ექვთიმე თაყაიშვილი სექციების სია ბიოგრაფია გარდაცვალების შემდეგ ნაშრომები ლიტერატურა რესურსები ინტერნეტში სქოლიო სანავიგაციო მენიუსაქართველოს სიძველენიექვთიმე თაყაიშვილი419„ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე“, გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“. 2003. წ.ექვთიმე თაყაიშვილირუსულენოვანი საიტი ექვთიმე თაყაიშვილის შეხაებდოკუმენტური ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუსეცი“დეპუტაცია მეფისნაცვალ ვორონცოვთანექვთიმე თაყაიშვილი, ერისკაცობის ეტალონირრ
დაბადებული 3 იანვარიდაბადებული 1863გარდაცვლილი 21 თებერვალიგარდაცვლილი 1953რჩეული სტატიებისაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებიქართველი ისტორიკოსებიქართველი საზოგადო მოღვაწეებიქართველი წმინდანებიXX საუკუნის ქრისტიანი წმინდანებიოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულებისაქართველოს ეროვნული გმირებიმთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები
3 იანვარი18635 იანვარი1862ლიხაური21 თებერვალი1953თბილისიქართველისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიისაკადემიკოსი1946პროფესორი1918თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისმართლმადიდებელი ეკლესიისკონსტანტინე გამსახურდიამლიხაურშითაყაიშვილის ოჯახშითურქეთისჩოლოქზევარლამიგაბრიელ ქიქოძისნიკო მარიფოთშიქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში1883პეტერბურგის უნივერსიტეტში1887ნაციონალიზმის1889წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაშიივერიაშიდიმიტრი ბაქრაძემსაქართველოს საეგზარქოსო მუზეუმიმცხეთაში1891„ხელმწიფის კარის გარიგების“ქართლში1920„აბდულმესიანის“„თამარიანის“„ვისრამიანის“„ამირანდარეჯანიანის“„როსტომიანის“„ქილილა და დამანას“„რუსუდანიანის“„ომანიანის“თეიმურაზ Iთეიმურაზ ბატონიშვილის„ვეფხისტყაოსნის“1646გიორგი XI16801892ილია ჭავჭავაძესგანჯიდანთბილისშინიკოლოზ ბარათაშვილის1894ახტალაშითბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასივანე პოლტორაცკისოლღა გურამიშვილიილია წინამძღვრიშვილიოქროყანასამთაწმინდაზესაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისსამხრეთ საქართველოშიპირველი ექსპედიცია მოეწყო 1902სიმონ კლდიაშვილიალექსანდრე მამუჩიშვილიახალციხისაახალქალაქისარტაანის ოლქისკოლასაოლთისისმეორე ექსპედიცია 1907ანატოლი კალგინიედუარდ ლიოზენითორთუმისექექის ტაძარიოთხთა ეკლესიაპარხალიმესამე, 1917 წლის ექსპედიციადიმიტრი შევარდნაძესთანლადო გუდიაშვილიმიხეილ ჭიაურელიანატოლი კალგინიანატოლი ზდანევიჩისაქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ1921ფრესკის„საქართველოს სიძველენი“1910 წელს ლეჩხუმსა და სვანეთშივანისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისივანე ჯავახიშვილთან191826 იანვარს1918ეპიგრაფიკასეროვნულ-დემოკრატიული პარტიისსაქართველოს ეროვნული საბჭოსსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტზესაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისდამფუძნებელი კრებისსომხეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიებისბოლშევიკური რუსეთისწითელი არმიისანექსიის1921დადიანისეული სასახლისგელათისამარტვილისბორჯომისტუნისისმარსელშიპარიზშილევილშისაფრანგეთში19224 თებერვალი192519371939ბრიუსელშიფილადელფიაშიაშშნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმსჯუმათის მონასტრიდანახალგორის განძიდანნიკოლოზ დადიანისზუგდიდის მუზეუმიდანერთა ლიგის1933საქართველოს სსრმეორე მსოფლიო ომისსსრკდე გოლისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის10 მაისს1946საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის1946194919511952195321 თებერვალსვაკის სასაფლაომდე1963დიდუბის პანთეონშიმთაწმინდის პანთეონში2002 წლისსაქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმიიუნესკოს201326 სექტემბერსსაქართველოს პრეზიდენტმამიხეილ სააკაშვილმასაქართველოსეროვნული გმირის წოდება
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
ექვთიმე თაყაიშვილი
Jump to navigation
Jump to search
ექვთიმე თაყაიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 3 იანვარი 1863(1863-01-03) |
დაბ. ადგილი | ლიხაური, ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის მაზრა, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 21 თებერვალი 1953(1953-02-21) (90 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
მუშაობის ადგილი | თბილისის ქართული გიმნაზია, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ექვთიმე თაყაიშვილი ვიკისაწყობში |
ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი; დ. 3 იანვარი, 1863 (მეტრიკულით — 5 იანვარი, 1862), ლიხაური — გ. 21 თებერვალი, 1953, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ცნობილია როგორც 1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.
