Skip to main content

თბილისი სექციების სია სახელწოდება ისტორია ადმინისტრაცია და პოლიტიკა კულტურა მოსახლეობა ბუნებრივი პირობები და რესურსები ტრანსპორტი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები განთქმული თბილისელები ფოტოგალერეა ძველი რუკები იხილეთ აგრეთვე ლიტერატურა რესურსები ინტერნეტში სქოლიო სანავიგაციო მენიუ41°43′00″ ჩ. გ. 44°47′00″ ა. გ. / 41.71667° ჩ. გ. 44.78333° ა. გ. / 41.71667; 44.78333თბილისითბილისის ოფიციალური საიტითბილისის სასტუმროებითბილისის ფოტოგალერეაინფო-თბილისითბილისის სასტუმროებიTbilisi Guideთბილისის პორტალიმეგზური „Тифлисъ и его окрестности“ 1913 წლის გამოცემათბილისის და საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების ლამაზი სურათებისურათები თბილისზეTravel Tbilisi — თბილისის ონლაინ მეგზურიტფილისის თეატრი-ქარვასლათბილისის აფიშათბილისის დასაქმების საგენტოსაჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტითბილისი, გეოგრაფია და ბუნება. მერიის ოფიციალური ვებგვერდიწიგნის Tephlisensis seu TiphlitanaThe Hierarchy of the Catholic Churchvide p. 408p. 29vide p.275Ed. 1909Ed. aucta 1972საქართველოს ოქროს ხანასაქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ„საქართველოს დედაქალაქის — თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზექალაქ თბილისის მერი დავით ნარმანიათბილისის მთავრობათავმჯდომარეთბილისის საკრებულოსამადაშვილი ზაალთბილისის საკრებულოთბილისის რაიონები ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაიყოფამოვუსმინოთ თბილისელებს ყველა უბანშითბილისის საკრებულოქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ"Climatological Information for Tbilisi, Georgia"Tbilisi, Georgia Travel Weather AveragesTbilisi Sister CitiesTbilisi City HallორიგინალიდანMedmestno in mednarodno sodelovanjeBristol City – Town twinningBristol City CouncilYerevan – Twin Towns & Sister CitiesორიგინალიდანOraşe înfrăţite (Twin cities of Minsk) [via WaybackMachine.comორიგინალიდანTbilisi-Tehran direct flights will start next monthთბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდაKraków – Miasta PartnerskieორიგინალიდანPartnerská města HMPორიგინალიდანრრრრრრ

ავჭალაგლდანიგლდანის მასივიგლდანულაზაჰესიმუხიანიაბანოთუბანიათეშგააღმაშენებლის გამზირიაპოლობოტანიკური ბაღიგუდიაშვილის მოედანიდიდი სინაგოგათბილისის მეჩეთიდიდუბის ეკლესიავაკის პარკითაბორითბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიაიმელილურჯი მონასტერიმეტეხინარიყალანორაშენიფუნიკულიორიმარჯანიშვილის თეატრიმეიდანიმთაწმინდის პანთეონიმუშტაიდის ბაღიმშრალი ხიდირიყესიონის ტაძარიქაშვეთის ეკლესიაქართვლის დედაოპერის თეატრირუსთაველის თეატრირუსთაველის გამზირისამებასურფნიშანიროსტომ მეფის აბანოქარვასლები


აზიის დედაქალაქებირჩეული სტატიებიევროპის დედაქალაქებისაქართველოს ქალაქებიწმინდა ქალაქებითბილისისაქართველოს მუნიციპალიტეტები


19364 იანვარი2007დედაქალაქიმუნიციპალიტეტისაქართველოში1922–1936ამიერკავკასიის სფსრაღმოსავლეთ საქართველოშითბილისის ქვაბულშიმტკვრისსაგურამოს ქედისივრის ზეგნისთრიალეთის ქედისკავკასიის რეგიონისბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენიბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიაბრეშუმის დიდი გზისრუსეთისჩრდილო კავკასიასთურქეთსატრანსკავკასიისსომხეთისააზერბაიჯანისვარდების რევოლუციისთავისუფლების მოედანსა2003ედუარდ შევარდნაძისევსტათი მცხეთელისაბო ტფილელის„მოქცევაჲ ქართლისაჲს“სომხ.ბერძ.ლათ.არამ.სპარს.თურქ.რუსულიმეგრულადაფხაზურად1937ტყითვახტანგ I გორგასალსქალაქიგოგირდისაბანოთუბანიაძვ. წ. IV ათასწლეულშიIV საუკუნისვარაზ-ბაკურისV საუკუნისდაჩი I-მამცხეთიდანთაბორის ქედისწავკისისწყალიკალასპარსელები627ჰერაკლე კეისრისახაზარებისყიბღუ–ხაკანისმარვან II იბნ მუჰამადმათბილისის საამიროსბუღა თურქმაბაგრატ IV-მუხუცესთა საბჭოსთურქ-სელჩუკთაალფ-არსლანმადავით IV აღმაშენებელმაორთაღებიქაშვეთის ეკლესიალურჯი მონასტერიდიდუბეთამარის„კარავის“ჯალალედინისდავით VIდავით VIIშავი ჭირისთემურლენგმაალექსანდრე I დიდისსპარსელებისუზუნ-ჰასანის ლაშქრობა საქართველოშიქართლის სამეფოსდავით Xთამაზ I-მაჩილდირის ბრძოლაშისიმონ I-ის1609მოურავიგიორგი სააკაძეროსტომიფეოდალური არისტოკრატიაშეწირულინებიერიხიზნებიყეენობაბერიკაობაყაბახი„ვეფხისტყაოსანი“1735ნადირმაერეკლე II-მ1755თოფხანაზარაფხანა1795აღა-მაჰმად-ხანისკრწანისის ბრძოლა 17951801ქართლ-კახეთის სამეფოსრუსეთის იმპერიასთანსაქართველოს გუბერნიის18451841საქართველო-იმერეთის გუბერნიის1846თბილისის გუბერნიის18661872188318191828ქართულრუსულ18501917რუსეთის რევოლუციისამიერკავკასიის ფედერაციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის192125 თებერვლამდე19181919თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისბოლშევიკებისწითელი არმიისამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკისსაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის1980როკ-ფესტივალი1956ხრუშჩოვის1992ედუარდ შევარდნაძის1993—2003კრიმინალმაკორუფციამუმუშევრობის2003ვარდების რევოლუციისსაკრებულოთბილისის მერიაირჩევასაქართველოს პრეზიდენტირესპუბლიკის პოლიტიკურ მოწყობასთანდავით ნარმანიაზაალ სამადაშვილიგამგებლებიგამგეობებისქართული ლიტერატურისიოანე საბანისძეიოანე შავთელისჩახრუხაძისსარგის თმოგველისშოთა რუსთაველისსულხან-საბა ორბელიანივახტანგ VIთეიმურაზ IIანტონ Iბესიკისაიათნოვასიონისკალოუბნისმეტეხისქაშვეთისანჩისხატისაანტონ I-ისთბილისის სემინარიააღა-მაჰმად-ხანისა. ჭავჭავაძეგ. ორბელიანინ. ბარათაშვილი„თერგდალეულები“ი. ჭავჭვაძევაჟა-ფშაველაშ. არაგვისპირელი„მესამე დასის“ქუთაისიდანსიმბოლისტური„ცისფერყანწელები“„აკადემიური მწერლობის კავშირი“„ფუტურისტ-ლეფელებისა“„პროლეტარული მწერლობის“„არიფიონის“მწერალთა კავშირირუსეთთანთბილისის პირველ გიმნაზიადთბილისის სასულიერო სემინარიასამაზრო სასწავლებელიამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტიავლაბარშითბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელითბილისის სამასწავლებლო სკოლათბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიასაქართველოშიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისი. გოგებაშვილისსტოლიპინის რეაქციათბილისის ქალთა უმაღლესი კურსებისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისამხატვრო აკადემიაკონსერვატორიასაქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისაქართველოს ხელოვნების მუზეუმიმ. თოიძისე. ახვლედიანისი. ნიკოლაძისსაქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმიუ. ჩხეიძისმ. ჭიაურელისთბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიავლაბრის სტამბაბავშვთა სურათების გალერეაი. ჭავჭვაძისა. ხორავასზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრიშოთა რუსთაველისაკოტე მარჯანიშვილის სახელობისა. გრიბოედოვის სახ. რუსულის. შაუმიანის სახ. სომხურივ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრიმოზარდ მაყურებელთა ქართულითოჯინების ქართულიმინიატურების სახელმწიფო თეატრი„ქართული ფილმის“პანტონიმის თეატრივახტანგ VI-მ„საქართველოს გაზეთი“„ტფილისის უწყებანი“„ცისკარი“„დროება“„ივერია“ავლაბრის არალეგალური სტამბაქართული საბჭოთა ენციკლოპედიისსაქართველოს საინფორმაციო სააგენტოსაქინფორმიქრისტიანიამართლმადიდებელიარუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასასომხურ სამოციქულო ეკლესიასკათოლიკეებილუთერანებიბაპტისტებიქრისტიანული დენომინაციებიისლამსიუდეველიაქურთიიეზიდიაახლო აღმოსავლეთისსაბურთალოსადიდუბისცხენბურთიჭიდაობაფარიკაობაფეხბურთიკალათბურთირაგბიბორის პაიჭაძის სტადიონიმიხეილ მესხის სტადიონიჩოგბურთიცურვაწყალბურთიNBAზაზა ფაჩულიანიკოლოზ ცქიტიშვილიდინამო თბილისიდინამოქართველებისქურთებისომხებიებრაელებიაზერბაიჯანელებირუსებიბერძნებიკავკასიაშიმეჩეთსსინაგოგასაეკლესიასიულიუს ფონ კლაპროთისმტკვარიდიღმისწყალივერეწავკისისწყალიგლდანისხევილოჭინალისისაკუს„თბილისის ზღვას“თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი2006 წლიდანტრამვაისატროლეიბუსისაეროპორტითბილისის მეტროპოლიტენიათბილისის მეტროსადგურების სიადაძმობილებული ქალაქებიგურიის მხარეკახეთის მხარესამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარექვემო ქართლის მხარე










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




თბილისი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

სიტყვას „თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).



































