Skip to main content

ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1902 წელს სექციების სია მარშრუტი | იხილეთ აგრეთვე | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ

ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციებიარქეოლოგიური ექსპედიციები საქართველოში


ექვთიმე თაყაიშვილისახალციხისაახალქალაქისყარსის ოლქშიარტაანის ოლქშიაწყურშიაწყურის ციხეაწყურის ტაძარიბიეთის ტაძარისთისელშითისელის გუმბათიანი ტაძარიდარბაზული ეკლესიაეკლესიაოშორის წყლისკენოშორაოთაშიშორეთისასპინძაშიციხისაოლთის ოკრუგისყარსშიციხე










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1902 წელს




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search


ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1902 წელს — არქეოლოგიური ექსპედიცია ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით, მოეწყო 1902 წელს, მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით. ექსპედიცია მიზნად ისახავდა თავდაპირველად მოენახულებინათ და გამოეკვლიათ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ნაკლებადშესწავლილი ძეგლები. შემდეგ იქედან გადასულიყვნენ ყარსის ოლქში და აღეწერათ ჩილდირის, ხოლო არტაანის ოლქში არტაანის მონაკვეთების ქრისტიანული ძეგლები. ექსპედიციაში შედიოდნენ:


  • ჯგუფის ხელმძღვანელი — ექვთიმე თაყაიშვილი;

  • ფოტოგრაფი — ალექსანდრე მამუჩიშვილი;

  • არქიტექტორი — სიმონ კლდიაშვილი.

1902 წლის ექსპედიციის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა მანამდე უცნობ უამრავ ძეგლს მიაკვლია. მათ შორის საინტერესოა კალმახის ციხის კლდის ქვემოთ, სოფელ ნიაკომის ხევში აღმოჩენილი მატიანეებში სრულიად უცნობი ვაჩიგორის დიდი მონასტერი-ლავრა და მონასტრის ირგვლივ კიდევ ხუთი პატარა ეკლესია. უცნობი მონასტერი აღმოაჩინა ექსპედიციამ ოლთისის რაიონში — კინეპოსი, სადაც დაცულია ოთხთა ეკლესია. ამ ექსპედიციების შედეგი იყო სამაბსიდიანი ეკლესიების აღმოჩენა კოლას ოთხთა ეკლესიის სოფელში, ასევე ორთულში, ბაღჩალოყიშლაში.


ექსპედიციის დროს ბევრი ისეთი ძეგლი აღმოჩნდა, ჩაიხაზა, აიზომა და გადაღებული იქნა ფოტოფირზე, რომლებიც დღეს უკვე აღარ არსებობენ. ასეთია ერუშეთის ტაძარი, რომლის ადგილზე ახლა არაფერი აღარ არსებობს. წყაროსთავის დიდი საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც არწერა ე. ტაყაიშვილმა, ასევე დანგრეულია. აფეთქებას შეეწირა ზეგანი, ერუშეთის ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი, რომელიც ე. ტაყაიშვილს თითქმის პირვანდელი სახიტ უნახავს და აღუწერია. აფეთქებამ შეიწირა ასევე გოგიუბას ეკლესიაც, რომლის ფოტოები 1902 წლის ექსპედიციამ გადაიღო.




სექციების სია





  • 1 მარშრუტი

    • 1.1 სამცხე


    • 1.2 ჯავახეთი


    • 1.3 ჩილდირი


    • 1.4 ფოსო


    • 1.5 ერუშეთი


    • 1.6 არტაანი


    • 1.7 ტაო


    • 1.8 ყარსი



  • 2 იხილეთ აგრეთვე


  • 3 ლიტერატურა


  • 4 სქოლიო




მარშრუტი |


ექსპედიცია თბილისიდან ბორჯომში 1902 წლის 17 ივლისს დაიძრა.



სამცხე |


მეორე დღეს აწყურში მოინახულეს აწყურის ციხე და იქვე მდებარე აწყურის ტაძარი. აწყურიდან გადავიდნენ ბიეთში სადაც დახვდათ ბიეთის ტაძარის გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევები.


იქედან გადაინაცვლეს თისელში, სადაც მოინახულეს თისელის გუმბათიანი ტაძარი, რომლის მახლობლად აღმოაჩინეს დარბაზული ეკლესია, ასევე დააფიქსირეს ციხის ნანგრევები როგორც დარბაზული ისე გუმბათიანი ტაძრის მახლობლად, ხოლო კლდეებში გამოქვაბულები.


