Skip to main content

აფხაზეთი სექციების სია ბუნება | ისტორია | სტატუსი | ხელისუფლება და ადმინისტრაციული დაყოფა | დემოგრაფია | ეკონომიკა | კულტურა | ღირსშესანიშნაობანი | იხილეთ აგრეთვე | სქოლიო | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუაფხაზეთი – მოკლე ისტორია - Parliament.geსაქართველოს კონსტიტუციაარასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დეპუტატთა კლუბი-28 ოქტომბერი”Автандил Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии // Грузино-Абхазские отношения, Тбилиси, 1998 (ტექსტი)Автандил Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии // Грузино-Абхазские отношения, Тбилиси, 1998 (დოკუმენტები)Александр Крылов. ЕДИНАЯ ВЕРА АБХАЗСКИХ "ХРИСТИАН" И "МУСУЛЬМАН". Особенности религиозного сознания в современной Абхазии, Credo.Ru 17-03-2004 მარიამ ლორთქიფანიძე, აფხაზები და აფხაზეთი, გამომცემლობა «განათლება», თბილისი, 1990აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური საიტიაფხაზეთის ისტორიის უნიკალური საარქივო მასალები, ახალი ამბები, ისტორია, კონფლიქტის ისტორიააფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების სრული სიააფხაზეთის ისტორიააფხაზეთიზურაბ პაპასქირი, ცრუ ისტორია (რეცენზია ოლეგ ბღაჟბას და სტანისლავ ლაკობას “აფხაზეთის ისტორიის” სახელმძღვანელოზე)რ

აბაზგიაარგვეთიარტაანიაფხაზეთიაჭარაბაზალეთიბაიდარიბამბაკიბასიანიბორჩალოგაგიგარდაბანიგარეკახეთიგაღმამხარი (კახეთი)გაღმამხარი (ქართლი)გაჩიანიგუდამაყარიგურიაგუჯარეთიდვალეთიდიღმისხევიდმანისხევიეგრისიელისენიერუშეთიერწოერწო-თიანეთივაკეზემო აჭარაზემო ქართლიზენა სოფელიზურტაკეტითაკვერითორთომითორითრიალეთითუშეთიიმერეთიკამბეჩოვანიკანგარიკახეთიკლარჯეთიკოლაკოლბოფორიკუხეთილაზიკალეჩხუმილორემაღრანდვალეთიმაჭახელიმესხეთიმთიულეთიმუხრანიმუხურისინარიმანინიგალიოდიშიოკრიბაპალაკაციოპარხალირაჭასაარიშიანოსაბედიანოსაინგილოსამაჩაბლოსამეგრელოსამურზაყანოსამცხესანიგეთისაჩინოსაჯავახოსვანეთისპერისურებიტაოტაშირიფოსოფშავიფხოვიქართლიქვემო ქართლიქიზიყიქსნისხევიშავშეთიშიდა ქართლიშუასოფელიცხავატიცხრაძმისხევიწანარეთიწებელდაწილკანიწობენიწოფოფორიჭანეთიჭარ-ბელაქანიჭართალიხადახანდოხევიხევსურეთიხერკიხორტევანიხორძენეხორხიხუნანიჯავახეთიჯიქეთიჰერეთი


საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეებიაფხაზეთი


აფხ.საქართველოსავტონომიური რესპუბლიკის სტატუსითენგურსაფსოუსოკუპირებულიარუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისსაქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებდე ფაქტორუსეთმანიკარაგუამვენესუელამნაურუმრუსეთის ფედერაციასსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისსაძენიჯიქეთიბზიფიგუმაშუა სოფელისამურზაყანოწებელდადალიაფხაზურისოხუმიგეომორფოლოგიურადკავკასიონისქვედა პალეოლითისიაშთხვასმიწათმომქედებამესაქონლეობამექსოველეობაკერამიკისქვისსპილენძისაბრინჯაოსდოლმენიანტიკური ეპოქისკოლხეთის სამეფოდიოსკურიაგიენოსიტრიგლიტიპიტიუნტილაზთა სამეფოსოჭისაფხაზეთის სამთავრო„აფხაზთა სამეფო“ქუთაისშისაქართველოსიმერეთის სამეფოში18101864სოხუმის სამხედრო განყოფილება191813 სექტემბრს191821საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისდამფუძნებელი კრების1921192125 თებერვალს19214 მარტსამიერკავკასიის სფსრსაბჭოთა კავშირისაფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასსრკ19781985199131 მარტის191826 მაისისცხინვალის რეგიონთანავტონომიური რესპუბლიკაასაქართველოსგაგრისგალისგუდაუთისგულრიფშისოჩამჩირისსოხუმის19932008კოდორის ხეობისაფხაზეთის სამთავროს










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




აფხაზეთი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

სიტყვას „აფხაზეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი).













აფხაზეთი

რიწის ტბა

რიწის ტბა

Part of historical Abkhazia in modern international borders of Georgia.svg


კუთხის ცენტრი

სოხუმი
ქვეყანა

საქართველო
რეგიონი

აფხაზეთის ავტ. რესპ.
მუნიციპალიტეტი
4
ფართობი
4 913 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა
102 000

აფხაზეთი (აფხ. Аԥсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.


აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. ადმინისტრაციული ცენტრი – სოხუმი.




სექციების სია





  • 1 ბუნება

    • 1.1 რელიეფი


    • 1.2 გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული


    • 1.3 ჰავა


    • 1.4 შიგა წყლები


    • 1.5 ნიადაგები


    • 1.6 მცენარეული საფარი


    • 1.7 ცხოველთა სამყარო



  • 2 ისტორია

    • 2.1 ანტიკური ხანა


    • 2.2 შუასაუკუნეები


    • 2.3 რუსეთის იმპერიის მმართველობა


    • 2.4 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა


    • 2.5 აფხაზეთის სსრ 1921-31 წწ.