დედაქალაქი

თბილისი


Tbilisi Collage (2010).jpg






დროშა

გერბი

Flag of Tbilisi.svg

Seal of Tbilisi, Georgia.svg

ქვეყანა
საქართველოს დროშა საქართველო
ოფიც. სახელი (საქართველო)|დედაქალაქი|ოფიც. სახელი

თბილისითბილისი
შიდა დაყოფა
გლდანის რაიონი, დიდუბე, ვაკის რაიონი, ისნის რაიონი, კრწანისის რაიონი, მთაწმინდის რაიონი, ნაძალადევის რაიონი, საბურთალოს რაიონი, სამგორის რაიონი და ჩუღურეთის რაიონი
კოორდინატები
41°43′00″ ჩ. გ. 44°47′00″ ა. გ. / 41.71667° ჩ. გ. 44.78333° ა. გ. / 41.71667; 44.78333
მერი
კახა კალაძე
დაარსდა
479
პირველი ხსენება
V საუკუნე
ადრეული სახელები
ტფილისი
ფართობი
720 კმ²
ცენტრის სიმაღლე
770 მეტრი
ოფიციალური ენა
ქართული ენა
მოსახლეობა
1,118,035 (2014)
სიმჭიდროვე
3 194,38 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი
UTC+04:00
სატელეფონო კოდი
+995 (32)
საფოსტო ინდექსი
0100–0199
ოფიციალური საიტი
http://www.tbilisi.gov.ge/




თბილისი — საქართველო
თბილისი




თბილისი — თბილისი
თბილისი



თბილისი ვიკისაწყობში

თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი[1][2]), ოფიციალურად სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი“[3] (ს/ნ. 204521794; რეგ. თარიღი — 4 იანვარი, 2007) — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს[4] და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.


თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.




სექციების სია





  • 1 სახელწოდება


  • 2 ისტორია

    • 2.1 დაარსება


    • 2.2 დედაქალაქი


    • 2.3 უცხოელთა გავლენა


    • 2.4 ქართული რენესანსი


    • 2.5 დამპყრობელთა შემოსევები


    • 2.6 რუსეთის გავლენა


    • 2.7 დამოუკიდებლობა 1918—1921


    • 2.8 გასაბჭოება


    • 2.9 სსრკ დაშლის შემდეგ



  • 3 ადმინისტრაცია და პოლიტიკა


  • 4 კულტურა

    • 4.1 განათლება

      • 4.1.1 XVIII საუკუნე


      • 4.1.2 XIX საუკუნე


      • 4.1.3 XX საუკუნე


      • 4.1.4 თბილისი - XXI საუკუნე



    • 4.2 მეცნიერება


    • 4.3 მუზეუმები


    • 4.4 თეატრი


    • 4.5 ბეჭდვითი სიტყვა


    • 4.6 რელიგია


    • 4.7 სპორტი



  • 5 მოსახლეობა


  • 6 ბუნებრივი პირობები და რესურსები

    • 6.1 კლიმატი



  • 7 ტრანსპორტი


  • 8 დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები


  • 9 განთქმული თბილისელები


  • 10 ფოტოგალერეა


  • 11 ძველი რუკები


  • 12 იხილეთ აგრეთვე


  • 13 ლიტერატურა


  • 14 რესურსები ინტერნეტში


  • 15 სქოლიო




სახელწოდება


თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. ადრინდელ ქართულ წერილობით ძეგლებში სწორედ ასეთი ფორმითაა ის დამოწმებული. მაგ. ევსტათი მცხეთელის, აბო ტფილელის წამებასასა და „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტებში. საქართველოს დედაქალაქის ძველი ფორმიდან, ტფილისიდან წარმოსდგება მისი სახელი მეზობელთა ენებზე. მეზობელ ქვეყნებში ძველად ტფილისი სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა. თავდაპირველად სომხურად ტფილისი „ტფღის“-ად (სომხ. Տփղիս) ჟღერდა, ბერძნულად (ბიზანტიური ხანიდან) გვხვდება „ტიფლის/ტიფლიზა“ (ბერძ. Τιφλίδα), ხოლო ლათინურად როგორც „ტიფლისი“, „ტიფლიტანა“ ასევე „ტრიფელისი“ (ლათ. Tiphlis/Tephlis/Tiphilis; Tiphlitana; Triphelis)[5][6]. ასევე ჟღერს თბილისის სახელი არამეულ (არამ. ܛܦܠܝܣ; תיפליס), სპარსულ (სპარს. تفلیس) და თურქულ ენებზე (თურქ. Tiflis). რუსული «Тифлис» არამეულ-სპარსულ-თურქულ ფორმას იმეორებს, მასვე მოსდევს ევროპის ენებში დამკვიდრებული „Tiflis“.


საგულისხმოა ასევე თბილისი კავკასიურ ენებზე. ის ასე გამოითქმის: მეგრულად — „ქართი“, აფხაზურად — «Қарҭ» [ქართ].


რუსული ფორმა «Тифлис» დამკვიდრებული იყო, 1936 წლის 17 აგვისტომდე, როდესაც სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო აგეგმვის და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს ბიუროს წარდეგნისა დამტკიცებულ იქნა ქალაქის სახელის ახალი ფორმა[7].


რუსული ფორმა «Тбилиси», რომელიც წარმოადგენს ქართული ახალი სახელწოდების სახელობით ფორმას, თანდათან დამკვიდრდა და განმტკიცდა რუსულ ლიტერატურაში.


რაც შეეხება ქართული სახელწოდების ძველ ფორმას მას რამდენიმე ხანი კვლავაც იყენებდნენ. 1937 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ქალაქის დღევანდელი სახელწოდება — თბილისი.



ისტორია


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : თბილისის ისტორია.



თბილისის ხედი XIX საუკუნეში


ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.



დაარსება




აბანოთუბანი — თბილისის უძველესი უბანი


არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.



დედაქალაქი




თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671


ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით — თაბორის ქედის კალთები, ჩრდილო-დასავლეთით კი — წავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.



უცხოელთა გავლენა


ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის მდგრადობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საქართველოს დედაქალაქის ბედთან. 570—580 წლებში ქალაქს სპარსელები ფლობდნენ. 627 წელს თბილისს ალყა შემოარტყა ბიზანტიელი იმპერატორის ჰერაკლე კეისრისა და ხაზარების გაერთიანებულმა ლაშქარმა. ქალაქი ვერ აიღეს. ჰერაკლემ მიატოვა თბილისი და შუამდინარეთისკენ დაიძრა. 628 წელს ხაზარები კვლავ მოადგნენ თბილისს ყიბღუ–ხაკანის მეთაურობით, აიღეს ქალაქი და სასტიკად ააოხრეს იგი. 735—737 წლებში — არაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ) დაიპყრო. ამიერიდან თბილისი ახლად წარმოქმნილი თბილისის საამიროს ცენტრი ხდება. 764 წელს ქალაქი ხაზარებმა დაარბიეს. 853 წელს თბილისში ხალიფას ხელისუფლების განმტკიცების მიზნით დალაშქრა არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა. 1037—1051 წლებში მეფე ბაგრატ IV-მ არაერთხელ სცადა თბილისის დაკავება, მაგრამ ქვეყანაში არსებული არამყარი პოლიტიკური ვითარების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. 1045 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთა — უხუცესთა საბჭოს ხელში გადავიდა. 1068 წელს თბილისი თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალაქს ისევ უხუცესთა საბჭოს მართავდა.



ქართული რენესანსი




ხედი ისტორიულ თბილისზე, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან.


1122 წელს უცხოელთა ბატონობისაგან ქალაქი გაათავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა. გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო დედაქალაქი ამიერიდან თბილისში გადმოიტანეს და მან სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. XII—XIII საუკუნეებში თბილისი ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და კეთილმოწყობილი ქალაქი იყო, მისი მოსახლეობა 80 ათასს კაცს აღწევდა. განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა, შეიქმნა ამქრული გაერთიანებები, ვაჭართა საკრედიტო კომპანიები — ორთაღები, ჩამოყალიბდა მოსახლეობის განსაკუთრებული სოციალური კატეგორია — მოქალაქეები. კიდევ უფრო გაიზარდა ქალაქის ფარგლები, ვარაუდობენ, რომ მასში შედიოდა ქაშვეთის ეკლესია და ლურჯი მონასტერი. მის კედლებს გარეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეუბანი იყო დიდუბე. გაიზარდა ქალაქი მტკვრის მარცხენა მხარესაც; ისნის ციხეში იყო სამეფო სასახლე. ამ ეპოქის თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა თანაცხოვრებას, რაც განაპირობებდა ქალაქის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სტაბილიზებას. ამ პერიოდს საქართველოს ისტორიაში "ოქროს ხანას", ან "ქართული რენესანსის" პერიოდს უწოდებენ.[8]


თამარის მეფობის (1184—1213) პირველსავე წლებში თბილისის მოსახლეობის ზედაფენებში თავი იჩინა უფლებათა გაფართოებისაკენ მისწრაფებამ. ამ მიზნით მათ მოითხოვეს ახალი სამეფო საბჭოს (დარბაზის) ე. წ. „კარავის“ დაწესება.



