ფოთი სექციების სია ისტორია | გეოგრაფია | ლეგენდები და თქმულებები | სიმბოლიკა | მოსახლეობა | დაძმობილებული ქალაქები | ფოთის ფოლკლორი | გამოჩენილი ფოთელები | ფოტოგალერეა | რესურსები ინტერნეტში | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ42°09′00″ ჩ. გ. 41°40′00″ ა. გ. / 42.15000° ჩ. გ. 41.66667° ა. გ. / 42.15000; 41.66667ქალაქ ფოთის პორტალიფოთის ოფიციალური ვებ-გვერდიფოთის საზღვაო ნავსადგურიფოთის პორტის ქარტიასურათები ფოთზესტრაბონი. გეოგრაფია 17 წიგნადჰეროდოტე. მსოფლიო ისტორიაჰეროდოტე, «ისტორია» (9 ტომად)ფოთის წარმოშობა და ლეგენდებიფოთის ფოტო პორტალიძველი ფოთის ფოტო გალერეაკოლხეთის ეროვნული პარკის ფოტო გალერეაფოთის ფოტო გალერეაპალიასტომის ტბის ფოტო გალერეაქალაქ ფოთის ტოპონიმიკასტრაბონი გეოგრაფია 2002 წლის აღწერის მიხედვითსაჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტიКавказский календарь на 1847 год გვ. 65„ადგილობრივი თვითმმართველობა“ გვ. 11 — თბილისი, 2016Кавказский календарь на 1878 год გვ. 320Кавказский календарь на 1881 год გვ. 281Кавказский календарь на 1894 год გვ. 340Кавказский календарь на 1898 год გვ. 344Кавказский календарь на 1912 годმოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014რრრ
საქართველოს ქალაქებიფოთისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ქალაქებიშავიზღვისპირა ქალაქებისაქართველოს მუნიციპალიტეტებისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტები
4 დეკემბერი2006მუნიციპალიტეტისაქართველოშიშავ ზღვაზესამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეშიკოლხეთის დაბლობზერიონისნამარნუძიგურინოსირისაკირეცივაანაკლიაეკისენაკიერგეტაურეკიანტიკური ქალაქისსტრაბონსრიონისჭოროხისგ. გამყრელიძისფაზისისრიონისბერძნული კოლონიზაცია“მილეტელთაჭოროხისნატეხებთანამფორისკოლხური თეთრისდიდრაქმა„პალიასტომის ღვთსმშობელმა“ბარძიმიფაზისის სამიტროპოლიტოსტრაპიზუნტისპალიასტომისკაპარჭინასბიჭვინთასოხუმიოჩამჩირეგუდავანოქალაქევივაშნარიქობულეთიციხისძირიგონიონოქალაქევისმილეტისხოხობის15781640ლევან მეორე დადიანმა1725რუსეთ ოსმალეთის 1768-74 წლების ომისსამეგრელოს სამთავროს1804პავლე ციციანოვისამეგრელო1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომისგურიის სამთავროსპალიასტომის ტბანიკოლოზ Iადრიანოპოლის ზავითფოთის კოშკი1853ალექსანდრე II1858იმპერატორ ალექსანდრეს მეორის1859კავკასია1867187118721885ნიკო ნიკოლაძეფოთისა და ხობის ეპარქიისტრასეკასფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონისილიჩევსკივარნაუკრაინისბულგარეთისთურქეთისრუმინეთისრუსეთისრუსეთ-საქართველოს ომის8 აგვისტოს12აგვისტოს9ვაკერელიეფიმელიორაციულკოლხეთის დაბლობიბოტანიკურირელიქტურიენდემურილაფანიიმერული მუხაპონტოური კანაფისმწერიჭამია დროზერასამეფო გვიმრაფიტოცენოზებისჭაობებისსპარსული ხვართქლაპრომეთესამირანიკოთხოჯიზამბახილაფანიმოცვიწყლის სამყურაპიტნამატიტელაჩიტისთვალაცხენისკბილაზამბახიდუმფარალეღვითუთაჟოლომაყვალიეკალასასიმინდილობიომუხუდოსპელტაღომისაბრინჯისფეტვიცპიტნაზაფრანაქონდარიწიფელიმუხაწაბლიკოპიტიიფანიმურყანისთხმელამალთაყვის ტყე-პარკისჭადრებსლუგუსტრინებსაქაფურის ხეებსადამ კურკოვსკისრესლერი1873საცდელი სადგურისბრონისლავა სმიტიბათუმის ბულვარიმაგნოლიაჭაობის კვიპაროსიფიჭვიანაკლიაჭურიისკოლხური ხოხობისათვისთეთრკუდა არწივიშავი ყარყატიდიდი თეთრი ყანჩახუჭუჭა ვარხვითეთრშუბლა ბატიმყივანა გედიგარეული იხვიკაკაჩებიძერებიკირკიტებიძელქორებითეთრკუდაბექობის არწივებიშაკისმექვიშიებითოლიებითევზიყლაპიებიჩვამებსკოკონებსამელოტებსძუძუმწოვრებიდანტურაკავკასიური თხუნელაგარეული ღორიდელფინი აფალინათეთრგვერდა დელფინიპალიასტომის ტბაფარგაკეფალიკეფალიატლანტიკური ზუთხისვიაშავი ზღვის ორაგულისკუმბრიალობანიქარიყლაპიავერცხლისფერი ბრტყელშუბლაამფიბიებიდანვასაკატბორის ბაყაყიმცირეაზიური ტრიტონიქვეწარმავლებიდანწყლის ანკარაესკულაპის მცურავიჭაობის კუფრიქსესაფელესიიასონისამედეასინეფელემეგეოსის ზღვისაპროპონდიტის სრუტესჰელეჰელესპონტიჰელესფრიქსეაიაშიჰელიოსისაიეტმაქალკიოპეოქროს საწმისიფაზისისთესალიისიოლკოსისპელიამიასონსარგოარგოფასისისაიეტისკუტაიასქუთაისსპალიასტომისჯუმათისბესარიონ გოგოლიშვილისტაროვერებისხუტორიოქროს საწმისიპორტოლანზეპიეტრო ვესკონტესრიონისFassoფაზისიფაზისისოქროს საწმისისარგონავტებზეღუზალოტბარიძუკუ ლოლუარომანოზ (რემა) შელეგიაავქსენტი მეგრელიძეილიკო სუხიშვილიმიხეილ ხავთასიშოთა ჩახავაარჩილ ხორავა
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
ფოთი
Jump to navigation
Jump to search
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ფოთი | |||||
ფოთის ცენტრი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
კოორდინატები | 42°09′00″ ჩ. გ. 41°40′00″ ა. გ. / 42.15000° ჩ. გ. 41.66667° ა. გ. / 42.15000; 41.66667 | ||||
მერი | გოჩა კურდღელია | ||||
დაარსდა | VII საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | ჰესიოდეს „თეოგონიაში“ (ჩვ. წ. VII ს.) | ||||
ადრეული სახელები | ფაზისი | ||||
ფართობი | 65,8 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 41 465 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 716.6 [1] კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 94% | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 (493) | ||||
საფოსტო ინდექსი | 4400–4499[2] | ||||
ოფიციალური საიტი | http://poti.gov.ge | ||||
ფოთი ვიკისაწყობში |
ფოთი, ოფიციალურად სსიპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი“[3] (ს/ნ. 215138143; რეგ. თარიღი — 4 დეკემბერი, 2006) — საპორტო ქალაქი და მუნიციპალიტეტი, საქართველოში, შავ ზღვაზე, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის შესართავში. ქალაქის ტერიტორია შეადგენს 69 კვ. კმ-ს.
