<!--




-->






<!-- -->























  • მთავარი

  • ჩვენ შესახებ

  • ისტორია

ისტორია





1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი. ახალი კანონის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის საბჭოს შექმნა. საქართველოს იუსტიციის საბჭოს ფუნქციებად განისაზღვრა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულება.


საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 დეკემბრის N 868 - I დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრს მიხეილ სააკაშვილს მიენიჭა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომის თავმჯდომარეობის უფლებამოსილება.


საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 12 წევრით, სადაც 3 მოსამართლე იყო წარმოდგენილი. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა სამს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 4 წევრი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული 1 წევრი.


2004 წლის 30 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 9 წევრით, თუმცა აღნიშნულს მოსამართლეთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 2 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა ერთს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.


2005 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 18 წევრით, რომელთაგან 8 წევრს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისაგან ირჩევდა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.


საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 4 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა სამს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.


2006 წლის 25 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 19 წევრით. საბჭოს შემადგენლობიდან გავიდა საქართველოს გენერალური პროკურორი, ხოლო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვრა 9 წევრით.


საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 5 წევრი, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ აღემატებოდა ოთხს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 2 წევრი.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსისა და მისი ფუნქციური მოვალეობების თვალსაზრისით გარდამტეხი გახლდათ 2006 წლის 27 დეკემბერს და 2007 წლის 19 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც შექმნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტატუსი და დაკომპლექტების პრინციპი სრულად შეესაბამება მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპის ქარტიის ზოგად პრინციპებს.


საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 15 წევრით. საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს საერთო სასამართლოებს საბჭოში წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. (საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი). საქართველოს პარლამენტის კვოტა განისაზღვრა 4 წევრით, რომელთაგან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საბჭოს შემადგენლობაში. საქართველოს პრეზიდენტს საბჭოში წარმოადგენს მის მიერ დანიშნული 2 წევრი.


2008 წლის 5 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის კვოტით საბჭოში, სავალდებულო წესით შევიდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი.


2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეალურად იქცა სასამართლოს სისტემის და თითოეული კონკრეტული მოსამართლის ინტერესების გამტარებელ დამოუკიდებელ ორგანოდ, რომლის საქმიანობა მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განვითარებისაკენ.





ყოფილი წევრები:


  • აბაშიძე ზურაბ (საბჭოს მდივანი)

  • ალანია თამარ

  • ადეიშვილი ზურაბ

  • ადეიშვილი ირაკლი

  • ანჯაფარიძე კახაბერ

  • ბეჟაშვილი ლევან

  • ბოკერია გიგა

  • გაბინაშვილი მერაბ

  • გეწაძე შოთა

  • გვენეტაძე ნინო (საბჭოს თავმჯდომარე)

  • გოცირიძე ევა

  • გელბახიანი ვალერი

  • გეწაძე გია (საბჭოს მდივანი)

  • გვარამია ნიკა

  • გილიგაშვილი როლანდ

  • გურული მალხაზ

  • დავითაშვილი კობა

  • დემეტრაშვილი ავთანდილ

  • დიასამიძე ნოდარ

  • ზოდელავა მურთაზ

  • თოდუა ილონა

  • თორდია ვახტანგ

  • კალანდაძე ლაშა

  • კალანდაძე ნინო

  • კემულარია კონსტანტინე

  • კობერიძე კახა

  • კოპალეიშვილი მაია

  • კუბლაშვილი კონსტანტინე (საბჭოს თავმჯდომარე)


  • კუბლაშვილი პავლე (საბჭოს მდივანი)

  • ლალიაშვილი ნიკოლოზი

  • ლეჟავა პაატა

  • ლოლაძე ბესიკ

  • მამალაძე მამუკა

  • მამულაშვილი გოჩა

  • მეიშვილი ზაზა

  • მინაშვილი აკაკი

  • მუმლაძე დავით (საბჭოს მდივანი)

  • მურუსიძე ლევან (საბჭოს მდივანი)

  • ნინიძე თედო

  • ობგაიძე გიორგი

  • პაიჭაძე გოჩა

  • პაპუაშვილი გიორგი

  • ჟღენტი რამაზი

  • სააკაშვილი მიხეილ

  • სილაგაძე პაატა

  • სიჭინავა ოთარ

  • სოფრომაძე კახაბერ

  • სულხანიშვილი მაია

  • ტყეშელაშვილი ეკატერინე

  • უგრეხელიძე მინდია

  • ფხაკაძე მამია

  • ქავთარაძე გია (საბჭოს მდივანი)

  • ქურდაძე ირინა

  • ქუცნაშვილი ზაქარია

  • შავგულიძე შალვა

  • შავლიაშვილი გიორგი

  • შარმანაშვილი თენგიზ

  • შენგელია ოთარ

  • ჩინჩალაძე მიხეილ


  • ცერცვაძე ვალერი (საბჭოს მდივანი)