დამპყრობელთა შემოსევები


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : მონღოლების შემოსევები საქართველოში.

1226 წელს თბილისი ჯალალედინის სარდლობით ხვარაზმელებმა დალაშქრეს; ქალაქი სასტიკად აოხრდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. XIII საუკუნის 40-იან წლებში მონღოლებმა აიღეს. მათ არ მოშალეს ქართული სახელმწიფოებრიობა. საქართველო მონღოლებზე დამოკიდებული ქვეყანა ხდებოდა, თბილისი კვლავ ქვეყნის ცენტრი იყო. 1259 წელს თბილისელები მეფე დავით VI ნარინის მეთაურობით აუჯანყდნენ მონღოლებს. 1260 წელს აჯანყდა მეფე დავით VII ულუ. ორივე აჯანყება გაჭირვებით ჩააქრეს. XIV საუკუნის 20-იანი წლებიდან — მონღოლთა ბატონობის გადაგდების შემდეგ, თბილისი კვლავ სრულიად საქართველოს დედაქალაქია. 1366 თბილისში გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა.


1386 წელს თბილისი აიღო თემურლენგმა. საქართველოში მან 8-ჯერ ილაშქრა, აქედან 2-ჯერ დაარბია იგი. ამ ლაშქრობების შემდეგ თბილისის საერთაშორისო მნიშვნელობა საგრძნობლად დაეცა. ალექსანდრე I დიდის მეფობის წლებში (1412—1243) დაიწყო ქალაქის აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ მიიყვანა გეგმა. გარეშე დამპყრობთა გამუდმებულმა თავდასხმებმა მოშალა ქალაქის ეკონომიკური ცხოვრება, პარტახდებოდა ქალაქის ცალკეული უბნები. 1444 წელს ქალაქი აიღო და დაარბია ქ. თავრიზის (ირანი) მფლობელმა ჯაჰან-შაჰმა; ამავე საუკუნის 70-იან წლებში თბილისი კვლავ სპარსელების ხელში იყო (უზუნ-ჰასანის ლაშქრობა საქართველოში).




სააკაძის ძეგლი თბილისში, სააკაძის მოედანზე (მ. ბერძენიშვილი)


1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1522 წელს თბილისი სპარსელებმა აიღეს. 1524 წელს იგი მეფე დავით X-მ გაათავისუფლა. 1524—1541 წლებში ქალაქი მშვიდობიანად ვითარდებოდა. შეკეთდა ძველი და აშენდა ახალი შენობები, იმატა მოსახლეობამ, გამოცოცხლდა ვაჭრობა და ხელოსნობა. 1541 წელს ქალაქი ააოხრა ირანის შაჰმა — თამაზ I-მა. 1578 წელს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალთა გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთი ამიერკავკასია ოსმალთა გავლენას დაემორჩილა. თბილისი ახალი მტრის ხელში აღმოჩნდა. ქართლის მეფის სიმონ I-ის ცდა, გაეთავისუფლებიენა ქალაქი ჯერ სპარსი, შემდეგ ოსმალო დამპყრობთაგან, უშედეგო იყო. 1609 წელს თბილისის მოურავი გახდა გიორგი სააკაძე. XVII საუკუნის I მეოთხედში ირანის გამუდმებული აგრესიის პირობებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაინგრა.


1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. გამოცოცხლდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ხელისუფლება გარკვეულ თანხებს გამოყოფდა ქალაქის კეთილმოწყობისათვის. 1700 წლისთვის თბილისში 20 ათასი კაცი ცხოვრობდა. ქალაქის მცხოვრებთა ზედაფენას ქმნიდა ფეოდალური არისტოკრატია, მსხვილი ვაჭრები და სოვდაგრები, შემდეგ მოდიოდა ე. წ. მოქალაქეთა კატეგორია. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ნასყიდი, შეწირული და ნებიერი ყმები, ხიზნები და ქალაქის გლახაკნი. თბილისის უმაღლესი ხელისუფალნი იყვნენ მეფის მიერ დანიშნული მოურავი და მელიქ-მამასახლისი. თბილისის ყოფა-ცხოვრებაში გაჩნდა განსაკუთრებული ე. წ. ქალაქური კოლორიტი — ჩაცმულობით, გასართობ-სანახაობებით (ყეენობა, ბერიკაობა, ყაბახი). ქალაქის ცხოვრებას თავისებურ იერს მატებდა თბილისის ბაზრები და გოგირდოვანი წყლების აბანოები, გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა, ისინი წარმოადგენდნენ მოსახლეობის თავშეყრის და ახალი ამბების ურთიერთგაზიარების ადგილებს. დაარსდა სტამბა (1709), სადაც პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“.


1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, 1735 წელს კი ირანის შაჰმა ნადირმა აიღო. 1748 წელს იგი ერეკლე II-მ გაათავისუფლა. 1755 წელს ქალაქში დაარსდა ფილოსოფიის სემინარია. 1762 წელს თბილისი გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში იყო თოფხანა, ზარაფხანა, ქსოვილის სამღებროები, მარილის გამოსახდელი და თიხის ჭურჭლის საწარმოები. XVIII საუკუნის ბოლოს ჩნდება მანუფაქტურული საწარმოებიც. მაგრამ ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში კვლავ გაბატონებული იყო წვრილი ხელოსნური მეურნეობა. 1795 წელს თბილისი აიღეს და დაარბიეს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა (კრწანისის ბრძოლა 1795).



რუსეთის გავლენა




მეტეხის უბანი, ნ. ჩერნეცოვი, 1839.


1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა[9], აქვე იყო კავკასიის არმიის მთავარსარდლის სადგომი. 1845 წლიდან თბილისი კავკასიაში რუსეთის მეფინაცვლის რეზიდენციაა. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვითარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება. სამრეწველო კაპიტალი თანდათან დევნიდა ადგილობრივ შინამრეწველურ წარმოებას. 1841 წლიდან ის ჯერ საქართველო-იმერეთის გუბერნიის ხოლო 1846 წლიდან თბილისის გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრია. ბატონყმობის გაუქმებამ (1866), თბილის-ფოთის (1872), თბილის-ბათუმისა და თბილის-ბაქოს (1883) რკინიგზის გაყვანამ ახალი ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას. გაიზარდა ფაბრიკა-ქარხნებისა და სავაჭრო-სახელოსნოების რიცხვი, საგრძობლად იმატა მუშათა რაოდენობამ. 1819 წელს თბილისში გამოვიდა პირველი პერიოდული გამოცემა — „საქართველოს გაზეთი“, 1828-იდან — „თბილისის უწყებანი“ (ქართულ და რუსულ ენებზე). 1850 წელს აღდგა ქართული თეატრი.



დამოუკიდებლობა 1918—1921


1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ქალაქი ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი იყო, რომელმაც 1918 წლის გაზაფხულზე ამიერკავკასიის ფედერაცია დააარსა დედაქალაქით თბილისში. სწორედ აქ, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში, გამოცხადდა სამი ამიერკავკასიის ქვეყნის — საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის — დამოუკიდებლობა 1918 წლის 26-28 მაისს. მას შემდეგ თბილისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა 1921 წლის 25 თებერვლამდე. 1918 და 1919 წელს ერთმანეთს ჩაენაცვლა აქ გერმანიისა და ბრიტანეთის სამხედრო შტატები.


ეროვნული მთავრობის ქვეშ თბილისი პირველი კავკასიური საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ — ოცნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელი დარჩა იმპერიული რუსეთის მმართველობის პერიოდში. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკების წითელი არმიის მე-11 ქვედანაყოფი თბილისში შემოიჭრა მის შემოგარენთან მწვავე ბრძოლების შემდეგ და საბჭოთა მმართველობა გამოაცხადა.[10]



გასაბჭოება




წითელი არმიის შემოსვლა თბილისში, 25 თებერვალი, 1921.


1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკებმა დაამხეს და 1991 წლამდე თბილისი ჯერ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რომელიც მოიცავდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს), შემდეგ კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალაქმა ინდუსტრიალიზაცია განიცადა და საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცენტრი გახდა. 1980 წელს ქალაქში საბჭოთა კავშირში პირველი სანქციონირებული როკ-ფესტივალი ჩატარდა.


თბილისი მოწმე გახდა მასიური ანტი-საბჭოთა დემონსტრაციების 1956 (ხრუშჩოვის ანტისტალინისტური პოლიტიკის გამო), 1978 და 1989 წლებში, რომლებიც პირველ და ბოლო შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლით ჩაახშო.



სსრკ დაშლის შემდეგ


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისმა მნიშვნელოვანი არასტაბილურობისა და მღელვარების პერიოდი გადაიტანა. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოკლე სამოქალაქო ომის პერიოდში ქალაქის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა და დაზიანდა. რამდენიმე წელი ქალაქი სხვადასხვა მაფიოზური კლანებისა და არალეგალური მეწარმეების კონფრონტაციის ადგილი იყო. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში (1993—2003) კრიმინალმა და კორუფციამ საზოგადოების თითქმის ყველა ფენა და საქმიანობის სფერო მოიცვა. უმუშევრობის მკვეთრი ზრდის გამო ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდა. ცხოვრება იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ 2003 წლის ნოემბერში მოსახლეობის დიდი ნაწილი პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა. მღელვარების ტალღამ, რომელიც დღეს ვარდების რევოლუციის სახელით არის ცნობილი, კულმინაციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიაღწია კენჭისყრის შედეგების გაყალბების გამო, რაც საბოლოოდ შევარდნაძის მთავრობის გადაყენებით დასრულდა. 2003 წლიდან ქალაქში შედარებითი სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა შეიმჩნევა, შემცირდა კრიმინალი, თუმცა კვლავ მწვავედ დგას სიღარიბისა და დასაქმების პრობლემა.



