თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სექციების სია ქართული უმაღლესი განათლების ისტორია | თსუ-ის დაარსებისა და განვითარების ისტორია | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთა სია | არქიტექტურა | უნივერსიტეტი ამჟამად | კვლევითი საქმიანობა | საერთაშორისო კავშირები | სტუდენტური მოძრაობები | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუთსუ-ს ოფიციალური საიტისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი // Staff.geრრრრ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტითელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიგორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო კონსერვატორიათბილისის სამხატვრო აკადემიაშოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაპეტრე მელიქიშვილიივანე ჯავახიშვილითევდორე ღლონტიმალაქია ტოროშელიძეივანე ვაშაყმაძეალექსანდრე ერქომაიშვილილევან აღნიაშვილიკარლო ორაგველიძეგიორგი კიკნაძედავით ყიფშიძეალექსანდრე ჯანელიძენიკო კეცხოველიილია ვეკუაერმილე ბურჭულაძევიქტორ კუპრაძეგიორგი ძოწენიძეევგენი ხარაძეილია ვეკუადავით ჩხიკვიშვილივაჟა ოკუჯავანოდარ ამაღლობელითამაზ გამყრელიძეოთარ ჯაფარიძეროინ მეტრეველირუსუდან ლორთქიფანიძეგიორგი ხუბუაალექსანდრე კვიტაშვილივლადიმერ პაპავაგიორგი შარვაშიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოსუმაღლესი სასწავლებელი19188 თებერვალს26 იანვარსდავით აღმაშენებლისთბილისშიკავკასიაში1917ივანე ჯავახიშვილიკონსტანტინე აფხაზიგრიგოლ გველესიანიექვთიმე თაყაიშვილიგიორგი ახვლედიანიშალვა ნუცუბიძედიმიტრი უზნაძეგრიგოლ წერეთელიაკაკი შანიძეანდრია რაზმაძეიოსებ ყიფშიძეკორნელი კეკელიძეპეტრე მელიქიშვილიკირიონმა19221928საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი191919261926როინ მეტრეველი19921926199218 აპრილს1989IV საუკუნეგელათისაიყალთოსპალესტინაშისირიაშისაბერძნეთშიბულგარეთშიქართველმა ხალხმამეოცე საუკუნისსაქართველოსფსიქოლოგიააშიფილოსოფიაშიენათმეცნიერებაშიისტორიაშიაღმოსავლეთმცოდნეობაშისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიისცარიზმისთებერვლის რევოლუციამრუსეთის იმპერიაშიივანე ჯავახიშვილმაპეტრე მელიქიშვილიპეტრე მელიქიშვილისაბჭოთა კავშირის1918დავით აღმაშენებლის19955 სექტემბრიდან1989პეტრე მელიქიშვილი191830 იანვარსისტორიკოსმაივანე ჯავახიშვილმა19181922სიმონ ჯანაშიამვარლამ თოფურიამარნოლდ ჩიქობავამშალვა ამირანაშვილმალევან (ლენკო) მუსხელიშვილმარენესანსულიარქიტექტორიივ. ჯავახიშვილისგ. ბუღაძის199425 აპრილს199419922005ანდრია რაზმაძენიკოლოზ მუსხელიშვილიილია ვეკუავიქტორ კუპრაძეარჩილ ხარაძეანდრია ბიწაძერაჟდენ ხუციშვილიელეფთერ ანდრონიკაშვილიმათე მირიანაშვილივაგან მამასახლისოვიგივი ხუციშვილიპეტრე მელიქიშვილიშალვა ცინცაძეპეტრე ქომეთიანიდიმიტრი უზნაძერევაზ ნათაძეფატი ხუნდაძეივანე ბერიტაშვილიდიმიტრი გედევანიშვილიივანე ჯავახიშვილისიმონ ჯანაშიანიკოლოზ ბერძენიშვილიშოთა მესხიავარლამ დონდუაკორნელი კეკელიძეშალვა ნუცუბიძესერგი დანელიამოსე გოგიბერიძეგიორგი ჩუბინიშვილინიკოლოზ ჩუბინიშვილიშალვა ამირანაშვილიაკაკი შანიძეგიორგი ახვლედიანიკარპეზ დონდუავარლამ თოფურიაარნოლდ ჩიქობავაქეთევან ლომთათიძეგრიგოლ წერეთელისიმონ ყაუხჩიშვილიგიორგი წერეთელისერგი ჯიქიამაკარ ხუბუავლადიმერ ფუთურიძევალერიან გაბაშვილიკონსტანტინე წერეთელიმზია ანდრონიკაშვილი19941999აშშ19231933193319191996192719982006განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირისთბილისის,,გეორგიკა”კავკასიოლოგიას
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Jump to navigation
Jump to search
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
ლათ. Universitas Tphilisensis | |
დაფუძნდა | 8 თებერვალი, 1918 [ძვ. სტ. 26 იანვარი] |
---|---|
დამფუძნებელი | |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | გიორგი შარვაშიძე |
მდებარეობა | თბილისი, საქართველო |
მისამართი | 0128, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო |
ტელეფონი | +995 32 2225107 რექტორატი |
კამპუსი | 11 |
მეტსახელი | თსუ |
საიტი | http://www.tsu.edu.ge/ |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) — საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.
უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.
1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.
1922 წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომლის ბაზაზე 1928 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1919-1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.
1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ის რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.[1]
სექციების სია
1 ქართული უმაღლესი განათლების ისტორია
2 თსუ-ის დაარსებისა და განვითარების ისტორია
3 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთა სია
4 არქიტექტურა
5 უნივერსიტეტი ამჟამად
6 კვლევითი საქმიანობა
7 საერთაშორისო კავშირები
8 სტუდენტური მოძრაობები
9 ლიტერატურა
10 რესურსები ინტერნეტში
11 სქოლიო
ქართული უმაღლესი განათლების ისტორია |
საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში (V საუკუნე), სირიაში (VI საუკუნე), საბერძნეთში (X-XI საუკუნეები), ბულგარეთში (XI საუკუნე)), პოლიტიკურ-ეკონომიკური დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.
თსუ-ის დაარსებისა და განვითარების ისტორია |
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიააში, ფილოსოფიაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიაში, აღმოსავლეთმცოდნეობაში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.
1917 წელს ცარიზმის დამარცხებამ და თებერვლის რევოლუციამ შესაძლებელი გახადა რუსეთის იმპერიაში არარუსულენოვანი უნივერსიტეტის დაარსება. ივანე ჯავახიშვილმა პეტერბურგში დააარსა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო მაისის დასაწყისში ჩავიდა თბილისში, სადაც ჩაიტანა უკვე მზა წესდება და დახმარებისთვის ექვთიმე თაყაიშვილს მიმართა. 12 მაისს ჯავახიშვილმა და თაყაიშვილმა გამართეს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, სადაც საპატიო თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. დაარსების სავარაუდო თარიღად 1918 წლის დასაწყისი განისაზღვა. დამფუძნებელმა საზოგადოებამ შექმნა ორი კომისია: აკადემიური და ფინანსური. ფინანსურს დაეკისრა უნივერსიტეტის დაარსებისთვის სახსრების მოზიდვა, ხოლო აკადემიურს — მეცნიერული ორგანიზაციისთვის ზრუნვა. აკადემიურ კომისიაში შევიდნენ: პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, დ. უზნაძე, ა. რაზმაძე. კომისიამ სხვადასხვა დროს 9 სხდომა ჩაატარა. 1917 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო ერთი — სიბრძნისმეტყველების ანუ ფილოსოფიური ფაკულტეტი, რომელსაც შემდეგ მიემატებოდა სხვები. 1918 წლის 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პირველი სხდომა, სადაც რექტორად ივანე ჯავახიშვილის არჩევა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივი რექტორი მაინც ჯავახიშვილი იყო, რადგან მელიქიშვილი არაფერს წყვეტდა უმისოდ. 1918 წლის 26 იანვარს კი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. იმავე წლის 3 სექტემბერს უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთა სია |
პეტრე მელიქიშვილი - 1918/I - 1919/XII
ივანე ჯავახიშვილი - 1919/XII -1926/VI
თევდორე ღლონტი - 1926/IX - 1928/IX
მალაქია ტოროშელიძე - 1928/IX - 1930/IX
ივანე ვაშაყმაძე - 1930/I - 1931/IX
ალექსანდრე ერქომაიშვილი - 1931/X - 1932/XII
ლევან აღნიაშვილი - 1933/IV - 1935/VI
კარლო ორაგველიძე - 1935/VI - 1937/VI
გიორგი კიკნაძე - 1937/VII - 1938/IX
დავით ყიფშიძე - 1938/X - 1942/II
ალექსანდრე ჯანელიძე - 1942/II - 1945/VII
ნიკოლოზ კეცხოველი - 1945/VII - 1953/VI
ილია ვეკუა - 1953/VII - 1953/IX, 1966/IV - 1972/IV
ერმილე ბურჭულაძე - 1953/IX - 1954/IX
ვიქტორ კუპრაძე - 1954/IX - 1958/III
გიორგი ძოწენიძე - 1958/IV - 1959/III
ევგენი ხარაძე - 1959/III - 1966/III
დავით ჩხიკვიშვილი - 1972/V - 1980/II
