობის შეწყვეტა | იხილეთ აგრეთვე | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისაქართველოს სამოქალაქო კოდექსი„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებასაქმე №ბს-482-461(კ-08) და საქმე №ბს-1058-1016(2კს-09)ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები
ადმინისტრაციული აქტითკერძო სამართლის იურიდიული პირებისახელმწიფოსამინისტროებისაქართველოს უზენაეს სასამართლოსარჩევნებისსაქართველოსსაქართველოს ეროვნული ბანკიპოლიტიკურ პარტიებსაცგერმანულიავსტრიულისაქართველოს სამოქალაქო კოდექსისაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაგარიგებებსსასამართლოშიბათილადიურიდიული პირისლიკვიდაციით
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
Jump to navigation
Jump to search
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) — სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას[1].
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში[2].
სექციების სია
1 სახეები
1.1 სახელმწიფო
1.2 საჯაროსამართლებრივი კორპორაცია
1.3 საჯაროსამართლებრივი ორგანიზაცია
1.4 საჯაროსამართლებრივი დაწესებულება
1.5 საჯაროსამართლებრივი ფონდი
1.6 პოლიტიკური პარტიები
1.7 რელიგიური გაერთიანებები
2 უფლებაუნარიანობა
3 წესდება
4 ქონება და ფინანსები
5 საქმიანობა და სახელმწიფო კონტროლი
6 მართვა და წარმომადგენლობა
7 საქმიანობის შეწყვეტა
7.1 ლიკვიდაცია
8 იხილეთ აგრეთვე
9 ლიტერატურა
10 სქოლიო
10.1 შენიშვნა
10.2 წყარო
სახეები |
საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, სხვადასხვა სახისაა. ისინი შეიძლება დაიყოს როგორც ფორმის, ასევე საქმიანობის, სტრუქტურისა და სხვა ნიშნის მიხედვით.
სახელმწიფო |
პირველ ჯგუფს განეკუთვნება თავად სახელმწიფო. სახელმწიფო თვითონვეა იურიდიული პირი და ურთიერთობებში გამოდის მისი ორგნოების მეშვეობით. ეს ორგანოებია, მაგალითად, სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები[3]. თავად სამინისტო, როგორც უკვე აღინიშნა, არის ორგანო და არა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამინისტროები იქმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით. აღნიშნული მოსაზრება აქვს განვითარებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავის გადაწყვეტილებებში. სასამართლო განმარტავს:
„ | სამინისტროები იქმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოს, რომელიც განსაზღვრულ სფეროში უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას. სამინისტრო არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო, რომელიც სამართალურთიერთობებში მონაწილეობს მისი ორგანოების მეშვეობით[4]. | “ |
ის, რომ სამინისტროები და სახელმწიფო დეპარტამენტები არ წარმოადგენენ იურიდიული პირებს და მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანოები არიან, იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი სხვა იურიდიული პირებით. სახელმწიფოს შეუძლია შექმნას მრავალი იურიდიული პირი, როგორც საჯარო, ასევე კერძო, იმის მიხედვით, თუ რა ამოცანების განხორციელება ესაჭიროება მას[5].
საჯაროსამართლებრივი კორპორაცია |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება დაფუძნებული იყოს წევრობაზე. ასეთ იურიდიულ პირს საჯაროსამართლებრივი კორპორაცია ეწოდება[6]. საჯაროსამართლებრივ კორპორაციებს განაკუთვნებენ თვითმმართველობებს — მუნიციპალიტეტებს (თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებს). სახელმწიფოს მსგავსად, აქაც თვით მუნიციპალიტეტია იურიდიული პირი და არა მისი ორგანოები — სამმართველოები, განყოფილებები, სამსახურები და ა.შ. დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მხოლოდ მაშინ ჩაითვლებიან იურიდიულ პირებად, თუ ისინი არჩევნების საფუძველზე არიან შექმნილები და არა ზემდგომი ორგანოების მიერ დანიშნულნი. თუ ისინი ზემდგომი ორგანოს მიერ არიან დანიშნულნი, მაშინ მათ იგივე სტატუსი ექნებათ, რაც სამინისტროებს[5].
თვითმმართველს ერთეულებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად თვლის საქართველოს კანონმდებლობაც. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, ჰყავს არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია[7].