    • 2.6 საქართველოს სსრ


    • 2.7 სსრკ-ს დაშლის შემდგომ



  • 3 სტატუსი


  • 4 ხელისუფლება და ადმინისტრაციული დაყოფა

    • 4.1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა


    • 4.2 მარიონეტული დე ფაქტო მთავრობა


    • 4.3 სეპარატისტთა შეიარაღებული ძალები



  • 5 დემოგრაფია

    • 5.1 რელიგია



  • 6 ეკონომიკა


  • 7 კულტურა


  • 8 ღირსშესანიშნაობანი


  • 9 იხილეთ აგრეთვე


  • 10 სქოლიო


  • 11 ლიტერატურა


  • 12 რესურსები ინტერნეტში




ბუნება |



რელიეფი |


გეომორფოლოგიურად აფხაზეთი ძირითადად მთაგორიანი რეგიონია. დაახლოებით 74% მთებსა და მთისწინეთს უჭირავს, დანარჩენი — ვაკე-დაბლობებს. მთიან ნაწილში სტრუქტურულ-დენუდაციური ქედები და მათ შორის მოქცეული ტექტონიკურ-ეროზიული ხეობები ჭარბობს. ქედებიდან უდიდესია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი. ქედის მთავარი მწვერვალებია: აგეფსთა (3257 მ), ფსიში (3970 მ), ერწახვი (3910 მ), დომბაიულგენი (4046 მ), გვანდრა (3985 მ). ასევე კლუხორისა (2781 მ) და მარუხის (2746 მ) უღელტეხილები. ქედის ამგებელ კამბრიულისწინა კრისტალურ და პალეოზოურ მეტამორფულ ქანებზე ძველი და თანამედროვე მყინვარული ფორმებით მდიდარი ალპური რელიეფი სჭარბობს. მთავარი ქედი ციცაბოდ ეშვება მდინარეების საკენის, ჩხალთისა და ბზიფის ტექტონურ-ეროზიული ხეობებისაკენ. აფხაზეთის მთიანი შუა ნაწილი უჭირავს კავკასიონის გვერდით ქედებს: გაგრის, ბზიფის, კოდორისა და სვანეთ-აფხაზეთის ქედებს, რომლებსაც თავის მხრივ, მრავალი განშტოება აქვთ. გაგრის მერიდიანულ ქედზე, რომელიც მდინარეების გაგრიფშისა და ჟოეკვარის ხეობებს ბზიფის ხეობისაგან გამოყოფს, უხვადაა განვითარებული რელიეფის კარსტული ფორმები. აფხაზეთის თითქმის ცენტრალური ნაწილი ბზიფის სუბგანედურ ქედს (მწვ. კაპიშისტრა 3156 მ) მდინარეების კოდორის, ხიფსთის, ააფსთის, გუმისთის, კელასურისა და ბზიფის აუზების წყალგამყოფს უჭირავს. ქედის დასავლეთ ნაწილი კირქვებითაა აგებული და რელიეფის კარსტული ფორმებით ხასიათდება, აღმოსავლეთი ნაწილი პორფირიტულია, ჭარბობს მთა-ხეობათა ეროზიული და გლაციალური ფორმები. აფხაზეთის შუა, მთიანი ზოლის აღმოსავლეთი ნაწილი მდინარეების კოდორისა და ენგურის ღრმა ხეობებს შორის აღმართულ კოდორისა და სვანეთ—აფხაზეთის ქედებს უჭირავს. მწვერვალი ხოჯალის (3309 მ) დასავლეთით მდებარე კოდორის ქედი შედარებით დაბალია და თანამედროვე მყინვარებს მოკლებული. მწვერვალ ხოჯალის ჩრდილო-აღმოსავლეთით აზიდული სვანეთ-აფხაზეთის ქედი კი გაცილებით მაღალია (მწვერვალები მოგუაშირხა - 3847 მ, ხარიხრა - 3710 მ) და მარადი თოვლითა და მყინვარებით არის დაფარული. ამ ქედის ყველაზე მოხერხებული უღელტეხილია ხიდა (2633 მ), რომელიც აფხაზეთს ზემო სვანეთთან აკავშირებს. სვანეთ-აფხაზეთის ქედი ტიპური ალპური რელიეფით ხასიათდება, კოდორის ქედს კი უმეტესად ნაზი რელიეფი აქვს. აქ უკიდურეს დასავლეთ კირქვულ ნაწილში კარსტული რელიეფია განვითარებული.


მთიანი აფხაზეთი გამოირჩევა ზედაპირის ეროზიული დანაწევრების დიდი სიღრმით. გასწვრივი ტექტონურ-ეროზიული ხეობები შედარებით განიერი და დამრეცია, განივი კი ვიწრო და დახრილი. ბევრგანაა კანიონი და კლდეკარი. აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე გადაჭიმულია რთული აგებულების მთისწინეთის ზოლი, რომელიც მკვეთრად დანაწევრებული გორაკ-ბორცვიანი, სერებიანი და ტაფობებიანი რელიეფით გამოირჩევა. გავრცელებულია რელიეფის ტექტონურ-ეროზიული, კარსტული და მეწყრული ფორმები, აგრეთვე ზღვიური და მდინარული ტერასები. მთისწინეთში გამოიყოფა კირქვებით აგებული კარსტული (გაგრის, ახალი ათონის, სოხუმის, წებელდის) და არაკარსტული, ზოგან დამეწყრილი (განთიადის, მიუსერის, ეშერის და სხვა) უბნები. მთისწინეთს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ აკრავს ალუვიური ვაკე-დაბლობები, რომლებიც ზღვისაგან დიუნებით არის გამოყოფილი. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით ვაკე-დაბლობს მცირე ტერიტორია უჭირავს, სამხრეთ აღმოსავლეთით კი თანდათანობით განვითარდება (სამურზაყანოს დაბლობი). აფხაზეთის სანაპირო ზოლი სწორხაზოვანია. აღსანიშნავია სოხუმისა და გაგრის უბეები, ბიჭვინთისა და სოხუმის კონცხები.



გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული |


აფხაზეთი მოიცავს კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნაოჭა სისტემისა და საქართველოს ბელტის დასავლეთ ნაწილების სტრუქტურებს. აქ წარმოდგენილია კამბიულისწინა, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ასაკის ქანები. კამბიულისწინ მეტამორფოზული ქანები ტერიტორიულად ჩრდილოეთ ნაწილშია გაშიშვლებული. პალეოზოური ასაკის ქანები - მეტამორფული ფიქლები , გრანიტოიდები, იშვიათად მარმარილო - გაშიშლებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონზე. ეს ქანები ინტენსიურად დეფორმირებული და დაწყვეტილია. მდინარეების ბზიფისა და კოდორის სათავეები ძირითადად ძლიერ დანაოჭებული ქვედაიურული შავი თიხაფიქლებითა და შუაიურული ვულკანური ქანებითაა აგებული. შუაიურული ასაკისაა აგრეთვე ქალაქ ტყვარჩელის მიდამოები, მდინარეების ფსოუსა და ბზიფის აუზების ქვანახშირის შემცვლელი თიხები და ქვიშაქვები. ზედაიურული ასაკის ქანები უმთავრესად რიფული კირქვებით არის წარმოდგენილი და აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილშია გავრცელებული. აღმოსავლეთით კირქვებს ცვლის თაბაშირიანი ფერადი თიხები და ქვიშაქვები, ხოლო ჩრდილოეთით თიხები, ქვიშაქვები დათხელშრეებრივი კირქვები. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული ცარცული და პალეოცენურ-ეოცენური ქანები ძირითადად კირქვებით და მერგელებით არის წარმოდგენილი, ხოლო ოლიგოცენური და ნეოგენური ასაკის ნალექები - ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. ეს უკანასკნელი შედგება კავკასიონის ამგებელი ქანების გადანარეცხი მასალებისაგან. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში ზედაიურული, ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ასაკის ქანები სუსტად არის დანაოჭებული. აფხაზეთი გეოლოგიურ აგებულებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მეზოზოური ასაკის მაგმურ ქანებს (კარდივაჩის, სანჩარის, ლაბის, კელასურისა და გორაფის გრანიტოიდები და დიორიტები; ზედაიურული ასაკის დიაბაზის შრეძარღვები).


აფხაზეთის წიაღისეულიდან აღსანიშნავია ტყვარჩელისა და ბზიფის ქვანახშირის საბადოები, მდინარე ბზიფის სათავეში ვერცხლისწყლის საბადო. ბევრგანაა ტყვიის, თუთიის, სპილენძისა და სხვა ლითონების მადანგამოვლინებები. არალითონური წიაღისეულიდან გვხვდება ძირითადად ბარიტი (ბზიფის, კოდორის, მოქვისა და ააფსთის ხეობებში) და თაბაშირი, ხოლო საშენი და შესამოსი მასალიდან კირქვა, სააგურე თიხა, სერპენტინიტი, დიაბაზი და დიორიტი. განსაკუთრებით უხვად არის სამკურნალო მინერალური წყლები-ნახშირორჟანგიანი მინერალური წყაროები მდინარეების კოდორის, საკენის, გვანდრის, ჩხალთის ბზიფის, ავადჰარისა და სხვა ხეობებში, ხოლო თერმული სამკურნალო წყლები ტყვარჩელის, სოხუმის, ახალი ათონისა და გაგრის მიდამოებში.



ჰავა |


აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით (ზ. დ. 300-400 მ-მდე); ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით (300-400 მ--დან 1000-1100 მ-მდე); ნოტიო ჰავა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით (1000-1100 მ-იდან 2000-2100 მ-მდე); მაღალმთის ნოტიო და გრილი ჰავა (2000-2100 მ-იდან 2800-2900 მ-მდე) და მაღალმთის ნივალური ჰავა (2800-2900 მ ზევით). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ვაკედაბლობზე 13.9-იდან 15 °C-მდე მერყეობს, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში არის 13-14 °C, ხოლო მთებში, 2600 მ სიმაღლეზე, 0 °C; აფხაზეთის კავკასიონის უფრო მაღალ მთებში -9, -10 °C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვის (ივლისი-აგვისტო) საშუალო ტემპერატურა უმაღლეს მტებზე 0 °C-ზე დაბალია, სოხუმში კი 24.5 °C აღწევს. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე 6 °C არემატება. 500-600 მ-მდე იანვრის საშუალო ტემპერატურა ყველგან 0 მაღალია, ამიტომ იგი სუბტროპიკულ სარტყელს მიეკუთვნება. ზემოთ ტემპერატურა კლებულობს და აფხაზეთის კავკასიონის თხემზე -18, -19 °C-მდე ეცემა. ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურაა 40-იდან 10-15 °C-მდე, აბსოლუტური მინიმალური შესაბამისად -13-დან -35 °C-მდე. მკვეთრია ტემპერატურის რყევა მთათაშუა ქვაბულებში, სადაც აღნიშნება ტემპერატურული ინვერსიები. 500-600 მ სიმაღლეზე აქტიური სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 200 დღემდე გრძელდება, ხოლო 10 °C-ზე მაღალი ტემპერეტურათა ჯამი 3000-3500° აღწევს, რაც სავსებით საკმარისია ბუნებრივი და კულტურული სუბტროპიკული მცენარეებისათვის. აფხაზეთი მდიდარია ატმოსფერული ნალექებით, მაგრამ იგი არათანაბრადაა განაწილებული როგორც ცალკეულ რაიონებს შორის, ისე წლის სეზონების მიხედვით. სანაპირო ზოლში საშუალოდ წლიურად 1310 მმ-იდან 1500-1550 მმ-მდე ნალექი მოდის. მთისწინეთსა და მთებში ნალექების რაოდენობა მატულობს: დურიფში (250 მ) - 1980 მმ, გაგრის ქედზე (1644 მ) - 2280 მმ, ავადჰარარაში (1600 მ) - 2480 მმ; ბზიფისა და კოდორის ქედების სამხრეთ კალთებზე 3000 მმ აღემატება. შედარებით ნაკლები ნალექი მოდის მთათაშორის ქვაბულებში (1500-1800 მმ). ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია მინიმუმი ზაფხულში. ამ მხრივ იგი ხმელთაშუა ზღვის ჰავის ტიპს ემსგავსება, ზამთარში ნალექების მნიშვნელოვანი ნაწილი თოვლის სახით მოდის. თოვლის საფარის სისქე ზღვისპირა ზოლში 10 სმ, მთებში კი 2-4 მ-ზე მეტია.