ვაჟა ოკუჯავა - 1980/III - 1985/IX
ნოდარ ამაღლობელი - 1985/IX - 1991/VIII
თამაზ გამყრელიძე - 1991/VIII - 1991/IX
ოთარ ჯაფარიძე - 1991/IX - 1991/X
როინ მეტრეველი - 1991/X - 2004/X
რუსუდან ლორთქიფანიძე - 2004/XII-2006/IV
გიორგი ხუბუა - 2006/IV - 2010/VIII
ალექსანდრე კვიტაშვილი - 2010/VIII - 2013/VII
ვლადიმერ პაპავა - 2013/VII - 2016/III
დარეჯან თვალთვაძე (მოვალეობის შემსრულებელი) - 2016/IV - 2016/IX
გიორგი შარვაშიძე - 2016/IX - დღემდე
საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას დაეკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის ამაღლება. ამიტომ, დღესაც ქართველი ხალხი თბილისის უნივერსიტეტს სიყვარულით და პატივისცემით მეცნიერების წმინდა ტაძარს უწოდებს.
უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს, — საქართველოს მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი ფაკილტეტი — სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო, საისტორიო და ფილოსოფიური დარგებით. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი.
დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერული წვრთნის საქმეს 3275 პროფესორ-მასწავლებელი ემსახურება. მათგან 55 აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 595 პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი, 1246 დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატია.
უნივერსიტეტის პირველი გამოშვება შედგა 1922 წელს. ამ წელს თსუ დაამთავრეს სიმონ ჯანაშიამ, ვარლამ თოფურიამ, არნოლდ ჩიქობავამ, შალვა ამირანაშვილმა, ლევან (ლენკო) მუსხელიშვილმა და შემდგომში გამოჩენილმა სხვა მეცნიერებმა.
არქიტექტურა |
მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა, რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილს გუმბათით დასრულებული შვერილი წარმოადგენს, რომელიც რუსტრირებული და გიგანტური კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული. ფართო კიბისა და სიმეტრიული პანდუსის კომპოზიცია ფასადს პარადულობას ანიჭებს. შენობის ხუროთმოძღვარია პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული — სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი კი — ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე. ბიბლიოთეკის დარბაზსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში მხატვარ გ. ბუღაძის მიერ 2001 წელს შესრულებული მოხატულობაა.[2]
1940 წელს მ. შავიშვილის პროექტით აგებული უნივერსიტეტის II კორპუსი, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირის პლასტიკურ მოხაზულობას მიჰყვება, თავისი მასშტაბით, არქიტექტურული მორთულობითა და ფერით მთავარ კორპუსს ეხამება.
უნივერსიტეტი ამჟამად |
საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდაქმნის მნიშვნელოვანი ეტაპი 1994 წლის 25 აპრილს დაიწყო, როცა დიდმა სამეცნიერო საბჭომ მიიღო „საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია“, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი 1994 წლიდან სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან ფორმაზე (ეტაპობრივი გადასვლა 1992 წლიდან დაიწყო) და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისკენ გადადგა ნაბიჯი.
რეფორმის I ეტაპის დასასრულს, 2005 წლის დამდეგს, უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა 22 ფაკულტეტი 184 კათედრით, 8 ფილიალი 46 ფაკულტეტით, 3 სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, 81 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, 161 სასწავლო ლაბორატორია და კაბინეტი, კლინიკური საავადმყოფო და დიაგნოსტიკური ცენტრი, გამომცემლობა, სტამბა, ბიბლიოთეკა 3640693 ერთეული წიგნადი ფონდით, საერთო საცხოვრებელი 5 კორპუსით. მუშაობდა 95 საგანმანათლებლო პროგრამა ბაკალავრიატში, 194 მაგისტრატურაში და 16 ერთსაფეხურიან სწავლებაზე.