სექციების სია
1 ისტორია
1.1 ფოთის არქეოლოგია
1.2 ანტიკური ხანა
1.3 ადრე ფეოდალური ხანა
1.4 შუა საუკუნეები, ოსმალეთის იმპერია
1.5 ფოთი რუსეთის იმპერიაში
1.6 ფოთი საბჭოთა კავშირში
1.7 ფოთი დღეს
1.8 რუსეთ-საქართველოს ომი
2 გეოგრაფია
2.1 რელიეფი
2.2 ფლორა და ფაუნა
3 ლეგენდები და თქმულებები
3.1 მითი არგონავტებზე
3.2 ლეგენდა პალიასტომის შესახებ
3.3 მალთაყვა
3.4 ნაბადა
3.5 ნახუტური
4 სიმბოლიკა
4.1 დროშა
4.2 გერბი
5 მოსახლეობა
6 დაძმობილებული ქალაქები
7 ფოთის ფოლკლორი
8 გამოჩენილი ფოთელები
9 ფოტოგალერეა
10 რესურსები ინტერნეტში
11 ლიტერატურა
12 სქოლიო
ისტორია |
ფოთის არქეოლოგია |
ფოთის აღმოსავლეთით 15-20 კმ-ის იქით, მდინარეებს რიონსა და ხობს შორის, აღმოჩნდა გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ეპოქის ადამიანთა ნამოსახლარები (ნამარნუ, ძიგური, ნოსირი, საკირე, ცივა, ანაკლია, ეკი, სენაკი, ერგეტა, ურეკი და სხვა). გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ეპოქაში მეცნიერ-გეოგრაფთა მონაცემებით შავი ზღვის დონე თანამედროვესთან შედარებით დაწეული იყო რამდენიმე მეტრით (ზღვის რეგრესია). ამ ეპოქაში, ზღვის დონის დადაბლების შედეგად დაშრა რიონის დაბლობი ჭაობები და ლაგუნები, რის გამოც შედარებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ადამიანის ცხოვრებისათვის, ამის შედეგად წარმოიქმნა, ალბათ, აღნიშნული ეპოქის, ანუ გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ნამოსახლარები. აღსანიშნავია, რომ აღმოჩნდა უცხოური კერამიკის ფრაგმენტებიც ზღვისპირზე ურეკსა და ყულევის შუა ძვ.წ. VI და შემდგომი საუკუნეებისა.
არ აღმოჩნდა რაიმე ანტიკური ქალაქის ნამოსახლარი (ზღვის პირას).
ქალაქ ფაზისის ადგილმდებარეობა ეხლაც კი ჯერ დაუდგენელია ამიტომაც მეცნიერებსა და მკვლევარებს დიდი კამათი აქვთ ამ თემაზე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული ყველაზე ნათლად მისი მდებარეობა სტრაბონს აქვს აღწერილი სადაც ამბობს რომ ის მდებარეობს ზღვას, ტბას და მდინარეს შორისო, ეს ყველაზე უფრო ახლანდელი ფოთის მდებარეობას ემთხვევა, როგორც ვთქვით ამ იდეას ბევრი მომხრე ჰყავს (ნუგზარ ნადარაია, ცოტნე მირცხულავა). ფაზისის აკადემიამ დიდი სამუშაო შეასრულა ფაზისის ისტორიული კვლევის თვალსაზრისით. ბატონმა ცოტნე მირცხულავამ (გაეროს ექსპერტი, აღიარებული მეცნიერი) გამოსცეს ჟურნალი „ცოტნეიდელი“, სადაც თავმოყრილია უნიკალური მასალები კოლხეთის ისტორიაზე, ბოლო დროს სამეცნიერო თუ სასულიერო წიგნებში გაიჟღერა აზრთა სხვადასხვაობამ ფაზისის ისტორიული მდებარეობის საკითხზე. ამასთან აქცევენ ყურადღებას - ფაზისის (რიონის) ხეობა (და არა ჭოროხის), რიონი ფასის მთიდან იღებს სათავეს, აქედანაა მისი ძველი სახელწოდება - ფასისი - ფაზისი და ქალაქი ფაზისი ადეკვატია.
ამ ჰიპოთეზას მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს მაგ. ბატონი გ. გამყრელიძე. არქეოლოგ გ. გამყრელიძის სიტყვით, რომელიც საგანგებოდ სწავლობდა ქ. ფაზისის მდებარეობის საკითხს მდ. რიონის შესართავთან ან მომიჯნავე მხარეებში „კლასიკური და ელინისტური ხანის ქალაქი არქეოლოგიურად არ არის დადასტურებული“ [4]
უფრო მეტიც, არა თუ კლასიკური და ელინისტური ხანის რაიმე ნაქალაქარის არსებობა, არამედ ბერძნული კულტურის რაიმე ზეგავლენაც კი არ ჩანს მოსახლეობის ყოფაში. გ. გამყრელიძე წერს - მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ ძვ.წ. VIII-VI და გნებავთ IV საუკუნემდე ფოთის მიდამოებში და მთელ კოლხეთში რაიმე დიდი ცვლილება არქეოლოგიურ კულტურაში (კერამიკური და მეტალურგიულ წარმოებაში, არქიტექტურაში, იდეოლოგიაში თუ დაკრძალვის წესში არ შეიმჩნევა. ხსენებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი სოციუმი როგორც ცხოვრობდა ისე ცხოვრობს, არ ჩანს ბერძნული კულტურის რაიმე ზეგავლენა მოსახლეობის ყოფაში) [5]
ის ასკვნის, რომ თუ ფოთი ფაზისია, მაშინ „ე.წ. დიდი ბერძნული კოლონიზაცია ძ.წ. VIII-VII საუკუნეებში არ შეხებია ქ ფაზისს“ ბატონი გამყრელიძე გულისხმობს, რომ არქეოლოგიური მასალების მიხედვით, ქ. ფოთს არ შეხებია „ე.წ. დიდი ბერძნული კოლონიზაცია“, ცხადია ქ. ფაზისი მილეტელთა დაარსებული იყო და ფაზისი თვით იყო დიდი ბერძნული კოლონიზაციის შედეგი, მაგრამ რადგანაც ქ. ფოთთან არ აღმოჩნდა ამ კოლონიზაციის რაიმე კვალი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ ფოთთან არ უნდა ეძიონ ქ. ფაზისი, არამედ სხვა რეგიონში, იქნებ ჭოროხის შესართავთან, ანდა უფრო სამხრეთით. გამყრელიძე განაგრძობს - ქ. ფოთსა და მის შემოგარენში „უცხოური ნაწარმი კოლონიზაციის ეპოქაში არ ჩანს, ხოლო ძვ.წ. VI-V საუკუნეთა იმპორტული ნაწარმი მცირეა და სულ დაახლოებით 100 ერთეულით (კერამიკის ნატეხები) განისაზღვრება. ამიტომ აქ რაღაც ინტენსიურ ბერძნულ საკონოლიზაციო მოქმედებებზე საუბარი ჯერჯერობით სრულიად უსაფუძვლოა“. აღსანიშნავია, რომ ის მწირი არქეოლოგიური მასალა, რომელიც მიკვლეულია, აღმოჩენილია მიწის ქვეშ 6 მ. სიღრმეზე ან პალიასტომის ტბის ფსკერზე ან ზღვაში „დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი არქეოლოგიური მონაცემები ადგილ "ნატეხებთან პალიასტომის ტბის დას. ნაწილში თიხა-ტორფიან ფენებში დადასტურდა. აქ აღმოჩნდა ძვ.წ. IV ს-ის ანტიკური შავლაქიანი ჭურჭლის ქუსლი და ამფორის ძირი (ძვ.წ.III ს.). ფოთის მიდამოებში აღმოჩნდა ძვ.წ. V ს-ის კოლხური თეთრის 2 ცალი დიდრაქმა. პირველი მაისის ქუჩაზე გეოლოგიური ბურღვის შედეგად, 6 მ-ის სიღრმეზე აღმოჩნდა სინოპურის მსგავსი ძვ.წ. II-I სს-თა კერამიკის ნაშთები (იქვე, გვ.174)“
ფოთის მიდამოებში ცხოვრება ქრისტიანობის გავრცელების შედეგად გაგრძელდებოდა ჩვეული გზით, ანუ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა ისეთივე იყო, როგორც მთელ დანარჩენ დას. საქართველოში, სადაც უკვე IV ს-დან ეკლესიათა მშენებლობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ფოთის მახლობლად პალიასტომის ტბის ადგილას ერთ-ერთ სოფელში, სადაც იდგა ეკლესია (ჩანს IV-VIII სს-სა), რომლის ცნობილმა ხატმა „პალიასტომის ღვთსმშობელმა“ დღემდე მოაღწია - „ფოთიდან, პალიასტომის ტბის მიდამოებიდან, არის ქართული (მხედრულწარწერიანი) ბარძიმი, რომელიც ქ. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება (ინვ. '3788)“ ბარძიმს აქვს ქართული წარწერა, ასევე ქართულია პალიასტომის ხატის წარწერაც, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ აღნიშნული ტაძარი ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა და არა ბერძნულისა. ამიტომაც გამყრელიძეს ეჭვი ეპარება იმაში რომ ფაზისის სამიტროპოლიტოს ცენტრი ყოფილიყოს ქ. ფოთში. იქნებ ფასისის სამიტროპოლიტოს 4 ბერძნული საეპისკოპოსო არა დას. საქართველოსში, არამედ იქ იყო, სადაც მათი არსებობის შესახებ მიუთითა სახელგანთქმულმა მეცნიერმა ნ. ადონციმ, ანუ ტრაპიზუნტის ოლქში, ჭოროხის ხეობის დასავლეთ ნაწილში. პალიასტომის ფსკერზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სოფლური დასახლება, შეიძლება ითქვას ქართული ტიპისა, რადგანაც მას არ გააჩნია ბრწყინვალება ბერძნული ცივილიზაციისა. ჰიდრო-არქეოლოგი წერს - „პალიასტომის ტბის სამხრეთ ნაწილში კაპარჭინას ბოლოში, ადგილ „ნაეკლესიარზე“ აღმოჩნდა რიყის ქვებით ნაგები კედელის ნაშთები. ტბის დასავლეთ ნაწილში, მალთაყვასთან, დადასტურდა III-VIII სს-თა ნამოსახლარის ნაშთები. არქეოლოგიური კვლევით გაირკვა, რომ პალიასტომის ტბაში პუნქტ „ნატეხებში“ ძველი ნამოსახლარია და მისი ნაშთები 900 კვ.მ-ზე ვრცელდება... პალიასტომის ტბის ფართი 18 კვ.კმ-ია, ზღვისა და ტბის დონე თანაბარია“.