საჯაროსამართლებრივი ორგანიზაცია |
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიეკუთვნება სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფო ფუნქციებს ასრულებენ[5]. მაგალითად, ასეთ იურიდიულ პირს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის სტატუსიც განმტკიცებულია „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით[8]. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
საჯაროსამართლებრივი დაწესებულება |
საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემდეგ ჯგუფს ქმნიან საჯაროსამართლებრივი დაწესებულებები. ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: სახელმწიფო ტელევიზია და რადიო, სახელმწიფო ბიბლიოთეკები, სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, სახელმწიფო საავადმყოფოები და სხვ[9].
საჯაროსამართლებრივი ფონდი |
დასავლეთი ქვეყნების კანონმდებლობა იცნობს ე.წ. საჯაროსამართლებრივ ფონდებს. ეს არის განსაზღვრული საჯარო მიზნისთვის გათვალისწინებული ქონება, რომელიც იმართება სახელმწიფოს მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ორგანოს მეშვეობით. მაგალითად, სახელმწიფომ შეიძლება დაარსოს საგზაო ფონდი, რომელიც განკუთვნილი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის[9].
პოლიტიკური პარტიები |
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიაკუვთვნებენ პოლიტიკურ პარტიებსაც. პოლიტიკური პარტიების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად აღიარებას განაპირობებს მათი მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების შექმნაში და არა ის, თუ რა უდევს მათ შექმნას საფუძვლად — ნების თავისუფალი გამოვლენა, თუ ადმინისტრაციული აქტი. პოლიტიკური პარტიების სტატუსის შესახებ აზრი დასავლეთის ქვეყნებში ერთიანი არ არის. გერმანული სამართლის მიხედვით, პოლიტიკური პარიები საერთოდ არ არიან იურიდიული პირები, ხოლო ავსტრიული სამართალი კი მათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად განამტკიცებს[9]. ამ მხრივ არც ქართულ კანონმდებლობაშია ერთიანი პოზიცია — თუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი[10] და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი[11] პოლიტიკურ პარტიებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად მიიჩნევს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მათ არასამეწარმეო პირებად თვლის, თუმცა ამ საკითხის წმინდასამართლებრივად გადაწყვეტისას, უპირატესობა მიენიჭება ორგანულ კანონს და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტია არასამეწარმეო იურიდიულ პირად უნდა ჩაითვალოს[შენიშვნა 1].
რელიგიური გაერთიანებები |
საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენს ზოგიერთი რელიგიური გაერთიანება. საქართველოში ასეთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ითვლებოდა მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია[შენიშვნა 2], თუმცა კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით, ნებისმიერ რელიგიურ გაერთიანებას მიეცა უფლება, დარეგისტრირდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად[12].
უფლებაუნარიანობა |
საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან განსხვავებით, სარგებლობენ სპეციალური უფლებაუნარიანობით[13]. ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია, განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით)[14]. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ[13]. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დადებული გარიგებები არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სფეროს, გარიგება ჩაითვლება ბათილად[15]. ეს გამოწვეულია სპეციალური უფლებაუნარიანობით — საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ნებადართულია მხოლოდ ის, რაც განსაზღვრულია მის დებულებაში.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან)[16].
წესდება |
საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, როგორც, ზოგადად, იურიდიული პირისთვის, წესდებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს[17]:
- სახელწოდებას მითითებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირი“ (მაგალითად: საჯარო სამართლის იურიდიული პირი — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო);
- მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს;
- მართვის ორგანოების შექმნის წესსა და კომპეტენციას;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის (არჩევის) წესსა და კომპეტენციას;
- სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს;
- საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს, შესატანების, საწევროებისა და სხვა მოქმედებების მოთხოვნის უფლებების ჩათვლით;
- ლიკვიდაციის წესსა და პირობებს;
- წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის წესს.
ქონება და ფინანსები |
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფოს მიერ გადაეცემა ქონება ან ქონების ფორმირების წესი განისაზღვრება იურიდიული პირის დაფუძნების აქტით (წესდებით)[18]. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო იურიდიულ პირს გადასცემს ქონებას, ამ ქონების მესაკუთრე ხდება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი სახელმწიფოა, ქონების მესაკუთრედ მაინც იურიდიული პირი გამოდის. მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტი მესაკუთრეა იმ ქონების, რომელიც მას სახელმწიფოსგან აქვს გადაცემული[19]. ეს გამოწვეულია იმით, რომ, ზოგადად, იურიდიული პირი სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტია, გააჩნია საკუთარი ქონება და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს[20].