ქართულ უნივერსიტეტში დაფუძნდა არაერთი საქვეყნოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლა: მათემატიკის (ანდრია რაზმაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, არჩილ ხარაძე, ანდრია ბიწაძე და სხვ.), ფიზიკის (რაჟდენ ხუციშვილი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, გივი ხუციშვილი და სხვ.), ქიმიის (პეტრე მელიქიშვილი, შალვა ცინცაძე, პეტრე ქომეთიანი და სხვ.), ფსიქოლოგიის (დიმიტრი უზნაძე, რევაზ ნათაძე, ფატი ხუნდაძე და სხვ.), ფიზიოლოგიის (ივანე ბერიტაშვილი, დიმიტრი გედევანიშვილი და სხვ.), ისტორიოგრაფიის (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, შოთა მესხია, ვარლამ დონდუა და სხვ.), ლიტერატურათმცოდნეობის (კორნელი კეკელიძე და სხვ.), ქართული ფილოსოფიის (შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, მოსე გოგიბერიძე და სხვ.), ხელოვნებათმცოდნეობის (გიორგი ჩუბინიშვილი, ნიკოლოზ ჩუბინიშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვ.), ქართული ენათმეცნიერების (აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, კარპეზ დონდუა, ვარლამ თოფურია და სხვ.), იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების (არნოლდ ჩიქობავა, ქეთევან ლომთათიძე და სხვ.), კლასიკური ფილოლოგიის (გრიგოლ წერეთელი , სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვ.), აღმოსავლეთმცოდნეობის (გიორგი წერეთელი, სერგი ჯიქია, მაკარ ხუბუა, ვლადიმერ ფუთურიძე, ვალერიან გაბაშვილი, კონსტანტინე წერეთელი, მზია ანდრონიკაშვილი და სხვ.).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრებზე და სამეცნიერო კვლევით ქვედანაყოფებში ინტენსიურად მიმდინარეობს ასპირანტებისა და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა მომზადება; ფუნქციონირებს სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი 26 საკვალიფიკაციო საბჭო მეცნიერების თითქმის ყველა დარგში.
1994 წელს, 64 წლის შემდეგ, უნივერსიტეტის წიაღში დაბრუნდა უმაღლესი სამედიცინო განათლება, აღდგა საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლების ტრადიცია — ჯერ გაიხსნა მედიცინის სპეციალობა ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, 2000 წელს კი მედიცინის ფაკულტეტი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. შეიქმნა საუნივერსიტეტო კლინიკების ასამბლეა, რომლის სასწავლო ბაზები გამოირჩევა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალით, გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მართვის ცენტრი და უწყვეტი სამედიცინო განათლების დეპარტამენტი, შეიქმნა მედიცინის დარგის მზრუნველთა საბჭო, სამედიცინო ინფორმაციის სამსახური. პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური ცენტრი.
1999 წელს დაარსდა „კავკასიის ბიზნესის სკოლა“. იგი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრის პროგრამების ფარგლებში ამზადებს სპეციალისტებს. სკოლა დააფუძნა კონსორციუმმა, რომელშიც შედიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატლანტაში (აშშ).
უნივერსიტეტთან 1923 წლიდან არსებობს სტამბა, 1933 წლიდან – გამომცემლობა. 1933 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის არქივი. 1919 წლიდან დარგების მიხედვით გამოდის სამეცნიერო კრებული „თბილისის უნივერსიტეტის შრომები“, 1996 წლიდან მოქმედებს პროგრამა „სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის“. უნივერსიტეტს გააჩნია ორი ყოველკვირეული გაზეთი,„თბილისის უნივერსიტეტი“ (გამოდის 1927 წლიდან) და „ქართული უნივერსიტეტი“ (გამოდის 1998 წლიდან).
2006 წლის აპრილიდან უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ განათლების სექტორში განვითარებადი, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ხორციელდება განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის მიერ. განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი, რომელიც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს წარმატებით ვითარდება, როგორც უნივერსიტეტთა და სკოლათაშორისი რესპუბლიკური პროგრამა.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი: ისტორიისა და ქართული ემიგრაციის, მინერალოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის.