გ. გამყრელიძის აზრით სიტყვა პალიასტომი შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან "პალიას" (ძველი) და "სტომა" (ციხე-სიმაგრე). ე.ი. ძველი ციხე-სიმაგრე.
პალიასტომის ადგილ „ნატეხების“ ნამოსახლარის კერამიკა (აგური, კრამიტი) ისეთივეა, როგორც დას, საქართველოს სხვა ნაგებობებისა (ბიჭვინთა, სოხუმი, ოჩამჩირე, გუდავა, ნოქალაქევი, ვაშნარი, ქობულეთი, ციხისძირი, გონიო)
აქ აღმოჩნდა უცხოური ბრტყელი კრამიტიც, „ნატეხების“ ნამოსახლარის კერამიკული ტარა - ადგილობრივი ამფორები სიახლოვეს იჩენს ნოქალაქევის აღმოჩენებთან. ადგილობრივია სამზარეულო კერამიკა ქოთნები, ჯამები, ლუთერიები, დოქები, ქვევრები. პალიასტომის ტბის ნასახლარის აღმოჩენილი მასალის 75% ადგილობრივია, ხოლო შესაბამისად 25 % უცხოური კერამიკაა. ამ მასალაზე დაყრდნობით როგორც ავღნიშნეთ გამყრელიძე სკეპტიკურად უყურებს ფოთისა და ფაზისის იდენტურობას. ერთი სიტყვით, ფოთის არქეოლოგიური მასალა მიუთითებს, რომ იქ არსებული „ნატეხების“ დასახლება, ჩვეულებრივი, სხვათა მსგავსი ადგილობრივი (ქართული) სოფელი იყო, თავისი ეკლესიით და ანტიკური თუ ბიზანტიური ტიპის ქალაქი არ ყოფილა. „ნატეხები“ კი ყველაზე დიდი დასახლება იყო ფოთის რეგიონში. გ. გამყრელიძის აზრით. „ფაზისი ზღვაში უნდა იყოს დაძირული, ამის დასტურია აგრეთვე მეცნიერ-გეოგრაფების მონაცემები, რომლის მიხედვით შავ ზღვაზე ე.წ. ფანაგორიული რეგრესის დამთავრების მერე დაიწყო შავი ზღვის ტრანსგრესია“.
ანტიკური ხანა |
ქალაქი ფოთი არის ანტიკური ფაზისის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა ძვ . წ. VII საუკუნეში და იგი მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს წარმოადგენდა. მიიჩნევენ რომ ფაზისის კოლონია დააარსეს მილეტის ბერძენმა ახალმოშენეებმა [6].
ამიან მარცელინის დროს ფაზისში იდგა 400 ნარჩევი მეომრისაგან შემდგარი გარნიზონი.- ქალაქში იდგა კიბელის ტაძარი.
- ის იყო ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე.
ქალაქი ფაზისისაგან მოდის ხოხობის სახელწოდება ყველა ევროპულ ენებში (ფაზიანუს), რომელიც არგონავტებმა გაიყვანეს ევროპაში.
- მიწათმოქმედების, ხელოსნობის, საფეიქრო, კერამიკული და სხვა დარგების განვითარებამ ანტიკური ქალაქი ფაზისი კოლხეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ცენტრად აქცია.
- ქალაქი თავისი კულტურითაც იყო ცნობილი. აქ ფუნქციონირებდა რიტორიკული სკოლა - ფაზისის აკადემია, სადაც სწავლობდნენ როგორც ქართველები ისე ბერძნებიც და სწავლებაც ორივე ენებზე მიმდინარეობდა. აქ მიიღო განათლება ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა იოანე ლაზმა, რომელიც სწავლულ ზაქარია ქართველთან ერთად ახლდა კონსტანტინოპოლში თავის მოწაფეს ცნობილ ფილოსოფოსს და ღვითსმეტყველს პეტრე იბერს.
ადრე ფეოდალური ხანა |
- ქალაქი ფაზისი ფოთად ოფიციალურ ისტორიულ ლიტერატურაში პირველად მოხსენებული აქვს VIII საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ღევონდის.
- ქართულ წყაროთა შორის ფოთი პირველად გვხვდება XI საუკუნის ძეგლში „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“ . ამ ცნობის თანახმად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებული გიორგი ათონელი ქ. სამსუნიდან ნავით ფოთის ნავსადგურში შემოსულა.[1]
- მე -14 - 15 საუკუნეებში ფოთში მდებარეობდა გენუის სავაჭრო ფაქტორია.
შუა საუკუნეები, ოსმალეთის იმპერია |
1578 წელს ფოთი ოსმალებმა დაიპყრეს და მათი გარნიზონი 62 წლის განმავლობაში აკონტროლებდა ფოთის ნავსადგურს. 1640 წელს სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა და დასავლეთ საქართველოს სათავადოების გაერთიანებულმა სამხედრო რაზმებმა დაიბრუნეს ფოთი და თურქების მიერ აშენებული ციხე დაანგრიეს. თუმცა 1725 წელს ფოთი ისევ თურქებმა დალაშქრეს და დასვეს ფაშა რომელსაც დაუმორჩილეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი და იქ ახალი ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელსაც ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, იგი ოთხივე კუთხეში კოშკით იყო გამაგრებული. რუსეთ ოსმალეთის 1768-74 წლების ომის დროს რუსეთის იმპერიისა და ქართული სამეფოების ერთობლივი ძალისხმევით ორჯერ განხორციელდა ფოთის ციხეზე შეტევა, თუმცა უშედეგოდ.[7]
ოსმალთა ინტერესის საგნად ფოთს არ დაუკარგავს თავისი სავაჭრო მნიშვნელობა. XVIII ს-ის მთელ მანძილზე ის ტყვეთა ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარ ცენტრი იყო. ტყვეებით ვაჭრობა დღითიდღე აქვეითებდა ქვეყნის ეკონომიურ წინსვლას და აგრეთვე ფოთის საქალაქო ცხოვრებას. აქ თავს იყრიდნენ უპირატესად დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ვაჭრები.
სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შეყვანის შემდგომ, 1804 წელს ფოთში ჩნდებიან პირველი რუსი სამხედროები. 1809 წელს თავად ნ. დადიანის ხელმძღვანელობით ფოთი ისევ დაიბრუნეს ქართველებმა. 1812 წელს ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიამ ფოთი კვლავ დაუთმო ოსმალეთს. ამას ადამიანებით ვაჭრობის კვლავ გამოცოცხლება მოჰყვა.