შიგა წყლები |


აფხაზეთის მდინარეთა ქსელი ხშირია. მთავარი მდინარეები კოდორი, ბზიფი, ღალიძგა, გუმისთა მოქვი და სხვები მიეკუთვნებიან შავი ზღვის აუზს. სასაზღვრო მდინარეებია ენგური და ფსოუ. მდინარეებზე ბევრი წყალვარნილი და ჭორომია, ახასიათებთ სწრაფი დინება, შესართავებთან ქმნიან მცირე დელტებს. მთავარი მდინარეები შერეული საზრდოობისაა: ზ. დ. 2000 მ-მდე უმთავრესად წვიმის წყლით, ზემოთ - თოვლისა და ყინულის დნობის წყლით. მიწისქვეშა წყლებით საზრდოობის როლი დიდია კარსტულ ზონაში. დონეების მაქსიმუმი გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია, მინიმუმი - ზამთარში. დროგამოშვებით იცის წყალმოვარდნები. შედარებით მუდმივი დომით გამოირჩევიან კარსტული მიწისქვეშა მდინარეები. აფხაზეთში ბევრი ტბაა: რიწა, ადუედა, აძიჟი, დერიკვარაძიში, ყვარაში, პატარა რიწა, ამტყელი, ცისფერი ტბა და სხვა. ისინი მაღალ მთებშია განლაგებული, უმეტესად მყინვარული და კარსტული წარმოშობისაა. ზღვისპირა ვაკე დაბლობზე ლაგუნური (ინკითის, ბებესირის, პაპანწყვილის) და ნამდინარევი ტბებია. ზოგი ტბა დონისა და სარკის ფართობის მკვეთრი ცვლილებადობით ხასიათდება. ტბების ნაწილი მდიდარია იქთიოფაუნით. ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე არის ჭაობები, რომელთა ნაწილი ამოშრობილია ან ამოშრობის პროცესშია. აფხაზეთის მაღალმთიან ნაწილში 376 მყინვარია (ფართობი დაახლოებით 70 კმ²), რომელთაგან მხოლოდ ხუთია პირველი თანრიგის.



ნიადაგები |


აფხაზეთის ზღვისპირა ვაკედაბლობებზე ალუვიური და ჭაობიანი ნიადაგები ჭარბობს. ჭარბტენიან ვაკე-დაბლობებზე ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგებია, რომლებიც ტიპიურად გამოხატულიაგალის რაიონის ზღვისპირაზოლში. უკეთ დრენირებულ დამრეც ვაკე-დაბლობებზე ეწერი და ალუვიური კარბონატული ნიადაგებია გაბატონებული. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში ვულკანოგენური ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე, ყვითელმიწები და წითელმიწებია, კირქვებისა და მერგელების გამოფიტვის პროდუქტებზე - ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ეს ნიადაგები ხელსაყრელია ჩაის, ციტრუსების, ვაზისა და სხვა კულტურებისათვის. აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყეების ნიადაგებს უკავიათ. ისინი ქვედა, კირქვებით აგებულ, ზონაში წარმოდგენილია ნეშომპალა-კარბონატული, ხოლო არაკირქვულ ზონაში - საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგებით. ზედა ზონაში ტყის ზედა სარტყელის კორბონატული ან ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებია. სუბალბურ ზონაში კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია, ხოლო ალპური მდელოების ზონაში - პრიმიტიული, მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. მცირე უბნების სახით თითქმის ყველა ზონაში გვხვდება ძლიერ ჩამორეცხილი და სუსტად განვითარებული ნიადაგები.