სექციების სია
1 ბიოგრაფია
1.1 განათლება
1.2 მოღვაწეობა საქართველოში (1887-1921)
1.3 ემიგრაცია (1921-1945)
1.4 ცხოვრების ბოლო წლები (1945-1953)
2 გარდაცვალების შემდეგ
3 ნაშრომები
4 ლიტერატურა
5 რესურსები ინტერნეტში
6 სქოლიო
ბიოგრაფია
განათლება
მეტრიკის მიხედვით ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში 1862 წლის 5 იანვარს. რამდენადაც მეტრიკას მონათვლისას ადგენდნენ, შესაძლოა ერთი წლით ადრე ყოფილიყო დაბადებული. სვიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო „კორდონის უფროსად“ იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტული ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს სამი წლისას მარცხი შემთხვევია. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: „ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა ხეზე გავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია“. ფეხის ადრევე დაზიანების გამო ექვთიმე მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა, მაგრამ მაინც ჩქარი სიარული უყვარდა.
მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ბავშვების აღზრდაზე ზრუნავდნენ ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და და სიძე, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს. მეურვეს სურდა ექვთიმე სოფლის მწერლად გაემწესებინა, რაც იმდროისთვის რამდენამდე შემოსავლიანი საქმე იყო, მაგრამ ექვთიმემ თავისი გაიტანა და 7 წლისამ სწავლა გააგრძელა ჯერ ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში. აქ მას ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ძმა სიმონი ასწავლიდა. სკოლაში ექვთიმემ გაიცნო ნიკო მარი. შემდგომში ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. მესამე კლასში სასწავლებელი საქალაქოდ გადააკეთეს და პროგრამა შეცვალეს, ამიტომ ექვთიმეს სასწავლებლის დასრულება ფოთში მოუხდა. შემდეგ თაყაიშვილი შევიდა ქუთაისის პროგიმნაზიის მეორე კლასში, იქედან კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, მეხუთე კლასში. გიმნაზიაში სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. ექვთიმე ერთ-ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს. სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა. როგორც თვითონ წერდა:
„მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე, მაგალითად, მოსკოვი...““ |
1887 წელს მან პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა: აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო ისტორიულ-ფილოლოგიური განათლებით და თან ქართველმცოდნეობაშიც „გატეხია ენა“. საუნივერსიტეტო კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო.
მოღვაწეობა საქართველოში (1887-1921)
1887 წლის ოქტომბერში თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლის დირექტორმა, ალექსი ჭიჭინაძემ ექვთიმე თაყაიშვილი მიიწვია ბერძნულ და ლათინურ ენების მასწავლებლად. . მას განუწყვეტელი ბრძოლა ჰქონდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამმართველოსთან, რადგან მათ თვალში სკოლა ქართული ნაციონალიზმის და ანტირუსული მიმართულების ბუდე იყო. ამავდროულად ასწავლიდა ლათინურს, ბერძნულს, ისტორიასა და გეოგრაფიას თბილისის სხვადასხვა სკოლებში. 1889 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შეხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში. 1889 წელს მათ ერთად დააარსეს საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ საეკლესიო წიგნებს, ნივთებს, ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში, მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. პირველი ექსპედიცია მათ 1889 წლის 17 თებერვალს მცხეთაში მოაწყვეს. მცხეთიდან ექსპედიციამ 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი წაიღო. შეგროვებული მასალები საეკლესიო მუზეუმის მცველს, თ. ჟორდანიას ჩააბარეს. 1890 წელს, დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვლაების შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის ჟორდანიასთან კონფლიქტის გამო საეკლესიო მუზეუმს ჩამოშორდა.