ფოთი რუსეთის იმპერიაში |
ფოთის ციხის დაუფლებას რუსეთის იმპერიის სამხედრო მოხელეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. პავლე ციციანოვი მიიჩნევდა, რომ სამეგრელო ფოთის გარეშე არაფერს წარმოადგენდა და მისი აზრით ფოთი უფრო მეტი შენაძენი იქნებოდა ვიდრე სამეგრელო. საბოლოოდ ფოთი რუსეთის იმპერიამ მიიღო 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად. 1827 წელს გურიის სამთავროს ჯარმა დაიკავა გურიისა და ოდიშის სამთავროებს შორის სადავოდ ქცეული პალიასტომის ტბა და დაამყარა კავშირი ფოთის ფაშასთან რუსეთის წინააღმდეგ. 1828 წლის 15 ივლისს რუსეთის ჯარმა აიღო ფოთი. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის დავალებით გზათა მინისტრმა ფოთში გაგზავნა ინჟინერ-კაპიტანი ჩადაევი. 1829 წლის ადრიანოპოლის ზავით ოფიციალურად დადასტურდა ფოთის გადაცემა ოსმალეთიდან რუსეთისთვის. მოგვიანებით ციხე დაშალეს, ნაშალი ძირითადად ნავსადგურის მშენებლობაში გამოიყენეს. ფოთის კოშკი იმ ციხის ნაშთია.
რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ფოთის ნავსადგურის მოსაწყობათ იწყება საპროექტო სამუშაო, რომელიც 1831 წ. დაუსრულებია გენერალ-მაიორ მატიეს.
1832 წელს ბარონმა როზენმა რედუტ-კალედან (ახლანდელი ყულევი) ფოთში გადმოიტანა სახელმწიფო და საბაჟო დაწესებულებები.
1836 წელს გენერალ ესპესოს ხელმწღვანელობით ფოთში დაიწყო სამუშაოები ქალაქისა და ნავსადგურის მოსაწყობად. 1847 წელს ფოთი, იხსენიება როგორც სამეგრელოში მდებარე ციხე-სიმაგრე[8]1853 წლის 31 მარტს კავკასიის კომიტეტს გამოაქვს დადგენილება ფოთის ნავსადგურის შესახებ, რომელსაც სამი დღის შემდეგ იმპერატორი ალექსანდრე II ამტკიცებს.
კაპიტალიზმის განვითარებამ ფოთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკვანძო სატრანსპორტო ქალაქად აქცია. 1858 წლის 18 ნოემბერს, იმპერატორ ალექსანდრეს მეორის ბრძანებულებით, დამტკიცებულ იქნა დებულება "სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახლებისა და მმართველობის შესახებ". 1859 წლის 1 იანვრიდან ფოთი გამოცხადდა საპორტო ქალაქად და იწყება სამუშაოები ნავსადგურის შიდა აუზის შესაქმნელად. ამ პერიოდში ფოთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (უფროსი), რომელმაც ეს ამბავი ასახა თავის ნაშრომში "კავკასია"
1858 - 1872 წლებში, ფოთიდან ორპირამდე, კვირაში ორჯერ მოძრაობნენ ორთქლის გემები - "თავადი ბარიატინსკი", "გოლუმჩიკი", და სხვა. მათი საშუალებით უცხოელ და რუს ვაჭრებს ორპირში ჩაჰქონდათ შალეული, ტილო, მაუდი, შაქარი, მარილი და სხვა.სანაცვლოდ ფოთში ჩამოქონდათ ხეტყის მასალა, ნედლი აბრეშუმი, ბამბა, ღვინო.
1863 წელს იწყება ფოთის ნავსადგურის მშენებლობა "შავროვის პროექტის" მიხედვით, ახლადშექმნილი ნავსადგურის ნავმისადგომები მოუწყობელი იყო ტექნიკური თვალსაზრისით, უმნიშვნელო ქარის შემთხვევაშიც ნავსადგურში მდგარი გემები ღია ზღვაში გადიოდნენ. რომელიც შვიდი წლის შემდეგ არადამაკმაყოფილებლად ფასდება. ნავსადგურის რეკონსტრუქციის პროექტებიდან ყველაზე სრულყოფილი იყო პროფესორ ვოზნესენსკის პროექტი.
1867 წლის ზაფხულში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა. 1871 წელს კი გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო ხაზი: ფოთი-შორაპანი. ფოთსა და თბილისს (1872 წ.) შორის რკინიგზის ხაზის გაყვანამ მისი მნიშვნელობა ძალიან გაზარდა, ამავე წლის 14 აგვისტოს ფოთში პირველი მატარებელი შევიდა. 1872 წ-დან 1885 წ-მდე ბაქოს ნავთობის გატანა თბილისი-ფოთის რკინიგზით ხდებოდა. ამიერკავკასიისთვის ეს იყო ეპოქალური მოვლენა. გაიზარდა ამიერკავკასიის სამრეწველო და სავაჭრო პოტენციალი. რკინიგზის მშენებლობაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ნიკო ნიკოლაძე დააჯილდოვეს რკინიგზელის ოქროს ჟეტონით. ამ ჟეტონით მას უფლება ჰქონდა უფასოდ ემგზავრა რუსეთის იმპერიის რკინიგზაზე პირველი კლასის ვაგონით. იმავე წელს მტკიცდება ნავსადგურის ახალი პროექტი, თუმცა პორტისა და ქალაქის მშენებლობა ერთობ ნელი ტემპით მიმდინარეობს.
1882 წელს ფოთმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო.[9]
- ვითარება კარდინალურად იცვლება მას შემდეგ, რაც 1894 წლის 18 სექტემბერს ფოთის ქალაქის თავად ირჩევენ ნიკო ნიკოლაძეს.
1897 წელს ნიკოლაძის უშუალო ხელმძღანელობით მიიღო ნავსადგურის გადაკეთების ნებართვა და იწყება ფოთის პორტის აღმშენებლობა. ამ მიზნით გამოყოფილ იქნა 3 953 000 მანეთი. ამდენად, ქ. ფოთისა და მისი პორტის ღირსშესანიშნაობათა ლომის წილი სწორედ ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარების შემუშავება, აიგო სამოქალაქო და სახელმწიფო შენობები, ხიდები, მონუმენტური ეკლესია.
1904 წლის მეორე ნახევარში დამთავრდა და ექსპლუატაციაში შევიდა კათედრალური ტაძარი, რომელიც ქალაქის ნაგებობათაგან ერთ-ერთი ულამაზესი შენობა იყო. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის ადამ პავლეს ძე კურკოვსკის ძალისხმევით გაშენებულ იქნა ულამაზესი ბაღი (დღევანდელი საცდელი სადგურის ტერიტორია ასევე შემდეგ ქალაქის ცენტრალური პარკი).
1905 წლის დასაწყისში დამთავრდა ნავსადგურის რეკონსტრუქცია და ამავე წლის 15 მარტს ოფიციალურად გაიხსნა ნავსადგურის ახალი შემოსასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან, რითაც ძირეულად გაუმჯობესდა მისი ექსპლუატაციის პირობები. ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე საერთო დანახარჯი 1865 წლიდან 1907 წლამდე შეადგენდა 16 000 000 მანეთს.
1908 წელს განხორციელდა ფოთის ელექტროფიკაცია. განათდა ნავსადგური და რკინიგზა.
1911-12 წლებში ფოთში აშენდა 500 ადგილიანი კინოთეატრი.
1912 წლამდე გაყვანილ იქნა წყალსადენი.
1925 წელს ი.ზარდალიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა ფოთის დრამატული თეატრი.
1928 გადაკეთდა მუშათა სახელმწიფო თეატრად რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბ.გამრეკელი.
1963 წელს თეატრს მიენიჭა ვალერიან გუნიას სახელი.