ადმინისტრაცია და პოლიტიკა


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : თბილისის თვითმმართველობა.



თბილისის სიმბოლური გასაღები




თბილისის მერი გიგი უგულავა რკინიგზის ახალი სადგურის პროექტის წარდგენაზე




დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენ-გეგმა


თბილისის დედაქალაქის სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის (1995) X მუხლითა და საქართველოს კანონით „საქართველოს დედაქალაქის — თბილისის — შესახებ“ (1998, 20 თებერვალი).[11]


თბილისს განაგებს საკრებულო და თბილისის მერი. თბილისის საკრებულო არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოა და ყოველ ოთხ წელიწადში აირჩევა. თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. თავდაპირველად (2005 წლამდე) მერი დანიშვნთი იყო და მას ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი[11], შემდეგ საკრებულო ირჩევდა[12]. 2009 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით მერი პირდაპირი არჩევითი თანამდებობდა გახდა[13], რითაც თვითმმართველი ქალაქების პოლიტიკური მოწყობა შესაბამისობაში მოვიდა რესპუბლიკის პოლიტიკურ მოწყობასთან. ქალაქის მიმდინარე მერია დავით ნარმანია[14], ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე — ზაალ სამადაშვილი[15][16].


ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია ექვს რაიონად, რომელთაც საკუთარი წარმომადგენლები - მაჟორიტარი დეპუტატები ჰყავთ საკრებულოში და ადგილობრივი მმართველობა, შეზღუდული იურისდიქციით. რაიონებში უშუალო მმართველობას (ქალაქის მთავრობის დავალებებს) ახორციელებენ გამგებლები, შესაბამისი სტრუქტურული ერთებულების — გამგეობების დახმარებით. რაიონები თავის მხრივ იყოფა უფრო მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად — უბნებად, სადაც გამგეობების წარმომადგენლობები ახორციელებენ შესაბამისი იურისდიქციის მართვა-გამგეობას[17][18]. რაიონული მოწყობა 1930-იან წლებში საბჭოთა მმართველობის დროს შეიქმნა, საბჭოთა კავშირის ზოგადი დაყოფის შესაბამისად. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რაიონული სისტემა (ძირითადად მართვა-გამგეობის მხრივ) მცირედ შეიცვალა. ბოლო ცვლილებების შედეგად, თბილისის რაიონები და უბნებია[19]:


  1. გლდანის რაიონი

  2. დიდუბის რაიონი

  3. ვაკის რაიონი

  4. ისნის რაიონი

  5. კრწანისის რაიონი

  6. მთაწმინდის რაიონი

  7. ნაძალადევის რაიონი

  8. საბურთალოს რაიონი

  9. სამგორის რაიონი

  10. ჩუღურეთის რაიონი

რაიონებს სახელი ქალაქის ისტორიული უბნების მიხედვით ჰქვია. თბილისელთა უმრავლესობა არაფორმალურად ქალაქის უფრო მცირე ისტორიული უბნების სისტემას ცნობს. ასეთი უბნები მრავლადაა, თუმცა მრავალმა მათგანმა გამოკვეთილი ტოპოგრაფიული საზღვრები დროთა განმავლობაში დაკარგა. ქალაქს ბუნებრივად მდინარე მტკვარი ყოფს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად. უძველესი უბნების სახელები სათავეს ადრეული შუასაუკუნეებიდან იღებს. უახლესი უბნები ბოლოდროს გაშენებული საცხოვრებელი კვარტლების სახელს ატარებს.


რევოლუციამდელ თბილისში ქალაქის ეროვნული შემადგენლობა საკმაოდ ჭრელი იყო. ეთნიკური უბნების საზღვრებს საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ცნობილი გერმანელი ტურისტული წიგნების გამომცემელი კარლ ბედეკერი:







ვიკიციტატა

„ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რკინიგზის სადგურის სამხრეთით გაშლილია სუფთა გერმანული უბანი, სადაც ვიურტემბერგიდან გადმოსახლებული (1818) გერმანელების შთამომავლები სახლობენ. სამხრეთით ქართული უბანია (ავლაბარი). მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რუსული უბანია, სადაც მეფისნაცვლის საბრძანებელი და მეწარმეთა ოფისებია განლაგებული. სამხრეთიდან მას ესაზღვრება სომხური და სპარსული ბაზრები.[20]





















































ქალაქ თბილისის მერი
დანიშვნის
თარიღი
განთავისუფლების
თარიღი
1

თამაზ ვაშაძე

2 ოქტომბერი, 1991

6 იანვარი, 1992
2

ოთარ ლითანიშვილი

6 იანვარი, 1992

21 იანვარი, 1993
3

კოტე გაბაშვილი

21 იანვარი, 1993

16 ოქტომბერი, 1993
4

ნიკოლოზ ლეკიშვილი

16 ოქტომბერი, 1993

8 დეკემბერი, 1995
5

ბადრი შოშიტაიშვილი

8 დეკემბერი, 1995

8 აგვისტო, 1998
6

ივანე ზოდელავა

10 აგვისტო, 1998

19 აპრილი, 2004
7

ზურაბ ჭიაბერაშვილი

19 აპრილი, 2004

12 ივლისი, 2005
8

გიგი უგულავა

12 ივლისი, 2005
12 ოქტომბერი, 2006
30 მაისი, 2010

12 ოქტომბერი, 2006
30 მაისი, 2010
22 დეკემბერი, 2013
მ.შ.

სევდია უგრეხელიძე

22 დეკემბერი, 2013

2 აგვისტო, 2014
9

დავით ნარმანია

2 აგვისტო, 2014

13 ნოემბერი, 2017
10

კახი კალაძე

13 ნოემბერი, 2017
დღემდე


კულტურა



განათლება




ძველი თბილისი ივან აივაზოვსკის წარმოსახვით


საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ. თბილისელ მწერლებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებთან, მეცნიერებთან, ენერგიულად იღვწოდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.


თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას შეიძლება თვალი გავადევნოთ VIII საუკუნიდან, როდესაც აქ მოღვაწეობდა იოანე საბანისძე. განსაკუთრებით გაძლიერდა თბილისის ლიტერატურული ცხოვრება XII საუკუნეში, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, სარგის თმოგველის, შოთა რუსთაველის მოღვაწეობის ხანაში. მომდევნო პერიოდში დაპყრობის მოძალების შედეგად თბილისის ლიტერატურული ცხოვრება შესუსტდა, მაგრამ XVI—XVII საუკუნეებიდან კვლავ იწყო გამოცოცხლება. XVIII საუკუნეში თბილისში მოღვაწეობდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ანტონ I, ბესიკი, საიათნოვა და სხვა.



XVIII საუკუნე


თბილისში პირველი დაწყებითი ელემენტარული სკოლები შეიქმნა XVIII საუკუნეში ეკლესია-მონასტრებთან (სიონის, კალოუბნის, მეტეხის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და სხვა ეკლესიებთან). 1755 წელს ანტონ I-ის ინიციატივით გაიხსნა თბილისის სემინარია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა განათლებისა და კულტურის განვითარების ისტორიაში. 1778 წელს თბილისში დაარსდა რუსული ენის შემსწავლელი სკოლა[21]. ეს სკოლები განადგურდა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს.



XIX საუკუნე




ქალაქის თვითმართველობის შენობა (ამჟამად საკრებულო), XIX ს.




ხედი მეტეხის პლატოდან რიყის ქუჩაზე (წყალდიდობა მდ. მტკვარზე), XIX—XX სს




თიხის ჭურჭლეულის მაღაზიები (დაახ. 1888—1900 წ.)


XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში აღმავლობის პერიოდი დადგა. 20-40-იან წლებში აქ მოღვაწეობდნენ ქართველი რომანტიკოსები (ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და სხვა). 40-იან წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს (გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი, დ. ჭონქაძე და სხვა); 60-იან წლებში ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდნენ „თერგდალეულები“ (ი. ჭავჭვაძე, ა. წერეთელი და სხვა), რომლებმაც უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს ქართული კრიტიკული რეალიზმი. 80-იანი წლებიდან თბილისში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვაჟა-ფშაველა, ალ. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ე. ნინოშვილი, დ. კლდიაშვილი, შ. არაგვისპირელი, ი. ევდოშვილი და სხვა; 1894 წლიდან — პირველი მარქსისტული კულტურულ-საზოგადოებრივი ჯგუფის „მესამე დასის“ წევრები.


1917 წელს ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდნენ ქართული სიმბოლისტური ჯგუფის წევრები — „ცისფერყანწელები“. 1920-იანი წლების დამდეგს აქ აღმოცენდა „აკადემიური მწერლობის კავშირი“, „ფუტურისტ-ლეფელებისა“ და „პროლეტარული მწერლობის“, ხოლო 1927—1928 — „არიფიონის“ ლიტერატურული დაჯგუფებანი. საქართველოს მწერალთა I-მა და II ყრილობებმა (1926, 1928) საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა მწერლობის ერთიან ბანაკს (მწერალთა კავშირი).


საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თბილისში გაიხსნა რამდენიმე სკოლა. 1802 წელს გაიხსნა პირველი საერო ორკლასიანი სკოლა, 1804 — თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, რომელიც 1830 წელს თბილისის პირველ გიმნაზიად გადაკეთდა, 1817 — თბილისის სასულიერო სემინარია და მასთან სასულიერო სასწავლებელი (1818). 1824 — ნერსესის სომხური სასულიერო სემინარია. 1836 — სამაზრო სასწავლებელი და თავად-აზნაურ ოფიცერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. 1842 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, 1844 — სამხედრო მოსწავლეთა სკოლა თბილისის (კავკასიის) მესანგრეთა ბატალიონთან, 1846 — წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, 1847 — ვაჟთა სამიჯნაო სკოლა.