თისელიდან აწყურში დაბრუნებულები გაემართნენ ახალციხისაკენ. გზად მოინახულეს სოფელ ახაშენის (ამჟამად ნასოფლარის) ეკლესია. ახაშენის შემდეგ ექსპედიციამ გადაუხვია ოშორის წყლისკენ და ქვემო ოშორაში (ოშორა) აღწერეს ეკლესიის ნანგრევები. ზემო ოშორაში ორი ეკლესიის ნანგრევი მოინახულეს. ზემო ოშორიდან გადალახეს წყალგამყოფი ქედი და დაეშვნენ სოფელ ოთაში, სადაც ციხის ნანგრევები აღწერეს. შემედგ მოინახულეს ბეთლემის, ღართას და შორეთის ეკლესიები. დასასრულს სოფელ ოთის ქვემოთ მოინახულეს კიზილ-დერესის ეკლესია და წავიდნენ ასპინძაში. ასპინძაში აღწერეს ციხისა და უგუმბათო ეკლესიის ნანგრევები. ახალქლალაქისკენ მიმავალ გზაზე აღწერეს ჩუხერეშის ეკლესია, მოინახულეს ადგილი ხიზა და მოკლე ხნით გაჩერდნენ სოფელ ხიზაბავრაში სადაც ასევე იდგა ძველი და ახლადნაშენი კათოლიკური ეკლესია. ხიზაბავრიდან გაემართნენ სოფელ საროში, რომელშიც მოინახულეს ძველი ეკლესია და სამი ციხე.



ჯავახეთი |


იქედან შოსეზე დაეშვნენ და გაემართნენ ხერთვისის გავლით ახალქლაქში. ახალქალაქში მოინახულეს მურჯახეთის, კულალისას, ბავრას, თორის, ხორენიის, ჯიგრაშენის, ყაურმის და კუმურდოსე ეკლესიები. კუმურდო რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მას გადაუღეს 14-ზე მეტი ფოტო. ახალქალაქის მაზრის ძეგლების მონახულებისას ცდილობდა ესარგებლა ი. როსოტომვის მიერ გამოცემული ნაშრომით[1].



ჩილდირი |


ახალქალაქში დაბრუნებულები გაემართნენ ჩილდირის მონაკვეთის ადმინისტრაციულ ცენტრ, ზურზუნაში. იქვე ნახეს ზურზუნის ეკლესიის საძირკველი. ზურზუნიდან მოშორებით ინახულეს კაჟის-ციხე იგივე შაიტან-კალა და მასში მდებარე ციხის ეკლესია. ზურზუმიდან გაემართნენ ჩილდირის ტბისკენ, გზად გაიარეს სოფლები, ზინზალი (ცინცალი), ქვემო ჯამბაზი და კაგაჩი. ზინზალეში ნახეს ეკლესიის ნანგრევები, ხოლო კაგაჩთან გზაზე ეკლესიის ნანგრევები. ჩილდირის ტბასტან ნახეს ნაეკლესიარი. აგჯა-ყალაში ინახულეს თეთრი-ციხე და რამდენიმე ეკლესია. ლამაზი ეკლესია ნახეს სოფელ ჭალაში. ჭალადან გაემართნენ ურთაში სადაც მეჩეტად გადაკეთებული ნაეკლესიარი დახვდა. იქედან სოფელ სანომერში შეიარა სადაც ასევე ეკლესია ინახულა და უკან ზარზუმაში დაბრუნდა. ზარზუმაში მისულს არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი დახვდა, რომელიც ჯგუფს ახალციხეში უნდა შეხვედროდა. ექსპედიციის შემდეგი კვლევის აღნიშნულ პერიოდში უკვე ჩნდება სიმონ კლდიაშვილის მიერ შესრულებული ძეგლების გეგმები და ანახაზები.



ფოსო |


ზურზუნადან გაემართნენ სოფელ ჩაისში სადაც ნახეს დარბაზული ეკლესია. ჩაისიდან კი მოინახულეს წყაროსთავის საკათედრო ტაძარი.



ერუშეთი |


წყაროსტავიდან დაეშვნენ მტკვარზე და ამოვიდნენ სოფელ კურტ-კალასტან. თავად სოფელში აღმოჩნდა ეკელსია კარგ მდგომარეობაში. ასევე იმავე სოფლის ძირში სხვა უფრო დიდი ეკლესიაც იქნა დაფიქსირებული. სოფლისაგან მოშორებით მდგარი მგელციხე მასში არსებული ციხის ეკლესიით და შორიახლოს არსებული ეკლესია ასევე იქნა მონახული და დ აფიქსირებული. მტკვრის ქვემო დინების მიმართულებით მოინახულეს ვაშლობის ეკლესია. აქედან გაიარეს სოფლები ჩომარდო, ამპური, თათალეთი. ყველა მათგანში იყო ეკლესიის ნანგრევი. სოფელ თათალეთდან თათალეთის-წყლით ყარსის ოლქიდან ტფილისის გუბერნიაში გადავიდნენ. ახალციხის მაზრაში გადაიღეს და აზომეს კარზამეთის და გავეთის ეკლესიები. უკან თათალეთში დაბრუნებულებმა მოინახულეს სოფელ კოტასის ეკლესიის ნანგრევი. ასევე ნაეკლესიარი აღმოჩნდა ადგილ სანსუტშიც. იქედან მოინახულეს ზეგანის გუმბათიანი ეკლესია. შემდეგ მოინახულეს ერუშეთის ეკლესია და შემდეგ გაემართნენ ნაქალაქევში. იქ ეკლესია დაშლილი დახვდათ ისევე როგორც ახლო მდგომ სოფელ ოქრო-კოტანში. ზევით არსებული ძველი-ნაკალაქევი ანუ ვერანა-ნაქანალევი მათ არ მოუნახულებიათ. ნაქალაქევიდან გაემართნენ სოფელ ველში სადან მოინახულეს ველის ციხე და მასში არსებული ციხის ეკლესია. ველიდან მივიდნენ სოფელ გუგუბაში სადაც ნახეს გუგუბას ნაეკლესიარი. უკან ზურზუნისაკენ გაბრუნებულები გზად სოფელ სიკიარებში გაჩერდნენ, სადაც მოინახულეს ეკლესია.