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შესაძლებელია, ფინანსდებოდეს სხვადასხვა წყაროდან, თუმცა მისი დაფინანსების ძირითადი წყაროებია[21]:
- საწევროები და შენატანები;
- შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
- სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
- კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია[22].
საქმიანობა და სახელმწიფო კონტროლი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში[2]. ეს გამომდინარეობს მისი ცნებიდან — საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს მისთვის წესდებით განსაზღვრულ საჯარო საქმიანობას.
რამდენადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფოს მიერაა დაარსებული, იგი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება[23].
მართვა და წარმომადგენლობა |
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების საფუძველზეა შექმნილი, მის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო მმართველობის ორგანო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული, ხელმძღვანელს ნიშნავს საერთო კრება[24].
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, აგრეთვე იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე[24].
საქმიანობის შეწყვეტა |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირების დროს, არსებობს საქმიანობის შეწყვეტის სხვადასხვა საფუძველი, თუმცა მათ შორის ძირითადია[25]:
- დასახული მიზნის მიღწევა;
- დასახული მიზნის მიუღწევლობა;
- დაფუძნების აქტით ან წესდებით გათვალისწინებული ვადის გასვლა.
დასახული მიზსნის მიღწევა და მიუღწევლობა საქმიანობის საფუძველია იმდენად, რამდენადაც, ზოგადად, იურიდიული პირი განსაზღვრული მიზნის მისაღწევად იქმნება („იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი ... ორგანიზებული წარმონაქმნი...“). რაც შეეხება დაფუძნების აქტით ან წესდებით გათვალისწინებული ვადის გასვლას, ეს ის შემთვევაა, როდესაც იურიდიულ პირს ქმნიან განსაზღვრული ვადით. როდესაც ეს ვადა გავა, იურიდიული პირი არსებობას წყვეტს.
ლიკვიდაცია |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებობას წყვეტს ლიკვიდაციით. მის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება დაინიშნოს ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელიც[26].
იურიდიული პირის ლიკვიდაციისას დგება საკითხი, თუ ვის უნდა გადაეცეს მის საკუთრებაში არსებული ქონება. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება განიკარგება დამფუძნებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით[27].
იხილეთ აგრეთვე |
- იურიდიული პირი
ლიტერატურა |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ლადო ჭანტურია (1997). შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში. თბილისი: „სამართალი“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
სქოლიო |
შენიშვნა |
↑ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განასხვავებს ნორმატიული აქტების იერარქიას. მის თანახმად, ორგანული კანონი იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ჩვეულებრივი კანონი. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს ჩვეულებრივი კანონის რანგი აქვთ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, მათ შორის წინააღმდეგობის დროს, უპირატესობა მიენიჭება, როგორც იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტს.
↑ 2002 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც აღიარებულ იქნა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში და განისაზღვრა მისი სამართლებრივი სტატუსი. ამ კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს — სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იხილეთ სრულად: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2002-10-22).
წყარო |
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი- ↑ 2.02.1„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი
↑ ჭანტურია 1997, გვ. 246
↑ საქმე №ბს-482-461(კ-08) და საქმე №ბს-1058-1016(2კს-09). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (13 ივნისი, 2012).- ↑ 5.05.15.2ჭანტურია 1997, გვ. 248
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი
↑ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (2014-02-05).
↑ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (2009-09-24).- ↑ 9.09.19.2ჭანტურია 1997, გვ. 249
↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-მუხლის „ა“ ქვეპუნქტი
↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509¹-ე მუხლი- ↑ 13.013.1„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი
↑ „საჯარო სამართის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი
↑ ჭანტურია 1997, გვ. 222
↑ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი- ↑ 24.024.1„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი
↑ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- საჯარო სამართლის იურიდიული პირები
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.164","walltime":"0.201","ppvisitednodes":"value":1629,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":16481,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":8282,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":17413,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 128.609 1 -total"," 60.11% 77.301 2 თარგი:სქოლიო"," 12.75% 16.404 4 თარგი:Cite_web"," 12.61% 16.220 3 თარგი:Cite_book"," 5.36% 6.891 1 თარგი:ციტირება"," 5.31% 6.830 4 თარგი:Cite"," 3.61% 4.641 2 თარგი:Main_other"," 2.54% 3.261 1 თარგი:Column-width"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":594702,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1320","timestamp":"20190409124659","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":111,"wgHostname":"mw1327"););