XIX საუკუნის 20-40-იან წლებში თბილისში იყო 18 კერძო სკოლა, უმთავრესად ვაჟთა და ქალთა პანსიონების სახით. 1860 „საქველმოქმედო საზოგადოებამ“ თბილისში გახსნა პირველი ქალთა სკოლა ავლაბარში, 1862—1870 წლებში — 10 სკოლა, 1862 წელს — 4 უფასო სკოლა უღარიბესი მშობლების შვილებისათვის და 1866—1870 — კიდევ 5 სკოლა. 60-იან წლებში თბილისში გაიხსნა: ხატიანოვსკის ქალთა პანსიონი (1860), დავით ყიფიანის ვაჟთა პანსიონი (1862), სადაც ასწავლიდნენ გიმნაზიის პროგრამით, ხლამოვის ვაჟთა პანსიონი (1863), ფავრის ქალთა პანსიონი, ბიუს ვაჟთა პანსიონი, ჰაკესა და კანონიჩის ვაჟთა პანსიონი, ჟინიუს ვაჟთა და ქალთა პანსიონი, რომლის ბაზაზე მონასტირცევმა და ტერ-აკოფოვმა გახსნეს კერძო გიმნაზია, სადაც ასწავლიდნენ სახელმწიფო ნახევრად კლასიკური გიმნაზიის პროგრამით; 1864 შარლეს, ხოლო 1867 ფულკის ხელმძღვანელობით გაიხსნა 2 ფრანგული სკოლა. 1865 გაიხსნა თბილისის პირველი რეალური სასწავლებელი, იმავე წელს — თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, 1866 — ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა თბილისის სამასწავლებლო სკოლა.


1879 წელს თბილისში „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების“ (1878) ინიციატივით გაიხსნა „სათავადაზნაური ქართული სკოლა“ პანსიონით, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა (თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია).


80-იან წლებში საქართველოში ფართოდ გაიშალა პროგრესული საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოძრაობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (დაარსდა 1878) თაოსნობით. ამ საზოგადოებამ 1880 წელს ი. გოგებაშვილის წინადადებით თბილისში გახსნა დაწყებითი სასწავლებელი (მალე დაიხურა). 1881 ქალაქის მმართველობამ თბილისში გახსნა 2 ქართული დაწყებითი სკოლა, სადაც სწავლა უფასო იყო.



XX საუკუნე




საქ. მეცნიერების აკადემია


XX საუკუნის დამდეგისათვის მთელ საქართველოში და, კერძოდ, თბილისში რამდენადმე გაიზარდა სკოლების ქსელი, მაგრამ სახალხო განათლების საქმე მაინც ჩამორჩენილი იყო. 1905—1907 წლებში გახშირდა მოსწავლეთა გაფიცვები და პოლიტიკური გამოსვლები. რევოლუციის შემდგომ პერიოდში სტოლიპინის რეაქცია სახლხო განათლების საქმესაც შეეხო, მაგრამ მას წინააღმდეგობას უწევდა პროგრელუსი მასწავლებლობა და მოსწავლე ახალგაზრდობა.


1909 წელს გაიხსნა თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები. 1915—1916-თვის თბილისში იყო ვაჟთა 7 გიმნაზია, 1 რეალური სასწავლებელი, 2 კომერციული სასწავლებელი, ქალთა 6 გიმნაზია, წმ. ნინოს სასწავლებელი, ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, 2 სასულიერო სემინარია, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, ქალთა კომერციული სასწავლებელი, ქალთა და ვაჟთა პანსიონები და სხვა. 1917 წელს გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), 1918 — თბილისის უნივერსიტეტი (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).




თბილისელი მუზიკანტები


თბილისში არსებობდა რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღი (პირველი გაიხსნა 1859, მეორე — 1865 და სხვა.). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა სახელმწიფო საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ქსელი, რომელიც გამუდმებით ფართოვდებოდა. 1921—1931 წლებში თბილისში გაიხსნა 140-მდე ახალი სკოლა (მ. შ. 4-წლიანი დაწყებითი, 7-წლიანი შრომის სკოლები, 9-წლიანი შრომის სკოლები სხვადასხვა სპეციალობით და 3-4 წლიანი ტექნიკუმები). 1923/1924 სასწავლო წელს თბილისში იყო 6 უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი).



თბილისი - XXI საუკუნე


ვარდების რევოლუციის შემდგომ მასიურად დაიწყო თბილისში თანამედროვე ტიპის შენობების მშენებლობა. ასევე პარალელურად ხორციელდებოდა ძველი თბილისის რესტავრაციის პროგრამა.




ბარათაშვილის ქუჩა




ძველი თბილისი




ხედი მთაწმინდაზე



მეცნიერება


თბილისში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა თსუ-ში, შემდეგ უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მას შემდეგ, რაც დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (1941). თუ 1941 წლისთვის თბილისში სულ იყო 42 სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით), სადაც მუშაობდა 4,3 ათ. მეცნიერ-მუშაკი, 1979 თბილისში, აკადემიის სისტემის 32 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გარდა, იყო საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების 9 ფილიალი, 60-მდე სხვადასხვა საპროექტო და უწყებრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სულ თბილისში მუშაობდა 20,8 ათ. მეცნიერი მუშაკი, მ. შ. 1167 მეცნიერებათა დოქტორი და 6584 მეცნიერებათა კანდიდატი.


1979 წელს თბილისში იყო 107 მასობრივი ბიბლიოთეკა (3047,9 ათ. წიგნი და ჟურნალი), 100 სამეცნიერო ბიბლიოთეკა (14845 ათ. წიგნი და ჟურნალი), უმაღლესი სასწავლებლების 11 ბიბლიოთეკა (6592 ათ. წიგნი და ჟურნალი), ცენტრალური და ადგილობრივი დაწესებულებებისა და ორგანოების 54 ბიბლიოთეკა (1148 ათ. წიგნი და ჟურნალი).



მუზეუმები


1979-თვის თბილისში იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, მისი ფილიალი საქართველოს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი; საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, მისი ფილიალები: მ. თოიძის, ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმები; საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. მისი ფილიალები: უ. ჩხეიძის, მ. ჭიაურელის, თ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები; თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ავლაბრის სტამბა; საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი; გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი; ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი; ბავშვთა სათამაშოების მუზეუმი; სურათების სახელმწიფო გალერეა; ბავშვთა სურათების გალერეა; ი. ჭავჭვაძის, ზ. ფალიაშვილის, ი. გამრეკელის, ა. ხორავას სახლ-მუზეუმები და სხვა.



თეატრი




რუსთაველის თეატრი




მარჯანიშვილის თეატრი


თბილისი რესპუბლიკის უდიდესი თეატრალური ცენტრია. აქ არის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრები, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული და ს. შაუმიანის სახ. სომხური დრამატული თეატრები, ვ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები, მეტეხის ახალგაზრდული თეატრი-სტუდია, თოჯინების ქართული და რუს. თეატრები, მინიატურების სახელმწიფო თეატრი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო, პანტონიმის თეატრი, ცირკი, ფილარმონია, კინოსტუდია „ქართული ფილმი“; საქართველოს თეატრალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა, მხატვართა და არქიტექტორთა კავშირები.



ბეჭდვითი სიტყვა


თბილისში პირველი ქართული სტამბა დააარსა ვახტანგ VI-მ 1709 წელს. პირველი ქართული ბეჭდვითი ორგანო „საქართველოს გაზეთი“ გამოვიდა 1819 წელს (1820-იდან „ქართული გაზეთი“), 1828 — ოფიციალური გაზეთი „ტფილისის უწყებანი“, 1852—1875 გამოდიოდა ჟურნალი „ცისკარი“, 1866—1885 — გაზეთი „დროება“. 1877 ი. ჭავჭავაძემ გამოსცა ჟურნალი „ივერია“ (1886-იდან გაზეთი). 1903—1905 მუშაობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა. 1966 წელს დაარსდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია. 1936 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს საინფორმაციო სააგენტო (საქინფორმი). რადიომაუწყებლობა მუშაობს 1927-იდან. ტელეგადაცემები დაიწყო 1956 წლის დეკემბრიდან. ტელეცენტრია თბილისში.



რელიგია


ქალაქის მოსახლეობის 85% ქრისტიანია, მათგან უმეტესობა მართლმადიდებელია[22]. მნიშვნელოვანი რაოდენობის მიმდევრები ჰყავს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას. კათოლიკეები, ლუთერანები, ბაპტისტები და სხვა ქრისტიანული დენომინაციები უმცირესობას წარმოადგენს. მოსახლეობის დიდი უმცირესობა ისლამს მისდევს (8%). თბილისელთა დაახლ. 2% იუდეველია. ქალაქში დაახლოებით 20-30 ათ. ქურთი ცხოვრობს, რომელთა 61% იეზიდია. ქალაქი ისტორიულად ცნობილი იყო რელიგიური ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში სხვადასხვა სარწმუნოების ტაძრებისა თუ სამლოცველოების სიუხვით.



სპორტი




ქართველი მორაგბეები.


ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქალაქის მსგავსად, აზიური კულტურის გავლენით, თბილისს ისტორიულად ქალაქის ცალკეული უბნები ჰქონდა გამოყოფილი სპორტული ასპარეზობებისთვის. თანამედროვე საბურთალოსა და დიდუბის ტერიტორიებზე ადრე სპეციალური შეჯიბრებები ტარდებოდა. განსაკუთრებით პოპულარული სახეობები თბილისში ცხენბურთი, ჭიდაობა და ფარიკაობა იყო. სოციალურად და ეკონომიკურად დასავლეთთან ინტეგრაციასთან ერთად თბილისში ევროპული სპორტის სახეობებიც ხდება პოპულარული XIX საუკუნეში. XX საუკუნეში აქ უკვე დომინირებს ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი. 1978 წლისთვის თბილისს უკვე 250-მდე დიდი თუ მცირე სასპორტო დარბაზი თუ დაწესებულება ჰქონდა, მათ შორის ოთხი დახურული და ექვსი ღია ოლიმპიური საცურაო აუზი, 185 საკალათბურთო მოედანი და დარბაზი, 192 ხელბურთის მოედანი, 19 ჩოგბურთის კორტი, 31 ფეხბურთის მოედანი და ხუთი სტადიონი. ამჟამად თბილისში უდიდესია ბორის პაიჭაძის სტადიონი (55 ათას მაყურებელზე) და მიხეილ მესხის სტადიონი (24 680 მაყურებელზე). სპორტის სასახლე, სადაც ჩვეულებრივ საკალათბურთო ტურნირები ტარდება, 11 ათას მაყურებელს იტევს. ვერის საკალათბურთო დარბაზი 2500 მაყურებელზე გათვლილი.


ამჟამად თბილისში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი და ჭიდაობა. ასევე პოპულარულია ჩოგბურთი, ცურვა და წყალბურთი. თბილისს რამდენიმე პროფესიონალური საფეხბურთო და რაგბის გუნდი ჰყავს. NBA-ს მოთამაშეები ზაზა ფაჩულია და ნიკოლოზ ცქიტიშვილი თბილისელები არიან.


თბილისის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთის გუნდი დინამო თბილისი 1981 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ევროპის თასის მფლობელთა თასის გათამაშებაზე. საკალათბურთო გუნდი "დინამო" ასევე ევროლიგის ჩემპიონი გახდა 1962 წელს.





























კლუბი
სპორტი
სტადიონი

დინამო თბილისი

ფეხბურთი

ბორის პაიჭაძის სტადიონი

ლოკომოტივი თბილისი

ფეხბურთი

მიხეილ მესხის სტადიონი

ამერი (თბილისი)

ფეხბურთი

ამერის სტადიონი

ვიტ ჯორჯია

ფეხბურთი

ვიტ ჯორჯიას სტადიონი

დინამო თბილისი

კალათბურთი

ვერის საკალათბურთო დარბაზი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი

კალათბურთი

ვერის საკალათბურთო დარბაზი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი

კალათბურთი

ვერის საკალათბურთო დარბაზი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი

კალათბურთი

ვერის საკალათბურთო დარბაზი


მოსახლეობა


თბილისის მოსახლეობა მუდამ მრავალეთნიკური იყო. ქართველების გევრდით ქალაქში მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთები, სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები. სწორედ ამიტომ თბილისი კავკასიაში ერთადერთი ქალაქი იყო და არის, სადაც მეჩეთს, სინაგოგასა და ეკლესიას გვერდი-გვერდ იხილავთ. ამიტომ, სამართლიანადაც, თბილისი კავკასიის ცენტრად და ხანდახან დედაქალაქადაც კი წარმოგვიდგებოდა. დღესაც ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 20% ეთნიკურად არაქართულია. 1808 წელს იულიუს ფონ კლაპროთის ცნობით თბილისში 18000 ადამიანი ცხოვრობდა.



თბილისის მოსახლეობის ცვალებადობა [23]























2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2014
1097.5
1088.5
1081.7
1079.1
1078.2
1079.7
1103.3
1101.1
1106.7
1106.7
1152.5
1108.7

მონაცემებში ასახულია თბილისში რეგულარულად მცხოვრებთა რაოდენობა. თუმცა რეალურად ქალაქში დაახლოებით კიდევ 300 ათასი ადამიანით მეტი ცხოვრობს. ძირითადად ესენი არიან რეგიონებიდან დროებით ჩამოსული, სტუდენტები, მუშები, გლეხები და ა.შ.



ბუნებრივი პირობები და რესურსები


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : თბილისის ბუნებრივი პირობები და რესურსები.



მდინარე მტკვარი აბანოთუბნიდან





თბილისის ზღვა





ლისის ტბა


თბილისის ბუნება მრავალფეროვანია. ქალაქის წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა — ზამთარში. თბილისის ფარგლებშია მტკვრის შენაკადები: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინა. თბილისის ფარგლებშია აგრეთვე სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთები, თბილისის წყალსაცავი, ლისისა და კუს ტბები.


მდინარე მტკვრის ხეობის ფსკერი, ქალაქის ფარგლებში, მერყეობს ზღ. დ 425 მ-დან (დიღომი) 370 მ-მდე (ორთაჭალა). მთაწმინდის სიმაღლე, რომელიც ისე ამშვენებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ზღ. დ. 719 მეტრის ტოლია. საცხოვრებელი უბნების მიხედვით ყველაზე მაღლაა ე. წ ნუცუბიძის პლატო, რომელიც ზღ. დ. 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს.


ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდ. მტკვარი თბილისს ორ კარგად გამოხატულ ერთეულად — მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. მარჯვენა სანაპირო რელიეფურად წარმოდგენილია თრიალეთის ქედის განშტოებებით, რომლებიც ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობისკენ. მათ შორის მოქცეულია მტკვრის შენაკადთა ხეობები.


მტკვრის მარცხენა ნაპირეთში მდებაორების მახათას მთა, რომლის სიმაღლე 630 მ-ს აღწევს.


თბილისის რელიეფი კარგად გამოხატული ტერასებით ხასიათდება.


  • პირველი ტერასა, რომლის შეფარდებითი სიმაღლე მტკვრის ხეობასთან 1-დან 5-მდე მერყეობს, თბილისის მხოლოდ ცალკეულ უბნებშია. მათ შორის აღსანიშნავია ე. წ „პესკები“ ანუ რიყე, რომელსაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრევი იცნობენ, როგორც სახალხო ზეიმის — „თბილისობის“ გამართვის ადგილს.

  • მეორე ტერასა (შეფარდებითი სიმაღლე 7-10 მეტრი) მთლიანადაა განაშენიანებული. აქ მდებარეობს დავით აღმაშენებლის პროსპექტი, დიდუბე, ავჭალა, დიღომი.

  • მესამე ტერასა მდ. მტკვრის დონიდან 20-25 მეტრი სიმაღლისაა. აღნიშნულ ტერასაზეა რუსთაველის პროსპექტი, ვაკისა და საბურთალოს ნაწილი, მარცხენა სანაპიროზე კი — ავლაბარი.

  • მეოთხე ტერასაზე, რომლის სიმაღლე 60-80 მ-ია, გაშენებულია ნაძალადევი, ღრნაღელე და ლოტკინი.

  • მეხუთე ტერასის შეფარდებითი სიმაღლეა 145—160 მ. იგი ყველაზე კარგად გამოხატულია მახათას მთის მიდამოებში, რადგანაც სწორედ აქ აქვს მას პლატოსმაგვარი ფორმა.

თბილისის მიდამოებში ტყეები დიდი ხანია გაიჩეხა და ამჟამად როგორც ქალაქის დასახლებულ ნაწილში, ისე მოსაზღვრე ვაკეებზე, გორაკ-ბორცვებსა და მთის კალთებზე უპირატესად ხელოვნურად გაშენებული ხემცენარეულობა (მ. შ. წიწვოვანები) ხარობს. განაშენიანებული ტერიტორიის ირგვლივ ჭარბობს სტეპის ბალახეულობა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარი, უფრო დაშორებულ ადგილებში, ქედების კალთებზე კი მეორეული ფართოფოთლოვანი ტყეებია.


თბილისის რელიეფში განსაკუთრებით საინტერესოა ის დეპრესია, რომელიც ამჟამად „თბილისის ზღვას“ უკავია. არადა, აქ რამდენიმე ათეული წლის წინ სამი მლაშე ტბა იყო. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ტბები მდინარე მტკვრის უძველეს ხეობაში მდებარეობდა.


თბილისის ჰავა, ზოგადი ნიშნების მიხედვით, სუბტროპიკულსემიარიდულია (სუბხმელთაშუაზღვიური კლიმატის ელემენტებით). ზაფხული თბილისში საგრძნობლად ცხელია. ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24,4o-ია. ზამთარი ცივია (იანვარში +0,9o). ნალექის საშუალო რაოდენობა 540 მმ-ის ტოლია. ნალექების მაქსიმუმი დამახასიათებელია გაზაფხულისთვის, მინიმუმი კი — ზამთრისთვის. თოვლის საფარი აქ ყოველწლიურად არ ყალიბდება.


თბილისის მნიშვნელოვანი წიაღისეულია გოგირდწყალბადიანი თერმული მინერალური წყალი, რომელიც მრავალ ადგილას გამოდის ქალაქის ძველ უბნებში მტკვრის ორივე მხარეს. მათ ბაზაზე ძველთაგანვე მოწყობილია აბანოები, ხოლო შემდეგ მოეწყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. თიხის საბადოა დიღმის ვაკეზე. თიხის ნაწილს იყენებენ აგურის წარმოებაში. ორხევში არის გაჯის საბადო. ავჭალაში მოიპოვება კვარცხის სილა.