კვლევითი საქმიანობა |
თბილისის უნივერსიტეტში მიმდინარეობს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის პრობლემების კვლევა. უნივერსიტეტის ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში თეორიული შედეგების საფუძველზე ტარდება ბუნების მოვლენებისა და სახალხო მეურნეობაში წამოჭრილი ამოცანების მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი რეალიზაცია კომპიუტერების გამოყენებით. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაღალი ენერგიების არეში ნუკლონებსა და ბირთვებთან ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედების ექსპერიმენტული კვლევა, ამაჩქარებლებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების ახალი სისტემების შექმნა, თეორიული კვლევები ველის კვანტური თეორიის, ელემენტარული ნაწილაკებისა და ატომბირთვის ფიზიკაში.
უკანასკნელ ხანს, გარდა ფუნდამენტური გამოკვლევებისა, მეცნიერთა ნაწილმა გამოყენებითი სამუშაოების შესრულებაზე გადაიტანა აქცენტი და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია, შეიქმნა არაერთი საყურადღებო პროექტი, შემუშავდა რეკომენდაციები, მიღებულია კონკრეტული შედეგები, რომელთა დანერგვა უთუოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული მეცნიერების წინსვლის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. ყურადღება მახვილდება საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესწავლასა და მათი პრაქტიკული გამოყენების გზების ძიებაზე, ეკოლოგიური საკითხების კვლევაზე. ამა თუ იმ პრობლემატიკის შესწავლისა თუ დამუშავებისას გათვალისწინებულია რეგიონალური და ეროვნული თავისებურებანი, ისტორიული ტრადიციები, პერსპექტივები.
საერთაშორისო კავშირები |
თბილისის უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განვითარების საყოველთაოდ აღიარებული ცენტრია. სისტემატური ხასიათი მიიღო უნივერსიტეტელ ქართველოლოგთა მიერ საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში ლექციების კითხვამ, საერთაშორისო სიმპოზიუმებში მონაწილეობამ, უცხოეთში სტატიებისა და მონოგრაფიების გამოქვეყნებამ. 1978 წლიდან ქ. იენაში გერმანულ ენაზე ყოველწლიურად გამოდიოდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის და იენის ფრიდრიხ შილერის სახ. უნივერსიტეტების ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალი ,,გეორგიკა”. 1991 წლიდან ,,გეორგიკა” ქ. კონსტანცაში (გერმანია) გამოდის ოთხი უნივერსიტეტის – თბილისის, იენის, ზაარბრუკენისა და კონსტაცის უნივერსიტეტების – თანამშრომლობით. 1999 წლიდან კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, რომელიც საქარველოსა და საბერძნეთის ხელისუფლების, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებისა და ინტელიგენციის მხარდაჭერით შეიქმნა 1997 წელს, გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს PHASIS.
თბილისის უნივერსიტეტში არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და სიმპოზიუმი ჩატარდა. აღსანიშნავია ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონფერენციები (1979, 1986), ქართული ხელოვნების სიმპოზიუმები (II – 1977 წ., IV – 1983 წ., VI –1989 წ.,), საერთაშორისო კონფერენციები რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლების (1980 წ., 1984 წ., 1988 წ.,), გერმანული ლიტერატურის (1983 წ., 1989 წ.,), კლასიკური ფილოლოგიის (1969 წ., 1975 წ., 1980 წ.,1990 წ., 1995 წ., 1996 წ.,), რელიგიისა და ეთიკის (1990 წ.), საერთაშორისო კერძო სამართლის (1985 წ.) საკითხებზე, ქართველოლოგიური საერთაშორისო სიმპოზიუმები ( I -1987 წ., II – 1988 წ., III – 1995 წ.).
სამეცნიერო მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და მდიდარი ტრადიციები აქვს კავკასიოლოგიას. 1998 წლიდან გამოდის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ჩაუცასიცა.
უკანასკნელ წლებში ჩატარდა კავკასიოლოგთა სამი საერთაშორისო კონფერენცია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: კავკასია მსოფლიო ისტორიულ კონტექსტში (1996 წ.), მშვიდობიანი კავკასია (1998 წ.), კავკასია ათასწლეულთა მიჯნაზე (2000 წ.).
თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მიეძღვნა უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები: ,,კავკასია, დემოკრატიზაციის პრობლემები” (1995 წ.), ,,სამართლის რეფორმა საქართველოში” (1995 წ.), ,,საუნივერსიტეტო რეფორმა საქართველოში” (1995 წ.), ,,ელინისტიკა საუკუნეთა მანძილზე” (2000 წ.). ყოველ ზაფხულს ტარდება სკოლა-სემინარები უცხოელი ქართველოლოგებისათვის.