ფოთი საბჭოთა კავშირში |
ქალაქი ფოთი მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში გაიზარდა და სრულიად შეიცვალა იერსახე. აშენდა ახალი საცხოვრებელი მასივები, სამკურნალო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტულ-ტურისტული ბაზები. ფოთი გახდა კოლხეთის ჭაობების დაშრობისა და ათვისების სამეცნიერო ცენტრი. ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდია, გ.ჩიტაიას სახელობის კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმი და მრავალი სხვა დაწესებულება. ქალაქი არის ფოთისა და ხობის ეპარქიის ცენტრი.აქ არის ნავთობგადამამუშავებელი, გემთმშენებლობის (ამჟამად გაჩერებულია), გემთშემკეთებელი (ამჟამად გაჩერებულია), კვების მრეწველობის საწარმოები.
ფოთი დღეს |
დღეს ფოთი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ რეგიონად მიიჩნევა. ფოთის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია. იგი მდებარეობს ტრასეკას კორიდორზე და წარმოადგენს კავკასიის სატრანზიტო, სატრანსპორტო ქსელის უდიდეს სეგმენტს. ფოთს ევროპა-აზიის კორიდორში მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა. 2008 წლის 15 აპრილს ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია გაიმართა. თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნა საქართველოს ეკონომიკაში ახალი სიტყვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ახალი ტალღაა - განაცხადა პრეზიდენტმა. ამ დღეს ოქროს საწყისი ეწოდა.
ფოთის განვითარების გეგმა გლობალურ პროექტებს ითვალისწინებს. დაგეგმილია მდინარე რიონის გადაკეტვა და ახალი აკვატორიის შექმნა. საერთაშორისო გადაზიდვებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სარკინიგზო-საბორნე კომპლექსს, ფოთი-ილიჩევსკი-ვარნა, რომელიც ფოთს უკრაინის ბულგარეთის, თურქეთის, რუმინეთის, რუსეთის პორტებს აკავშირებს.
რუსეთ-საქართველოს ომი |
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქალაქი ფოთი დაიბომბა რუსული ბომბდამშენების მიერ. დაბომბვა 8 აგვისტოს, 23:45 წუთზე მოხდა. 12 აგვისტოს რუსულმა არმიამ ფოთის ოკუპაცია მოახდინა.რუსებმა ქალაქში 2 პოსტი გახსნეს: 1, უშუალოდ ქალაქში-ნაბადის ტერიტორიაზე, მეორე კი-ფოთის შესასვლელში მთავარ წყალგამყოფ ხიდთან. 9 სექტემბერს, მედვედევი-სარკოზის 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთანხმების მიხედვით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ფოთი დატოვეს.
გეოგრაფია |
რელიეფი |
ქალაქი ფოთი ზღვის დონიდან საშუალოდ 0.8-2 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ფოთისათვის დამახასიათებელია ვაკე რელიეფი. ქალაქის ტერიტორიის მიწები განეკუთვნება ქვიშა და ქვიშნარ ნიადაგებს. დაბალი ჰიფსომეტრიული დონე, ნიადაგ-გრუნტის წყლის სიახლოვე ზედაპირთან განაპირობებს დაჭაობების პროცესს. განსაკუთრებით იქ, სადაც ნიადაგის ზედაპირის დონე ზღვის დონეზე დაბალია. ხდება მისი ხელოვნურად ამაღლება. მაგალითად: ხელოვნურად ამაღლებულია 9 აპრილის ხეივანი და რიონის ხიდთან კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი.
ფოთი და მისი შემოგარენი მელიორაციულ - ეკოლოგიური თვალთახედვით რთული რეგიონია. ეს სირთულე მისი კლიმატური პირობებითა და რელიეფური ფაქტორებითაა განპირობებული.
ფლორა და ფაუნა |
კოლხეთის დაბლობში გვხვდება შემდგეგი ეკოსისტემები:
- შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ არსებული სანაპირო ზოლის ქვიშის დიუნები.
- დაჭაობებული ტყეები მცენარეთა და ცხოველთა იმ სახეობებით რომლებიც შეგუებულნი არიან წყალდიდობას.
- ტორფნარები, სადაც ტორფიანი ხავსი გვხვდება.
- მტკნარი წყალსატევები - ტბები, მდინარეები, რომელშიც წარმოდგენილია მცენარეების თევზების, აბფიბიების და ქვეწარმავლების ფართო სპექტრი.
- შავი ზღვა
კოლხეთის დაბლობი, უპირველეს ყოვლისა ბოტანიკური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით (ლაფანი, იმერული მუხა, პონტოური კანაფის მასივები, მწერიჭამია დროზერა, სამეფო გვიმრა) მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები – ჭაობების, რელიქტური კოლხური ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების მცენარეული დაჯგუფებებით.
შავი ზღვის პირა ზოლზე მხოლოდ აქ არის შემორჩენილი ულამაზესი მოთეთრო მოვერცხლისფროდ შებუსვილი სპარსული ხვართქლა. ნაბადას ტორფიანი უბანი გამოირჩევა ჯადვარების ბიომრავალფეროვნებით. ტორფის ხავსიან უბნებს უდიდესი გარემოს დაცვითი ღირებულება გააჩნია. როგორიცაა, გლობალური და რეგიონული კლიმატის რეგულაცია, წყალშემაკავებელი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები.
კოლხეთში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას მოსახლეობაში უძველესი ისტორია აქვს. კვლავ მითი არგონავტებზე, გრძნეული ქალი მედეა. "მედეა წამალს პრომეთეს(ამირანი) სისხლით ნაპოხ მიწაზე აღმოცენებული ყვავილებისაგან ამზადებდა"-ო ასეა ნათხრობი მითში. დღესაც გამოიყენება სამკურნალოდ ისეთი მცენარეები როგორიცაა: კოთხოჯი, ზამბახი, ლაფანი, მოცვი, წყლის სამყურა, პიტნა, მატიტელა, ჩიტისთვალა და სხვა. ასევე ცნობილია სამკურნალო ცხოველების გამოყენება როგორიცაა სამედიცინი წურბელა.
მცენარეებს მოსახლეობა ტრადიციულად ბუნებრივი საღებავების დასამზადებლად იყენებდა:მაგ. ზამბახს, ლაფანს და სხვა.
დეკორატიული მცენარეებიდან გავრცელებულია ცხენისკბილა, ზამბახი, ყვითელი და თეთრი დუმფარა. ტყეში ველურად იზრდება ლეღვი, თეთრი და შავი თუთა, ჟოლო და მაყვალი. ეკალასა და სხვა ბალახეულებს მოსახლეობა იყენებს მხალეული კერძების დასამზადებლად. დეგრადირებული მეორადი ცენუზები საქონლის საძოვრებს წარმოადგენენ. მოსახლეობა სასილოსედ იყენებს სიმინდს, ლელს, ისლს. სასოფლო-სამეურნეო მონოკულტურებს მარცვლოვანი- სიმინდი და პარკოსნები - ლობიო და მუხუდო წარმოადგენენ. ადრე მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ისეთი ძირძველი კულტურა როგორიცაა სპელტა(ორთავა ხორბალი). XIX საუკუნის ბოლოს ტორფის ხავსიანი ჭაობის განაპირა ჭილიან მდელოებს მოსახლეობა იყენებდა ღომისა და ბრინჯის მოსაყვანად. დღეს ბრინჯი აღარ მოჰყავთ, ღომიც იშვიათობაა სამეგრელოში. ასევე მიივიწყეს ფეტვიც.
ოდითგანვე ცნობილია სუნელ-სანელებლების მოყვანა პიტნა, ზაფრანა, ქონდარი და სხვა.
ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარობდა ეკალღინჯები, ფოთლოვანი ხეებიდან წიფელი, მუხა, წაბლი, კოპიტი(იფანი) და ლაფნის ხეები. ამჟამად ამ მცენარეთა უმეტესობა გადაშენების პირასაა მისული გაჩეხვის გამო. რის შედეგადაც განვითარდა და გაბატონდა სწრაფადმზარდი მურყანის(თხმელა) მეორადი წარმოშობის ტყეები. ფოთში ეკოსისტემა ძირითადად ანტროპოგენულია და შეცვლილია ადამიანის ჩარევის გამო.