  • ცერცვაძე მარიამ


  • ჭანტურია ლადო (საბჭოს თავმჯდომარე)

  • ხეცურიანი ჯონი


  • ხიზანიშვილი გიორგი

  • ხმალაძე ვახტანგ

  • ჯორბენაძე ომარ




























  • ჩვენ შესახებ


  • მისია


  • ისტორია


  • სტრუქტურა


  • საერთო სასამართლოები


  • საერთო სასამართლოების სისტემა


  • რეზერვის მოსამართლეები


  • სასამართლო ფორმები


  • სახელმწიფო ბაჟი








Cufon.replace('.cufon', fontFamily: 'Eurostile GEO Mtav.' );

$("a[rel^='prettyPhoto']").prettyPhoto();
$(document).ready(function()
$("ul.sf-menu").superfish().find('ul').bgIframe(opacity:false);
);

window.onload = function()
new JsDatePick(
cellColorScheme:"aqua",
weekStartDay:1,
useMode:2,
imgPath:"_javascript/jsdatepick/img/",
isStripped:false,
target:"date",
dateFormat:"%Y-%m-%d"
);
;

Popular posts from this blog

រឿង រ៉ូមេអូ និង ហ្ស៊ុយលីយេ សង្ខេបរឿង តួអង្គ បញ្ជីណែនាំ

Crop image to path created in TikZ? Announcing the arrival of Valued Associate #679: Cesar Manara Planned maintenance scheduled April 17/18, 2019 at 00:00UTC (8:00pm US/Eastern)Crop an inserted image?TikZ pictures does not appear in posterImage behind and beyond crop marks?Tikz picture as large as possible on A4 PageTransparency vs image compression dilemmaHow to crop background from image automatically?Image does not cropTikzexternal capturing crop marks when externalizing pgfplots?How to include image path that contains a dollar signCrop image with left size given

Romeo and Juliet ContentsCharactersSynopsisSourcesDate and textThemes and motifsCriticism and interpretationLegacyScene by sceneSee alsoNotes and referencesSourcesExternal linksNavigation menu"Consumer Price Index (estimate) 1800–"10.2307/28710160037-3222287101610.1093/res/II.5.31910.2307/45967845967810.2307/2869925286992510.1525/jams.1982.35.3.03a00050"Dada Masilo: South African dancer who breaks the rules"10.1093/res/os-XV.57.1610.2307/28680942868094"Sweet Sorrow: Mann-Korman's Romeo and Juliet Closes Sept. 5 at MN's Ordway"the original10.2307/45957745957710.1017/CCOL0521570476.009"Ram Leela box office collections hit massive Rs 100 crore, pulverises prediction"Archived"Broadway Revival of Romeo and Juliet, Starring Orlando Bloom and Condola Rashad, Will Close Dec. 8"Archived10.1075/jhp.7.1.04hon"Wherefore art thou, Romeo? To make us laugh at Navy Pier"the original10.1093/gmo/9781561592630.article.O006772"Ram-leela Review Roundup: Critics Hail Film as Best Adaptation of Romeo and Juliet"Archived10.2307/31946310047-77293194631"Romeo and Juliet get Twitter treatment""Juliet's Nurse by Lois Leveen""Romeo and Juliet: Orlando Bloom's Broadway Debut Released in Theaters for Valentine's Day"Archived"Romeo and Juliet Has No Balcony"10.1093/gmo/9781561592630.article.O00778110.2307/2867423286742310.1076/enst.82.2.115.959510.1080/00138380601042675"A plague o' both your houses: error in GCSE exam paper forces apology""Juliet of the Five O'Clock Shadow, and Other Wonders"10.2307/33912430027-4321339124310.2307/28487440038-7134284874410.2307/29123140149-661129123144728341M"Weekender Guide: Shakespeare on The Drive""balcony"UK public library membership"romeo"UK public library membership10.1017/CCOL9780521844291"Post-Zionist Critique on Israel and the Palestinians Part III: Popular Culture"10.2307/25379071533-86140377-919X2537907"Capulets and Montagues: UK exam board admit mixing names up in Romeo and Juliet paper"Istoria Novellamente Ritrovata di Due Nobili Amanti2027/mdp.390150822329610820-750X"GCSE exam error: Board accidentally rewrites Shakespeare"10.2307/29176390149-66112917639"Exam board apologises after error in English GCSE paper which confused characters in Shakespeare's Romeo and Juliet""From Mariotto and Ganozza to Romeo and Guilietta: Metamorphoses of a Renaissance Tale"10.2307/37323537323510.2307/2867455286745510.2307/28678912867891"10 Questions for Taylor Swift"10.2307/28680922868092"Haymarket Theatre""The Zeffirelli Way: Revealing Talk by Florentine Director""Michael Smuin: 1938-2007 / Prolific dance director had showy career"The Life and Art of Edwin BoothRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietEasy Read Romeo and JulietRomeo and Julieteeecb12003684p(data)4099369-3n8211610759dbe00d-a9e2-41a3-b2c1-977dd692899302814385X313670221313670221