მცენარეული საფარი |


აფხაზეთში 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეა, მათ შორის 150 სახეობის ხე და ბუჩქოვანი მცენარე. მცენარეულობა მდიდარია ენდემებით და რელიქტებით გავრცელების მხრივ ქმნიან მკაფიოდ გამოხატულ სიმაღლებრივ ზონებს. ზღვისპირა დიუნურ ზოლში იზრდება ფსამოფილური მცენარეულობა: რძიანა, ლურჯი ნარი, ზღვის სალათა, ზღვის შროშანა, ისლი და სხვა. ურო ღრმად მათ ქსერომიფოტული ბუჩქნარები (ძეძვი, კუნელი, ზღმარტლი, მაყვალი) ენაცვლება. ბიჭვინთის კონცხი შემოსილია ქსერომორფული ბუჩქნარებიანი რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვისკორომებით, რომლებიც ნაკლებადაა გამოცხადებული. ტენიან ვაკე-დაბლობებზე და მდინარისპირა ჭალებში ჭარბობს მურყნარი, რომელშიც შერეულია თუთა, იფანი, რელიქტური ლაფანი და სხვა. ჭარბტენიან უბნებში იზრდება ლელი, ჭილი, ისლი, წყლის ბაია, ჭარბობს ზამბახი; აქა იქ გვხვდება ტორფიანი ჭაობებიც. გორაკ-ბორცვიანიმთისწინეთი და მთების ქვედა კალთები (600-700 მ-მდე) მეზოფილურ კოლხურ ტყეებს უჭირავს. მთავარი ჯიშებია მუხა, რცხილა, წავლი, წიფელი, იფანი, ცაცხვი, მურყანი. მდიდარია გარეული ხეხილით (ლეღვი, პანტა, მაჟალო, ხურმა, ზღმარტლი, ტყემალი). ქვეტყეში იზრდება მარადმწვანე (შქერი, წვავი, ბაძგი, ბზა) და ფოთოლმცვივანი (თხილი, იელი, მოცვი) ბუჩქოვანები. ნოტიო ხეობებში გვხვდება რელიქტური უთხოვარი, ხშირია ლეშამბო: ეკალღიჭი, სურო, ღვეტკეცი, უსურვაზი, ზღვისპირა ვაკე-დაბლობებისა და გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთების ბუნებრივი მცენარეულობა მკვეთრად სახეშეცვლილია, უმეტესად გაჩეხილია. ამჟამად ჭარბობს მეორეული დაჯგუფებები და კულტურული ნაკვეთები: ბაღები, ბოსტნები, ჩაისა და ციტრუსოვანთა პლანტაციები. აფხაზეთის ტერიტორიის დაახლოებით 55% ტყით არის შემოსილი. დაბალმთიან ზონაში გავრცელებულია წიფლნარი, მასთან ერთად იზრდება რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, სოჭი და სხვა. ქვე-ტყეში ხშირია ბზა, თაგვისარა, შქერი, წყავი და მოცვი. საშუალმთიან ზონაში შერეული ტყეებია გაბატონებული. აქ ტიპურია წიფლნარ-სოჭნარი და წიფლნარ-ნაძვნარი, გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარიც. წიფლნარი ზოგან ტყის ზედა საზღვრამე ადის. მთის ტყეებს ზემოთ სუბალპური ტანბრეცილა ტყეების, ბუჩქნარებისა და მაღალბალახეულობის ზოლი აკრავს. სუბალპური ტყეები ძირითადად შედგება მთის ნეკერჩხლისა და არყის ტანბრეცილა ხეებისაგან. ბუჩქოვანებიდან იზრდება ღვია, მოცვი, დეკა, ასკილი, მაღალბალახეულში ნაირბალახი ჭარბობს. სუბალპური მაღალბალახეულობა ზემოთ თანდათანობით გადადის სუბალპურ მდელოებში, სადაც ფართოდაა გავრცელებული ანგელოზა, დეზურა, ტილჭირი, კატაბალახა, კენკეშა, თივაქასრა და სხვა. მაღალი ქედების თხემები (2200-2800) უჭირავს ალპურ მდელოებს, რომლებიც ქვედა ნაწილში ქმნიან მთლიან საფარს, ზემოთ კი - ცალკეულ „ხალიჩებს“. ძარბობს კობრეზია, ნაღველა, ქვატეხია, წივანა, ბაია, ბუჩქისძირა, აფხაზეთის კირქვიანი ქედების სუბალპური და ალპური მდელოები მდიდარია მცენარეტა ენდემური სახეობებით. მაღალმთის მდელოები წარმოადგენს საზაფხულო საძოვრებს. აფხაზეთი მდიდარია ძვირფასმერქნიანი, სამკურნალო ნაყოფის მომცემი, საკვებად ვარგისი, თაფლოვანი და მთრიმლავი მცენარეებით.



ცხოველთა სამყარო |


აფხაზეთის ტერიტორიაზე გვხვდება როგორც ბარისა და მთის ტყის, ისე მაღლმთის ცხოველთა სახეობები. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ბინადრობს ჯიხვი და არჩვი, რიწის ტყეებში ცხოვრობს კავკასიური ირემი. მრავალგანაა შველი, გარეული ღორი. XX საუკუნის დასაწყისში მოისპო კავკასიური დომბა. ფართოდაა გავრცელებული მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა (თეთრყელა და ყვითელყელა), დედოფალა; ზოგან გვხვდება წვავი, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - ევროპული წაულა. ტყეებში ბინადრობს მურა დათვი, ფოცხვერი და ტყის კატა. ახლო წარსულში იყო ამიერკავკასიური ჯიქიც. ბევრია კურდღელი, კავკასიური ციყვი, ალთაური ციყვი (აკლიმატიზებულია), ძილგუდა ტყის დათვი, ყვითელყელა თაგვი, ჩია თაგვი, ბუჩქნარისა და ჩვეულებრივი მემინდვრია, აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავალგანაა ცხვირნალა, მღამიობი, პონტური ზღარბი, თეთრმუცელა კბილთეთრა, დიდი კბილთეთრა და სხვა.