ქალაქში არსებული მწვანე საფარი ძირითადად წარმოდგენილია ქალაქის ცენტრალური პარკის, მალთაყვის ტყე-პარკის, გამწვანების ზოლების , სკვერების და ქუჩების გამწვანების სახით. გვხვდება სხვადასხვა სახეობის მერქნიანი, დეკორატიული, ბუჩქი და ნახევრად ბუჩქი მცენარეები. მაგალითად: ქალაქის ქუჩებში ვხვდებით ეგზოტიკურ პალმებს, ჭადრებს, ლუგუსტრინებსა და ქაფურის ხეებს. ნაბადასა და მალთაყვაში შემორჩენილია ფიჭვის კორომები. ქალაქის პირველი განაშენიანება - გამწვანება უკავშირდება რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის ადამ კურკოვსკის სახელს, რომელიც XIX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ჩამოვიდა ფოთში. მან გადაწყვიტა აქ პომოლოგიური ინსტიტუტის გაშენება და ჩამოიყვანა ცნობილი გერმანელი ბოტანიკოსი რესლერი. 1873 წელს კურკოვსკიმ თხოვნით მიმართა კავკასიის მეფის ნაცვალს, გამოეყოთ მისთვის დახმარება 10000 მანეთის ოდენობით ინსტიტუტის დასაარსებლად. ამ დროისათვის კურკოვსკის ფოთში ჩამოტანილი ჰქონდა 1000-მდე სხვადასხვა სახეობის ხეხილი, ბოსტნეული, წიწვოვანი და დეკორატიული მცენარეები. მან 4 ჰექტარის ნაკვეთზე გააშენა ულამაზესი ბაღი, ე.წ. კურკოვსკის ბაღი (ახლანდელი საცდელი სადგურის ტერიტორია) სწორედ აქედან გადატანილი ნერგებით გაშენდა ცენტრალური ბაღი, რომელსაც შემდეგ კურირებდა კურკოვსკის მეუღლე ბრონისლავა სმიტი. ცნობილია რომ 80-იანი წლების დასაწყისში რესლერმა დატოვა ფოთი და გადავიდა ბათუმში. ქალაქის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, ფოთიდან წაღებული ნერგებით გაუშენებია ბათუმის ბულვარი. კურკოვსკის მიერ დარგული რამდენიმე ძირი მაგნოლია, ჭაობის კვიპაროსი და ფიჭვი დღესაც დგას საცდელი სადგურისა და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. სხვა მცენარეებთან ერთად აქ დაირგო ციტრუსების უძვირფასესი ჯიშები. ამბობენ, ამ ბაღში მოკრეფილ ციტრუსის ნაყოფს ფოთის პოლიცმეისტერი აბაშიძე, საჩუქრად უგზავნიდა ქუთაისის გუბერნატორს.
ნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე მცირედ შემორჩენილ სფაგნუმიან-ტორფიანი ჭაობები და პალიასტომის ტბა საუკეთესო დასასვენებელი ადგილია მობუდარი, მოზამთრე და მიგრირებადი ფრინველებისათვის. ეს ადგილი ანაკლია-ჭურიის ტორფიანი ჭაობებისა და მის განაპირა კოლხურ ტყეებთან ერთად წარმოადგენს საყვარელ და ერთადერთ საბუდარს "ფაზანელ-კოლხად" წოდებული კოლხური ხოხობისათვის. აქ მიგრირებს და იზამთრებს შემდეგი ფრინველები: თეთრკუდა არწივი, შავი ყარყატი, დიდი თეთრი ყანჩა, ხუჭუჭა ვარხვი, თეთრშუბლა ბატი, მყივანა გედი, გარეული იხვი. ოქტომბრის თვეში აქ სამხრეთისკენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაძრულ მტაცებლებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სხვადასხვა სიმაღლეზე და სხვადასხვა სისწრაფით ლივლივებენ კაკაჩები, ძერები, კირკიტები, ძელქორები, თეთრკუდა და ბექობის არწივები. ზოგჯერ შესაძლებელია გადამფრენი შაკის თევზზე ნადირობის დანახვა. ხოლო ზღვის ნაპირთან ტალღების მოტანილი მოლუსკებისა და უხერხემლოების ძიებაში მაღალ ფეხებზე შემდგარი მექვიშიები დარბიან. მათ უკან კი ზღვაში სხვადასხვა სახეობის თოლიები და თევზიყლაპიები ნადირობენ. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების ,ბატებისა და გედების გუნდები მოფრინავენ. ვხვდებით ჩვამებს ,წყალზე მოლივლივე კოკონებსა და მელოტებს.
ძუძუმწოვრებიდან გავრცელებული სახეობაა ტურა, კავკასიური თხუნელა, გარეული ღორი(წითელ წინგშია შეტანილი), დელფინი აფალინა, და თეთრგვერდა დელფინი.
პალიასტომის ტბა მდიდარია თევზით განსაკუთრებით ფარგა და კეფალი. პალიასტომის ტბა ითვლება საქართველოში ფარგის გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყასლატევად. კეფალი კი ზღვის თევზია პალიასტომში ის აღმოჩნდა პალიასტომის და შავი ზღვის დამაკავშირებელი არხის გაჭრის შემდეგ. განიცადა ადაპტაცია და შეეგუა პალისტომის ტბის საცხოვრებელ პირობებს. კოლხეთის დაბლობში გავრცელებული 88 სახეობის თევზიდან შავი ზღვის მობინადრეა 44. მტკნარი წყლის 21. ხოლო გამსვლელია 23. სხვა თევზებიდან აღსანიშნავია ხრტილოვანი თევზები - ატლანტიკური ზუთხი, სვია, ძვლოვანი თევზებიდან - შავი ზღვის ორაგული, სკუმბრია, ლობანი, ქარიყლაპია. ვერცხლისფერი ბრტყელშუბლა შეგუებულია როგორც მტკნარ ასევე მლაშე წყალში ბინადრობას. გაზაფხულზე ის ზღვიდან მდინარეში შედის სადაც იკვებება ლამიან ფსკერზე ნაპოვნი ორგანიზმებითა და წყალმცენარეებით. ხოლო ქვირითობისთვის ზღვას უბრუნდება. ახალგაზრდა მთელ წელს მტკნარ წყალში ატარებენ. პალისტომის ტბა შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია. ტენიან ტყეებში და ჭაობებში, მდინარეებში ბუდობს და იზამთრებს 194 სახეობის ფრინველი, აქედან 76 მიმომფრენია, მობინადრეა 62 და 56 მოზამთრე.
ამფიბიებიდან ყურადღებას იპყრობს ვასაკა, ტბორის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი.
ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუ.
ლეგენდები და თქმულებები |
მითი არგონავტებზე |
- კოლხეთის მიწაზე დააბიჯებდა იაზონი (იასონი) ძმისწული პელიასი, იოლკოსის მეფისა....
ამბავი ფრიქსესა და ფელესი და ამბავი იასონისა და მედეასი. ოქრომენოსის მეფის ათამანტის ძესა და ასულს-ფრიქსესა და ჰელეს-დედინაცვლის ვერაგობისაგან დასახსნელად დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, ცით მოუვლინა ოქროსმატყლიანი ვერძი. ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისხა და გაფრინდა. როდესაც ეგეოსის ზღვისა და პროპონდიტის სრუტეს (მარმარილოს ზღვის) მიუახლოვდნენ, ჰელე წყალში ჩავარდა. ამ ადგილს ჰელესპონტი ანუ ჰელეს ზღვა ეწოდა. ვერძმა ფრიქსე შავი ზღვის ნაპირზე მდებარე აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, ჰელიოსის ძემ აიეტმა, ფრიქსე სასახლეში შეიფარა და ცოლად შეირთო უფროსი ასული ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი ანუ ოქროს საწმისი მდ. ფაზისის (რიონის) ნაპირას, არესის ჭალაში დიდ მუხაზე ჩამოლიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.
თესალიის (იოლკოსის) მეფემ პელიამ თავის ძმისწულს იასონს სამემკვიდრეო ტახტის მისაღებად აია-კოლხეთს გამგზავრება და ოქროს საწმისის ჩამოტანა დააკისრა. იასონმა ორმოცდაათხოფიანი ხომალდი "არგო" ააგებინა, ჩასხა შიგ ელადის რჩეული ვაჟკაცები და პონტოს ვექსინოსაკენ გაემართა. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ "არგო" ფასისის შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აუყნენ და კოლხთა გამგებლის აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისს) მიადგნენ.