„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე - ექვთიმე თაყაიშვილი“ |
თაყაიშვილმა შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანის“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალე ექვთიმეს რედაქტორობით „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული. 1894 წლის ზაფხულში იმყოფებოდა ახტალაში და სწავლობდა ეკლესიებზე შემორჩენილ ქართულ წარწერებს[1]. ექვთიმე სათავადაზნაურო სკოლაში ლათინურის გარდა უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. 1894 წელს დირექტორის ადგილი გათავისუფლდა და ექვთიმეს გიმნაზიის ხელმძღანელობა შესთავაზეს. მისი ხელმძღვანელობით სკოლა რვაწლიან გიმნაზიად გადაკეთდა და 1894-1904 წლებში სწორედ ის განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას,
ყოველი საზაფხულო არდადეგების დროს კი აწარმოებდა არქეოლოგიურ გამოკვლევებს. 1895 წელს მან ილია ჭავჭავაძის ჩარევით ცოლად შეირთო ივანე პოლტორაცკის ასული ნინო. მათი მეჯვარეები ოლღა გურამიშვილი და ილია წინამძღვრიშვილი იყვნენ. ექვთიმეს მეუღლეს დიდი მამულები ჰქონდა ოქროყანასა და მთაწმინდაზე, სადაც ექვთიმეს ხშირად უყვარდა დასვენება.
1900-იანი წლების დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი ჩანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა რიგებში. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თაყაიშვილმა უარი განაცხადა საკათალიკოსო საბჭოს წევრად არჩევაზე.
ექვთიმე თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში. პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლები და კოლასა და ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ექსპედიციის წევრები იყვნენ არქიტქტორი ანატოლი კალგინი და მოყვარული ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხროთის ტაძარი, ოთხთა ეკლესია, პარხალი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. მესამე, 1917 წლის ექსპედიცია დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად მოაწყო. მესამე ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ანატოლი კალგინი, ანატოლი ზდანევიჩი.
„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი . . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! - ექვთიმე თაყაიშვილი“ |
საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. საზოგადოებამ შეაგროვა არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ხელნაწერები, ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული 73 ძველი ფრესკის პირი. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზატორი 1910 წელს ლეჩხუმსა და სვანეთში, მონაწილეობდა ვანის აკროპოლისის გათხრებში. ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომს „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ. 1911 წლის 28 მარტს იგი აღნიშნული საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.
ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი 1917 წელს. ამავე წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში. მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. თაყაიშვილის წინადადება იყო, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის რესპუბლიკის საბჭო ეწოდებინათ, თუმცა უმრავლესობამ ეს აზრი არ გაიზიარა და ტერმინი პარლამენტი ამჯობინა. 1919-1921 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. ამ პარტიამ სულ 8 მანდატი მიიღო. 1919 წლის 18 მარტს თაყაიშვილი არჩეული იქნა კრების თავმჯდომარის მოადგილედ, იყო განათლების კომისიის წევრი. 1919 წლის 22 ივლისს მას დაევალა ეკლესია-მონასტრების მდგომარეობისა და სიძველეების აღწერა. თაყაიშვილა სიძველეების აღწერასთან ერთად, მდიდარი ფოტომასალა შეაგროვა. თაყაიშვილი მთავრობისგან ითხოვდა ეკლესიისთვის მიწების დაბრუნებას, ფოტოების გამოცემას ალბომის სახით, ეკლესიების მოვლა-პატრონობას, ხოლო წირვა-ლოცვისას გამოუყენებელი სიძველეების დაბინავებას მუზეუმებში. 1920 წლის არჩევნების შემდეგ თაყაიშვილი კვლავ აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო წევრი სატერიტორიო კომისიისა, რომელსაც სომხეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიების საკითხის შესწავლა ევალებოდა.
ემიგრაცია (1921-1945)
ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა მის წევრებს აუკრძალა ემიგრირებულ მთავრობასთან თანამშრომლობა, რამდენიმე ეროვნულ-დემოკრატი მაინც აღმოჩნდა ემიგრაციაში და მათ შორის იყო ექვთიმე თაყაიშვილიც. გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. თაყაიშვილი და მისი მეუღლე არ აუშვეს გემ „ერნს რენანზე“, რომელზეც განძეულობა იყო, რადგან გემი სამხედრო იყო. ისინი სხვა გემით გაყვნენ ხომალდს კონსტანტინიპოლამდე, სადაც განძეულობა გადატანილი იქნა გემზე „ბიენ ჰოა“. ექვთიმე თაყაიშვილი ამ გემზე დაუშვეს. ისინი ტუნისის გავლით ჩავიდნენ მარსელში. მარსელში მოხდა განძეულობისგან სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ქონების გამოყოფა და 39 დაბეჭდილი ყუთი შენახულ იქნა ბანკში.