კლიმატი


თბილისში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 12,7 °C, იანვარი 0,9 °C, ივლისი 24,4 °C; აბსოლუტირი მინიმალური ტემპერატურა — 23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 40 °C. ნალექები 560 მმ წელიწადში. უხვნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი — იანვარი (20 მმ). თოვლის სახით ნალექი შეიძლება მოვიდეს საშუალოდ 15-25 დღე წელიწადში. გაბატონებულია ჩრდილოეთი და ჩრდილოეთ-დავასავლეთის ქარი, ხშირია აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი.













































































































































წლიური ამინდი — თბილისი
თვე
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკწელი
რეკორდ. მაღალი °C (°F)
19.5 (67)
22.4 (72)
28.7 (84)
31.6 (89)
34.9 (95)
38.7 (102)
40.0 (104)
40.3 (105)
37.9 (100)
33.3 (92)
27.2 (81)
22.8 (73)
საშუალო მაღალი °C (°F)
5.9 (43)
7.1 (45)
12.2 (54)
19.3 (67)
23.1 (74)
27.5 (82)
31.0 (88)
30.2 (86)
26.1 (79)
19.4 (67)
12.7 (55)
7.8 (46)18.6 (65)
საშუალო დღიური °C (°F)
1.5 (35)
2.4 (36)
6.8 (44)
13.0 (55)
17.0 (63)
21.1 (70)
24.5 (76)
23.7 (75)
19.8 (68)
13.6 (56)
7.8 (46)
3.4 (38)12.9 (55)
საშუალო დაბალი °C (°F)
-1.5 (29)
-0.8 (31)
3.0 (37)
8.1 (47)
12.1 (54)
16.0 (61)
19.4 (67)
18.6 (65)
15.0 (59)
9.4 (49)
4.5 (40)
0.5 (33)8.7 (48)
რეკორდ. დაბალი °C (°F)
-24.4 (-12)
−14.8 (5)
−12.8 (9)
-3.8 (25)
1.0 (34)
6.3 (43)
9.3 (49)
8.9 (48)
0.8 (33)
-6.4 (20)
−7.1 (19)
−20.5 (-5)
ნალექი მმ (დუიმი)
20 (0.8)
29 (1.1)
31 (1.2)
51 (2)
84 (3.3)
84 (3.3)
41 (1.6)
43 (1.7)
35 (1.4)
41 (1.6)
35 (1.4)
23 (0.9)517 (20.4)
წვიმიანი დღეები
4
4
8
12
12
10
7
8
9
10
10
6
თოვლიანი დღეები
6
8
3
0.1
0
0
0
0
0
0.1
1
4
საშ. მზიანი საათები
99.2
104.4
142.6
171.0
213.9
249.0
257.3
248.0
207.0
164.3
102.0
93.0

წყარო: Pogoda.ru.net,[24]Hong Kong Observatory[25]for data of avg. precipitation days and sunshine hours, Weatherbase (extremes only)[26] May 2011




ტრანსპორტი




თბილისის მეტროს რუკა


თბილისს კომპლექსური საზოგადოებრივი სატრანსპორტო კვანძი აქვს. მოქმედებს მეტროპოლიტენის ორი ხაზი და ავტობუსების ქსელი, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. 2006 წლიდან ქალაქში დაიხურა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ტრამვაისა და ტროლეიბუსის მოქმედი ხაზები. ქალაქს ემსახურება აეროპორტი და რკინიგზა. თბილისში სამდინარო ტრანსპორტი განვითარებული არ არის.


სწრაფი საზოგადოებრივი ტრანზიტის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალება ქალაქში თბილისის მეტროპოლიტენია. ამჟამად მეტროს 22 სადგური განლაგებულია ორ ხაზზე — დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვი, ლენინგრადი და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორატულობით გამოირჩევა. დედაქალაქის მეტროს შესახებ იხილეთ თბილისის მეტროსადგურების სია.



დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები


თბილისის დაძმობილებული ქალაქები არიან[27]:






  • გერმანიის დროშა ზაარბრიუკენი, გერმანია (1975)[27]


  • სლოვენიის დროშა ლუბლიანა, სლოვენია (1977)[27][28]


  • საფრანგეთის დროშა ნანტი, საფრანგეთი (1979)[27]


  • ავსტრიის დროშა ინსბრუკი, ავსტრია (1982)[27]


  • იტალიის დროშა პალერმო, იტალია (1987)[27]


  • აშშ-ის დროშა ატლანტა, აშშ (1987)[27]


  • გაერთიანებული სამეფოს დროშა ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო (1988)[27][29]


  • ესპანეთის დროშა ბილბაო, ესპანეთი (1989)[27]


  • სომხეთის დროშა ერევანი, სომხეთი (1996)[27][30][31]



  • უკრაინის დროშა კიევი, უკრაინა (1999)[27]


  • ყაზახეთის დროშა ნურ-სულთანი, ყაზახეთი (2005)[27]


  • ლიტვის დროშა ვილნიუსი, ლიტვა (2009)[27]


  • მოლდოვის დროშა კიშინიოვი, მოლდოვა (2011)[27][32]


  • ეგვიპტის დროშა კაირო, ეგვიპტე (2012)[27]


  • კატარის დროშა დოჰა, კატარი (2012)[27]


  • ირანის დროშა თეირანი, ირანი (2015)[27][33]


  • ბელარუსის დროშა მინსკი, ბელარუსი (2015) (პარტნიორი 1994-დან)


  • თურქეთის დროშა სტამბოლი, თურქეთი (2016)[34] (პარტნიორი 2006-დან)


  • ბულგარეთის დროშა სოფია, ბულგარეთი (2016)

თბილისის პარტნიორი ქალაქები არიან:






  • აზერბაიჯანის დროშა ბაქო, აზერბაიჯანი (1993)


  • უკრაინის დროშა ოდესა, უკრაინა (1996)


  • თურქეთის დროშა ანკარა, თურქეთი (1996)


  • საბერძნეთის დროშა ათენი, საბერძნეთი (1997)


  • საფრანგეთის დროშა პარიზი, საფრანგეთი (1997)


  • ისრაელის დროშა იერუსალიმი, ისრაელი (1998)


  • ლატვიის დროშა რიგა, ლატვია (2007)



  • პოლონეთის დროშა კრაკოვი, პოლონეთი (2009)[35]


  • პოლონეთის დროშა ვარშავა, პოლონეთი (2010)


  • უნგრეთის დროშა ბუდაპეშტი, უნგრეთი (2011)


  • უკრაინის დროშა ხარკოვი, უკრაინა (2012)


  • უკრაინის დროშა ლვოვი, უკრაინა (2013)


  • აშშ-ის დროშა ლინკოლნი, აშშ (2013)


  • ჩეხეთის დროშა პრაღა, ჩეხეთი[36]


განთქმული თბილისელები



  • ნინო ანანიაშვილი — პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი


  • პაატა ბურჭულაძე — ოპერის მომღერალი


  • არამ ხაჩატურიანი — კომპოზიტორი


  • ივანე ჯავახიშვილი — ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი


  • კოკაი (ლევან ცაგურია) — სუმოისტი


  • გია ყანჩელი — კომპოზიტორი


  • საიათ-ნოვა — მომღერალი, პოეტი


  • სერგო ფარაჯანოვი — კინორეჟისორი


  • ვახტანგ ჭაბუკიანი — მოცეკვავე და ქორეოგრაფი


  • ქაქუცა ჩოლოყაშვილი — ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი


ფოტოგალერეა




თბილისის პანორამა ნარიყალადან





ძველი თბილისის პანორამა მამა დავითიდან, დეტალური გარჩევადობით



ძველი რუკები



იხილეთ აგრეთვე



  • თბილისის მეტროპოლიტენი

  • თბილისის არქეოლოგიური ძეგლები

  • თბილისის არქიტექტურა

  • თბილისის საპატიო მოქალაქეები

  • თბილისის განათლების ცენტრები

  • ცნობილი თბილისელები

  • თბილისობა



ლიტერატურა



  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 595—903 თბ. 1979

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0


რესურსები ინტერნეტში








  • თბილისის ოფიციალური საიტი

  • თბილისის სასტუმროები

  • თბილისის ფოტოგალერეა

  • ინფო-თბილისი

  • თბილისის სასტუმროები

  • Tbilisi Guide

  • თბილისის პორტალი

  • მეგზური „Тифлисъ и его окрестности“ 1913 წლის გამოცემა

  • თბილისის და საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების ლამაზი სურათები

  • სურათები თბილისზე

  • Travel Tbilisi — თბილისის ონლაინ მეგზური

  • ტფილისის თეატრი-ქარვასლა

  • თბილისის აფიშა

  • თბილისის დასაქმების საგენტო


სქოლიო




  1. პოსპელოვ, ე.მ. (1998). გეოგრაფიჩესკიე ნაზვანია მირა. გვ. 412.


  2. თუმცა, საარქივო დოკუმენტებით მტკიცდება, რომ თბილისი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს ისხენიებოდა, როგორც ტფილისის პარალელური ტერმინი. იხ. ნიკო ჯავახიშვილი, როდის დაერქვა ჩვენს დედაქალაქს „თბილისი“?, „ისტორიანი“, თებერვალი, № 2, 2011, გვ. 30–31


  3. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი


  4. თბილისი, გეოგრაფია და ბუნება. მერიის ოფიციალური ვებგვერდი


  5. "Tephlis, Telphis, Tiphlis: Teflis" (წიგნის  Google Books). Verba adiectiva "Tephlisensis seu Tiphlitana" e The Hierarchy of the Catholic Church (situs a Davide M. Cheney elaboratus) (Anglice); "Tephlisensis" (vide p. 408 apud Google Books); "Tiphlisensis" multo saepius, e.g. (p. 29 apud Google Books), etiam ab universitate adhibitum in serie Publicationes universitatis Tiphlisensis anno 1920 incepta (vide p.275 apud Google Books)


  6. "Triphelis": Simon de Sancto Quintino, Historia Tartarorum 30.88; "Tephelis, Tiphilis": J. G. Th. Graesse, Orbis Latinus (Dresdae: Schönfeld, 1861; 1909. Brunsvici, 1972) Ed. 1861 Ed. 1909 Ed. aucta 1972


  7. «Известия», 1936, 22 აგვისტო


  8. (ინგლისური)საქართველოს ოქროს ხანა - ქართული ეროვნული ბიოგრაფიის ლექსიკონი. წაკითხულია 25/08/2008.