ლეგენდა პალიასტომის შესახებ |
პალიასტომის შესახებ გურიაში არსებობს ერთი ლეგენგა: ახლა რომ ტბაა იმ ადგილას თურმე ხმელეთი იყო. ზედ ხალხი იდგა და ამ ხალხს "პავლიას ტომს" ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, მიწა გაირღვა და უცებ ამოვარდნილმა წყალმა მთელი სოფელი დაფარა. მხოლოდ ერთი დიაკვანი გადარჩა რომელმაც მოასწრო მთავარანგელოზის ხატის გადარჩენა. ეს ხატი ჯუმათის მთაზე აიტანა და შემდეგ იქ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკვანი გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენეს. ჯუმათის მთაზე ეკლესია (მონასტერი) დღესაც არსებობს და დარჩიები ახლაც ცხოვრობენ ჯუმათში.
მალთაყვა |
ჩვენამდე მოღწეული თქმულების მიხედვით მალთაყვის უბანი გაუვალი და ჭაობიანი ყოფილა. ხოლო აქ გამდინარე მდინარე მალთაყვა ღრმა. მტრების ერთ-ერთი შემოსევისას ადგილობრივმა მოსახლეობამ აქ მოიმწყვდია მომხდურები, რომელთაც სიმწრისგან აღმოხდათ "მულტა აკუა" - რაც დიდ წყალს ნიშნავს. მას შემდეგ შემორჩა ამ ადგილს სახელწოდება მალთაყვა.
ნაბადა |
ნაბადა - ფოთის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ბევრს ეუცნაურება სახელწოდება ნაბადა. ზეპირი გადმოცემით, კოლხეთის ისტორიის ჩინებული მცოდნე ბესარიონ გოგოლიშვილი ასე ხსნის ამ სახელწოდების წარმოშობას: ქალაქის ამ ნაწილში უსიერი, ნაბადივით შავი ტყე იყო. ამის გამო დაარქვესო - ნაბადა.
- მეორე ვარიანტით: ყულევში იდგა სამხედრო ნაწილი. მათ მდინარეზე ნავით უხდებოდათ გადმოსვლა. რუსებიც ამიტომ ხმარობდნენ სიტყვას "на байду" რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობაში დამკვიდრდა ეს სიტყვა.
- არის კიდევ ერთი თქმულება: ფოთში ყულევის მხრიდან მოდიოდნენ აფხაზები, სწორედ იმ ადგილას ეწერიდან გამოდიოდა ჭაობის შტოებისაგან შემდგარი მდინარე და უერთდებოდა ზღვას. აფხაზეთიდან წამოსულმა მგზავრმა ვერ შეძლო გადმოსვლა და დაიხრჩო. როდესაც ზღვაზე ღელვა შეწყდა და მდინარე კალაპოტში ჩადგა ნახეს ნაბადში გახვეული მგზავრი. ამიტომაც ამა ადგილის შესახებ იტყოდნენ "იქ სადაც ნაბადიანი კაცი დაიხრჩო" ანუ ნაბადა.
ნახუტური |
ახლანდელი ნინოშვილის უბნის სასაფლაოს ტერიტორიაზე რუსეთიდან გადმოსახლებული სტაროვერების ხუტორი არსებობდა თურმე დროთა განმავლობაში ისინი უფრო მალთაყვის უბნისაკენ გადასულან საცხოვრებლად ხოლო ნამოსახლარზე სასაფლაო გაუხსნიათ რომელსაც ნახუტურს უძახიან ხოლმე.
სიმბოლიკა |
დროშა |
ქალაქის დროშა წარმოადგენს ორად გაყოფილ ნაჭერს, მარცხნივ ყვითელ ფონზე არის ლურჯი ჯვარი, მარჯვნივ ლურჯ ფონზე გამოსახულია ოქროს საწმისი. პორტოლანზე, პიეტრო ვესკონტეს (1320/21 წ.[10], მდინარე რიონის შესართავში დასახლებული პუნქტის Fasso (ფაზისი) გამოსახულია სამწვერა ყვითელი ალამი ლურჯი ჯვრის გამოსახულებით, ასე რომ დროშის მარცხენა მხარე სიმბოლიზურად გამოსახავს ფაზისის ისტორიულ მემკვიდრეობას თანამედროვე ფოთზე რომელიც გაშენებულია მის ადგილას. მარჯვენა მხარე — ოქროს საწმისის გამოსახულებით, გვახსენებს ჩვენ მითს არგონავტებზე, რომლებმაც ჩაუშვეს ღუზა სანაპიროებს, სადაც ახლა ფოთი მდებარეობს.
გერბი |
ქალაქის თანამედროვე გერბის საფუძვლად აღებულია 1858 წლის ქალაქის გერბის პროექტი «ვერცხლისფერ მინდორზე ლაჟვარდისფერი ტალღოვანი სარტყელი, რის ქვევით ღია ჭიშკარიანი წითელი კოშკი მდებარეობს. ფარის თავისუფალ ნაწილში ქუთაისის გუბერნიის გერბია». ფარი უნდა დაეგვირგვინებია ვერცხლის გვირგვინს, ფარის უკან უნდა განთავსებულიყო ღუზები, შეერთებული ალექსანდრეს ლენტებით. პროექტი ოფიციალურად არ იყო დამტკიცებული. გერბზე კოშკი სიმბოლიზირებდა ქალაქის ფარგლებში ერთ გადარჩენილ შუა საუკუნოვან შენობათაგანს. ოქროს საწმისი, სიმბოლიზირებს როგორც ზევით იყო აღნიშნული — მითს არგონავტებზე. ხოლო ღუზები აღნიშნავს - რომ ფოთი საპორტო ქალაქია.
მოსახლეობა |
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1876[11] | 3 026 | ||
1882[12] | 4 785 | 3451 | 1334 |
1893[13] | 4 709 | ||
1897 [14] | 7 666 | 5172 | 2494 |
1910[15] | 17 080 | 13340 | 6740 |
2014[16] | 41 465 |
დაძმობილებული ქალაქები |
ლაგრანჟი ჯორჯია, აშშ
ბურგასი, ბულგარეთი
ლარნაკა, კვიპროსი
აქთაუ, ყაზახეთი (2005)
ნავპლიონი, საბერძნეთი
ფოთის ფოლკლორი |
ფოთის კულტურული ცხოვრების ისტორია მდიდარი და მრავალფეროვანია. როდესაც ხალხურ შემოქმედებაზე და ფოლკლორზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი, კერძოდ ამ ქალაქში მოღვაწეობდნენ საქართველოს განთქმული ხელოვანები: ლოტბარი – ძუკუ ლოლუა, რომანოზ (რემა) შელეგია, ავქსენტი მეგრელიძე, ილიკო სუხიშვილი, მიხეილ ხავთასი, შოთა ჩახავა, არჩილ ხორავა და სხვა.
ილიკო სუხიშვილმა პირველი პროფესიული კოლექტივი ფოთში XX საუკუნის 20-იან წლებში ჩამოაყალიბა. ხოლო 30-იან წლებში შექმნა ქორეოგრაფიული სტუდია.
1919 წელს ,საქართველოში ცნობილ ლოტბარს, ძუკუ ლოლუას ფოთში დაუარსებია "ქართული ხალხური სიმღერების მოყვარულთა საზოგადოება" და მოწაფე ქალ-ვაჟთა გუნდები, მის მიერ იქნა მოძიებული, აღდგენილი და დაუბრუნა საზოგადოებას მრავალი სიმღერა (მაგალითად "აშო ჩელა").
1921 წელს, როდესაც ძუკუ ლოლუა დანიშნეს დასავლეთ საქართველოს გუნდების ინსტრუქტორად, მისი წარდგენით, ფოთის მომღერალ ქალ-ვაჟთა სახელმწიფო გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა მიხეილ ხავთასი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელიც იყო.
1972 წელს ქალაქში შეიქმნა ანსამბლი "ფაზისი". XX ს-ის 70-80-იან წლებში მას ხელმძღვანელობდა ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუა (ძუკუ ლოლუას შვილი). სამხატვრო ხელმძღვანელი - გია ჯანელიძე, ხოლო ლოტბარი – იროდი ტიკარაძე. "ფაზისის" მემკვიდრე არის ანსამბლი "ფოთი" და "კოლხი ბიჭები", რომელსაც ხელმძღვანელობს რესპუბლიკური, საერთაშორისო და საკავშირო ფესტივალების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ლოტბარი - იროდი ტიკარაძე.