თაყაიშვილი დასახლდა თავდაპირველად პარიზში, ვიქტორ ჰიუგოს პროსპექტზე, სასტუმროში, სადაც ქართული დელეგაცია ცხოვრობდა. 1922 წლიდან გადავიდა ლევილში. თაყაიშვილი ემიგრაციაშიც რჩებოდა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. მონაწილეობდა სხდომებსა და კონფერენციებში. არ უჭერდა მხარს შეიარაღებული აჯანყების მოწყობას. 1924 წლიდან ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. საფრანგეთში იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე მოღვაწეობდა და განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე. ამასთან, მისი სტატიები იბეჭდებოდა „ბიზანტიონში“, “Georgica-ში”, „ჟურნალ აზიატიკში“. 1928-31 წლებში შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი, რომელის 55 რვეული შემდგომში საქართველოში ჩაიტანა. საფრანგეთში ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მდგომარეობა 1931 წელს კიდევ უფრო დაამძიმა მეუღლის გარდაცვლებამ. ამის შემდეგ ექვთიმე დროებით ბრიუსელში გადავიდ ასაცხოვრებლად. 1934 წელს მან ფეხი მოიტეხა.
განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა. 1926 წელს ფილადელფიაში უნდა გამართულიყოსაერთაშორისო გამოფენა აშშ-ის დამოუკიდებლობის 150 წლისთავის აღსანიშნავად. თაყაიშვილს შესთავაზეს, შეერჩია ექსპონატები გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მან უარი განაცხადა. მან ასევე უარი განუცხადა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს მომინანქრებული ხატების მიყიდვაზე. ამ მუზეუმს უკვე შეძენილი ჰქონდა მინანქრების ერთი, ჯუმათის მონასტრიდან წამოღებული კოლქეცია რუსეთის ქალაქ ზვენიგოროდსკიდგან. ბრიტანეთის მუზეუმი ითხოვდა ახალგორის განძიდან ერთი ნივთის შეძენას და სანაცვლოდ პირობას დებდა, რომ გამოყოფდა სხვა ნივთების დაცვის თანხას და გამოსცემდა ალბომებს. თაყაიშვილმა ეს მოლაპარკებაც ჩაშალა. მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. პროცესი შვიდ წელს გაგრძელდა.
ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა „ქართული ოფისი“. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. გახსნილი იქნა ყუთები და განძეულობა მარსელიდან პარიზში გადაიტანეს. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.
„თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და, რაც მთავარია, დაცვა.“ | |
(ექვთიმე თაყაიშვილი) |
ცხოვრების ბოლო წლები (1945-1953)
1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს განძით დატვრითული ამერიკული თვითმფრინავით თბილისში დაბრუნდა. იმავე წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს პროფესორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე, ხოლო 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.
1951 წელს დააპატიმრეს ექვთიმეს შვილიშვილი ლიდა პოლტორაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში. 1952 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან „საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო“ მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში, გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა. 24 თებერვალს უკანასკნელ გზაზე ვაკის სასაფლაომდე, მისი ნეშტი მხოლოდ ორმოცდარვა ადამიანმა გააცილა.
გარდაცვალების შემდეგ
1963 წელს, დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, ხოლო 1987 წელს ლევილიდან თბილისში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო-პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტიც. 2000 წელს ექვთიმე თაყაიშვილი გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.
1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი მის შესახებ. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში. 1982 წლის 30 მაისს თაყაიშვილის მშობლიურ სოფელ ლიხაურში გაიმართა სახალხო დღესასწაული „ექვთიმეობა“, სოფლის ცენტრში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი (მხატვარი ანზორ გომართელი, არქიტექტორი რობერტ გოგოლიშვილი). 2010 წელს ასევე აშენდა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა[2]2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
„ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, — მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა. იგი იყო „მოხალისე“, „მოყვარული“, მაგრამ ნამდვილი ბატონი საქართველოს წარსულის კვლევის ფართო ნიადაგზედ... იგი იყო განმგრძობი დიმიტრი ბაქრაძის, თავისი უფროსი თანამედროვის თ. ჟორდანიას და სხვათა ღვაწლისა, რომელთაც იგივე მიზანი ხელმძღვანელობდა მათი უანგარო, დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის დროს.“ | |
(პროფესორი მიხაკო წერეთელი[3]) |
ნაშრომები
სამი ისტორიული ქრონიკა, ტფილისი, 1890
ქართლის ცხოვრება, ტფილისი, 1906
Археологические экскурсии, разыскания и заметки. Tip. K.П. Кожловского, Тифлис 1905- Христианские памятники. Москва 1909
Les antiquités géorgiennes. Société géorgienne d'histoire et d'ethnographie, Tiflis 1909
Album d'arquitecture géorgienne. Éd. de l'Univ. de Tiflis, Tiflis 1924
Georgian chronology and the beginning of the Bagratid rule in Georgia. In: Georgica. London, v.I, 1935
საქართველოს სიძველენი, ტფილისი, ტ. 1.