ფრინველებიდან მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური შურთხი, კავასიური როჭო, მაღრანი, ალპური ჭკა, ბევრია მწყერი, ტყის ქათამი, ყურყუმელა, იხვი, თოლია, ყანჩა ოფოფი, ნამგალა, ძერა, ქორი, მიმინო, არწივი, ორბი, ბატკანძერი, ბუ, ზარნაშო, ყვავი, ყორანი, მოლაღური, სკვინჩა და სხვა.


ქვეწარმავლებიდან გვხდება ხვლიკი, ბოხმეჭა, სპილენძა, გრძელი მცურავი, კავკასიური გველგესლა, ჭაობის კუ და სხვა.


ამფიბიებიდან: გომბეშო, ტყის ბაყაყი, ვასაკა, ტრიტონი დასხვა.


მდინარეებსა და ტბებში არის კალმახი, კოლხური წვერა, კოლხური ღორჯო, მურწა, ლოქო, გამბუზია. ზოგ მდინარეში შავი ზღვიდან შედის რაგული, სვია, ატლანტური ზუთხი, ფორეჯი და სხვა.


ბევრია მწერი, მორიელი, ობობასნაირი, კიბოსნაირი, მოლუსკი და სხვა.


აფხაზეთში ფაუნისა და ფლორის დასაცავად შექმნილია რიწის, ბიჭვინთისა და მიუსერის ნაკრძალები.



ისტორია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აფხაზეთის ისტორია.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან (იაშთხვას ნამოსახლარი).[1][2][3][4] უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არა მხოლოდ მიწათმომქედება და მესაქონლეობა, არამედ მექსოველეობა, კერამიკის წარმოება, ქვის, სპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია მრავალი დოლმენი.



ანტიკური ხანა |





ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების მხარეები აფხაზეთში:
1. მთიანი აფხაზეთი (ძირითადი აფხაზეთი)
2. ზღვისპირა აფხაზეთი (ძვ. სამხრეთი ჰენიოხეთი)
3. შიდა ჰენიოხეთი (სანიგეთი)
4. ჯიქეთი (ძვ. ჩრდილო ჰენიოხეთი)
5. აბსილეთი (ძვ. კორახეთი)
6. მისიმიანეთი (ძვ. კოლაეთი)
7. აფხაზეთისა და ეგრისის სანაპირო მხარე „შუა სოფელი“


ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I საუკუნეში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI საუკუნეებში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.



შუასაუკუნეები |


VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს „აფხაზთა სამეფო“ ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-X საუკუნეებში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII საუკუნის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII საუკუნეებში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა.



რუსეთის იმპერიის მმართველობა |


1810 წელს აფხაზეთის მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო. 1864 წელს რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება.



საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |


1918 წლის 13 სექტემბრს მიღებული "საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნულ უმცირესობათა
წარმომადგენლობის შესახებ" კანონის თანახმად, აფხაზებს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის გათვალისწინებული 26 ადგილიდან ჰქონდათ 3 ადგილი[5].


1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა ავტონომიის სტატუსით. ეს აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის თებერვალს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ეხება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მოწყობას. კერძოდ, კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის 107–ე მუხლში ნათქვამია:







ვიკიციტატა

„თავი 11. ავტონომიური მმართველობა

მუხლი 107.


საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს/სოხუმის ოლქი/, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას/ზაქათალის ოლქი/, ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.


მუხლი 108.


წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმრთველობათა დებულებანი შემუშავებული იქნება ცალკე კანონით.[6]



1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის გამო ავტონომიურ მხარეების შესახებ დებულებების შემუშავება ცალკე კანონის სახით შეუძლებელი გახდა.


აფხაზეთი საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი.[7][8]



აფხაზეთის სსრ 1921-31 წწ. |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აფხაზეთის სსრ.



აფხაზეთის სსრ-ს დროშა (1921).




აფხაზეთის ასსრ-სდროშა (1978).


1921 წლის 4 მარტს დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება აფხაზეთში და 6 მარტს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი. 1921 წლის 26 მარტს აფხაზეთის რევკომმა მიმართა ლენინსა და სტალინს და მოითხოვა აფხაზეთის სსრ-ს შექმნა და მისი შეერთება რუსეთის ფედერაციისთვის. 1921 წლის 31 მარტს გამოცხადდა აფხაზეთის სსრ-ს შექმნა. იმავე წლის 16დეკემბერს საქართვეოსა და აფხაზეთის სსრ-ებს შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, ფაქტობრივად, შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის სსრ-ს მიეცა საქართველოს სსრ-ს წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა 1/3-ის არჩევის უფლება, აფხაზეთის სსრ-მ შეინარჩუნა საკუთარი კომისარიატები, გარდა საგარეო საქმეთა კომისარიატისა. 1922 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ დაამტკიცა საქართველოს სსრ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება.[9] 1922 წლის მარტში შექმნილ ამიერკავკასიის სფსრ-ში აფხაზეთი შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ს ნაწილი. საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი მოხსენიებულ იქნა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. 1925 წელს მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული. ეს კონსტიტუცია ძალაში არ შესულა. აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობამ გადაწყვიტა, დაესრულებინა წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტი და შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებთან. კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც განხილულ იქნა აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობის მიერ, არ გამოქვეყნებულა. 1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთის სსრ მოსახლე ყველა ეროვნებისათვის უზრუნველყოფილი იყო მშობლიური ენის თავისუფალი განვითარებისა და გამოყენების უფლება როგორც თავის ეროვნულ-კულტურულ, ისე საერთო-სახელმწიფო დაწესებულებებში, აფხაზეთის სსრ სახელმწიფო დაწესებულებათა ენად კი აღიარებული იყო რუსული ენა[5].1926 წლის 5 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ-ს კონსტიტუცია, რომელშიც დაფიქსირებულ იქნა, რომ აფხაზეთის სსრ სამოკავშირეო ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სსრ-ში და შესაბამისად ამიერკავკასიის სფსრ-ში. კონსტიტუცია დამტკიცდა 1927 წლის 23 აპრილს.