1970 წლიდან ფოთში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული სტუდია.
1980 წლიდან შეიქმნა ხალხური ცეკვის ანსამბლი "ნორჩი ფაზისელები" - ახმედ ამბალიას ხელმძღვანელობით. საქალაქო კულტურის სახლთან გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ასევე ფუნქციონირებდა გოგონათა ფოლკლორული ტრიო.
2003 წელს ფოთში პირველად გაიმართა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბავშთა ფოლკლორული ცეკვების პირველი საერთაშორისო ფესტივალი. რომელშიც მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის აუზის ქვეყნების შემოქმედებითმა კოლექტივებმა. ეს კონკურსი გახდა ტრადიციული და ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.
გამოჩენილი ფოთელები |
ძუკუ ლოლუა- ლოტბარი, ჩამოაყალიბა "ქართული ხალხური სიმღერების მოყვარულთა საზოგადოება" 1919 წ. ასევე ქალ-ვაჟთა გუნდი.
რომანოზ (რემა) შელეგია - ლოტბარი
ავქსენტი მეგრელიძე - ლოტბარი, ჩამოაყალიბა ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი (გასული საუკუნის დასაწყისი)
ილიკო სუხიშვილი - პირველი პროფესიული კოლექტივი ფოთში XX საუკუნის 20-იან წლებში ჩამოაყალიბა. ხოლო 30-იან წლებში შექმნა ქორეოგრაფიული სტუდია.
მიხეილ ხავთასი - ლოტბარი, ხელმძღვანელობდა ქალ-ვაჟთა გუნდს ძუკუ ლოლუას შემდეგ. XXსაუკუნის 40-იან წლებში სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელიც იყო- გრიგოლ (გიგა) სეფეს–ძე ებრალიძე - საქართველოს დამსახურებული არტისტი
- შოთა ჩახავა
- არჩილ ხორავა
ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუა (ძუკუ ლოლუას შვილი) - ლოტბარი, ხელმძღვანელობდა ანსამბლ "ფაზისს"
ბორის პაიჭაძე - ფეხბურთელი
ნანა ალექსანდრია - მოჭადრაკე
გიორგი ჩიტაია - აკადემიკოსი
იროდი ტიკარაძე - ლოტბარი ხელმძღვანელობს ანსამბლ "ფაზისს"
გურამ ფირცხალავა - მსახიობი
ამირან დანელია იოსების ძე - საბჭოთა კავშირის გმირი
გივი თოხაძე მაქსიმეს ძე - საქართველოს დამსახურებული არტისტი
არჩილ ებრალიძე სილოვანის ძე - მოჭადრაკე
ფოტოგალერეა |
ფოთის ციხის მაკეტი
ფოთის პორტის ადმინისტრაცია
ფოთის დიდების მემორიალი
ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (ნახუტურის) 1892 წ.
ფოთის კოლხური კულტ. მუზეუმი (ვაჭარი ომერი ავგენინოსის სახლი 1907 წ.)
ფოთი - სენაკის გზატკეცილი
ფოთის სასამართლოს შენობა
საჯარო სამკითხველო (არქიტ. ედმუნდ ფრიკი 1899-1909)
ქალთა კონსულტაცია,(ექიმ ნიკოლოზ ტერ-ნიგოსოვის სახლი, ედმუნდ ფრიკი)
რესურსები ინტერნეტში |
- ქალაქ ფოთის პორტალი
- ფოთის ოფიციალური ვებ-გვერდი
- ფოთის საზღვაო ნავსადგური
- ფოთის პორტის ქარტია
- სურათები ფოთზე
- სტრაბონი. გეოგრაფია 17 წიგნად
ჰეროდოტე. მსოფლიო ისტორია — "ისტორიის" 9 წიგნის რუსული თარგმანი.
ჰეროდოტე, «ისტორია» (9 ტომად)- ფოთის წარმოშობა და ლეგენდები
- ფოთის ფოტო პორტალი
- ძველი ფოთის ფოტო გალერეა
- კოლხეთის ეროვნული პარკის ფოტო გალერეა
- ფოთის ფოტო გალერეა
- პალიასტომის ტბის ფოტო გალერეა
- ქალაქ ფოთის ტოპონიმიკა
ლიტერატურა |
- გამომცემლობა С.: Radt S.L. (ed. and tr.) Strabons Geographika. Vols. 1-10. Göttingen: Vandenhoeck & Ruprecht, 2002 — ongoing.
სტრაბონი გეოგრაფია / თარგმნ. ძვ.-ბერძნულიდან სტრატანოვსკი, გიორგი ანდრეის ძეკრუგერი ო.ო.-ს რედ., საერთ. რედ. ს. ლ. უტჩენკო მ.: ლადომირი 1994
გრაციანსკაია ლ.ი. სტრაბონის «გეოგრაფია» . წყაროთმცოდნეობის პრობლემები. // უძველესი ქვეყნები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 1986. მ., 1988. ფ. 6-175.
ჰეროდოტე. ისტორია 9 წიგნად. / თარგმნ., მიშენკო ფ.გ. 2 ტ. მ., 1885—1886.- 2-ე გამოც., გასწ. 1888.
- 2-ე გამოც.: მ.: ეკსმო. 2008.
ჰეროდოტე. ისტორია. / თარგმნა და შენ. სტრატანოვსკი, გიორგი ანდრეის ძე. ლ.: მეცნიერება, 1972. 600 ფ. 50000 ეგზ.- სოფიო ჭაჭია, ქ. ფოთი, მდებარეობა, რელიეფი, რესურსები, ფოლკლორი. 11/12/2009
სქოლიო |
↑ მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვით
↑ საქართველოს ფოსტა — 1805.<a href="https://wikidata.org/wiki/Track:Q12869041"></a>
↑ საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
↑ გ. გამყრელიძე, „ქალაქი ფაზისის ადგილმდებარეობისა და დეფინაციის საკითხისათვის“ იბერია-კოლხეთი, საქართველოს ანტიკური პერიოდის არქეოლოგიურ გამოკვლევათა კრებული, 1,2003, ძიებანი, დამატებანი, IX, გვ. 172
↑ გ.გამყრელიძე, დასახ, ნაშრ, გვ.172
↑ ბროკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონიЭСБЕ
↑ საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. IV გვ. 655-658 — თბილისი, 1978
↑ Кавказский календарь на 1847 год გვ. 65
↑ „ადგილობრივი თვითმმართველობა“ გვ. 11 — თბილისი, 2016
↑ რუკა ცნობილია მარიო სანუდო უფროსის წიგნიდან, რომლის ფურცლებზე ის ქრიასტიან მმართველებს მოუწოდებდა ჯვაროსნული ლაშქრობებისაკენ იერუსალიმის გასანთავისუფლებად.
↑ Кавказский календарь на 1878 год გვ. 320
↑ Кавказский календарь на 1881 год გვ. 281
↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
↑ Кавказский календарь на 1898 год გვ. 344
↑ Кавказский календарь на 1912 год
↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
|
|
|
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- საქართველოს ქალაქები
- ფოთი
- სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ქალაქები
- შავიზღვისპირა ქალაქები
- საქართველოს მუნიციპალიტეტები
- სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტები
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.112","walltime":"1.389","ppvisitednodes":"value":15468,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":244810,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":128440,"limit":2097152,"expansiondepth":"value":35,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":11,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":17851,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":2,"limit":400,"timingprofile":["100.00% 902.507 1 -total"," 67.34% 607.771 1 თარგი:ინფოდაფა_დასახლება"," 64.42% 581.412 1 თარგი:ინფოდაფა"," 25.17% 227.192 168 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 23.30% 210.276 34 თარგი:Wikidata"," 12.70% 114.591 3 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 12.20% 110.145 4 თარგი:ნავდაფა"," 11.62% 104.863 3 თარგი:Str_right"," 11.09% 100.085 3 თარგი:Str_sub_long"," 9.20% 83.068 1 თარგი:Wikidata/p18"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.157","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":3684690,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1320","timestamp":"20190419175711","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":142,"wgHostname":"mw1253"););