არტაანი |


სიკიარებიდან გაემართნენ არტაანში. გზად შეიარეს თარაკამამის ჩაისის ეკლესია, ასევე ბეგრახათუნთან ორი ეკლესიის და ციხის ნანგრევები. ბეგრახათუნის მაღლა ხიმშიაშვილების სანახებში მტკვრის პირას ნახეს ორი ნაეკლესიარი. აჭარის ბეგების ხიმშაიშვილების სოფელი ატარებდა სახელ ურის. არმისული არტაანში გზის პირას შენიშნეს დიდი ეკლესიის ნანგრევები. არტაანში მოინახულეს ციხე, რომელზეც ქართული წარწერებიანი ქვები იყო დატანილი. ასევე მეჩეთი და აბანოების ნაშთები.



ტაო |


არტაანიდან ღელის მონაკვეთის გავლით გადავიდნენ ოლთის ოკრუგში და გაჩერდნენ სოფელ პენეკში, სადაც მოინახულეს ბანას ტაძრის ნანგრევები. მომდევნო დღეს გაემგზავრნენ სოლომონ-ყალაში, გზად მოინახულეს კიაგიმის-ალთის მრგვალი ტაძარი. სოლომონ ყალაში ასევე მოინახულეს გამოქვაბული კომპლექსი აზომეს და გადაიღეს. უკანა გზაზე ჩამხუსში მდინარის პირას დააფიქსირეს ცენტრალური ტიპის ნაეკლესიარი. სოფელ პენეკში დაბრუენბულებმა დეტალურად აღწერეს ბანას ტაძარი, ასევე შეადგინეს გეგმა და გადაიღეს 10 ფოტო.



ყარსი |


ჯგუფი ოლთის ოკრუგის სოფელ პენეკიდან დაბრუნდა ჯერ არტაანში, შემდეგ კი ყარსში გაიარეს. ყარსში მოინახულეს მთავარი ციხე და გადაიღეს გალავანზე შემორჩენილი სომხური და თურქული წარწერები. 1902 წელს ექსპედიციის დროს თაყაიშვილს გალავანზე დიმიტრი ბაქრაძის 1881 წელს დაფიქსირებული ქართული წარწერა აღარ დახვდა.


ყარსის მონახულებით დასრულდა არქეოლოგიური ექსპედიცია. ჯგუფი დაბრუნდა თბილისში.



იხილეთ აგრეთვე |


  • ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1907 წელს

  • ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1917 წელს


ლიტერატურა |


  • „ექვთიმე თაყაიშვილი 150“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბ., 2013

  • «Материалы по археологии Кавказа». т. 12


სქოლიო |




  1. И. П. Ростомов, «Ахалкалакский уезд в археологическом отнашении», Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, Вып. 25








(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ექვთიმე_თაყაიშვილის_არქეოლოგიური_ექსპედიცია_სამხრეთ_საქართველოში_1902_წელს&oldid=3584354“-დან










სანავიგაციო მენიუ


























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.076","walltime":"0.116","ppvisitednodes":"value":159,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":1028,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":336,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":15660,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 30.244 1 თარგი:სქოლიო","100.00% 30.244 1 -total"," 14.64% 4.428 1 თარგი:Main_other"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":536659,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1332","timestamp":"20190410052321","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":111,"wgHostname":"mw1241"););

Popular posts from this blog

រឿង រ៉ូមេអូ និង ហ្ស៊ុយលីយេ សង្ខេបរឿង តួអង្គ បញ្ជីណែនាំ

QGIS export composer to PDF scale the map [closed] Planned maintenance scheduled April 23, 2019 at 23:30 UTC (7:30pm US/Eastern) Announcing the arrival of Valued Associate #679: Cesar Manara Unicorn Meta Zoo #1: Why another podcast?Print Composer QGIS 2.6, how to export image?QGIS 2.8.1 print composer won't export all OpenCycleMap base layer tilesSave Print/Map QGIS composer view as PNG/PDF using Python (without changing anything in visible layout)?Export QGIS Print Composer PDF with searchable text labelsQGIS Print Composer does not change from landscape to portrait orientation?How can I avoid map size and scale changes in print composer?Fuzzy PDF export in QGIS running on macSierra OSExport the legend into its 100% size using Print ComposerScale-dependent rendering in QGIS PDF output

PDF-ში გადმოწერა სანავიგაციო მენიუproject page