1931 წლის 11 თებერვალს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთის სსრ-მ მიიღო ავტონომიის სტატუსი და დარჩა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში, როგორც აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა[5].



საქართველოს სსრ |


აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი მდგომარეობა ფიქსირებული იქნა სსრ კავშირის 1936
წლის, საქართველოს სსრ 1937 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1937 წლის კონსტიტუციებში, შემდეგ კი სსრ კავშირის 1977
წლის, საქართველოს სსრ 1978 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციებში[5].


აფხაზური სეპარატიზმი საბჭოთა წლებში იძენს ორგანიზებულ ხასიათს. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთ-ერთი
სერიოზული გამწვავება ემთხვევა სსრკ-ის ახალი 1978 წლის კონსტიტუციის მიღების პერიოდს და მისი საბაბი ხდება
აფხაზეთის სტატუსის საკითხი; 1985 წლიდან დაწყებული "პერესტროიკის" შემდეგ საქართველოში დაიწყო ღია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რასაც მკვეთრად დაუპირისპირდა ჯერ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა. ამან, თავის მხრივ, აფხაზთა სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია[5].



სსრკ-ს დაშლის შემდგომ |


1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა
თავისუფალი არჩევნები. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მიიღო დეკლარაცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საქართველო იყო პირველი რესპუბლიკა, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
ამან კიდევ უფრო გააძლიერა რუსული აგრესია. ამ აგრესიის მეტ-ნაკლებად შეკავებისა და გამოსავალის პოვნის მიზნით,
ქართული მხარე მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა: 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო
კანონი. ამ კანონის მიხედვით აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაეთმო უმცირესობას:


  • მოსახლეობის 47 % (ქართველები) პარლამენტში წარმოდგენილ იქნა 26 დეპუტატით;

  • 17 % (აფხაზები) – 28 დეპუტატით;

  • დანარჩენი (სხვადასხვა ეთნიკური მოსახლეობა) – 11 დეპუტატით;

ამავე კანონით განისაზღვრა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აფხაზი, რომელსაც
ეყოლებოდა ორი მოადგილე – ერთი ქართველი და ერთი სხვა ეროვნების; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კი
დაინიშნებოდა ქართველი.
ამ დათმობების მიუხედავად, აფხაზეთის ასსრ ხელმძღვანელობა უამრავ არაკანონიერ ქმედებას ახორციელებდა, იღებდა
ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის დადგენილება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე იურიდიული ძალის არმქონედ და
გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს კანონები. სეპარატისტული "კანონშემოქმედებითი" საქმიანობის უკანასკნელი
გამოვლინება იყო 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც
შეწყდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის
კონსტიტუცია.



სტატუსი |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით, მინიჭებული აქვს ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსი.



ხელისუფლება და ადმინისტრაციული დაყოფა |



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.

დღევანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც მოიცავს გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. 1993 წლიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია (2008 წლამდე კოდორის ხეობის გამოკლებით) სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა.



მარიონეტული დე ფაქტო მთავრობა |



სეპარატისტთა შეიარაღებული ძალები |



დემოგრაფია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : აფხაზეთის დემოგრაფია.

1914 წლის მონაცემებით აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენდა 181382 ადამიანს, აქედან ქართველები შეადგენდნენ უმრავლესობას (38,5%), აფხაზები 25%-ს, სხვადასხვა აზიური ხალხი 11,1%-ს, რუსები 9,9%-ს, სხვადასხვა ევროპელი ხალხი 7,6%-ს, სომხები 7,5%-ს, ებრაელები 0,3%-ს.[10]1918 წლისთვის აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობა ასეთი იყო: ქართველები 42,1%, აფხაზები 21,4%, რუსები 11,7%, ბერძნები 11,7%, სომხები 10,2%, სხვა ხალხები 2,9%.[11]1926 წლის აღწერით აფხაზეთის სსრ-ში ცხოვრობდა 201016 ადამიანი, აქედან 71954 ქართველი, 51458 აფხაზი, 25677 სომეხი, 14045 ბერძენი და 12533 რუსი.[12]





































აღწერის წელიმოსახლეობაქართველებიაფხაზებისომხებიბერძნებირუსები
191418138270114457051303818097
1926
Increase2.svg 201016
7195451458256771404512533
1989
Increase2.svg 535100
24400094700
1997
Decrease2.svg 145000
43400


რელიგია |


[13]
1855 წლისთვის აფხაზეთის სამთავროს შედგებოდა როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი მოსახლეობიდან.