თბილისის უნივერსიტეტს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-პედაგოგიურ ცენტრთან. ესენია: ზაარლანდის, ბამბერგის, გიოტინგენის, ბრემენის, კოტბუსის და იენის უნივერსიტეტები (გერმანია); ემორის უნივერსიტეტი, ჯორჯიის უნივერსიტეტი, ბრევარდის, ველსლის, მაუნთ ჰოლუოკის და ვილიამს კოლეჯები (აშშ); სენტ მერის უნივერსიტეტი (კანადა); ვარშავისა და ლოძის უნივერსიტეტები (პოლონეთი); მალაგის და სალამანკას უნივერსიტეტები (ესპანეთი); ნანტის, პარიზ 8, პარიზ 13, გრენობლის, ტულონის და ინალკოს უნივერსიტეტები (საფრანგეთი); ბრისტოლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ბრენელის და ლონდონის უნივერსიტეტები (დიდი ბრიტანეთი); ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტი (უნგრეთი); ბილკენტის, ტრაბზონის შავი ზღვის და ანკარის უნივერსიტეტები (თურქეთი); პალერმოს, რომის და საპიენცას, პიზას და ვენეციის უნივერსიტეტები (იტალია); ათენის პირეუსის, იოანინას და თესალონიკის უნივერსიტეტები (საბერძნეთი); ბირთვული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (შვეიცარია); ორხუსის უნივერსიტეტი (დანია); ბუქარესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი); ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია); თეირანისა და გილანის უნივერსიტეტები (ირანი); კაიროს უნივერსიტეტი (ეგვიპტე); ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია, ევრაზიის უნივერსიტეტების ასოციაცია, იუნესკო, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები; ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთი უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი, კერძოდ, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, კიევის, ოდესის, ერევნის, ბაქოს და სხვა უნივერსიტეტები.
უნივერსიტეტში არსებობს უცხოელ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საპატიო დოქტორად არჩევის ტრადიცია.
სტუდენტური მოძრაობები |
უნივერსიტეტში ფართოდაა გაშლილი სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობა. ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა შემაჯამებელი სამეცნიერო კონფერენციები.
ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ მხატვრულ თვითშემოქმედებაში. უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბაზაზე შექმნილია კამერული მუსიკის ორკესტრი, გაერთიანებული კაპელა, სახალხო თეატრი, ვაჟთა და გოგონათა ვოკალური ანსაბლები, ქორეოგრაფიული და თანამედროვე ცეკვების ანსაბლები, ერთი მსახიობის და პანტომიმის თეატრი, თეატრ-სტუდია „მერმისი“, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში მხიარულთა და საზრიანთა კლუბი — „მან-სან-კანი“.
თვალსაჩინოა უნივერსიტეტელთა სპორტული მიღწევები. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ასპარეზობებში საქართველოსა თუ უცხოეთში, წარმატებით იცავენ ქვეყნისა და უნივერსიტეტის სპორტულ ღირსებას. უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდა და დღესაც სწავლობს მსოფლიო, ევროპის თუ საქართველოს არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი, თვალსაჩინო სპორტსმენი.
ლიტერატურა |
ექვთიმე თაყაიშვილი, რჩეული ნაშრომები ტ. I გვ.414-418 — თბილისი, 1968
რესურსები ინტერნეტში |
თსუ-ს ოფიციალური საიტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
სქოლიო |
↑ ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი // Staff.ge
↑ http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=104&info_id=797
|
|
|
|
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.280","walltime":"0.356","ppvisitednodes":"value":2058,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":99468,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":39931,"limit":2097152,"expansiondepth":"value":11,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":4,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":891,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 185.692 1 -total"," 26.52% 49.252 4 თარგი:ნავდაფა"," 20.46% 37.992 1 თარგი:საქართველოს_უნივერსიტეტები"," 19.18% 35.611 1 თარგი:სქოლიო"," 17.25% 32.034 1 თარგი:უნივერსიტეტი"," 10.42% 19.349 1 თარგი:თბილისის_სახელმწიფო_უნივერსიტეტები"," 8.53% 15.842 1 თარგი:თსუ-ს_დამფუძნებლები"," 8.33% 15.467 1 თარგი:ნავიგაცია_სვეტებით"," 6.99% 12.984 1 თარგი:Commonscat"," 5.94% 11.034 1 თარგი:Lang-la"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":535830,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1332","timestamp":"20190419163110","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":119,"wgHostname":"mw1330"););