ლიტერატურა
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
ექვთიმე თაყაიშვილი ვიკიციტატებში | |
ექვთიმე თაყაიშვილი ვიკისაწყობში |
- „ექვთიმე თაყაიშვილი 150“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბ., 2013
- ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2007, ISBN 978-99940-852-0-0
გ. ლომთათიძე, „ქართული კულტურის მემატიანე: ექვთიმე თაყაიშვილი“ — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1990
ანდრია აფაქიძე, „აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი“ — „მეცნიერება“, თბილისი, 1966
ელენე კელენჯერიძე, „აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის შრომათა ბიბლიოგრაფია“ — საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი 1963
ელენე კელენჯერიძე, „აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის არქივი: აღწერილობა'“ — „მეცნიერება“, თბილისი, 1972
ექვთიმე თაყაიშვილი, «ძეგლის მეგობარი», №. 4, გვ. 35-46, თბ., 1965 წელი.
მშვენიერების ტყვეობაში, «ძეგლის მეგობარი», №. 19, გვ. 5-9, თბ., 1969 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- „ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე“, გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“. 2003. წ.
ექვთიმე თაყაიშვილი.
რუსულენოვანი საიტი ექვთიმე თაყაიშვილის შეხაებ.- დოკუმენტური ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუსეცი“
- დეპუტაცია მეფისნაცვალ ვორონცოვთან
სქოლიო
↑ Е. Такаишвили, «Грузинския надписы Ахталы», Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып 29, 1901 г. ст. 138
↑ ექვთიმე თაყაიშვილი, ერისკაცობის ეტალონი ამერიკის ხმა, კვირა, 20 იანვარი, 2013
↑ ჟურნალი „ბედი ქართლისა“, პარიზი, N16, 1954, გვ. 8.
|
|
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- დაბადებული 3 იანვარი
- დაბადებული 1863
- გარდაცვლილი 21 თებერვალი
- გარდაცვლილი 1953
- რჩეული სტატიები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- ქართველი ისტორიკოსები
- ქართველი საზოგადო მოღვაწეები
- ქართველი წმინდანები
- XX საუკუნის ქრისტიანი წმინდანები
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოს ეროვნული გმირები
- მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულები
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.908","walltime":"1.426","ppvisitednodes":"value":6141,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":199443,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":114402,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":14,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":1247,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":13,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1168.472 1 -total"," 84.88% 991.850 1 თარგი:ინფოდაფა_მეცნიერი"," 84.20% 983.873 1 თარგი:ინფოდაფა"," 68.46% 799.924 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 39.07% 456.572 1 თარგი:Wikidata/p20"," 15.39% 179.824 1 თარგი:Wikidata/p19"," 7.40% 86.474 1 თარგი:Wikidata/p18"," 5.70% 66.644 16 თარგი:Wikidata"," 4.99% 58.278 2 თარგი:ნავდაფა"," 4.19% 48.947 1 თარგი:თსუ-ს_დამფუძნებლები"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.418","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":9779904,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1325","timestamp":"20190414142309","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d4u10e5u10d5u10d7u10d8u10dbu10d4 u10d7u10d0u10e7u10d0u10d8u10e8u10d5u10d8u10dau10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94_%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q732247","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q732247","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-05-31T22:15:50Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/7d/Takaishvili.jpg","headline":"u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10d8 u10d8u10e1u10e2u10ddu10e0u10d8u10d9u10ddu10e1u10d8, u10d0u10e0u10e5u10d4u10ddu10dau10ddu10d2u10d8 u10d3u10d0 u10e1u10d0u10d6u10ddu10d2u10d0u10d3u10dd u10dbu10ddu10e6u10d5u10d0u10ecu10d4"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":149,"wgHostname":"mw1263"););