  9. Высочайше утвержденный плакат "Об учреждении Верховного Грузинского Правительства в Тифлисе". 12 сентября 1801г. ПСЗ-I. Т.26. № 20.009.


  10. (ინგლისური) Jones, Stephen F. (2005). Socialism in Georgian Colors (სოციალიზმი ქართულ ფერებში).

  11. 11.011.1საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ. გვერდი კანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტი. წაკითხვის თარიღი: 2010-07-13.


  12. „საქართველოს დედაქალაქის — თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. გვერდი კანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტი (2005-07-01). წაკითხვის თარიღი: 2010-07-13.


  13. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე. გვერდი - კანონმდებლობა (ციფრული ბაზა). საქართველოს პარლამენტი (2009-12-28). წაკითხვის თარიღი: 2010-07-13.


  14. ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია. საიტი ხელისუფლება. თბილისის მთავრობა. წაკითხვის თარიღი: 2010-07-13.


  15. თავმჯდომარე. გვერდი - თავმჯდომარე. თბილისის საკრებულო. წაკითხვის თარიღი: 2010-07-13.


  16. სამადაშვილი ზაალ. საიტი - საკრებულოს წევრები. თბილისის საკრებულო. წაკითხვის თარიღი: 2010-07-13.


  17. “თბილისის რაიონები ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაიყოფა“, ნიუსი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, 2009-10-29. წაკითხვის თარიღი: 2010-07-13. 


  18. “მოვუსმინოთ თბილისელებს ყველა უბანში“, გვერდი - ახალი ამბები, თბილისის საკრებულო. წაკითხვის თარიღი: 2010-07-13. 


  19. ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ


  20. კარლ ბედეკერი (Karl Baedeker), რუსეთი: მოგზაურთა მეგზური (Arno Press, 1971, 1914 წლის გამოცემის ხელახალი გამოცემა), გვ. 467.


  21. განაპირობებული იყო რუსეთთან ურთიერთობის გაფართოებით


  22. ქართული ავტოკეფალური ეკლესიის მიმდევრები


  23. http://statistics.ge/_files/georgian/population/01%20saqarTvelos%20mosaxleobis%20ricxovnoba%20TviTmmarTveli%20erTeulebis%20mixedviT%20%281%20ianvris%20mdgomareobiT%29.xls საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (1 იანვრის მდგომარეობით)


  24. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Pogoda.ru.net. წაკითხვის თარიღი: 2014-06-19.


  25. "Climatological Information for Tbilisi, Georgia" – Hong Kong Observatory


  26. Tbilisi, Georgia Travel Weather Averages. Weatherbase. წაკითხვის თარიღი: 2012-12-19.

  27. 27.0027.0127.0227.0327.0427.0527.0627.0727.0827.0927.1027.1127.1227.1327.1427.1527.16Tbilisi Sister Cities. Tbilisi City Hall. Tbilisi Municipal Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-07-24. წაკითხვის თარიღი: 2013-08-05.


  28. Medmestno in mednarodno sodelovanje Slovenian. Mestna občina Ljubljana (Ljubljana City). წაკითხვის თარიღი: 2013-07-27.


  29. Bristol City – Town twinning. © 2009 Bristol City Council. წაკითხვის თარიღი: 2009-07-17.


  30. Yerevan – Twin Towns & Sister Cities. Yerevan Municipality Official Website. © 2005—2013 www.yerevan.am. წაკითხვის თარიღი: 2013-11-04.


  31. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Armenian. [1]. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-05-12. წაკითხვის თარიღი: 2013-08-05.


  32. Oraşe înfrăţite (Twin cities of Minsk) [via WaybackMachine.com] Romanian. Primăria Municipiului Chişinău. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 November 2012. წაკითხვის თარიღი: 2013-07-21.


  33. Tbilisi-Tehran direct flights will start next month English. Agenda.ge. წაკითხვის თარიღი: 2015-05-20.


  34. თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. Tbilisi City Hall. წაკითხვის თარიღი: 19 April 2016.


  35. Kraków – Miasta Partnerskie Polish. Miejska Platforma Internetowa Magiczny Kraków. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-07-02. წაკითხვის თარიღი: 2013-08-10.


  36. Partnerská města HMP Czech. Portál „Zahraniční vztahy“ [Portal "Foreign Affairs"] (2013-07-18). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-06-25. წაკითხვის თარიღი: 2013-08-05.










პორტალი:თბილისი



პორტალი თბილისი





Seal of Tbilisi, Georgia.svg

თბილისის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები თბილისის შესახებ.








(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თბილისი&oldid=3659095“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.960","walltime":"2.490","ppvisitednodes":"value":24742,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":550206,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":241406,"limit":2097152,"expansiondepth":"value":18,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":13,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":43434,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1416.320 1 -total"," 49.32% 698.542 1 თარგი:ინფოდაფა_დასახლება"," 46.74% 661.990 1 თარგი:ინფოდაფა"," 21.25% 301.028 168 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 19.47% 275.702 38 თარგი:Wikidata"," 11.04% 156.419 34 თარგი:Flagicon"," 9.94% 140.737 1 თარგი:Wikidata/p18"," 9.71% 137.516 1 თარგი:თბილისის_კლიმატი"," 9.22% 130.559 1 თარგი:ინფოდაფა_ამინდი_(ინგლისური)"," 8.00% 113.355 6 თარგი:ნავდაფა"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.303","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":7404249,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1327","timestamp":"20190415104426","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d7u10d1u10d8u10dau10d8u10e1u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q994","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q994","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2004-09-17T14:47:20Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/9d/Tbilisi_Collage_%282010%29.jpg","headline":"u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10ddu10e1 u10d3u10d4u10d3u10d0u10e5u10d0u10dau10d0u10e5u10d8"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":145,"wgHostname":"mw1247"););

Popular posts from this blog

រឿង រ៉ូមេអូ និង ហ្ស៊ុយលីយេ សង្ខេបរឿង តួអង្គ បញ្ជីណែនាំ

Crop image to path created in TikZ? Announcing the arrival of Valued Associate #679: Cesar Manara Planned maintenance scheduled April 17/18, 2019 at 00:00UTC (8:00pm US/Eastern)Crop an inserted image?TikZ pictures does not appear in posterImage behind and beyond crop marks?Tikz picture as large as possible on A4 PageTransparency vs image compression dilemmaHow to crop background from image automatically?Image does not cropTikzexternal capturing crop marks when externalizing pgfplots?How to include image path that contains a dollar signCrop image with left size given

Romeo and Juliet ContentsCharactersSynopsisSourcesDate and textThemes and motifsCriticism and interpretationLegacyScene by sceneSee alsoNotes and referencesSourcesExternal linksNavigation menu"Consumer Price Index (estimate) 1800–"10.2307/28710160037-3222287101610.1093/res/II.5.31910.2307/45967845967810.2307/2869925286992510.1525/jams.1982.35.3.03a00050"Dada Masilo: South African dancer who breaks the rules"10.1093/res/os-XV.57.1610.2307/28680942868094"Sweet Sorrow: Mann-Korman's Romeo and Juliet Closes Sept. 5 at MN's Ordway"the original10.2307/45957745957710.1017/CCOL0521570476.009"Ram Leela box office collections hit massive Rs 100 crore, pulverises prediction"Archived"Broadway Revival of Romeo and Juliet, Starring Orlando Bloom and Condola Rashad, Will Close Dec. 8"Archived10.1075/jhp.7.1.04hon"Wherefore art thou, Romeo? To make us laugh at Navy Pier"the original10.1093/gmo/9781561592630.article.O006772"Ram-leela Review Roundup: Critics Hail Film as Best Adaptation of Romeo and Juliet"Archived10.2307/31946310047-77293194631"Romeo and Juliet get Twitter treatment""Juliet's Nurse by Lois Leveen""Romeo and Juliet: Orlando Bloom's Broadway Debut Released in Theaters for Valentine's Day"Archived"Romeo and Juliet Has No Balcony"10.1093/gmo/9781561592630.article.O00778110.2307/2867423286742310.1076/enst.82.2.115.959510.1080/00138380601042675"A plague o' both your houses: error in GCSE exam paper forces apology""Juliet of the Five O'Clock Shadow, and Other Wonders"10.2307/33912430027-4321339124310.2307/28487440038-7134284874410.2307/29123140149-661129123144728341M"Weekender Guide: Shakespeare on The Drive""balcony"UK public library membership"romeo"UK public library membership10.1017/CCOL9780521844291"Post-Zionist Critique on Israel and the Palestinians Part III: Popular Culture"10.2307/25379071533-86140377-919X2537907"Capulets and Montagues: UK exam board admit mixing names up in Romeo and Juliet paper"Istoria Novellamente Ritrovata di Due Nobili Amanti2027/mdp.390150822329610820-750X"GCSE exam error: Board accidentally rewrites Shakespeare"10.2307/29176390149-66112917639"Exam board apologises after error in English GCSE paper which confused characters in Shakespeare's Romeo and Juliet""From Mariotto and Ganozza to Romeo and Guilietta: Metamorphoses of a Renaissance Tale"10.2307/37323537323510.2307/2867455286745510.2307/28678912867891"10 Questions for Taylor Swift"10.2307/28680922868092"Haymarket Theatre""The Zeffirelli Way: Revealing Talk by Florentine Director""Michael Smuin: 1938-2007 / Prolific dance director had showy career"The Life and Art of Edwin BoothRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietRomeo and JulietEasy Read Romeo and JulietRomeo and Julieteeecb12003684p(data)4099369-3n8211610759dbe00d-a9e2-41a3-b2c1-977dd692899302814385X313670221313670221