ეკონომიკა |



კულტურა |



ღირსშესანიშნაობანი |


აფხაზეთის ისტორიული ძეგლები


ქალაქი სოხუმი:


  • ბესლეთის ხიდი

  • დიოსკურიის ციხე

  • კელასურის კედელი

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი:


  • ბედიის მონასტერი

  • ილორის წმ. გიორგის ეკლესია

  • მოქვის მონასტერი

გუდაუთის მუნიციპალიტეტი:


  • ახალი ათონის სვიმონ კანანელის ეკლესია

  • ახალი ათონის (ივერიის მთის) მონასტერი

  • დოლმენები


  • ბზიფის ციხე


  • ლიხნის კომპლექსი

  • ლიხნის ეკლესია აბა-ათა

  • ამბარას სამეკლესიიანი ბაზილიკა

გაგრის მუნიციპალიტეტი:


  • აბაათა

  • გაგრის ეკლესია ბაზილიკური

  • ბიჭვინთის მონასტერი

  • განთიადის ბაზილიკა

გულრიფშის მუნიციპალიტეტი:


  • დრანდის გუმბათიანი ტაძარი


იხილეთ აგრეთვე |


  • აფხაზები

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

  • აფხაზეთის ომი (1992-93)

  • აფხაზეთის კავკასიონი

  • აფხაზეთის სამთავრო

  • აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

  • აფხაზთა სამეფო

  • აფხაზეთის საკათალიკოსო

  • აფხაზეთის ომი (1998)

  • სოხუმის სამხედრო განყოფილება


სქოლიო |




  1. Бердзенишвили Н. З., Новые данные о палеолите Абхазии, «დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1959, ტ. 30


  2. Замятник Ц. П., Палеолит Абхазии, «Труды Института абхазской культуры», 1937 в. 10


  3. Коробков И. И., Итоги патилетних исследований Яштухского палеолитического местонахождения, «Советская археологиа», 1957, № 4


  4. თუშაბრამიშვილი დ., ქსე, ტ. 5, გვ. 65-66, თბ., 1980

  5. 5.05.15.25.35.4აფხაზეთი – მოკლე ისტორია - Parliament.ge


  6. *საქართველოს კონსტიტუცია (pdf). არსრული ვერსია - საკვანძო მუხლები. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დეპუტატთა კლუბი-28 ოქტომბერი”.;


  7. Автандил Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии // Грузино-Абхазские отношения, Тбилиси, 1998 (ტექსტი)


  8. Автандил Ментешашвили, Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии // Грузино-Абхазские отношения, Тбилиси, 1998 (დოკუმენტები)


  9. საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978) გვ. 73 — თბილისი, 1983


  10. გამახარია ჯ. „ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ისტორიიდან“ გვ. 113 — თბილისი, 1991


  11. ჩერვონაია ს. „აფხაზეთი 1992. პოსტკომუნისტური ვანდეა“ – მოსკოვი 1993


  12. თოთაძე ა. „აფხაზეთის მოსახლეობა“ გვ. 89 — თბილისი, 1995


  13. Александр Крылов. ЕДИНАЯ ВЕРА АБХАЗСКИХ "ХРИСТИАН" И "МУСУЛЬМАН". Особенности религиозного сознания в современной Абхазии, Credo.Ru 17-03-2004




ლიტერატურა |



  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, გვ. 310, თბ., 1981 წელი.


  • სონღულაშვილი ა. „აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1921-31 წწ)“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 66-79 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154


რესურსები ინტერნეტში |


  • მარიამ ლორთქიფანიძე, აფხაზები და აფხაზეთი, გამომცემლობა «განათლება», თბილისი, 1990

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური საიტი

  • აფხაზეთის ისტორიის უნიკალური საარქივო მასალები, ახალი ამბები, ისტორია, კონფლიქტის ისტორია

  • აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების სრული სია

  • აფხაზეთის ისტორია

  • აფხაზეთი

  • ზურაბ პაპასქირი, ცრუ ისტორია (რეცენზია ოლეგ ბღაჟბას და სტანისლავ ლაკობას “აფხაზეთის ისტორიის” სახელმძღვანელოზე)


(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აფხაზეთი&oldid=3646050“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.272","walltime":"0.357","ppvisitednodes":"value":1518,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":36836,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":14289,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":6883,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 177.998 1 -total"," 30.10% 53.577 1 თარგი:სქოლიო"," 22.45% 39.953 1 თარგი:საქართველოს_ისტორიული_მხარეები"," 19.95% 35.516 1 თარგი:ნავდაფა"," 7.92% 14.092 5 თარგი:მთავარი"," 6.66% 11.849 1 თარგი:Cite_web"," 6.49% 11.553 1 თარგი:ქსე"," 5.86% 10.432 1 თარგი:ფერი"," 5.48% 9.757 1 თარგი:ინფოდაფა_საქართველოს_კუთხე"," 4.79% 8.521 5 თარგი:მულტიპარამეტრი-ბმულით"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":535295,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1321","timestamp":"20190412114930","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d0u10e4u10eeu10d0u10d6u10d4u10d7u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q23334","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q23334","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-05-17T11:22:48Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/7a/Part_of_historical_Abkhazia_in_modern_international_borders_of_Georgia.svg","headline":"u10e0u10d4u10d2u10d8u10ddu10dcu10d8"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":166,"wgHostname":"mw1327"););

Popular posts from this blog

រឿង រ៉ូមេអូ និង ហ្ស៊ុយលីយេ សង្ខេបរឿង តួអង្គ បញ្ជីណែនាំ

QGIS export composer to PDF scale the map [closed] Planned maintenance scheduled April 23, 2019 at 23:30 UTC (7:30pm US/Eastern) Announcing the arrival of Valued Associate #679: Cesar Manara Unicorn Meta Zoo #1: Why another podcast?Print Composer QGIS 2.6, how to export image?QGIS 2.8.1 print composer won't export all OpenCycleMap base layer tilesSave Print/Map QGIS composer view as PNG/PDF using Python (without changing anything in visible layout)?Export QGIS Print Composer PDF with searchable text labelsQGIS Print Composer does not change from landscape to portrait orientation?How can I avoid map size and scale changes in print composer?Fuzzy PDF export in QGIS running on macSierra OSExport the legend into its 100% size using Print ComposerScale-dependent rendering in QGIS PDF output

PDF-ში გადმოწერა სანავიგაციო მენიუproject page